დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1881-13 1 მარტი, 2013 წელი
ქ-ი ე, 188-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ლ-ის
ადვოკატ – მ. გ-ას
მსჯავრდებულ _ ე. ქ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 იანვრის განაჩენით ე. ქ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 19 ოქტომბრიდან.
ე. ქ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 თებერვლის განაჩენით ე. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით – 11 წლით, სსკ–ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 363–ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 1000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელებს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 1 თვე, 26 დღე და ე. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა –18 წლით, 1 თვით, 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 ლარი.
ე. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2010 წლის 23 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 4 ივნისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ე. ქ-ს შორის.
ე. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378–ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, იმავე კოედქსის 55–ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით, სსკ–ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 363–ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 1000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელებს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 1 თვე და 26 დღე და ე. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით, 1 თვით, 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა –1000 ლარი.
ე. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2010 წლის 23 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 4 ივნისიდან, 2010 წლის 23 თებერვლამდე.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ქ-ე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ე. ქ-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.
ე. ქ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ე. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი და განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე ე. ქ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 378–ე მუხლის პირველი და მე–5 ნაწილებით დანიშნული სასჯელი და სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ ე. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, საბოლოოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 4 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ე. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ქ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 187-ე მუხლით შერაცხული სასჯელის შემცირება ერთი მესამედით და სასჯელის ვადაში პატიმრობაში ყოფნის პერიოდის ჩათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.
იმავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად კი: ,,პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.
რადგან ე. ქ-ის დანაშაულებრივ ქმედებას არა აქვს მაკვალიფიცირებელი ნიშანი –ნარკოტიკული საშუალების გასაღება და ამ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო ნასამართლობის არმქონე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის გამოყენება სრულიად კანონიერია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება და ე. ქ-ის მიერ ნასამართლობის დროს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას, გაავრცელა ზემოაღნიშნული მუხლის და არა, იმავე კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნა, რომლითაც 1/3-ით უმცირდებათ სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლით, რომლის თანახმადაც: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“, ხოლო იმავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად: ,,ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე“. ამდენად, ე. ქ-ს კანონიერად აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები და ასევე კანონიერად დაუტოვა უცვლელად დაკისრებული ჯარიმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. ქათამაძე