შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
4/საზ-10 ქ. თბილისი
14 მაისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ვასილ როინიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 9 ივნისის განაჩენით ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის II ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 224-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის ,,გ», «ლ» ქვეპუნქტებით _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ» და «ლ» ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს დაემატა: სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამ სასჯელმა შთანთქა 273-ე მუხლითა და 236-ე მუხლის I-II ნაწილებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ა. რაზმაძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში გატარებული 2 წელი, 9 თვე, 10 დღეE და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 22 წელი, 2 თვე და 5 დღე, საიდანაც პირველი 5 წელი უნდა მოიხადოს საერთო რეჟიმის საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი 17 წელი, 2 თვე და 5 დღეE_ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ა. რ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლისა და 109-ე მუხლის «ლ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ამ ნაწილში განაჩენი გაუქმდა და მის მიმართ სისხლის სასამართლის საქმე შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ა. რ-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ 22 წელი, 2 თვე და 5 დღე შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით დანიშნული 20 წლითYთავისუფლების აღკვეთიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 16 წელი, 6 თვე და 6 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 19 წელი, 6 თვე, 6 დღე. ა. რ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 დეკემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განაჩენით ა. რ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 6 თვითა და 6 დღით დარჩა უცვლელად. E
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით «ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონი ა. რ-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განაჩენით მის მიმართ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. რ-ე საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით ა. რ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: «თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში».
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «გ» პუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I-II ნაწილებითა და 273-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მასთან მიმართებით გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ ა. რ-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I და II ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (ახ. რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 109-ე მუხლის I ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (ახ. რედაქცია) მოსახდელად უნდა განესაზღვროს 12 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განაჩენს, რომლითაც მსჯავრდებული ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მისი გადასინჯვისათვის აუცილებელი ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ა. რ-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 15 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. რ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ა. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ა. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «გ» პუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან და ამ მუხლით მიესაჯოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ ა. რ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 15 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.