საზედამხედველო

სისხლის სამართლის 04.12.2013
საქმის ნომერი
209აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№209აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

შ-ე შ, 209აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. შ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ-ა და რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მარტის განაჩენით შ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით – 3 წლით, ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, ხოლო 375-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებით შ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 16 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2006 წლის 16 მარტიდან 24 მარტამდე, სულ – 8 დღე. შ. შ-ს განაჩენის აღსრულება გადაუვადდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: შ. შ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მას სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 16 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2006 წლის 16 მარტიდან 24 მარტამდე, სულ – 8 დღე და ქ. ფ-ს მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებული დრო. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მარტის განაჩენი შ. შანიძისათვის დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადების ნაწილში და დადგინდა მისი გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით:

შ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 წლით, მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 15 წლით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შ. შ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 33 წლითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით; სსკ-ის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ, კერძოდ: იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით; სსკ-ის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე გაუნახევრდა ,,ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. მ-ს საბოლოოდ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. შ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ შ. შ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 2-2 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; შ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანარჩენი სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლითა და 9 თვით, მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 11 წლითა და 3 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით შ. შ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 30 წლით, 6 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით:

გ. მ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–9 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; ასევე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის საფუძველზე იგი გათავისუფლდა სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით:

ი. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ¼–ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ¼–ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼–ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის განაჩენით სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–12 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შეკრების წესის მიხედვით, ი. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

2013 წლის 10 მაისს მსჯავრდებულმა შ. შ-მ და მისმა ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარეოებათა გამო, კერძოდ, სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს), 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვეს შოთა შანიძისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შ. შ-ს მიმართ და მცხეთის რაიონული სასამართლოს 20 თებერვლის განჩინებაში ი. გ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:

შ. შ-ს საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; 19,109,–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტეით - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ–ის 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“, მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელიდან - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 12 წელს დაემატა სსკ–ის 19,109,–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ და მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელიდან - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 10 წელი; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი; სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 თვე და საბოლოოდ შ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

ი. გ-ს საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელს დაემატა სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით განსაზღვრული 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 თვე, სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით განსაზღვრული 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი და 1 თვე; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით განსაზღვრული 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ ი. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული შ. შ-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. ჩ-ი და რ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შ. შ-მ წინა განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.

ამდენად, შ. შ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და შ. შ-ს უნდა განესაზღვროს 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის ნაწილი – 3 თვე და საბოლოოდ შ. შ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. შ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ-ა და რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 12 (თორმეტი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 19,109,–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით, 236–ე მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელები და შ. შ-ს განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის ნაწილი – 3 (სამი) თვე და საბოლოოდ შ. შ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი