შეწყალების საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹614აპ-10 7 სექტემბერი, 2010 წელი
E ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მაისის განაჩენზე, რომლითაც კ. ქ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის განაჩენით კ. ო. ქ-ი ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2010 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი), რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მის მიმართ შერაცხული პირობითი მსჯავრი _ 1 წელი და 6 თვე, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთას _ მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 8 თვე, 23 დღე და განაჩენთა ერთობლიობით კ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 2 თებერვლიდან.
კ. ქ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
კ. ქ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ და ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით კ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 21 აპრილის, 26 ივნისის, 2 ივლისის, 17 ივლისის, 29 აგვისტოს, 13 სექტემბრის ეპიზოდები), რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 3-3 (სამ-სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, კ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაევთალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნულის მიუხედავად, კ. ქ-მა კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ: 2010 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 15.15 საათზე, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვიზუალურად ეტყობოდა რა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ფაქტი, იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის I განყოფილების მუშაკებმა. ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფაქტის შემოწმების მიზნით კ. ქ-ი გადაიყვანეს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების – „ოპიუმის ჯგუფის“ მოხმარების ფაქტი.
აპელანტმა კ. ქ-მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ქ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ქ-ს დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ კ. ქ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო.
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების ¹... დასკვნით, მოწმეების _ გ. ჭ-ისა და დ. ქ-ას ჩვენებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და, პალატის აზრით, სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის შეცვლას ან გაუქმებას.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 აგვისტოს ¹840 განკარგულებით მსჯავრდებული კ. ქ-ი შეწყალებულ იქნა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან (1 წლით, 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთიდან) მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი _ 1 წელი, 1 თვე, 27 დღე _ გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა 6 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის OI ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ქ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 აგვისტოს ¹840 განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებულ კ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან (1 წლით, 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთიდან) მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი _ 1 წელი, 1 თვე, 27 დღე _ გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 6 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
კ. ქ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 28 აგვისტოდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.