ბრძანება N 9717

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.04.2024
№ დოკუმენტი 9717
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9717

25 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------------------ის (პ/ნ --------------------)

(მის.: ---------------------------------------)

2024 წლის 5 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა ფ/პ------------------ის (პ/ნ --------------------) №58332/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №21-10/19379 გადაწყვეტილებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №21-10/------ გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ როგორც იცის გრანტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ ექვემდებარება დაბრუნებას. შემოსავლების სამსახურს მიმართა წერილით გრანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც დაუკმაყოფილდა, თუმცა დღგ-ს მოხსნაზე უარი ეთქვა, რადგან საქონელი უკვე იყო გაფორმებული გრანტის სტატუსის მინიჭებამდე, რის მიზეზს წარმოადგენს მისთვის არასწორად მიწოდებული ინფორმაცია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაუბრუნდეს №----/------ 08/02/------- 09/02/2024 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადახდილი თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 6 მარტს გადამხდელმა საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა ID------ (შტრიხკოდის ნომერი -----) განცხადება, რომლითაც მოითხოვა №----/--- 08/02/2024/---- 09/02/2024 საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანა დანართში (№----/--- 08/02/2024 / ---- 09/02/2024 საბაჟო დეკლარაცია, №--- ----- 24/10/2023 ინვოისი №---- 19/08/2023 ხელშეკრულება და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 მარტის ID---- შტრიხკოდის ნომერი --- წერილი საიმპორტო ტვირთზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ) მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, ფ/პ------------------ის (პ/ნ --------------------) მიერ იმპორტირებული საქონლის (ხის დამამუშავებელი ჩარხი (როუტერის კომპლექტი)) მიმართ გრანტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის გამოყენება და შესაბამისად იმპორტის გადასახდელისაგან (დღგ) გათავისუფლება.

მოცემული საქონელი დეკლარირებულია 2024 წლის 8 თებერვალს, ხოლო გადამხდელმა გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებებით მიმართა 2024 წლის 25 და 28 თებერვალს, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ. ასევე, გადაწყვეტილება აღნიშნულ საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია 2024 წლის 5 მარტს, რასაც ადასტურებს გადაწყვეტილებაზე დატანილი გაცემის თარიღი. შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად საჭირო დოკუმენტი საქონლის გაფორმების დროს წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც ფ/პ------------------ის (პ/ნ --------------------) საბაჟო დეკლარაციით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახდელი, კერძოდ დღგ - 2,857.58 ლარის ოდენობით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-8 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად (დანართი №8-II-03-ის შესაბამისად), იმპორტირებული საქონლის დეკლარირებისას, გრანტით განსაზღვრული შეღავათის მისაღებად წარდგენილი უნდა ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც გადამხდელის მიერ საქონლის დეკლარირებისას არ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარი ეთქვა №----/----- 08/02/2024 საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე, რასთან დაკავშირებითაც გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №21-10/---- გადაწყვეტილება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღების განცხადება;

ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

გ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;

დ) საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი შემოსავლების სამსახური ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რომლის მიხედვით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს ამავე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ხოლო, შემოსავლების სამსახური სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს მიანიჭებს გრანტის სტატუსს ან მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონლისათვის, რომელიც ფინანსდება გრანტებით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ).

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სპეციალური პროცედურა საშუალებას იძლევა, მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობით.

ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეღავათის გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტი დანართი №8-II-03-ის შესაბამისად.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიებდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებს და მის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად. მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე საქონელს მინიჭებული ჰქონდეს გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისთვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ.

დადგენილია, რომ საქონელი დეკლარირებულია 2024 წლის 8 თებერვალს, ხოლო გადამხდელმა გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებებით მიმართა 2024 წლის 25 და 28 თებერვალს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ.

დადგენილია ასევე, რომ მომჩივნის განაცხადის საფუძველზე საიმპორტო ტვირთს (ინვოისის ღირებულება: 5200 აშშ დოლარი) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძნებულების შესაბამისად მიენიჭა გრანტის სტატუსი 2024 წლის 5 მარტს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც პირს საკანონმდებლო აქტით მინიჭებული აქვს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, მხოლოდ ის გარემოება, რომ გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების შემდეგ, არ უნდა გახდეს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №21-10/----- გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს №------ 08/02/2024/------- 09/02/2024 საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ------------------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №21-10/----- გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს №----/---- 08/02/2024/----- 09/02/2024 საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტმა განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ როგორც იცის გრანტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ ექვემდებარება დაბრუნებას. შემოსავლების სამსახურს მიმართა წერილით გრანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც დაუკმაყოფილდა, თუმცა დღგ-ს მოხსნაზე უარი ეთქვა, რადგან საქონელი უკვე იყო გაფორმებული გრანტის სტატუსის მინიჭებამდე, რის მიზეზს წარმოადგენს მისთვის არასწორად მიწოდებული ინფორმაცია.ითხოვს დაუბრუნდეს საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადახდილი თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელმა საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანა დანართში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, მომჩივანის მიერ იმპორტირებული საქონლის მიმართ გრანტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის გამოყენება და შესაბამისად იმპორტის გადასახდელისაგან (დღგ) გათავისუფლება.

მოცემული საქონელი დეკლარირებულია 2024 წლის 8 თებერვალს, ხოლო გადამხდელმა გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებებით მიმართა 2024 წლის 25 და 28 თებერვალს, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ. ასევე, გადაწყვეტილება აღნიშნულ საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია 2024 წლის 5 მარტს, რასაც ადასტურებს გადაწყვეტილებაზე დატანილი გაცემის თარიღი. შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად საჭირო დოკუმენტი საქონლის გაფორმების დროს წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც მომჩივანს საბაჟო დეკლარაციით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახდელი( დღგ ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მომჩივანს უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე, რასთან დაკავშირებითაც გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: