საზედამხედველო

სისხლის სამართლის 11.12.2013
საქმის ნომერი
699აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №699აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი ჯ-ა ბ., 699აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ასა და მისი ადვოკატის - ს. ფ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით ბ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ბ. ჯ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2008 წლის 3 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2008 წლის 1 ივლისიდან 3 ივლისამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ბ. ჯ-ას შორის 2011 წლის 15 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ბ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 5 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 9 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 17 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბ. ჯ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლისა და 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 3 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ჯ-ას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 3 თვე და 27 დღე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 3 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 აპრილიდან.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 3 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 7 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 9 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 7 თვისა და 28 დღის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 7 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 9 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს. ამ განაჩენით ბ. ჯ-ას მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 7 თვე და 27 დღე და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 7 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც თავისუფლების აღვეთის სახით შეეფარდა 6 წელი, ხოლო დანარჩენი 1 წელი, 7 თვე და 27 დღე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 7 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 28 აპრილიდან.

2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა ბ. ჯ-იამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენი და უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

კასატორი ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბ. ჯ-ამ წინა განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.

ამდენად, ბ. ჯ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და ბ. ჯ-ას უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 7 თვე, 27 დღე და საბოლოოდ ბ. ჯ-ას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 3 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც დღეის მდგომარეობით მოხდილი - 2 წელი, 7 თვე და 13 დღე - უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ ბ. ჯ-ას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ასა და მისი ადვოკატის - ს. ფ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

ბ. ჯ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და ბ. ჯ-ას განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 7 თვე, 27 დღე და საბოლოოდ ბ. ჯ-ას სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც დღეის მდგომარეობით მოხდილი - 2 წელი, 7 თვე და 13 დღე - ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ ბ. ჯ-ას სასჯელის სახით განესაზღვროს 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებული ბ. ჯ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე