საზედამხედველო

სისხლის სამართლის 04.12.2013
საქმის ნომერი
299აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№299აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

ო-ი დ.- 299აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ო-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დ. ო-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 3 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ. ო-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, დ. ო-ს სასჯელად განესაზღვრა 4 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი და 4 თვე. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

დ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 22 თებერვლიდან 2011 წლის 24 თებერვლის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ინტერნეტ კაფეს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართი სადგურის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შეკრების წესის გამოყენებით, დ. ო-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 3 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. ო-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 3 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, 3 თვე და 27 დღე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 3 თვის და 27 დღის გამოსაცდელი ვადით.

დ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 5 ივლისიდან.

იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და თ. გ-ი, ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი), ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ინტერნეტ კაფეს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბენზინგასამართი სადგურის ეპიზოდი) – 5 წლით;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 11 თვით და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა - დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ თ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 11 თვით და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 11 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 11 თვე და 1 დღე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 11 თვის და 1 დღის გამოსაცდელი ვადით.

თ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 5 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით დ. ო-ი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

მასვე იმავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა პატიმრობაში ყოფნის დრო და დ. ო-ს მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 7 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ინტერნეტ კაფეს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართი სადგურის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შეკრების წესის გამოყენებით, დ. ო-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 1 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი, 9 თვე და 11 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, 4 თვე და 16 დღე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

დ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 5 ივლისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ჯარიმის დაკისრების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით თ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა: 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 2 წელი, 11 თვე, 1 დღე – პირობითი მსჯავრი, 3 წლის, 11თვისა და 1 დღის გამოსაცდელი ვადით.

თ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 5 ივლისიდან.

2013 წლის 10 მაისს დ. ო-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა დ. ო-ის შუამდგომლობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დ. ო-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ინტერნეტ კაფეს ეპიზოდი) დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს - 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას და 7 თვით პირობით მსჯავრს – დაემატა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართი სადგურის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 11 თვით, 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და 3 თვით, 8 დღით – პირობითი მსჯავრი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 10 თვით, 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და 3 თვით, 12 დღით – პირობითი მსჯავრი. საბოლოოდ დ. ო-ს სასჯელად განესაზღვრა: 3 წლით, 6 თვით და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და 1 წელი, 1 თვე და 20 დღე – პირობითი მსჯავრი, 2 წლის, 1 თვის და 20 დღის გამოსაცდელი ვადით.

დ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 5 ივლისიდან.

იმავე განაჩენით თ. გ-ის მიმართ ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს განაჩენით თ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბენზინგასამართი სადგურის ეპიზოდი) დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს - 2 წლით, 9 თვით და 23 დღით თავისუფლების აღკვეთას და 11 თვითა და 7 დღით პირობით მსჯავრს – დაემატა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ინტერნეტ კაფეს ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 თვით – პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1 თვით – პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 თვით – პირობითი მსჯავრი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 თვით – პირობითი მსჯავრი.

თ.გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა: 5 წლით, 3 თვით და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 1 წელი, 9 თვე და 7 დღე – პირობითი მსჯავრი, 2 წლის, 9 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით.

თ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 5 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ო-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საქმის მასალებით ცნობილია, რომ დ. ო-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტისა და იმავე სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს განაჩენებით გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულები ჩაიდინა არასრულწლოვანების ასაკში, ამასთან, მეორე დანაშაული მსჯავრდებულმა ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში.

სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

ამდენად, რადგან ადგილი არა აქვს დანაშაულის რეციდივს, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენში დ. ო-ის მიმართ და მას სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ინტერნეტ კაფეს ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – უნდა შთანთქას იმავე მუხლით (ბენზინგასამართი სადგურის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. ო-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 წელი, 6 თვე და 15 დღე უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 10 თვე და 12 დღე – უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 10 თვისა და 12 დღის გამოსაცდელი ვადით.

დ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 5 ივლისიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ო-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ინტერნეტ კაფეს ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას იმავე მუხლით (ბენზინგასამართი სადგურის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. ო-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 წელი, 6 თვე და 15 დღე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 10 თვე და 12 დღე –ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 10 თვისა და 12 დღის გამოსაცდელი ვადით.

დ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 5 ივლისიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი