დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.01.2014
საქმის ნომერი
987აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№987აგ-13 17 იანვარი, 2014 წელი

ც-ე გ, 987აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით გ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1–ლი, მე–7 პუნქტებით, სსკ-ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის 1–ლი, მე–2, მე–4 პუნქტებით, სსკ-ის 238–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით (ძველი რედაქცია), 214-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 1997 წლის 15 იანვრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 18 ივლისის განაჩენით გ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 224–ე მუხლით – 14 წლით; სსკ–ის 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით; სსკ–ის 237–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით; სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლით; სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ზ“, „თ“, „ი“ ,„ლ“, „ო“ პუნქტებით – 16 წლით; სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, გ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 19 ივლისიდან.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 18 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 23 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 3 ოქტომბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ გ. ც-ს მოეხსნა საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის მეორე პუნქტით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება. მსჯავრდებულ გ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4 პუნქტით (ძველი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. ც-ს საქართველოს სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა. გ. ც-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლითა და 1 თვით; სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2002 წლის 3 ოქტომბრიდან;

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენით გ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 17 წელი, 5 თვე და 17 დღე და საბოლოოდ გ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 21 წლით, 5 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 მაისიდან.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. ც-ს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 20 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 29 ნოემბრიდან.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით გ. ც-ს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 თვე და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 თვითა და 15 დღით.

გ. ც-ს სასჯელთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 19 წლით, 6 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 28 ნოემბრიდან.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ც-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით თავისუფლების აღკვეთის სახით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი –19 წელი, 6 თვე და 19 დღე - შეუმცირდა ¼–ით და სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 7 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე გ. ც-ს ¼-ით შეუმცირდა სასჯელთა პროპორციული წილების გათვალისწინებით ყველა მუხლისთვის გამოთვლილი, შემცირებული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით, 4 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 მაისიდან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ც-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ც-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 18 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ც-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ა-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ საჩივრით ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ც-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ც-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი