საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100119003188513
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციოსაჩივრისდასაშვებობის
შემოწმებისშესახებ
საქმე №582აპ-20 ქ. თბილისი
თ–ე შ., 582აპ-20 29 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განაჩენზე პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ შ. თ–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენით შ. თ–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი, 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და შ. თ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა ჯარიმა - 10000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა შ. თ–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შ. თ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 30 ივლისიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ........ის განყოფილების აღსრულების პოლიციელ ბ. ბ–ს შესასრულებლად დაეწერა სასამართლო გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც, უნდა მომხდარიყო ქ. .............ში, ....... ქ.#.....-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. აღნიშნულის შესახებ შეიტყო შ. თ–მ, რომელმაც განიზრახა ბ. ბ–ისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემა და ამ ფორმით დადგენილ ვადაზე ადრე მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარება, რითაც სარგებელს მიიღებდნენ თვითონ და საცხოვრებელი სახლის ახალი მესაკუთრე.
განზრახვის შესაბამისად, 2018 წლის 10 დეკემბერს ქ. ...........ში შ. თ–ე მივიდა ბ. ბ–ის სამსახურში, გაეცნო მას და აუხსნა, რომ თუ იგი ორი კვირის ვადაში ქ. ........ში, .......ის ქ.#..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან, კანონით დადგენილ ვადაზე ადრე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გამოასახლებდა მობინადრეებს, ქრთამის სახით მისცემდა 500 აშშ დოლარს. შ. თ–ს აღნიშნულ შეთავაზებაზე ბ. ბ–ნმა განუცხადა უარი.
2019 წლის 22 აპრილს ქ. ...........ში შ. თ–ე შეხვდა ბ. ბ–ს და აუხსნა, რომ კვლავ დაინტერესებული იყო ქუთაისში, ..........ის ქ.#..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მობინადრეების გამოსახლების პროცესის დაჩქარებით, ხოლო თუ ბ. ბ–ი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეძლებდა საცხოვრებელი სახლის გათავისუფლებას, სანაცვლოდ ქრთამის სახით მისცემდა 500 აშშ დოლარს.
2019 წლის 25 ივლისს შ. თ–მ ქ. ...........ში, ......ის ქ.#..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, დაიბარა ბ. ბ–ი, რა დროსაც, დედის - თ. ყ–ის მეშვეობით, გადასცა შეთავაზებული თანხის ნაწილი - 300 აშშ დოლარი.
შ. თ–ე 2017 წლის 1 ოქტომბრიდან დანიშნული იყო შპს ,,..........‘‘ ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგად.
2019 წლის 21 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ამასთან, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, 2 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება. მიუხედავად ზემოაღნიშნული აკრძალვისა, შ. თ–ე 2019 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით შპს ,,.......‘‘ ეწეოდა საექიმო საქმიანობას, კერძოდ, გინეკოლოგის კონსულტაციას.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ შ. თ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ შ. თ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა შ. თ–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროების ოპერაციულ მკურნალობას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე