დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№966აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი
ა-ი კ, 966აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განაჩენით კ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარი.
2007 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით კ. ა-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით კ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 4 წლით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 15 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; კ. ა-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 17 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა ქვეპუნქტებით (ბრალდების ხუთი ეპიზოდი), 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ბრალდების სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი, ხოლო 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად და საბოლოოდ მსჯავრდებულს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 500 ლარი; კ. ა-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 17 თებერვლიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. ა-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ა-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ა-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ა-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი