გადაწყვეტილება №20471/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20471/2/2023
18 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------- “ (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 3.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20471/2/2023).
დავის საგანი:
კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14111 ბრძანება გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18203 ბრძანება
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18203 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 51-ე მუხლზე, 262-ე მუხლზე, 263-ე მუხლზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანებით მოცული შესამოწმებელი პერიოდი არ მოიცავს წინა საგადასახადო შემოწმებებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდებს, მათ შორის საჩივარში მითითებული აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2020 წლის 2 დეკემბრის №35695 ბრძანებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდებს, კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით შპს "------"-ის საქმიანობის შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები და მიიჩნევს, რომ შპს "------"-ის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, მომჩივნის არგუმენტზე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით და განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას კამერალური შემოწმების დანიშვნის შესახებ და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 2 დეკემბრის №35695 ბრძანებით განისაზღვრა ასევე კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება, შემოწმება ჩატარდა 2020 წლის 13 მარტიდან 2021 წლის 28 დეკემბრის პერიოდებში, რომლის შედეგებზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, ამ ეტაპზე სარჩელი შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და წარმოებაშია მიღებული. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის ბარათზე დაფიქსირებულია არ აღიარებული ვალდებულება. ორჯერ ერთი და იგივე პერიოდის შემოწმება კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიაჩნია და ასევე გასათვალისწინებელია, რომ კომპანია შემოწმებულია სრულად.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 96-ე მუხლზე და ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18203 ბრძანების ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
საქმეში არსებულ მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს "------"-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოსავლების სამსახური სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანებით მოცული შესამოწმებელი პერიოდი არ მოიცავს წინა საგადასახადო შემოწმებებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდებს, მათ შორის საჩივარში მითითებული აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2020 წლის 2 დეკემბრის №35695 ბრძანებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდებს, კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით შპს "------"-ის საქმიანობის შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდები.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას კამერალური შემოწმების დანიშვნის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის ბარათზე დაფიქსირებულია არ აღიარებული ვალდებულება. ორჯერ ერთი და იგივე პერიოდის შემოწმება კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიაჩნია და ასევე გასათვალისწინებელია, რომ კომპანია შემოწმებულია სრულად.
ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18203 ბრძანების ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18203 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
51,262,263