შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
238-საზ ქ. თბილისი
DDD 16 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ზ. ს-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ტუსაღობა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესით, ზურაბ სულაშვილს მთლიანობაში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ზურაბ სულაშვილს განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით _ შეუმცირდა 2 (ორი) წლით და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებული ზ. ს-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მიერ 2004 წლის 20 ნოემბერს გამოტანილი განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. ს-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ს-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
მსჯავრდებულ ზ. ს-ის ქმედების კვალიფიკაცია, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტს და მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამიტომ ზ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტიდან (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან და 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტიდან (2003 წლის 20 ივნისი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს 19-ე მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ს-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი _ მე-2 ნაწილებითა და იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია) სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რის გამოც ამ ნაწილში მსჯარვდებულ ზ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით _ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, უნდა შემცირდეს 1 (ერთი) წლით და მას აღნიშნულ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. გარდა ამისა, საქართვლეოს სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ს-ლს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და ექვსი თვის ვადით.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ მთლიანობაში სასჯელი განისაზღვრა სასჯელთა როგორც შთანთქმის, ისე მათი ნაწილობრივი შეკრების წესით, გასაჩივრებული განჩინებით მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2004 წლის 20 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2004 წლის 20 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლიდან და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტიდან, იმავე კოდექსის მე-19 მუხლიდან და 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტიდან (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) შესაბამისად გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და იმავე კოდექსის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
მსჯავრდებულ ზ. ს-ლს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, თანახმად საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია).
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ აღნიშნული განჩინებთი განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.