დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1305-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13051-13 12 აპრილი, 2013 წელი

ქ-ე ს.- 13051-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. ბ-ის

მსჯავრდებულ - ს. ქ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. ქ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ს. ქ-ე, ნასამართლევი (ადრე მოქმედი სსკ-ის 104-ე და სხვა მუხლებით), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოოდ - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის განაჩენით ს. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 20 აპრილიდან; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნის შესახებ; მსჯავრდებულს სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 20 აპრილიდან.

უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის აღნიშნულ განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ს. ქ-ეს სასჯელი განესაზღვრა ზემოაღნიშნული ორი აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით, კერძოდ: სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 1 წელს - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 4 თვე, 9 დღე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 4 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 11 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ს. ქ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულს განესაზღვრა 3 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ს. ქ-ეს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სააპელაციო პალატის 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის 2012 წლის 11 დეკემბრისათვის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 2 თვე, 24 დღე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 11 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე.

მსჯავრდებული ს. ქ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო თბილისის საქალაქო ან ახალციხის რაიონულ სასამართლოს; მისთვის გაუგებარია, საბოლოოდ სასჯელის რა ზომა განესაზღვრა და რომელი კანონის საფუძველზე; მას დანაშაული არ ჩაუდენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს. ქ-ის მიმართ თბილისის საქალაქო და ახალციხის რაიონული სასამართლოების აღუსრულებელი განაჩენების მიხედვით საბოლოო სასჯელი განსაზღვრა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, მცხეთის რაიონული სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა მსჯავრდებულის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების საკითხი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის ბუნდოვანი. მასში მითითებულია მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ კანონზე, რის საფუძველზეც განისაზღვრა სასჯელის ზომა, კერძოდ, ,,ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე ს. ქ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი; მასვე, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც მსჯავრდებულს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 7 წელი - შეუმცირდა 3 წლამდე, 10 თვემდე და 15 დღემდე. ვინაიდან მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა 2012 წლის 20 აპრილიდან, ამ დღიდან 2012 წლის 11 დეკემბრამდე მას მოხდილი ჰქონდა 7 თვე, 21 დღე, რაც გამოაკლდა 3 წელს, 10 თვეს, 15 დღეს და განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა. ეს სასჯელი დაემატა სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებულ სასჯელს - 9 თვეს და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა 24 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება ს. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი