ბრძანება N 9396
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9396
01.05.2023
--------ს (პ/ნ ---------)
(მის.: -----------------)
2023 წლის 27 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა ---------- (პ/ნ ---------) №53182/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის №EL204269 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გვიან გამოცხადდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირების მიზნით. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 მარტს ფიზიკურმა პირმა -------- მ (პ/ნ -------) მიმართა სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის №-------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების მიზნით, რის შემდეგაც შედგენილ იქნა დათვალიერების აქტი №2437590.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის (№------) საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2022 წლის 14 დეკემბერს რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2023 წლის 12 თებერვალი.
გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური პირი ----- ს მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ იყო განხორციელებული ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის №-----) საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება და მისი გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე 2023 წლის 27 მარტს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL204269 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, იმავე დღეს მის მიმართ გამოცემულ იქნა №EL11113/74 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა საურავი 53.94 ლარის ოდენობით. დაკისრებული საბაჟო სანქციისა და საურავის თანხები გადახდილ იქნა 2023 წლის 27 მარტს (№16530788311 – 1000 ლარი და №16530804871 - 53.94 ლარი) საგადასახადო დავალებით.
2023 წლის 27 მარტს ავტოსატრანსპორტო საშუალება (შასის №-------) მოექცა თავისუფალი მიმოქცევის გაშვების პროცედურაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით №69510/02437590.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში და რეექსპორტში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. შესაბამისად, მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების კანონით განსაზღვრული ვადების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------- (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის განმარტებით, გვიან გამოცხადდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირების მიზნით. ითხოვს სადავო საბაჟო
სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საჩივრის ავტორის მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ იყო განხორციელებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება და მისი გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა ამასთან, იმავე დღეს მის მიმართ გამოცემულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა საურავი.
მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში და რეექსპორტში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. შესაბამისად, მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების კანონით განსაზღვრული ვადების თაობაზე.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64; 272.
საქართველოს საბაჟო კოდექსი; 163 (1); 165;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8): 2 (2).