საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002714978
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №104აპ.-22 23 მაისი, 2022 წელი
ჭ–ა ი., 104აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - გ. ჭ–ს, ი. ჭ–სა და გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:
ი. ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ჭ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
ი. ჭ–ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით.
გ. ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჭ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
გ. ჭ–ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით.
გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
გ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჭ–ამ, გ. ჭ–ამ და გ. კ–ემ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
ი. ჭ–ამ, გ. ჭ–ამ და გ. კ–ემ 2016 წლის 9 აგვისტოს დაარეგისტრირეს შპს „...... გრუპი“ (......), რომლის დირექტორად ფიქსირდება ი. ჭ–ა (33,3% წილის მფლობელი), გ. ჭ–ა არის 33,3% წილის მფლობელი, ხოლო გ. კ–ე - 33,4% წილის მფლობელი. კომპანია ეწეოდა საბროკერო საქმიანობას, ე.წ. „.......“ (.........) ბიზნესმოდელით, კერძოდ: თუ ......ი განახორციელებდა წარმატებულ სავაჭრო ოპერაციებს, .....ა ფინანსურ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა საზოგადოება საკუთარი კაპიტალით (ანუ კლიენტის მიერ დადებული გარიგების კონტრაგენტს წარმოადგენდა თავად კომპანია). თუ ..........ები განიცდიდნენ ზარალს, ტრეიდერის მიერ ინვესტირებული თანხა რჩებოდა საზოგადოების ბალანსზე, რაც არ იყო გამჟღავნებული კლიენტებისთვის და მათ იცოდნენ, რომ ......ს კომპანია სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა შუამავალს კლიენტებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და, შესაბამისად, კომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროს შეადგენდა კლიენტის მიერ გადახდილი საკომისიო. აღნიშნული ბიზნესმოდელის გაუმჟღავნებლობა წარმოადგენდა კომპანიის ინტერესს, რითაც იზიდავდნენ კლიენტებს და სარგებლობდნენ მათი ნდობით, ვინაიდან კლიენტები თვლიდნენ, რომ მათი ზარალი არ უნდა ყოფილიყო კომპანიის ინტერესი და ორიენტირებული უნდა ყოფილიყო მათ წარმატებულ ვაჭრობაზე. გ. კ–ე, გ. ჭ–ა და ი. ჭ–ა კლიენტებს იზიდავდნენ პირადად და კომპანიის მენეჯერების მეშვეობით. კომპანიის ხელმძღვანელები და მენეჯერები, რომელთა შემოსავალი დამოკიდებული იყო კლიენტის მიერ წაგებულ თანხაზე, უმეტესად არწმუნებდნენ შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების არმქონე მოქალაქეებს, რომ შეეტანათ ფული ანგარიშზე და ევაჭრათ საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე, რითაც შეძლებდნენ ჰქონოდათ სტაბილური შემოსავალი და ენახათ დიდი მოგება. მეტი მოგებისთვის კი მეტი თანხა უნდა შეეტანათ ანგარიშზე. ატყუებდნენ მათ, რომ კომპანიის ლიკვიდურობის წყაროს წარმოადგენდა მსხვილი ბანკები, რაც უზრუნველყოფდა უსაფრთხო ვაჭრობას .......ის ბირჟაზე. კლიენტებთან ფორმდებოდა ორი ტიპის ხელშეკრულება: „......“ ვაჭრობის ხელშეკრულებების თანახმად, ინვესტორი, რომელიც შპს „ ...... გრუპთან“ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იყო, კომპანიის ანგარიშზე შეჰქონდა თანხა, ხელშეკრულების საგანი კი იყო მომსახურების გამწევის (შპს „...... გრუპის“) მიერ, „...“ .......ის გამოყენებით, ამ უკანასკნელის სახელითა და ფინანსური სახსრებით, საერთაშორისო საბირჟო ბაზარზე ვაჭრობა ინვესტორისათვის მოგების მოტანის მიზნით, ხოლო მოგებული და წაგებული თანხები თანაბრად უნდა გაენაწილებინათ. „...“ ვაჭრობის ხელშეკრულების თანახმად, „...“ .......ს სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას ყოველ გახსნილ პოზიციაზე ავტომატურად ეჭრებოდა გახსნილი პოზიციის საფასური, პოზიციების მოცულობის მიხედვით, რაც წარმოადგენდა მომსახურების გამწევის სარგებელს. კომპანიის მიერ ტრეიდერებთან გაფორმებული „...“ ხელშეკრულებებით დგინდება, რომ პირად სავაჭრო ანგარიშზე წვდომა უნდა ჰქონოდა მხოლოდ „....“ .......ს, რომლებიც საკუთარი ცოდნისა და ნების შესაბამისად წარმართავდნენ ვაჭრობას საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე. ხელშეკრულების საგანი იყო კომპანიის მიერ მის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ტერმინალის გამოყენებით ....... ........სთვის პირადი კაბინეტის შექმნა, მის მიერ განხორცილებული ფინანსური შენატანის პირად სავაჭრო ანგარიშზე ასახვა და ონლაინვაჭრობის შესაძლებლობის მიცემა. კომპანია არ იყო უფლებამოსილი, რაიმე სახით ჩარეულიყო ვაჭრობის პროცესში, მათ შორის ხელოვნურად შეეცვალა ე.წ. „....“ - ფასთა შორის სხვაობა. ხელშეკრულების თანახმად, ტრეიდერის მიერ თანხის წაგების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მისი წარუმატებელი ვაჭრობა, ფორს მაჟორული გარემოებები და გარეგანი რისკები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო მომსახურების გამწევის, ანუ შპს „...... გრუპის“ მიერ გამოწვეული. აგრეთვე სავაჭრო ტერმინალს უნდა აესახა ........ის ბირჟაზე მიმდინარე პროცესები და არანაირი ზემოქმედება არ შეეძლო მოეხდინა სავაჭრო ტერმინალზე მიმდინარე პროცესებზე. კომპანია საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად იყენებდა სავაჭრო პლატფორმა „.........“-ს, რომელიც იძლეოდა ხელოვნური მანიპულირების საშუალებას, სადაც კლიენტებს ჰქონდათ ვირტუალური ანგარიში „.......ზე“ სავაჭროდ და ე.წ. „პირადი კაბინეტი“, რომლის მეშვეობით ხდებოდა ანგარიშებზე შესვლა და ვაჭრობა.
კომპანია ვალდებული იყო თავისი აქტივების, კლიენტების, ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით, ჰქონოდა განცალკევებული ანგარიშები, თუმცა შპს „ ..... ..... გრუპს“ სს „...... ბანკში“ გახსნილი ჰქონდა ანგარიში, სადაც ირიცხებოდა კლიენტების მიერ შეტანილი თანხები, რაც აისახებოდა მოთხოვნებში და შემდგომ - შემოსავლებში, ნაცვლად შესაბამისი ვალდებულების აღიარებისა და ამ ანგარიშზე წვდომა ჰქონდათ მხოლოდ კომპანიის მესაკუთრეებს, რომლებიც ეუფლებოდნენ კლიენტების შეტანილ თანხებს და სურვილისამებრ განკარგავდნენ, ხოლო ..........ებს მათ ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პროგრამულად უჩანდათ, თუმცა არ ჰქონდათ თანხებთან წვდომისა და რეალური განკარგვის შესაძლებლობა.
იმ მიზნით, რომ კლიენტებს არ მოეთხოვათ მათ მიერ შეტანილი თანხების უკან დაბრუნება, უნებართვოდ შედიოდენენ მათ „პირად კაბინეტში“, უცვლიდნენ ელექტრონულ ანგარიშზე ფიქსირებული თანხის ოდენობას, რასაც აბრალებდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნიკურ ხარვეზს. აგრეთვე ახდენდნენ „.......ს“ ხელოვნურად გაზრდას იმგვარად, რომ კლიენტებს ვირტუალურად არსებული თანხის წაგება უფიქსირდებოდათ, თითქოს მათ განახორციელეს წარუმატებელი სავაჭრო ოპერაცია და წააგეს თანხა, .... მოულოდნელ გაზრდას კი „...“ ......ებს კომპანიის მფლობელები უხსნიდნენ გარეგანი ფაქტორებით, კერძოდ: მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით და სავაჭრო პლატფორმაზე ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირებით, ხოლო „....“ ტრეიდერის სახელით და ფინანსური სახსრებით ვაჭრობდნენ იმგვარად, რომ თანხას აგებდნენ საკუთარ თავთან.
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 11 აპრილიდან, პირები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით, ვალდებულნი არიან, ფლობდნენ ............ ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიას. შესაბამისად, შპს „.....“ ვალდებული იყო, 2018 წლის 11 აპრილიდან საქმიანობა გაეგრძელებინა შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ან შეეჩერებინა საქმიანობა ლიცენზიის მიღებამდე.
2018 წლის 26 მარტს შპს „...... .... გრუპმა“ ......... ბანკს მიმართა საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ........ ბანკმა აღმოაჩინა არაერთი დარღვევა კომპანიის საქმიანობაში, ასევე კომპანიის საქმიანობის შესწავლისას გამოვლინდა არაჯანსაღი სამეწარმეო პრაქტიკის ნიშნები, რაც საფრთხეს უქმნიდა ან შესაძლოა, საფრთხე შეექმნა კონკრეტულ სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ეროვნული ბანკის მიერ კომპანიის განაცხადის განხილვისას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ბანკის თანამშრომლები როგორც წერილობითი, ასევე სატელეფონო და პირადი შეხვედრების გზით ახდენდნენ ი. ჭ–ას, გ. ჭ–ას და გ. კ–ს ინფორმირებას და ითხოვდნენ ხარვეზის გასწორებას, რაც კომპანიის ხელმძღვანელებს არ გაუკეთებიათ. აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზეც ......... ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარი ეთქვა და ამის შესახებ წერილობით ეცნობა შპს „...... ბიზნეს გრუპს“ 2018 წლის 30 აპრილს.
ი. ჭ–ამ, გ. ჭ–ამ და გ. კ–ემ 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც გააგრძელეს თაღლითური სქემით საქმიანობა, მოიზიდეს ახალი კლიენტები, ასევე ძველ კლიენტებთან გააგრძელეს ურთიერთობა და ისინი არ გააფრთხილეს იმის თაობაზე, რომ აღარ ჰქონდათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. ასევე უარს ეუბნებოდნენ ტრეიდერებს თანხის გადაცემაზე, რისთვისაც იმიზეზებდნენ ეროვნული ბანკის რეგულაციებს, თითქოსდა აკრძალული ჰქონდათ თანხის გაცემა.
ზემოთ მითითებული თაღლითური სქემით ი. ჭ–ა, გ. ჭ–ა და გ. კ–ე კომპანიის მენეჯერებთან ერთად საქმიანობდნენ 2018 წლის 30 მაისამდე და დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს არაერთ ტრეიდერს, კერძოდ:
ნ. კ–მა 2017 წლის ივლისში გააფორმა „...“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ბიზნეს გრუპთან“, სადაც ჰქონდა გახსნილი ორი ანგარიში და 2018 წლის მაისის მდგომარეობით ანგარიშზე სავაჭროდ ჯამურად შეტანილი ჰქონდა 12889,25 აშშ დოლარი, რაც დაირიცხა კომპანიის კუთვნილ სს „......“ ბანკის ანგარიშზე, სადაც გამიჯნული არ იყო კლიენტის ანგარიში კომპანიის ანგარიშისგან. ი. ჭ–ა, გ. ჭ–ა და გ. კ–ე თაღლითურად დაეუფლნენ ნ. კ–ს კუთვნილ თანხას და განკარგეს სურვილისამებრ. ამ უკანასკნელს ანგარიშზე თანხა მხოლოდ ფორმალურად უფიქსირდებოდა, ფაქტობრივად კი ფულად თანხას დაეუფლნენ კომპანიის მესაკუთრეები. აღნიშნული, ფორმალურად არსებული თანხით ვაჭრობის შედეგად 2018 წლის იანვარში ხელოვნურად ჩარევით არაერთხელ წააგებინეს თანხა და მას საბოლოოდ დაუბრუნეს მხოლოდ მის მიერ შეტანილი თანხის ნაწილი - 6905 აშშ დოლარი. შესაბამისად, ნ. კ–ს მიადგა 5984,25 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ნ. გ–მ შპს „...... გრუპთან“ 2017 წლის ოქტომბერში გააფორმა „...“ ტრეიდერის ხელშეკრულება, სადაც ჰქონდა გახსნილი ანგარიში და შეტანილი ჰქონდა თანხა, ჯამურად 5000 აშშ დოლარი. 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით ანგარიშზე უფიქსირდებოდა 4000 აშშ დოლარის არსებობა, რაც მოულოდნელად გაუმინუსდა „....“ არარეალურად გაზრდის შედეგად. ნ. გ–ს პროტესტის და მოთხოვნის შემდეგ მის ანგარიშზე 2018 წლის 9 მაისს ვირტუალურად ასახეს 4000 აშშ დოლარი, თუმცა ამ თანხის გატანის შესაძლებლობა მას ფაქტობრივად არ ჰქონდა.
ბ. დ–მ 2018 წლის თებერვალში გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც ჰქონდა გახსნილი ანგარიში და შეტანილი ჰქონდა 2000 აშშ დოლარი. 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით ანგარიშზე უფიქსირდებოდა 2000 აშშ დოლარი, საიდანაც მოულოდნელად 100 აშშ დოლარი წააგო .... არარეალურად გაზრდის შედეგად, რაც პროტესტის და მოთხოვნის მიუხედავად, მის ანგარიშზე არ ასახეს. ასევე ბ. დ–ს ფაქტობრივად არ ჰქონდა დარჩენილი თანხის გატანის შესაძლებლობა.
მ. ბ–მ 2017 წლის იანვარში გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც ჰქონდა გახსნილი ვირტუალური ანგარიში და შეტანილი ჰქონდა 1600 აშშ დოლარი. 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით ანგარიშზე უფიქსირდებოდა 530 აშშ დოლარის არსებობა, საიდანაც მოულოდნელად 50 აშშ დოლარი წააგო „....“ არარეალურად გაზრდის შედეგად, რაც პროტესტის და მოთხოვნის შემდეგ მის ანგარიშზე მოგვიანებით ასახეს, თუმცა მას ფაქტობრივად არ ჰქონდა თანხის გატანის შესაძლებლობა. მას დაუბრუნეს მხოლოდ 55 აშშ დოლარი.
პ. შ–მ 2018 წლის 5 იანვარს გააფორმა „...“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და შეტანილი ჰქონდა 7500 აშშ დოლარი. 2018 წლის 19 აპრილს მოულოდნელად 1286 აშშ დოლარი წააგო „.....ის“ არარეალურად გაშლის შედეგად, რაც მოთხოვნის მიუხედავად, მის ანგარიშზე არ ასახეს, ასევე პ. შ–ს ფაქტობრივად არ ჰქონდა დარჩენილი თანხის გატანის შესაძლებლობა. მან გაიტანა 1600 აშშ დოლარი. შესაბამისად, პ. შ–ს მიადგა დიდი ოდენობით - 5900 აშშ დოლარის ზიანი.
ფ. გ–მ 2017 წლის აგვისტოში გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც ჰქონდა გახსნილი ელექტრონული ანგარიში და 2017 წლის 17 აგვისტოს შეიტანა 5000 აშშ დოლარი, 27 სექტემბერს კი - 2500 აშშ დოლარი. გ. კ–ემ მოიპოვა მისი ნდობა და 29 სექტემბერს ივაჭრა მისი ანგარიშიდან, წააგებინა თანხა და გადაიყვანა მინუსში, რის შემდეგაც უთხრა, რომ თანხა დაემატებინა და მოაგებინებდა. მისი რჩევის საფუძველზე მეორე დღეს ფ. გ–მ ანგარიშზე შეიტანა 1500 აშშ დოლარი, ხოლო ოქტომბერში - 6800 აშშ დოლარი. გ. კ–ემ მოატყუა, რომ თითქოსდა კომპანიის თანამშრომლებმა აუგროვეს თანხა - 3000 აშშ დოლარი, ხოლო 2000 დოლარი თავად დაუმატა და აღნიშნული თანხა 2017 წლის 31 ოქტომბერს ვირტუალურად აუსახა ანგარიშზე, თუმცა აღნიშნული 5000 დოლარის ანგარიშზე შეტანა რეალურად არ განუხორციელებია. გ. კ–ს რჩევით ფ. გ–მ კვლავ გააგრძელა ვაჭრობა. ნოემბრისთვის მას სრულად წააგებინეს თანხა. 2017 წლის ნოემბერში ფ. გ–მ დააგირავა თანხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სადაც ახლდა გ. კ–ე. მან 9300 აშშ დოლარი ხელზე გადასცა გ. კ–ეს, რომელსაც უნდა შეეტანა აღნიშნული თანხა ანგარიშზე, თუმცა გ. კ–ეს ეს არ გაუკეთებია და მხოლოდ ვირტუალურად აუსახა ხსენებული თანხა ფ. გ–ს ანგარიშზე. ასევე, თითქოსდა კეთილი ნებით, ჩაურიცხა 700 აშშ დოლარი, რომელიც მხოლოდ ვირტუალურად აისახა. 2017 წლის დეკემბერში მისცეს თანხის მოგების შესაძლებლობა და 4700 აშშ დოლარი გადასცეს. 2018 წლის 20 აპრილს მოულოდნელად 2350 აშშ დოლარი წააგო „.....ის“ არარეალურად გაშლის შედეგად, რაც მოგვინებით მის ანგარიშზე არ ასახეს. ჯამურად მას საზოგადოებაში შეტანილი აქვს 25100 აშშ დოლარი, გადახდილ და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 20500 აშშ დოლარს.
თ. მ–მ 2017 წლის 31 ოქტომბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან,“ სადაც გახსნილი ჰქონდა ორი ელექტრონული ანგარიში. იმავე დღეს კომპანიის კუთვნილ სს „...... ბანკის“ ანგარიშზე შეიტანა 1500 აშშ დოლარი, საიდანაც 400 აშშ დოლარი წააგო და 1100 აშშ დოლარი უკან დაუბრუნეს. მოგვიანებით კვლავ გადაწყვიტა ვაჭრობა. 2018 წლის 8 მაისს, როდესაც კომპანიას არ ჰქონდა საქმიანობის ლიცენზია (თუმცა ამის თაობაზე თ. მ–ი არ გაუფრთხილებით), ანგარიშზე შეიტანა 1500 აშშ დოლარი. მან გააგრძელა ვაჭრობა და მოიგო 500 აშშ დოლარი, თუმცა კომპანიის მფლობელებს არც მოგებული თანხა გადაუციათ და არც მის მიერ შეტანილი ძირი თანხა, რასაც უკანონოდ დაეუფლნენ.
ლ. ს–მ 2018 წლის 26 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და შეტანილი ჰქონდა 13000 აშშ დოლარი, რასაც დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები და მხოლოდ 1505 აშშ დოლარი დაუბრუნეს, დარჩენილი თანხა ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე, საიდანაც ნაწილი ვაჭრობისას წააგო, ხოლო 2018 წლის 18 აპრილს მოულოდნელად 1200 აშშ დოლარი წააგო „....“ არარეალურად გაშლის შედეგად.
რ. ლ–მ, რომელიც არ გააფრთხილეს, რომ კომპანიას ჰქონდა ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემა, 2018 წლის 15 აპრილს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც ჰქონდა გახსნილი ანგარიში და აპრილ-მაისში შეტანილი ჰქონდა 5100 აშშ დოლარი, ასევე თითქოსდა სწავლის საფასურად გადაახდევინეს 1188,5 ლარი, რასაც დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები და მოთხოვნის მიუხედავად, არ მისცეს თანხის გატანის შესაძლებლობა.
რ. შ–მა 2018 წლის 24 იანვარს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეტანილი ჰქონდა 8452 აშშ დოლარი, რასაც დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. თანხა ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე და აგრძელებდა ვაჭრობას, მათ შორის - 2018 წლის 11 აპრილის შემდეგ. უკან დაბრუნებული აქვს მხოლოდ 350 აშშ დოლარი. სხვაობა შეადგენს 8102 აშშ დოლარს.
მ. დ–მ 2018 წლის 1 მაისს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ელექტრონული ანგარიში. მან კომპანიის კუთვნილ სს „..... ბანკის“ ანგარიშზე შეიტანა 8000 აშშ დოლარი, საიდანაც 1000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა ა. ს–ს. აღნიშნულ თანხას კომპანის მფლობელები უკანონოდ დაეუფლნენ და მ. დ–ს მხოლოდ 180 აშშ დოლარი და 585 ლარი დაუბრუნეს.
კ. ნ–მ 2017 წლის ბოლოს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეტანილი ჰქონდა თანხა - 2400 აშშ დოლარი, რასაც დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. კ. ნ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე თანხა, რაც საერთოდ გაუნულდა.
დ. ლ–მ 2017 წლის მაისში კომპანიაში სწავლების გავლის შემდეგ გახსნა ანგარიში კომპანიის სავაჭრო პლატფორმაზე და კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 1000 აშშ დოლარი, რასაც დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. დ. ლ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე თანხა. 2018 წლის მაისის ბოლოს დ. ლ–ს ანგარიშეზე უფიქსირდებოდა 582,43 აშშ დოლარი. დ. ლ–სთვის თანხა არ დაუბრუნებიათ.
ს. ტ–მა 2018 წლის 19 მარტს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეტანილი ჰქონდა 1500 აშშ დოლარი, რასაც დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. აღნიშნული თანხა მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე და აგრძელებდა ვაჭრობას, მათ შორის 2018 წლის 11 აპრილის შემდეგ.
გ. ი–მ 2018 წლის 26 აპრილს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს ჯამურად 10500 აშშ დოლარი, რასაც დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. გ. ი–ე, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები. თანხის ძირითადი ნაწილი წააგებინეს, რათა მას არ მოეთხოვა მისი დაბრუნება. გ. ი–ეს დაუბრუნეს მხოლოდ 20 აშშ დოლარი.
მ. თ–მ 2018 წლის 10 მაისს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ორი ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს ჯამურად 1100 აშშ დოლარი, რასაც კომპანიის მფლობელები დაეუფლნენ. აღნიშნული თანხა მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. მ. თ–ე, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები.
ქ. გ–მ 2017 წლის 22 დეკემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და შეტანილი ჰქონდა 3000 აშშ დოლარი, რასაც კომპანიის მფლობელები დაეუფლნენ. აღნიშნული თანხა ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე, ეწეოდა ვაჭრობას, მათ შორის - 2018 წლის 11 აპრილის შემდეგ, რა დროსაც უფიქსირდებოდა წაგება „....“ არარეალური გაზრდის შედეგად. ქ. გ–სთვის თანხა არ დაუბრუნებიათ.
გ. მ–მა 2017 წლის 4 დეკემბერს გააფორმა „.....“ ვაჭრობის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და შეტანილი ჰქონდა 8600 აშშ დოლარი. შეთანხმების თანახმად, ვაჭრობა უნდა წარემართა გ. კ–ეს და მოგებული თანხა უნდა გაეყოთ. თანხას სრულად დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, გ. მ–ს ანგარიშზე დაუფიქსირეს წაგება, თითქოსდა ეს მოხდა გ. კ–ს მიერ ვაჭრობის დროს და მოთხოვნის შემდეგ მხოლოდ 4300 აშშ დოლარი დაუბრუნეს.
რ. დ–მ 2018 წლის 13 მარტს გააფორმა „.... “ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს ჯამურად 4900 აშშ დოლარი, რასაც კომპანიის მფლობელები დაეუფლნენ. აღნიშნული თანხა მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. რ. დ–ე, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები და შემდგომში ვირტუალურ ანგარიშზეც გაუნულეს თანხა. კომპანიიდან რ. დ–ეს სულ გატანილი აქვს 900 აშშ დოლარი.
ლ. თ–მა 2018 წლის 26 მარტს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 994 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. ლ. თ–ი, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები.
ა. ც–მ 2018 წლის 3 აპრილს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. ა. ც–ე, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები. მას კომპანიიდან თანხა არ გაუტანია.
თ. ც–მ 2018 წლის 24 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. თ. ც–ე, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები. მას კომპანიიდან თანხა არ გაუტანია.
დ. ჭ–ამ 2018 წლის 24 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 3000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. დ. ჭ–ა, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები. მან კომპანიიდან გაიტანა 510 აშშ დოლარი.
გ. ჩ–მა 2018 წლის 19 მარტს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 5200 აშშ დოლარი (2500 აშშ დოლარი შეიტანა 2018 წლის 6-7 მაისს), რასაც დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. აღნიშნული თანხა მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. გ. ჩ–ი, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები. მან კომპანიიდან 100 აშშ დოლარის გატანა მოახერხა.
რ. გ–მ 2017 წლის 13 ნოემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც ჰქონდა გახსნილი ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 5000 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ, გ. კ–ს რჩევით, შპს „...... გრუპთან“ გააფორმა „.....“ ვაჭრობის ხელშეკრულება, 5000 აშშ დოლარს დაამატა 3000 აშშ დოლარი. შეთანხმების თანახმად, ვაჭრობა უნდა წარემართა გ. კ–ეს და მოგებული და წაგებული თანხა უნდა გაეყოთ. თანხას სრულად დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რ. გ–ს ანგარიშზე დაუფიქსირეს წაგება, თითქოსდა ეს მოხდა გ. კ–ს მიერ ვაჭრობის დროს და მოთხოვნის შემდეგ მხოლოდ 4000 აშშ დოლარი დაუფიქსირეს ფიქციურად და გააფორმეს მასთან ახალი „.....“ ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც მალევე ისევე გაუნულეს. რ. გ–ს პროტესტის შემდეგ, 2018 წლის 4 აპრილს, მასთან გააფორმეს „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება და მის ანგარიშზე კვლავ ფიქციურად დააფიქსირეს თანხები, რაც გაუნულეს 2018 წლის 17 აპრილს. რ. გ–ს არაერთი მოთხოვნის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა 3000 აშშ დოლარი დაუბრუნეს.
ს. გ–ემ 2017 წლის 30 ოქტომბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას კომპანიის მფლობელები დაეუფლნენ, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. ს. გ–ე, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები. მან კომპანიიდან 553 აშშ დოლარის გატანა მოახერხა.
ნ. წ–მ 2017 წლის 25 დეკემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს თანხა - 2000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. ნ. წ–ი, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები. თანხის ნაწილი 2018 წლის 18 აპრილს ჩამოაჭრეს „....“ გაზრდის შედეგად. მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ.
მ. ლ–მ 2017 წლის 14 ნოემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 3000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას კომპანიის მფლობელები დაეუფლნენ, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. მისთვის დაბრუნებული აქვთ 500 აშშ დოლარი.
ნ. პ–მ 2017 წლის 10 ნოემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 5000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე, საიდანაც დიდი ნაწილი ჩამოაჭრეს ხელოვნური ჩარევის გზით. მას დაუბრუნეს 1117 აშშ დოლარი.
ბ. ჩ–მა 2018 წლის 20 იანვარს და 15 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულებები შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა თანხა ჯამურად - 3400 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. თანხის დიდი ნაწილი ჩამოაჭრეს ხელოვნური ჩარევის გზით. მას დაუბრუნეს 200 აშშ დოლარი.
ც. გ–მ 2018 წლის 27 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს თანხა - 1000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე, რაც გაუნულეს ხელოვნური ჩარევის გზით.
ა. წ–მ 2018 წლის 12 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ორი ანგარიში. სავაჭროდ შეატანინეს 9650 აშშ დოლარი, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. აღნიშნული თანხა რამდენჯერმე, მათ შორის - 2018 წლის აპრილ-მაისში გაუნულეს ხელოვნური ჩარევის გზით. მას დაუბრუნეს 1360 აშშ დოლარი.
ნ. კ–მ 2017 წლის 21 ნოემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 1500 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, იგი მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. აღნიშნული თანხა რამდენჯერმე, მათ შორის - 2018 წლის აპრილ-მაისში ჩამოაჭრეს ხელოვნური ჩარევის გზით. მას დაუბრუნეს 501 აშშ დოლარი.
ნ. ო–მა 2018 წლის 21 მარტს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 3916,72 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. აღნიშნული თანხა რამდენჯერმე, მათ შორის - 2018 წლის აპრილ-მაისში ჩამოაჭრეს ხელოვნური ჩარევის გზით. მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ.
თ. ა–მა 2018 წლის 7 მაისს გააფორმა „....“ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს თანხა - 2000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. თ. ა–ი, რომლისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდა თავისი ანგარიშიდან, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდა თანხები. აღნიშნული თანხა რამდენჯერმე ჩამოაჭრეს ხელოვნური ჩარევის გზით. დაუბრუნეს მხოლოდ 50 აშშ დოლარი.
თ. კ–მ 2017 წლის 6 ოქტომბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 2300 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. აღნიშნული თანხა რამდენმეჯერმე ჩამოაჭრეს ხელოვნური ჩარევის გზით. მას დაუბრუნეს 790 აშშ დოლარი.
ი. ა–მა 2018 წლის 27 მარტს გააფორმა „....“ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს თანხა - 9475 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. მას დაუბრუნეს 800 აშშ დოლარი.
თ. ნ–მ 2017 წლის 5 ოქტომბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 1988 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ.
ვ. თ–მა 2017 წლის შემოდგომაზე გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 3000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. აღნიშნული თანხა 2018 წლის აპრილში გაუნულეს ხელოვნური ჩარევის გზით. დაუბრუნეს 769 აშშ დოლარი და სხვაობა არის 2231 აშშ დოლარი.
დ. გ–მ 2017 წლის ოქტომბერში გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 22000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. ხელოვნური ჩარევის გზით ანგარიშიდან ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხა. მანვე 2018 წლის იანვარში შპს „...... გრუპთან“ გააფორმა „.....“ ვაჭრობის ხელშეკრულება და ანგარიშზე შეიტანა თანხა - 15000 აშშ დოლარი. შეთანხმების თანახმად, ვაჭრობა უნდა წარემართა კომპანიის წარმომადგენელს და მოგებული და წაგებული თანხა უნდა გაეყოთ. თანხას სრულად დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, დ. გ–ს ანგარიშზე დაუფიქსირეს წაგება, თითქოსდა ეს მოხდა ვაჭრობის დროს. დ. გ–ს ჯამურად დაუბრუნეს მხოლოდ 10900 აშშ დოლარი.
გ. ა–ამ 2017 წლის სექტემბერში გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და 2018 წლის აპრილის მდგომარეობით ანგარიშზე მის მეუღლე ა. ა–სთან ერთად სავაჭროდ პერიოდულად შეჰქონდა თანხები, ჯამურად 2000 აშშ დოლარი. 2018 წლის იანვარში ვირტუალურ ანგარიშზე უფიქსირდებოდათ თანხა - 1300 აშშ დოლარი, რისი გატანის შესაძლებლობაც უნდა ჰქონოდათ, თუმცა მოულოდნელად „....“ არარეალურად გაზრდის გამო მოგების ნაცვლად დაუფიქსირდათ ანგარიშის განულება, რაც კომპანიის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა ახსნეს ტექნიკური ხარვეზით და უთხრეს, რომ საფინანსო კომისიაში გაეგზავნა საჩივარი, თუმცა არანაირი პასუხი არ მიუღიათ. აღნიშნულის შემდეგ ა. ა-ს სახელით გახსნეს ანგარიში, სადაც ი. ჭ–ამ 1300 აშშ დოლარი დაუსვა ბონუსის სახით, რომლის გატანის შესაძლებლობა არც ფორმალურად და არც ფაქტობრივად არ ჰქონდათ. ამის შემდეგ გააგრძელეს ვაჭრობა ანგარიშიდან, სადაც შეჰქონდათ თანხები და 2018 წლის აპრილში, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელებმა მოახდინეს „....“ ხელოვნული ჩარევის გზით გაზრდა, ჯერ 1000 აშშ დოლარი და 1500 აშშ დოლარი წააგეს, შემდეგ - 900 აშშ დოლარი და 2018 წლის მაისის დასაწყისისთვის ანგარიშზე უფიქსირდებოდათ 4086 აშშ დოლარი, თუმცა აღნიშნული თანხა არც ფაქტობრივად არსებობდა მათ ანგარიშზე, ვინაიდან უკვე გატანილი ჰქონდათ კომპანიის მეწილეებს და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუბრუნეს. ა–ებს 4070 აშშ დოლარი დაუბრუნეს 2018 წლის 5 ივნისს.
ვ. ქ–მა 2018 წლის 26 თებერვალს და 6 მარტს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ორი ელექტრონული ანგარიში და 2018 წლის მარტში შეიტანა 9000 აშშ დოლარი ერთ ანგარიშზე, ასევე თითქოსდა სწავლის საფასურად გადაახდევინეს 5811 ლარი. აღნიშნულ თანხას, რომელიც ირიცხებოდა კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე, სრულად დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, ხოლო ვ. ქ–მის ელექტრონულ ანგარიშზე ვირტუალურად ასახული თანხა სრულად წააგებინეს. დაუბრუნეს მხოლოდ 1930 აშშ დოლარი. სხვაობა შეადგენს 7070 აშშ დოლარსა და 5811 ლარს.
დ. ბ–მ 2018 წლის დეკემბერში გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს თანხა - 11800 აშშ დოლარი (ეკუთვნოდათ მას და დ. კ–ეს). აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდათ ანგარიშზე. დ. ბ–ე და დ. კ–ე, რომლებისთვისაც უცნობი იყო კომპანიის არალიცენზირებული საქმიანობის შესახებ, ვაჭრობას ეწეოდნენ თავისი ანგარიშიდან 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც, სადაც მხოლოდ ფორმალურად უჩანდათ თანხები. მათ კომპანიიდან გაიტანეს 200 აშშ დოლარი. დარჩენილ თანხას ითხოვდნენ მარტის თვიდან, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელები არ აძლევდნენ გატანის საშუალებას. თანხა - 2500 აშშ დოლარის ოდენობით დაუბრუნეს 2018 წლის მაისში. 2018 წლის ივნისის დასაწყისში დაუბრუნეს 6000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილის საფასურად 2018 წლის 13 ივნისს გადაუფორმეს ,,BMW“ მარკის, „BMW ....“ მოდელის ავტომანქანა.
ნ. ჩ–მა 2017 წლის 25 დეკემბერს და 2018 წლის 30 იანვარს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულებები შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიშები და 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის იანვარში სავაჭროდ შეატანინეს 11200 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე, ხოლო 2018 წლის აპრილ-მაისში საერთოდ გაუნულეს. მას დაუბრუნეს მხოლოდ 5050 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 6150 აშშ დოლარს.
ლ. ქ–მ 2018 წლის 5 იანვარს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 5700 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. 2018 წლის აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხა. ეტაპობრივად დაუბრუნეს 5212 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 488 აშშ დოლარს.
დ. პ–მა 2016 წლის 21 დეკემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 52000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. 2018 წლის აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხა. ეტაპობრივად დაუბრუნეს 1200 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 50800 აშშ დოლარს.
მ. ჩ–მა 2017 წლის 31 ოქტომბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც ჰქონდა გახსნილი ანგარიში დ. გ–ს სახელით და სავაჭროდ შეატანინეს 3000 აშშ დოლარი. აღნიშნული ანგარიშიდან ვაჭრობის შედეგად მოიგო 10000 აშშ დოლარი, რისი გატანის შესაძლებლობაც მისცეს. 2017 წლის ნოემბერში გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება, სადაც შეატანინეს 7000 აშშ დოლარი და დ. გ–ს ანგარიშიდან გადმოიტანა 3000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. იგი ვაჭრობას ეწეოდა და ხელოვნური ჩარევის გზით ემატებოდა და აკლდებოდა თანხები. საბოლოოდ ანგარიში გაუმინუსეს. ამ ანგარიშიდან ჯამურად დაუბრუნეს 4210 აშშ დოლარი.
გ. ფ–მ 2018 წლის 20 მარტს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 1000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე, ვაჭრობას ეწეოდა და 2018 წლის აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხის ნაწილი. მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ.
მ. გ–მ 2017 წლის 29 აგვისტოს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ორი ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 2075 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე და ვაჭრობას ეწეოდა. მან საერთოდ დაკარგა წვდომა საკუთარ ანგარიშებზე. მ. გ–ს უკან გატანილი აქვს 1460 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 1115 აშშ დოლარს.
ზ. ტ–ემ 2018 წლის 12 მარტს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 1000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. ზ. ტ–ეს გატანილი აქვს 100 აშშ დოლარი, სხვაობა შადგენს 900 აშშ დოლარს.
ზ. რ–მ 2017 წლის 30 აგვისტოს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეატანინეს 10000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. გ. კ–ესთან მოლაპარაკების თანახმად, ვაჭრობა ზ. რ–ს თანხმობით უნდა წარემართა გ. კ–ეს და მოგება და წაგება შუაზე გაიყოფოდა. ამ პრინციპით დაწყებული ვაჭრობის შედეგად ანგარიშზე არსებული თანხა გ. კ–ემ საერთოდ გაუნულა, რის შემდეგაც შეჰპირდა, რომ თანხას დაუსვამდა ანგარიშზე და 2017 წლის დეკემბერში 7700 აშშ დოლარი მხოლოდ ელექტრონულად აუსახა ანგარიშზე, თუმცა გ. კ–ეს თანხა რეალურად არ შეუტანია. 2017 წლის დეკემბრიდან თავად ზ. რ–ა ეწეოდა ვაჭრობას. 2018 წლის აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხის ნაწილი. მისთვის თანხა საერთოდ არ დაუბრუნებიათ.
ვ. ლ–მ და ჯ. გ–მ 2017 წლის ზაფხულში ჯ. გ–ის სახელით გააფორმეს „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნეს ანგარიში და ჯ. გ–მ შეიტანა 9000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. ვ. ლ–ე და ჯ. გ–ე ვაჭრობას ეწეოდნენ. 2018 წლის აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით გაუნულდათ ანგარიშზე არსებული თანხა. ამ ფაქტიდან ერთ თვეში ვ. ლ–მ თავად შეიტანა ანგარიშზე მისი კუთვნილი 400 აშშ დოლარი. ვ. ლ–სა და ჯ. გ–სთვის დაბრუნებული აქვთ თანხა 7464 აშშ დოლარი, აქედან 700 აშშ დოლარი - 2018 წლის 5 ივნისს.
ნ. მ–მა 2017 წლის 6 დეკემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა თანხა - 1800 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. ნ. მ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე აღნიშნული თანხა და ეწეოდა ვაჭრობას. ნ. მ–ს კომპანიიდან გატანილი აქვს 404 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 1396 აშშ დოლარს.
გ. ლ–მ 2018 წლის 18 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... .... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და ეტაპობრივად, მათ შორის 2018 წლის გაზაფხულზე, სავაჭროდ შეიტანა 46000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, გ. ლ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე მითითებული თანხა. იგი კომპანიის წარმომადგენლების რჩევების მიხედვით წარმართავდა ვაჭრობას. 2018 წლის მარტში კი ვირტუალურად არსებული თანხაც გაუნულდა. მას კომპანიიდან თანხა არ გაუტანია, შესაბამისად, გ. ლ–ს ზიანი შეადგენს 46000 აშშ დოლარს.
ქ. ა–მა 2017 წლის 6 დეკემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ....... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და ეტაპობრივად, მათ შორის 2018 წლის 27 აპრილს, სავაჭროდ შეიტანა 1500 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, ქ. ა–ს თანხა მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. მას კომპანიიდან თანხა არ გაუტანია და მისი ზიანი შეადგენს 1500 აშშ დოლარს.
ლ. ლ–მა 2017 წლის 1 ნოემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა 5000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, ლ. ლ–ს თანხა მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. 2018 წლის აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხის ნაწილი. მისთვის თანხა საერთოდ არ დაუბრუნებიათ. შესაბამისად, ლ. ლ–ს მიადგა 5000 აშშ დოლარის ზიანი.
ა. ნ–მ 2018 წლის 3 აპრილს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ........ გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და 3 აპრილს და 3 მაისს სავაჭროდ შეიტანა თანხა, ჯამურად 2250 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, ა. ნ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე თანხა. 2018 წლის აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხა. მისთვის თანხა საერთოდ არ დაუბრუნებიათ. შესაბამისად, ა. ნ–ს მიადგა 2250 აშშ დოლარის ზიანი.
ხ. ზ–მ 2017 წლის 30 აგვისტოს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ....... გრუპთან“, სადაც ჰქონდა გახსნილი ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა თანხა, ჯამურად 1000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, ხ. ზ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე თანხა. 2017 წლის სექტემბერში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხა. მისთვის დაბრუნებული აქვთ 70 აშშ დოლარი. სხვაობა შეადგენს 930 აშშ დოლარს.
გ. ზ–მმა 2017 წლის 27 დეკემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და ეტაპობრივად სავაჭროდ შეიტანა თანხა, ჯამურად 14080 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, გ. ზ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. იგი ვაჭრობდა კომპანიის წარმომადგენლების რჩევითა და მითითებებით, რის გამოც თანხის დიდი ნაწილი წააგებინეს. შემდეგ თითქოს დაუბრუნეს წაგებული თანხის ნაწილი, თუმცა მხოლოდ ელექტრონულად ასახეს და ანგარიშზე რეალურად არც შეუტანიათ. მისთვის დაბრუნებული აქვთ 5076 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 9004 აშშ დოლარს.
კ. წ–მ 2018 წლის 20 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ........ გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა თანხა - 1000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები, რაც კ. წ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე. 2018 წლის მარტ-აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხა. მისთვის თანხა საერთოდ არ დაუბრუნებიათ.
ხ. ჩ– 2017 წლის 29 დეკემბერს გააფორმა „.... “ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ........ გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა 1000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. ლ. ჩ––ს (ხ. ჩ–ს და, რომელიც სარგებლობდა ამ ანგარიშით) მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე თანხა და ეწეოდა ვაჭრობას, მათ შორის - 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც. 2018 წლის მარტ-აპრილში ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხის ნაწილი. ხ. ჩ–სთვის თანხა საერთოდ არ დაუბრუნებიათ.
ნ. დ–მ 2017 წლის 20 ოქტომბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ....... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა 6110 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. ნ. დ–ს თანხა მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე და ეწეოდა ვაჭრობას. მას ხელოვნური ჩარევის გზით ჩამოეჭრა დაფიქსირებული თანხის ნაწილი. ნ. დ–სთვის დაბრუნებული აქვთ 4370 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 1740 აშშ დოლარს.
ვ. ჯ–მა 2017 წლის 18 სექტემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა 1000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. ვ. ჯ–ს თანხა მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა ანგარიშზე და ეწეოდა ვაჭრობას 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც. ვ. ჯ–მისთვის დაბრუნებული აქვთ 14 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 986 აშშ დოლარს.
ქ. მ–მა 2017 წლის 20 თებერვალს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ..... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა 1000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. ქ.ნ მ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა თანხა ანგარიშზე და ეწეოდა ვაჭრობას 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც. მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ.
მ. ფ–მ 2017 წლის 7 დეკემბერს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ...... გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა 2000 აშშ დოლარი. თანხას დაეუფლნენ კომპანიის მფლობელები. მ. ფ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა თანხა ანგარიშზე და ეწეოდა ვაჭრობას. 2017 წლის იანვარში ხელოვნური ჩარევის შედეგად ჩამოაჭრეს ანგარიშზე ფიქსირებული თანხა. არაერთგზის მოთხოვნის შედეგად გაიტანა 1990 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 10 აშშ დოლარს.
ლ. ა–მ 2016 წლის 25 აგვისტოს ი. ჭ–ას ასესხა 19950 აშშ დოლარი, რასაც 2017 წელს დაამატა 100 აშშ დოლარი, ჯამურად - 20050 აშშ დოლარი, რის შემდეგაც 1 (ერთი) წლის განმავლობაში შპს „...... გრუპი“ ლ. ა–ს სესხის პროცენტის სახით ურიცხავდა თვეში 2000 აშშ დოლარს, ჯამურად - 24000 აშშ დოლარს, ამავდროულად, ლ. ა–მ 2016 წელს გააფორმა „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... ბიზნეს გრუპთან“, სადაც გახსნა ანგარიში და 2018 წლის მაისის მდგომარეობით ანგარიშზე სავაჭროდ სულ შეტანილი ჰქონდა 14250 აშშ დოლარი, რაც დაირიცხა კომპანიის კუთვნილ სს „....“ ბანკის ანგარიშზე.
ც. პ–მა 2017 წლის 10 თებერვალს ი. ჭ–ას ასესხა 48000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც 6 თვის განმავლობაში შპს „..... გრუპი“ ც. პ–ს სესხის პროცენტის სახით ურიცხავდა თვეში 2660 აშშ დოლარს, ჯამურად - 15960 აშშ დოლარს.
2018 წლის სექტემბრში ც. პ–მა და ლ. ა–მ გააფორმეს „....“ ტრეიდერის ხელშეკრულება შპს „...... გრუპთან“, სადაც გახსნილი ჰქონდათ ანგარიში და როგორც შეთანხმებული იყვნენ კომპანიის მფლობელებთან, აღნიშნული სესხის სახით შეტანილი თანხები ამ უკანასკნელებს უნდა გადაერიცხათ კომპანიის ანგარიშზე. ლ. ა–ს და ც. პ–ს უნდა ევაჭრათ (ც. პ–მ ანგარიშიდან გაიტანა 10000 აშშ დოლარი, თუმცა 2000 კვლავ შეიტანა, ანუ მისგან 40000 აშშ დოლარი უნდა გადაერიცხათ), თუმცა კომპანიის ხელმძღვანელებმა მხოლოდ ელექტრონულად ასახეს ეს თანხა ანგარიშზე და რეალურად თანხა ი. ჭ–ას საბანკო ანგარიშიდან ხ. პ–ს და ლ. ა–ს სავაჭრო ანგარიშზე არ გადარიცხულა. ლ.; ა–ა კი ვაჭრობას ეწეოდა არარსებული თანხით. ასევე ლ.; ა–ამ 2017 წლის აპრილში მისი კუთვნილი „რენოს“ მარკის ავტობუსი მიჰყიდა ი. ჭ–ას, რაშიც უნდა გადაეხადათ 23000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა უნდა შეეტანათ ლ. ა–ას ანგარიშზე, თუმცა რეალურად არც ეს თანხა შეუტანიათ და მხოლოდ ელექტრონულად აუსახეს. ჩარიცხული 105300 ლარიდან (82300 - ბანკითაც დასტურდება, 23 000 მხოლოდ ელექტრონულად აუსახეს) 2017 წლის სექტემბრიდან ც. პ–ს და ლ. ა–ას კომპანიიდან, როგორც ვაჭრობის შედეგი, გატანილი აქვთ თანხა - 40300 აშშ დოლარი, რაც ერთმანეთში თანაბრად გაიყვეს. ანუ ც. პ–ს მიღებული აქვს 20150 აშშ დოლარი და მისთვის გადასახდელად დარჩენილია თანხა 19150 აშშ დოლარი. ლ. ა–ას მის მიერ შეტანილი 57300 აშშ დოლარიდან გატანილი აქვს 20150 აშშ დოლარი. მისთვის გადასახდელად დარჩენილია 37150 აშშ დოლარი.
შპს „......გრუპის“ დაფუძნებამდე ი. ჭ–ა, გ. ჭ–ა და გ. კ–ე იმავე საქმიანობას, იმავე სქემითა და პრინციპებით ეწეოდნენ მათსავე დაფუძნებულ საბროკერო კომპანიაში - შპს ,,.......ში“, სადაც ხ. ტ–მ 2017 წლის ივნისში გახსნა სავაჭრო ანგარიში და სავაჭროდ შეიტანა თანხა -1996,79 აშშ დოლარი. ხ. ტ–ს მხოლოდ ვირტუალურად უჩანდა თანხა ანგარიშზე და კომპანიის თანამშრომლების რჩევით ეწეოდა ვაჭრობას, რის შედეგადაც თანხა წააგებინეს, დარჩა მხოლოდ 70 აშშ დოლარი. შპს „...... გრუპის“ დაფუძნების შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში, უკვე ამ კომპანიაში გაუხსნეს ანგარიში და 70 აშშ დოლარი გადაიტანეს ამ ანგარიშზე. ამის შემდეგ ხ. ტ–ს დაუბრუნეს 320 აშშ დოლარი, სხვაობა შეადგენს 1746,79 აშშ დოლარს.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2022 წლის 18 იანვარს ადვოკატმა გ. ქ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა მსჯავრდებულების - ი. ჭ–ას, გ. ჭ–ასა და გ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ალტერნატივის სახით ითხოვა მათთვის დანიშნული სასჯელების შემსუბუქება.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, რაც დაკავშირებულია დაზარალებულ პირთა მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებსა და ......... კომპანიების მუშაობის სპეციფიკასთან. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების ქონებას.
3.3. დაცვის მხარის პოზიციით, არ იკვეთება დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
3.4. ადვოკატის აზრით, უკანონოა მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელიც, ვინაიდან ისინი არ არიან ნასამართლევები, ჰყავთ ასაკოვანი მშობლები და მცირეწლოვანი შვილები.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ჭ–ს, ი. ჭ–სა და გ. კ–ს მსჯავრდების შესახებ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:
4.3. დაზარალებულთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისგან იცოდნენ, რომ შპს „...... გრუპი“ იყო საბროკერო კომპანია. „.......-ის“ ვებგვერდის დათვალიერებით კი დადასტურდა, რომ ვებგვერდზე 2017 წლის 11 დეკემბრის მონაცემებით გავრცელებულია ფინანსური კომისიის სტატია „.......-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ და მითითებულია შესაბამისი ლინკი, სადაც ფიქსირდება კომპანია „.......-ისთვის“ მინიჭებული „სერტიფიკატის“ მონაცემები და ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ, რომლის თანახმად, .. ჯგუფი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული საბროკერო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ფორექსის საფონდო ბაზრის ხელმისაწვდომობას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ა. წ–ს მიერ წარდგენილი - 2016 წლის 29 ნოემბრით დათარიღებული ცნობით, რომელიც ხელმოწერილია გ. კ–ს მიერ და დამოწმებულია ბეჭდით, ირკვევა, რომ „.......... Group“ არის ქართული საბროკერო კომპანია, რომელიც არის ფინანსურად მდგრადი კომპანია და მისი პარტნიორები არიან მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია ლიკვიდურობას იღებს ევროპის უმსხვილესი ბანკებისგან, რათა კომპანიის კონტრაქტორები დაზღვეულები იყვნენ ფინანსური რისკებისგან.
4.4. ის ფაქტი, რომ კომპანია არ ეწეოდა საბროკერო საქმიანობას, დასტურდება .......... ბანკისადმი ი. ჭ–ს მიერ 2018 წლის 23 მარტს გაგზავნილი წერილით, სადაც მითითებულია, რომ შპს „...... გრუპი“ არ ეწეოდა საბროკერო საქმიანობას. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საბროკერო კომპანია არის „იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია“. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი დადგენილია, რომ შპს „........გრუპს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია არ ჰქონია.
4.5. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში, სადაც საბროკერო საქმიანობად განისაზღვრა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმისთვის ორგანიზების გაწევა, ცვლილება შევიდა 2017 წლის 23 დეკემბერს. შპს „...... გრუპი“, რომლის საქმიანობაც უნდა ყოფილიყო უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმისთვის ორგანიზების გაწევა, საქმიანობის დასაწყისშივე კლიენტებს თავს წარუდგენდა, როგორც საბროკერო კომპანია და ჯერ კიდევ 2017 წლის 11 დეკემბერს, ანუ კანონში ცვლილების შესვლამდე თითქმის ორი კვირით ადრე, „ფინანსური კომისიის“ ვებგვერდზე შპს „...... გრუპი“ მოხსენებულია, როგორც საბროკერო კომპანია.
4.6. გარდა ამისა ფინანსურ კომისიასთან, რომელიც წარმოადგენს ფორექსზე წარმოშობილი დავების განხილვის ალტერნატიულ ცენტრს, ისინი კომპანიის იურისტ - ზ. ბ–თან ერთად წარმართავდნენ მოლაპარაკებას. ზ. ბ–ს ჩვენებით კი დადასტურდა, რომ შპს „...... გრუპი“ სამართლებრივად საბროკერო კომპანია არ ყოფილა, თუმცა ვერ ახსნა, თუ რატომ ავრცელებდა კომპანია ასეთ ინფორმაციას. გარდა ამისა, ზ. ბ–მ აღნიშნა, რომ მას ფინანსური კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ „...... გრუპი“ იყო საბროკერო კომპანია, თუმცა მის მიერ შედგენილი ხელშეკრულების მე-12 პუნქტში, რომელზეც ხელს ი. ჭ–ა აწერს, მითითებულია, რომ „ფინანსური კომისიის მიზანია ფინანსური თანამედროვე მიდგომით უზრუნველყოს ტრეიდერებისა და ბროკერის პრობლემების გადაწყვეტა, რაც შეიძლება წარმოიშვას ......ზე ვაჭრობის პროცესში“.
4.7. ვინაიდან ფორექსის ბაზრის მონაწილე არის მხოლოდ საბროკერო კომპანია, გ. ჭ–ამ, ი. ჭ–ამ და გ. კ–მ შეცდომაში შეიყვანეს არა მარტო დაზარალებულები, არამედ - ფინანური კომისიაც, რომ იყვნენ საბროკერო კომპანიის წარმომადგენლები. სხვა შემთხვევაში ისინი ვერ გახდებოდნენ ფინანსური კომისიის წევრები, რადგან ფინანსური კომისია არის ........ზე წარმოშობილი დავების განხილვის ალტერნატიული ცენტრი და მისი წევრები მხოლოდ საბროკერო კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ.
4.8. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, შპს „...... გრუპი“, თავისი სამართლებრივი ფორმისა და წესდების თანახმად, არასდროს ყოფილა საბროკერო კომპანია და იგი საქმიანობდა ისე, რომ რეალურად არ წარმოადგენდა საბროკერო კომპანიას, რაც კლიენტებისთვის ცნობილი არ იყო.
4.9. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურებულია, რომ კომპანიის წარმომადგენლები ტრეიდერებთან საუბრისას ფინანსურ კომისიას წარმოაჩენდნენ იმგვარად, თითქოს ეს იყო სადაზღვევო კომპანია. ასევე კლიენტებს ეუბნებოდნენ, რომ მათ მიერ შეტანილი თანხა იყო თავად კლიენტის და არა - კომპანიის. გარდა ამისა, ფინანსური კომისია იყო დავების მომგვარებელი და თუ კომპანია თანხის დაკისრების შემთხვევაში არ გადაიხდიდა, მაშინვე მოხდებოდა კომპანიის გაძევება კომისიის წევრობიდან. შესაბამისად, თუ კლიენტი მიმართავდა ფინანსურ კომისიას, მოიგებდა დავას და კომპანია თანხას არ გადაიხდიდა, შპს „...... გრუპი“ გაირიცხებოდა ფინანსური კომისიის წევრობიდან და კლიენტი საერთოდ ვეღარ მიმართავდა კომისიას.
4.10. 2018 წლის ზაფხულის დასაწყისში, როცა კლიენტები სისტემატურად ითხოვდნენ კომპანიისგან თანხის დაბრუნებას, ფინანსურმა კომისიამ „...... გრუპი“, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შეიყვანა შავ სიაში, რითაც შეუძლებელი გახდა მათთვის ზიანის ასანაზღაურებლად ან დავის გადასაწყვეტად მიმართვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შპს „...... გრუპსა“ და ტრეიდერებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში მითითებულია შემდეგი წინადადება - „ერთის მხრივ, შპს „...... გრუპი“ შემდეგში წოდებული როგორც მომსახურების გამწევი“, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია არის მხოლოდ მომსახურების გამწევი, რომელსაც ტრეიდერებისთვის მხოლოდ ვაჭრობის შესაძლებლობა უნდა მიეცა. „ხელშეკრულების საგანია მომსახურების გამწევის მიერ მის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ტერმინალის გამოყენებით „....“ ტრეიდერის პირადი კაბინეტის შექმნა, მათ მიერ განხორციელებული ფინანსური შენატანის პირად სავაჭრო ანგარიშზე ასახვა და ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობის მიცემა“.
4.11. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კლიენტს არ შეიძლება ეფიქრა, რომ კომპანია იყო რეალურად მხარე და ტრეიდერების მიერ შეტანილი თანხა წაგების შემთხვევაში კომპანიაში რჩებოდა. კომპანიის წარმომადგენლებისა და მენეჯერებისგან ყველა კლიენტმა იცოდა, რომ კომპანიის შემოსავალი იყო შემდეგი:
- „....“ ვაჭრობის ხელშეკრულების შემთხვევაში „....“ ტრეიდერს სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას ყოველ გახსნილ პოზიციაზე ავტომატურად ეჭრებოდა გახსნილი პოზიციის საფასური, პოზიციების მოცულობის მიხედვით, რაც წარმოადგენდა მომსახურების გამწევის სარგებელს, რაც მითითებულია ხელშეკრულების ფინანსური პირობების თავში - 6.4 პუნქტში.
- სწავლის გადასახადი, კერძოდ, „.....“ ვაჭრობის ხელშეკრულებების თანახმად, ინვესტორი (კლიენტი) ახორციელებდა კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანას, ხელშეკრულების საგანი კი იყო მომსახურების გამწევის (შპს „...... გრუპის“) მიერ, „.....“ ტრეიდერის გამოყენებით, ამ უკანასკნელის სახელით და ფინანსური სახსრებით, საერთაშორისო საბირჟო ბაზარზე ვაჭრობა ინვესტორისათვის მოგების მოტანის მიზნით, ხოლო მოგებული და წაგებული თანხები თანაბრად უნდა გაენაწილებინათ. პოზიციის გახსნის საკომისიო იყო კომპანიის სარგებელი.
4.12. ამდენად, კომპანიის ინტერესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო კლიენტის წაგება. ყველა დაზარალებულმა დაადასტურა, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათ ეუბნებოდნენ, რომ კომპანიის ინტერესი იყო მათი მოგება და მეტი წარმატებული კლიენტი ნიშნავდა კომპანიისთვის უფრო მეტ შემოსავალს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კომპანიის მენეჯერებმა ასევე დაადასტურეს, რომ როგორც მათთვის იყო ცნობილი, კომპანიის შემოსავალი იყო საკომისიო. ანალოგიური დაადასტურეს მოწმეებმა - ი. მ–მ და ნ. შ–მ. აღნიშნული დასტურდება ასევე ეროვნული ბანკის წერილით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლების ჩვენებებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ჩანაწერებით.
4.13. კომპანიის იურისტ ზ. ბ–ს განმარტებით, ხელშეკრულებები იყო მისი შედგენილი და იცოდა, რომ კლიენტის მიერ წაგებული თანხა რჩებოდა კომპანიაში და მოგებაზეც კომპანია იყო პასუხისმგებელი, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებაში არ მიუთითა, რადგან ასეთი ვალდებულება არ ჰქონდათ. აღსანიშნავია ასევე, რომ ტრეიდერებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული იყო, რომ თანხის შეტანის შემდეგ კლიენტებს ბონუსის სახით ერიცხებოდათ თანხები და კლიენტებმა იცოდნენ, რომ კომპანია დაინტერესებული იყო მათი კეთილდღეობით. ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია, რომ კლიენტს დარიცხული ბონუსი შესაძლოა, გადაექცია გამომუშავებულ ბონუსად. უწყვეტი სავაჭრო ოპერაციების შემდეგ დარიცხული ბონუსი ხდებოდა გამომუშავებული ბონუსი, რაც ხდებოდა კლიენტის საკუთრება და შეეძლო მისი გატანა, ანუ საბანკო ანგარიშზე უნდა ყოფილიყო არა მარტო კლიენტის თანხები, არამედ - თავად ბონუსის თანხაც. სინამდვილეში ბონუსის თანხა მხოლოდ სავაჭრო ანგარიშზე აისახებოდა რიცხობრივად, საბანკო ანგარიშზე კი არ არსებობდა არც ბონუსის სახით ასახული და არც ძირი თანხა. შესაბამისად, კომპანია არაფერს რისკავდა და კარგავდა. ამიტომ ეროვნული ბანკი ითხოვდა ბონუსის სახით მითითებული თანხები ჰქონოდათ ანგარიშზე, რის გამოც მათ დაიწყეს ბონუსების განულება.
4.14. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულებთან - გ. მ–თან, რ. გ–ესა და დ. გ–სთან გაფორმებული ჰქონდათ „.....“ ვაჭრობის ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო მომსახურების გამწევის (შპს „...... გრუპის“) მიერ, „.....“ ტრეიდერის გამოყენებით, ამ უკანასკნელის სახელითა და ფინანსური სახსრებით, საერთაშორისო საბირჟო ბაზარზე ვაჭრობა ინვესტორისათვის მოგების მოტანის მიზნით, ხოლო მოგებული და წაგებული თანხები თანაბრად უნდა გაენაწილებინათ. ამ ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის წარმომადგენელს უნდა ევაჭრა იმისთვის, რომ კლიენტს ენახა მოგება, ანუ კომპანია ვაჭრობდა საკუთარ თავთან, შესაბამისად, იგი საკუთარ თავს არ მოუგებდა, კლიენტის ინტერესის გამო. ამიტომაც სამივე შემთხვევაში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა სრული წაგება. რაც ადასტურებს, რომ მათ ხელშეკრულების გაფორმების და დაზარალებულების მიერ თანხის შეტანის მომენტში განზრახული ჰქონდათ დაზარალებულის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება, რაც შეასრულეს კიდეც და იმისთვის, რომ დაზარალებულებს თანხა არ მოეთხოვათ, სავაჭრო ანგარიშზე დააფიქსირეს წაგება. რ. გ–ესთან გაფორმებული იყო როგორც „.....“ ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე „....“ ვაჭრობის ხელშეკრულებაც, რომლის მიზანი იყო რ. გ–სთვის არ დაებრუნებინათ თანხა, რადგან მას უთითებდნენ მხოლოდ სავაჭრო ანგარიშზე და საბანკო ანგარიშზე რეალურად თანხა არ იყო.
4.15. გ. კ–ე, გ. ჭ–ა და ი. ჭ–ა კლიენტებს ძირითადად ინტერნეტის მეშვეობით იზიდავდნენ. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად: „კომპანია პარტნიორობს მსოფლიოს სხვადასხვა მსხვილ ბანკებსა და საფინანსო კორპორაციებთან, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კომპანიის ლიკვიდურობის წყარო არის ყველაზე დიდი ბანკები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლიენტებისთვის უსაფრთხო სავაჭრო პროცესს.“ აგრეთვე მითითებულია, რომ „შპს „...... გრუპი“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც გახდა საერთაშორისო საფინანსო კომისიის „.......................-ის“ „A“ კატეგორიის წევრი, რაც ამავე გვერდზე არსებული განმარტებით გულისხმობს: „სავაჭრო ანგარიშების დაზღვევას „.......-ის“ ყველა ტრეიდერისათვის, ..........-ის“ ტრეიდერებისთვის ინვესტიციების მაქსიმალურ დაცულობას, გარანტირებულ უსაფრთხო ვაჭრობას.“ დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისგან იცოდნენ, რომ კომპანიას ჰყავდა პარტნიორი უცხოური ბანკები და ორგანიზაციები, შპს „...... გრუპი“ კი იყო მხოლოდ შუამავალი კომპანია. მათ იცოდნენ, რომ მათ მიერ კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები, მაგრამ თანხები საბოლოოდ მიდიოდა ლონდონის, .......ს ან .......ს ბირჟაზე, ან მოგებულ ვიღაც სხვა პირთან, რომელიც ასევე ვაჭრობდა .......ის ბირჟაზე. თუ ვაჭრობის შედეგად თანხას წააგებდნენ, მათი თანხები წავიდოდა საზღვარგარეთ, მოგების შემთხვევაში კი საზღვარგარეთიდან კომპანიის მეშვეობით ირიცხებოდა მათ ანგარიშებზე. დაზარალებულებთან ყველაზე აქტიური კავშირი, გარდა მენეჯერებისა, ჰქონდათ ი. ჭ–ას და გ. კ–ეს, რომლებიც არწმუნებდნენ კლიენტებს, რომ რაც მეტ თანხას შეიტანდნენ სავაჭროდ, მეტ მოგებას ნახავდნენ, ატყუებდნენ, რომ მათი ინტერესი იყო კლიენტის მოგება და ისინი და კლიენტები ერთ მხარეს იდგნენ. კომპანიის მენეჯერები და მფლობელები „რჩევებს“ აძლევდნენ კლიენტებს, როგორ უნდა მოეგოთ კომპანიისთვის. დაზარალებულები კი მათ ენდობოდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ მსჯავრდებულების რეალური ინტერესი იყო მათი წაგება. კლიენტების უმეტესობა იყო გამოუცდელი. ისინი არწმუნებდნენ დაზარალებულებს, რომ აეღოთ სესხი და თანხა შეეტანათ კომპანიაში, მოგებული თანხით კი დაფარავდნენ არა მარტო სესხს, არამედ - ექნებოდათ სტაბილური შემოსავალი.
4.16. საქმეში მოთავსებულია დაზარალებულების მიერ წარდგენილი სესხის ხელშეკრულებები, საიდანაც დგინდება, რომ დაზარალებულებმა მათ მიერ სესხის აღების დღესვე თანხები შეიტანეს კომპანიის ანგარიშზე. გარდა ამისა, კომპანიის ოფისი მდებარეობდა .......ის ცენტრში, სადაც მუშაობდნენ საოფისე ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები, რომელთაც გააჩნდათ დარწმუნების კარგი უნარი, მოიპოვებდნენ კლიენტთა ნდობას და უმეგობრდებოდნენ მათ. ოფისი აღჭურვილი იყო ტექნიკით, შექმნილი იყო ისეთი გარემო, რომ თითქოს კომპანია მთლიანად კლიენტის ინტერესებზე იყო მორგებული. გარდა ამისა, ჰქონდათ როგორც ფასიანი, ასევე უფასო სწავლება და ამ გარემოებიდან გამომდინარე, კლიენტები ვერც კი იფიქრებდნენ, რომ კომპანიის მოგება დამოკიდებული იყო მათ წაგებაზე. კომპანია უნდა ყოფილიყო შუამავალი სხვა კომპანიას/ბანკსა და კლიენტს შორის. ხელშეკრულების ჩანაწერი, რომ კომპანიის მოგება იყო პოზიციის გახსნის საკომისიო, ნიშნავს, რომ კლიენტის მიერ დადებული გარიგების კონტრაჰენტი თავად კომპანია არ უნდა ყოფილიყო. თუ კომპანიას მხოლოდ საკომისიო რჩება, კლიენტის მიერ წაგებული თანხები სადღაც სხვა საფინანსო კომპანიაში ან ბანკში უნდა გადარიცხულიყო. ასევე მხოლოდ საკომისიოთი სარგებლის მიღების შემთხვევაში კომპანია ვერ უზრუნველყოფდა კლიენტისთვის მოგების გადახდას და მოგების შემთხვევაშიც კლიენტისთვის თანხა შპს „...... გრუპის“ მეშვეობით უნდა ჩაერიცხა ამ კომპანიის პარტნიორ ბანკს. რეალურად კი არცერთმა დაზარალებულმა არ იცოდა, რომ შპს „...... გრუპი“ არ იყო შუამავალი კომპანია და მას ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად პარტნიორი მსოფლიოს სხვადასხვა მსხვილი ბანკების ან/და საფინანსო კორპორაციების სახით არ ჰყავდა. შესაბამისად, კლიენტების მიერ შეტანილი თანხები რჩებოდა კომპანიაში, რაც დადასტურებულია საბანკო დოკუმენტაციით და ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით. თუ ტრეიდერი განახორციელებდა წარმატებულ სავაჭრო ოპერაციებს, ტრეიდერთა ფინანსურ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა საზოგადოება საკუთარი კაპიტალით, რომელიც მათ არ ჰქონდათ. თუ ტრეიდერები განიცდიდნენ ზარალს, ტრეიდერის მიერ ინვესტირებული თანხა რჩებოდა საზოგადოების ბალანსზე, რაც კლიენტებისთვის ცნობილი არ იყო. ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ. გ-ას ჩვენებით კი დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით, საზოგადოების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა „მოვაჭრეებისა“ და სხვადასხვა პირის (თანამშრომლების გარდა) მიერ სავაჭროდ და სწავლისათვის გადახდილი თანხები, ჯამურად სულ - 1039630,87 აშშ დოლარი და 125956,3 ლარი, საიდანაც მათი დანიშნულებით საზოგადოებიდან გაცემულია 562147,40 აშშ დოლარი და 37764,49 ლარი. საზოგადოებაში თანხები შეტანილი აქვთ დამფუძნებლებს - 31280 აშშ დოლარი და 65797 ლარი, მათ შორის: გ. კ–ეს - 11300 აშშ დოლარი (7300 აშშ დოლარი კაპიტალის შესავსებად) და 38925 ლარი; გ. ჭ–ას - 10600 აშშ დოლარი და 21819 ლარი; ი. ჭ–ას - 9380 აშშ დოლარი (2000 აშშ დოლარი კაპიტალის შესავსებად) და 5050 ლარი, ასევე მას შეტანილი აქვს საზოგადოებაში 17455 აშშ დოლარი, როგორც გენერალურ მენეჯერს და არა -დამფუძნებელს. საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით, საზოგადოებიდან, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, დამფუძნებლებზე 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში გაცემულია: გ. კ–ზე სულ - 8570 აშშ დოლარი და 141736,62 ლარი, მათ შორის: დამფუძნებლის შენატანის უკან გატანა - 8570 აშშ დოლარი და 55270,64 ლარი; ხელფასი - 84424,18 ლარი; ბონუსი - 430 ლარი; საქვეანგარიშოდ - 1611,80 ლარი. გ. ჭ–აზე სულ - 167730,26 ლარი, მათ შორის: დამფუძნებლის შენატანის უკან გატანა - 22680 ლარი; ხელფასი - 105112 ლარი; ბონუსი - 400 ლარი; საქვეანგარიშოდ - 1453,26 ლარი; დივიდენდი - 38085 ლარი. ი. ჭ–აზე სულ - 35055 აშშ დოლარი და 107195,50 ლარი, მათ შორის: დამფუძნებლის შენატანის უკან გატანა - 17600 აშშ დოლარი (5100 აშშ დოლარი კაპიტალიდან თანხის გატანა, 12500 აშშ დოლარი დეპოზიტის გატანა); გენერალური მენეჯერის შეტანილის უკან გატანა - 17455 აშშ დოლარი; ხელფასი - 105788 ლარი; ბონუსი - 400 ლარი; საქვეანგარიშოდ - 1007,5 ლარი; ანუ თუ დამფუძნებლების შენატანი საზოგადოებაში იყო 31280 აშშ დოლარი და 65797 ლარი, როგორც დამფუძნებლებს, საზოგადოებიდან გატანილი აქვთ 43225 აშშ დოლარი და 78000 ლარი, რაც აშკარად აღემატება შეტანილ თანხას. ხელფასის, ბონუსის და დივიდენდის სახით კი რა ოდენობით თანხები აქვთ გატანილი, ესეც დეტალურად არის ასახული. შესაბამისად, კომპანიას საკუთარი კაპიტალი, რითაც უზრუნველყოფდა კლიენტების დაკმაყოფილებას, არ გააჩნდა. ის თანხა, რაც ბრუნვაში ჰქონდა კომპანიას, მთლიანად იყო კლიენტების, რომელსაც გასცემდა ხელფასის, დივიდენდის, ბონუსის სახით, ყიდულობდა ინვენტარს, იხდიდა გადასახადებს და ა.შ. რაც შეეხება ტრეიდერებისთვის თანხის გადახდას, აქაც მოქმედებდა ე.წ. პირამიდას პრინციპი. კლიენტებისთვის თანხების გადახდა ხდებოდა სხვა კლიენტებიდან შემოსული თანხით, რისი უფლებაც კომპანიას არ ჰქონდა. კომპანიის ხელმძღვანელობას ტრეიდერების მიერ შემოტანილი თანხები დაუყოვნებლივ გაჰქონდა ანგარიშიდან (რაც დასტურდება ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, 2018 წლის იანვრის მდგომარეობით მხოლოდ 602 ლარია ანგარიშზე, ასევე ექსპერტიზის დასკვნით და საბანკო ამონაწერებით, რომლის თანახმად, 2018 წლის 16 აპრილისთვის ანგარიშზე არის 32 ლარი, 30 მაისისთვის - 430,96 აშშ დოლარი და 28 ლარი) და ხარჯავდნენ სხვადასხვა დანიშნულებით. ძველი ტრეიდერის მიერ თანხის მოთხოვნის შემთხვევაში მას უხდიდნენ ახალი ტრეიდერის მიერ შემოტანილ და არა - საკუთარ თანხას. დაზარალებულებმა ასევე დაადასტურეს, რომ მათ კომპანიის წარმომადგენლებისთვის არ მიუციათ ნებართვა, რომ განეკარგათ მათი კუთვნილი თანხები. მათ ეუბნებოდნენ, რომ თანხის გატანას შეძლებდნენ მაშინ, როცა მოისურვებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, შპს „...... გრუპი“ კლიენტებს უქმნიდა სავაჭრო ანგარიშს, სადაც უნდა აესახა თანხა და მიეცა მათთვის ონლაინვაჭრობის შესაძლებლობა. ხელშეკრულების 3.5.3 პუნქტში მითითებულია, რომ ანგარიშის გახსნა არ არის ტიპური საბანკო ანგარიში და არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ხელშეკრულებაში მითითებული მიზნების გარდა, სამეწარმეო საქმიანობისა და სამეწარმეო მიზნებისთვის. თუმცა კლიენტის მიერ შეტანილ თანხას კომპანიის ხელმძღვანელები შეტანისთანავე ხარჯავდნენ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კლიენტები ვაჭრობდნენ არარსებული თანხებით, რადგან სავაჭრო ანგარიშზე ასახული თანხის ეკვივალენტი თანხა საბანკო ანგარიშზე აღარ იყო.
4.17. ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და მოწმეების - თ. მ–სა და ს. ს–ს ჩვენებებით, ასევე სს „.. ბანკიდან“ გამოთხოვილი მასალებით და ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შპს „...... გრუპს“ სს „..... ბანკში“ გახსნილი ჰქონდა ანგარიში, სადაც ირიცხებოდა კლიენტების მიერ შეტანილი თანხები, რაც აისახებოდა მოთხოვნებში და შემდგომ, შემოსავლებში, ნაცვლად შესაბამისი ვალდებულების აღიარებისა და ამ ანგარიშზე წვდომა ჰქონდათ მხოლოდ კომპანიის მესაკუთრეებს, რომლებიც ეუფლებოდნენ კლიენტების შეტანილ თანხებს და სურვილისამებრ განკარგავდნენ, ხოლო ტრეიდერებს მათ ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაცია უჩანდათ მხოლოდ პროგრამულად, თუმცა არ ჰქონდათ თანხებთან წვდომისა და რეალური განკარგვის შესაძლებლობა. კომპანია არ ახდენდა ფინანსური ვალდებულების თავდაპირველ აღიარებას ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით. კერძოდ, კლიენტებისგან მოზიდული სახსრები აისახებოდა მოთხოვნებში და შემდგომ - შემოსავლებში, ნაცვლად შესაბამისი ვალდებულების აღიარებისა. კომპანია ვალდებული იყო თავისი აქტივების, კლიენტების, ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით, ჰქონოდა განცალკევებული ანგარიშები, რაც გამომდინარეობს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან. საგადასახადო კოდექსის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვისას კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით. თუმცა ის, რომ მათ ანგარიშზე ასახული თანხები ფიქსირდებოდა არა როგორც ვალდებულება, არამედ -შემოსავალი, ეს იყო სხვისი კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ხერხი. მათ ბუღალტრულ აღრიცხვაში უჩანდათ, რომ თითქოს, ეს თანხები იყო მათი კუთვნილი და ხარჯავდნენ სურვილისამებრ. კლიენტებს კი კომპანიის ანგარიშზე არსებულ თანხებზე წვდომა აღარ ჰქონდათ.
4.18. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 11 აპრილიდან, პირები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით, ვალდებულნი არიან ფლობდნენ ..........ს ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიას. შესაბამისად, შპს „...... გრუპი“ ვალდებული იყო, 2018 წლის 11 აპრილიდან საქმიანობა გაეგრძელებინა შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ან შეეჩერებინა საქმიანობა ლიცენზიის მიღებამდე. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო სამივე მსჯავრდებულისა და კომპანიის მენეჯერებისთვის, რაც დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ 2018 წლის 23 მარტს კომპანიამ მიმართა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მიღების თაობაზე, რაც ასევე დასტურდა ფარული ჩანაწერებითა და მოწმეთა ჩვენებებით.
4.19. 2018 წლის 23 მარტს შპს „..... გრუპმა“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად მიმართა ........... ბანკს და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელზეც ფიქსირდება სამივე მსჯავრდებულის მონაცემები და ხელმოწერა. ეროვნულმა ბანკმა აღმოაჩინა არაერთი დარღვევა კომპანიის საქმიანობაში, ასევე კომპანიის საქმიანობის შესწავლისას გამოვლინდა არაჯანსაღი სამეწარმეო პრაქტიკის ნიშნები, რაც საფრთხეს უქმნიდა ან შესაძლოა, საფრთხე შეექმნა კონკრეტულ სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ეროვნული ბანკის მიერ კომპანიის განაცხადის განხილვისას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ბანკის თანამშრომლები როგორც წერილობითი (......... ბანკიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია), ასევე სატელეფონო და პირადი შეხვედრების (ფარული სატელეფონო ჩანაწერები, ს. ს–ს, თ.მ–ს და ზ. ბ–ს ჩვენებები) გზით აწვდიდნენ ი. ჭ–ას, გ. ჭ–ას და გ. კ–ს სათანადო ინფორმაციას და ითხოვდნენ ხარვეზის გასწორებას, რაც კომპანიის ხელმძღვანელებს არ შეუსრულებიათ. აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უარი ეთქვა საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე და ამის შესახებ შპს „...... გრუპს“ წერილობით ეცნობა 2018 წლის 30 აპრილს. აღსანიშნავია, რომ გ. ჭ–ამ, ი. ჭ–ამ და გ. კ–ემ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულები შეეჩერებინათ საქმიანობა, 2018 წლის 11 აპრილის შემდეგაც გააგრძელეს თაღლითური სქემით საქმიანობა, მოიზიდეს ახალი კლიენტები, ასევე ძველ კლიენტებთან გააგრძელეს ურთიერთობა და არ გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ აღარ ჰქონდათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. ასევე, ტრეიდერებს თანხის გადაცემაზე ეუბნებოდნენ უარს, რა დროსაც მიზეზად ასახელებდნენ, რომ თითქოსდა, ეროვნული ბანკის რეგულაციების გამო, აკრძალული ჰქონდათ თანხის გაცემა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით, დაზარალებულებისა და თ. მ–ს ჩვენებებით. სავაჭრო ისტორიებით, საბანკო ამონაწერებით, მენეჯერებისა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ხელშეკრულებებითა და ფარული სატელეფონო ჩანაწერებით კი უტყუარად დგინდება, რომ კომპანიის წარმომადგენლებს არ გაუფრთხილებიათ არცერთი დაზარალებული, რომ კომპანიას არ ჰქონდა უფლება ორგანიზება გაეწია უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმისთვის და კლიენტებს უნდა შეეწყვიტათ ვაჭრობა, ძველ კლიენტებს არ შემოეტანათ თანხა, ასევე არ მოეზიდათ ახალი კლიენტი. 2018 წლის 11 აპრილის შემდეგ ხელშეკრულებები გაფორმდა მ. დ–თან, გ. ი–ესთან, მ. თ–ესა და თ. ა–თან. ასევე, არაერთმა ძველმა ტრეიდერმა შეიტანა დიდი ოდენობით თანხები, ვინაიდან მათთვის უცნობი იყო, რომ კომპანიას არ ჰქონდა საქმიანობის უფლება. ის ფაქტი, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი კლიენტები შეჰყავდათ შეცდომაში და არ ატყობინებდნენ აღნიშნულის შესახებ, ასევე დადასტურდა დაზარალებულ თ. კ–ს მიერ წარდგენილი, 2018 წლის 7 მაისს ი. ჭ–ასთან წარმართული მიმოწერით, სადაც ი. ჭ–ა თ. კ–ს პასუხობს, რომ შეუძლიათ ვაჭრობის გაგრძელება. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ სამი კვირით ადრე თ. კ–ე ითხოვდა თანხის ჩარიცხვას და თანხა არ ერიცხებოდა. იგივე გარემოებები იყო სხვა დაზარალებულების შემთხვევაშიც.
4.20. ის, რომ სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობა დაკავშირებულია დიდ რისკებთან, მითუფრო იმ შემთხვევაში, რომ დაზარალებულთა უმეტესობა იყო გამოუცდელი, არის ფაქტი, თუმცა ბრალდებულები არწმუნებდნენ დაზარალებულებს, რომ მოგების შანსი უფრო მეტი იყო, ვიდრე, წაგების და ამაში დაეხმარებოდნენ. მათ დაზარალებულებს სესხებიც ააღებინეს იმ დაპირებით, რომ ამ საქმიანობით გაისტუმრებდნენ სესხის პროცენტს და ნახავდნენ მოგებასაც. ამავდროულად, მათ შეაღწიეს დაზარალებულთა უმეტესობის სავაჭრო ანგარიშზე და ზოგს ანგარიშის განულება დაუფიქსირეს, ზოგს კი შეუმცირეს თანხები, ასევე აპრილში მოახდინეს „....“ იმგვარი გაზრდა, რომ დაზარალებულებს დაუფიქსირდათ თანხის წაგება. ისინი კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას და მონაცემთა შეცვლას ახდენდნენ იმ მიზნით, რომ დაზარალებულებს არ მოეთხოვათ თანხა და ჰგონებოდათ, რომ თანხები წააგეს. შპს „...... გრუპი“ საქმიანობისას იყენებდა უცხოური კომპანიის „......ის“ სავაჭრო პლატფორმას, რისთვისაც ამ კომპანიას თვეში უხდიდა 4700 დოლარს. ეს იყო სტანდარტული ფასი, რომელიც არ იცვლებოდა. „..... ტრეიდი“ არ იყო პარტნიორი კომპანია და არც - კომპანიის ლიკვიდურობის წყარო, ის გარკვეულ მომსახურებას უწევდა კომპანიას, რისთვისაც იღებდა გარკვეულ ანაზღაურებას. კლიენტების სავაჭრო ანგარიშზე მონაცემთა ცვლილება რომ ხელოვნური იყო, დასტურდება „.....თან“ „სკაიპის“ მეშვეობით განხორციელებული მიმოწერით, კერძოდ „....“ „....“ მეშვეობით კლიენტები დაყვეს ჯგუფებად, ერთ-ერთი ჯგუფის სახელი იყო „..“. 2018 წლის 6 მარტს გ. კ–ე წერს „.........ის“ „ადმინს,“ რომ სპრედი „...-ში“ დააყენოს ისე, რომ ეს ჯგუფი იყოს წაგებაში, ვინაიდან ჰყავდათ კლიენტები, რომლებიც დიდ მოგებას ნახულობდნენ. „..............ის“ „ადმინი“ ეუბნება, რომ სიახლეების დროს კლიენტი გადაიყვანოს ჯგუფში „....,“ სადაც დიდი აცდენადობაა სიახლეებს შორის, რაზეც გ. კ–ე ეთანხმება. მიმოწერებიდან ასევე ირკვევა, რომ „.........ის“ „ადმინი“ სპრედს ზრდიდა ან ამცირებდა კომპანიის წარმომადგენლების მოთხოვნით, იმავე საკითხს ეხება 8 მარტის მიმოწერაც. 2018 წლის 20 მარტის მიმოწერაში „..........ის“ წარმომადგენელს წერენ, რომ კლიენტმა ნახა დიდი მოგება და „.....ი“ გაზარდონ იმგვარად, რომ ამ კლიენტმა ორივე ანგარიშიდან თანხა დაკარგოს. იმავე დღეს „......... ადმინი“ წერს, რომ ორივე ანგარიშს მიაღებინა ზიანი, ფასთა შორის სხვაობის გაზრდის შედეგად. ასევე მომდევნო დღეებშიც გრძელდება მიმოწერა და საუბრობენ, რომ იმგვარად უნდა იმუშაონ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კლიენტი დიდ მოგებას ნახავს, წააგებინონ. 2018 წლის 17 აპრილს გ. კ–ე წერს „..........ის“ ტექნიკური დახმარების ჯგუფს, შეუძლია თუ არა .... გაზრდა ყველა ჯგუფისთვის, რის შემდეგაც იზრდება „..........ი.“ 2018 წლის 19 აპრილს „.............ის“ წარმომადგენელი წერს, თუ როდის გაზარდოს „სპრედი“, რაზეც გ. კ–ე პასუხობს, რომ სიახლის გამოსვლის დროს 60 პუნქტით გაზარდოს ორივე ჯგუფისთვის. შემდეგ წერს, რომ 8 წუთში იქნება ,,ნიუსი“, ტექნიკური დახმარების ჯგუფი, გ. კ–ს მითითებით, ზრდის „..........ს,“ რის შემდეგაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ გ. კ–ესთან შეთანხმებით აბრუნებს უკან. გ. კ–ე წერს, რომ რაღაც არასწორად წავიდა და კლიენტებს დიდი დანაკარგები არ განუცდიათ და კიდევ ითხოვს „....“ გაზრდას. 20 აპრილს წერს, რომ 20 წუთში სიახლე გამოდის და ერთ-ერთ ჯგუფს გაუზარდოს „.........ი.“ „.........ი“ ზრდის ფასთა შორის სხვაობას და შემდეგ აბრუნებს უკან. ამის შემდეგაც გრძელდება მსგავსი მიმოწერები. ამავე მიმოწერებში ასევე მითითებულია, რომ როდესაც კომპანიას უწევდა ყოველთვიური გადასახადის შეტანა პლატფორმით სარგებლობისთვის, გ. კ–ე წერს, რომ კლიენტი შემოიტანს თანხას და გადაიხდის. ეს ხდება მაშინ, როცა შპს „...... გრუპს“ ვაჭრობის უფლება საერთოდ არ ჰქონდა. რაც შეეხება წაგების გარეშე თანხის განულებას, კომპანიის წარმომადგენელს ჰქონდა უფლება, კლიენტის პირად კაბინეტში აესახა თანხები, რასაც შეიტანდა ბანკში, ან თუ კლიენტს თანხის ნაწილს მისცემდნენ, შეცვლიდა პირად კაბინეტში არსებული თანხის ოდენობას, შესაბამისად, ჰქონდათ შესაძლებლობა პირად კაბინეტში თანხები სურვილისამებრ აესახათ და შეეცვალათ, მაგ: ლ. ა–ას კუთვნილი თანხა ასახეს მხოლოდ პირად კაბინეტში და არა -საბანკო ანგარიშზე. ნ. მ–მ განმარტა, რომ გ. კ–ემ, ი. და გ. ჭ–ებმა მას უთხრეს, რომ ლ. ა–ა, რომელსაც სავაჭრო ფული არ ჰქონდა, მის სახელზე გადმოაფორმებდა „რენოს“ მარკის ავტობუსს, ამ ავტობუსის თანხით კი შეძლებდა ვაჭრობას. ლ. ა–ას ჩვენებითა და სავაჭრო ისტორიით კი დადგინდა, რომ ამ ავტობუსის ღირებულება იყო 22000 აშშ დოლარი. რეალურად ეს თანხა ბრალდებულებს ბანკში არ შეუტანიათ, ავტობუსი გაყიდეს და მიღებული თანხა გადაინაწილეს ერთმანეთში. თანხების უშუალოდ მექანიკურად დაფიქსირებას ახდენდა ე. ჭ–ი, გ. კ–ს, ი. ჭ–ას და მენეჯერების მოთხოვნით. ასევე იყო შემთხვევები, რომ ტრეიდერები იმდენად ენდობოდნენ მსჯავრდებულებს, რომ ხელზეც აძლევდნენ თანხას, რომ მათ შეეტანათ ბანკში, თუმცა მათ თანხა არ შეჰქონდათ და ეს თანხები დაზარალებულებს მხოლოდ სავაჭრო ანგარიშზე აესახებოდათ. გარდა „..........თან“ განხორციელებული მიმოწერისა, ბრალდებულების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დასტურდება ფარული ჩანაწერებით და კრებსითი ამონაწერებით, რომლებითაც დადგენილია მათი განზრახვა - ხელოვნური ჩარევის გზით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით, უნებართვოდ შეეცვალათ კომპიუტერული მონაცემები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
4.21. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2018 წლის 11 აპრილის შემდეგ ლიცენზიის გარეშე კომპანიას საქმიანობის უფლება არ ჰქონდა. კომპანიას რამდენიმე წერილი გაუგზავნა ეროვნულმა ბანკმა, შედგა რამდენიმე სატელეფონო საუბარი ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან, რომლებიც ბრალდებულებს განუმარტავდნენ, რომ 2018 წლის 11 აპრილის შემდეგ საქმიანობის უფლება არ ჰქონდათ და იგი უნდა შეეწყვიტათ. გარდა ამისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შპს „...... გრუპი“ ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობდა საერთაშორისო სავაჭრო კომპანიებთან და მათ უკან იდგა მსხვილი ბანკები, რაც იძლეოდა ლიკვიდურობის გარანტიებს. კომპანიის სავაჭრო ტერმინალი იმართებოდა „.........ის“ მიერ, რომელიც უცხოეთში ფუნქციონირებს და ისინი მართლაც იწვევდნენ ხარვეზებს, მაგ: .... გაზრდას, თუმცა ეს არ იყო ტექნიკური ხარვეზი. დაზარალებულების ჩვენებებით, ფარული ჩანაწერებით და თავად „........თან“ მიმოწერით დასტურდება, რომ ამის თაობაზე მსჯავრდებულები წინასწარ თანხმდებოდნენ, ვისთვის და როდის უნდა გაეზარდათ „.......,“ რომელიც გამოიწვევდა სავაჭრო ანგარიშზე კლიენტებისთვის წაგების დაფიქსირებას. ამის თაობაზე მითითებებს აძლევდნენ „.........ის“ ადმინისტრატორს, რომელიც ბრალდებულების მიერ მითითებული ჯგუფებისთვის ზრდიდა „......ს“ და უფიქსირებდა წაგებას. ასევე არაერთი დაზარალებულის ჩვენებიდან, სავაჭრო ამონაწერიდან და სატელეფონო საუბრებიდან დადასტურებულია, რომ „....“ გაზრდის გარეშეც, უშუალოდ სავაჭრო ანგარიშზე წვდომის შედეგად ცვლიდნენ მონაცემებს, დაზარალებულებთან შეთანხმების გარეშე. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზოგ შემთხვევაში თავად ახდენდნენ უშუალო ცვლილებას, ზოგ შემთხვევაში სხვას აძლევდნენ დავალებას მონაცემთა ცვლილებების თაობაზე, თუმცა მსჯავრდებულებს უფლება არ ჰქონდათ, დაზარალებულების ნებართვის გარეშე, განეხორციელებინათ ასეთი სახის მანიპულაციები, ვინაიდან ამის თაობაზე პირდაპირი აკრძალვა იყო ხელშეკრულებაში, სადაც მითითებულია, რომ ცვლილება გამოწვეული არ უნდა ყოფილიყო კომპანიის მიზეზით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დადგინდა, რომ სწორედ კომპანიის წარმომადგენლები განზრახ, უნებართვოდ იწვევდნენ ამ სახის ცვლილებებს, რაც საბოლოოდ იწვევდა ტრეიდერთა დაზარალებას. გარდა ამისა, ყველა დაზარალებულმა განმარტა, რომ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, შპს „...... გრუპი“ მათ ეგონათ საშუამავლო კომპანია. მათ განუმარტეს, რომ კომპანიის ინტერესი იყო მათი მოგება, არწმუნებდნენ, რომ ისინი ვაჭრობდნენ საერთაშორისო ბირჟაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ევაჭრებოდნენ კომპანიას. ხელშეკრულების თანახმად კი ტრეიდერის მიერ თანხის წაგების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მისი წარუმატებელი ვაჭრობა, გადაულახავი ვითარება (ფორს მაჟორული გარემოებები) და გარეგანი რისკები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო მომსახურების გამწევის, ანუ შპს „...... გრუპის“ მიერ გამოწვეული. აგრეთვე სავაჭრო ტერმინალს უნდა აესახა ....ის ბირჟაზე მიმდინარე პროცესები და არანაირი ზემოქმედება არ შეეძლო მოეხდინა სავაჭრო ტერმინალზე მიმდინარე პროცესებზე.
4.22. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას ჰყავდა სამი დამფუძნებელი, ხოლო ტრეიდერებთან ძირითადი კავშირი ჰქონდათ მათ მიერ დაქირავებულ მენეჯერებს, ასევე გ. კ–ეს და ი. ჭ–ას. შესაძლებელია, რომ კონკრეტულ დაზარალებულთან გ. ჭ–ას მართლაც არ ჰქონოდა შეხება, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ფარული ჩანაწერებით დადგინდა, რომ გ. ჭ–ა აქტიურად იყო ჩართული კომპანიის საქმიანობაში და მისთვის დეტალურად იყო ცნობილი კომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. იგი პირველივე წუთიდან იყო ჩართული კომპანიის საქმიანობაში, იღებდა კომპანიიდან მოგებას, სხვა არანაირ საქმიანობას არ ეწეოდა და არ გააჩნდა სხვა სახის შემოსავალი. ის გარემოება, რომ ვაჭრობის პროცესში დაზარალებულებთან უშუალო კომუნიკაცია მას არ ჰქონია, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. საქმეზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებით დადგინდა, რომ გ. ჭ–ა სრულად იყო ინფორმირებული კომპანიაში განვითარებული მოვლენების თაობაზე. ერთ-ერთი ჩანაწერიდან ირკვევა, რომ გ. კ–ე მიმართავს გ. ჭ–ას, რომ სხვა კომპანიები ისევ ხსნიან ანგარიშებს და იღებენ თანხებს და თვითონაც გარისკონ, რაზეც გ. ჭ–ა პასუხობს, რომ „ზ–ს“ (ზ.ბ–ს), კომპანიის იურისტს ჰკითხა, რომელმაც უთხრა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და უღირთ თუ არა ამ რისკზე წასვლა. საპასუხოდ, გ. კ–ე ეუბნება, რომ მიიღონ თანხები და დაელოდონ, როდის წააგებენ კლიენტები თანხებს. გ. ჭ–ა კი პასუხობს, რომ „ქოლ ცენტრი არ უნდა ამუშაონ და არ უნდა ეტყობოდეთ, რომ მუშაობენ“. შესაბამისად, თავად სთავაზობს გარკვეულ ვარიანტს, თუ როგორ დაუმალონ ეროვნულ ბანკს, რომ კომპანია რეალურად მუშაობს. გ. ჭ–ას ჩვენებითვე დადგინდა, რომ იგი წინასწარ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ დაზარალებულთა კუთვნილი თანხები კომპანიაში რჩებოდა. ის თავად იძიებდა ინვესტორებს, რომელთაც აწვდიდა ინფორმაციას, რომ თითქოს აბარებდა აწყობილ ბიზნესს. 2018 წლის 28 აპრილს გ. და ი. ჭ–ების საუბარისას (კრებსი „N.......) გ. ჭ–ა აცხადებს, რომ ის და გ. კ–ე ვინმე „ზ-ის“ უნდა შეხვდნენ. ი. ჭ–ა ეუბნება გ–ს, რომ „ეგრე პირდაპირ ნუ ელაპარაკება ხალხს, ნუ ეუბნება, რომ ჩვენ თაღლითები ვართ და ხალხს ფულს ვახევთ, ფული ჩვენ გვრჩება, ნუ ეუბნება, რომ მეორე მხარე თვითონ არიან და ფული მათ რჩებათ.“ გ. კ–ემ არ უნდა უთხრას, რომ ხალხს ფულს მოატანინებენ, აგებინებენ და ფული მათ რჩებათ. ეგრე თუ აუხსნის, არავინ არ წამოვა, ვის უნდა თაღლითობაში ფულის ჩადება“. ი. ჭ–ა ეუბნება თავის ძმას, რომ მოატყუონ სავარაუდო სპონსორები, თითქოს სხვა კომპანიები კი მუშაობენ საკომისიოზე, მაგრამ თვითონ აქვთ ლიცენზია აღებული, რომ მარტო საკომისიო კი არა, წაგებული თანხაც წაიღონ, რაზეც გ. ჭ–ა ეთანხმება და ეუბნება, რომ ეგრე სჯობია. გარდა ამისა, არც გ. კ–ეს და არც ი. ჭ–ას არ განუმარტავთ, რომ გ. ჭ–ას რამეს უმალავდნენ. გ. ჭ–ამ დაადასტურა, რომ, გარდა იმისა, რომ მოგების და ხელფასის სახით გაჰქონდა თანხები, კომპანიის მიზნებისთვის ხარჯავდა თანხებს. იცოდა, რომ კლიენტებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. მან დაადასტურა, რომ იცოდა იმის თაობაზე, რომ შპს „...... გრუპი“ არ იყო შუამავალი კომპანია და დაზარალებულთა კუთვნილი თანხები კომპანიაში რჩებოდა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებით ასევე დასტურდება, რომ „....“ გაზრდა და კლიენტების ანგარიშებით მანიპულირება მასთან თანხმდებოდა და ბრალდებულები ერთად იკრიბებოდნენ, როცა ეს ხდებოდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურებულია, რომ გ. ჭ–ამ ხელი მოაწერა ყველა დოკუმენტს, რაც ეროვნულ ბანკში კომპანიის სახელით წარადგინეს. შესაბამისად, იგი ინფორმირებული იყო კომპანიის სახელით წარდგენილი ყველა დოკუმენტის შინაარსის შესახებ. სამივე მათგანი რომ ერთად მონაწილეობდა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, ასევე დადასტურდა ხ. ჭ–სა და გ. კ–ს 2018 წლის 15 აპრილის საუბრით (კრებსი N........), ასევე ი. ჭ–ასა და გ. ჭ–ას 2018 წლის 20 აპრილის საუბრით, როდესაც გიორგი ამბობს, რომ „უკვე ამ ზღაპრებსაც აზრი არ აქვს და ხელჩართული ჩხუბი ატყდება, რის გამოც ჯობია შეეშვან უკვე „....“ გაზრდას და იმ დღეს შეკრებას აზრი არ ჰქონდა“. შესაბამისად, მან იცოდა, კლიენტების მოტყუების და „....“ გაზრდის შესახებ. გ. ჭ–ა რომ კომპანიაში მიმდინარე ყველა გარემოების შესახებ ფლობდა ინფორმაციას და ყველაფერში მონაწილეობდა, დასტურდება გ. კ–სა და გ. ჭ–ას 2018 წლის 23 აპრილის სატელეფონო საუბრით (კრებსი N..........), სადაც გ. ჭ–ა რამდენჯერმე ამბობს, რომ 300000 დოლარი აქვთ ვალი და მსჯელობენ, როგორ იშოვონ ეს თანხა, რათა ....... ბანკს წარუდგინონ ლიცენზიისთვის. ი. ჭ–ას და გ. ჭ–ას 2018 წლის 27 აპრილის სატელეფონო საუბარისას გ. ჭ–ა ი. ჭ–ას ეუბნება, რომ ერთი კლიენტი აპროტესტებს, მიუხედავად იმისა, რომ თანხის გატანა მოითხოვა, თანხა არ ჩარიცხვია და ი–ს ეკითხება, „ხომ გაუიასნეო“. შემდეგ ი–ს ეკითხება, ,,მერე რა უნდა უთხრას, რომ თემა აქვთ, ხო,“ რასაც ირაკლი ეთანხმება. „თემაში“ კი იგულისხმება კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომ თითქოს, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციის გამო, აკრძალული ჰქონდათ თანხების გაცემა (კრებსი N........). 2018 წლის 6 მაისის გ. ჭ–ას და გ. კ–ს საუბრით დასტურდება, რომ მათ გადაწყვეტეს შეხვდნენ და გაირონ ახალი კლიენტების მიღების საკითხი. ასევე გადაწყვეტეს, რომ კლიენტებს გადაუგზავნონ ელექტრონული შეტყობინებები, რომ თითქოს თანხა ჩაერიცხებათ. ასევე გ. ჭ–ა ამბობს, რომ 7000 აიღო კომპანიიდან (კრებსი N.........). აღნიშნული ასევე დასტურდება საბანკო ამონაწერებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მანვე დაადასტურა, რომ მან ზუსტად იცოდა, თუ რა მოდელით საქმიანობდა კომპანია და რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ დაზარალებულებს.
4.23. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ არ არის გამოკვეთილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენა. „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის თანახმად, „დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი“ ნიშნავს ერთი ან რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულ და შეთანხმებულად მოქმედ სტრუქტურული ფორმის მქონე, სამი ან მეტი პირისაგან შემდგარ ჯგუფს, რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელი. სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და მასში არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. ქონება, ეს არის ნებისმიერი სახის აქტივები, მატერიალური ან არამატერიალური, მოძრავი ან უძრავი, გამოხატული ნივთებით ან უფლებებით, აგრეთვე იურიდიული დოკუმენტები ან აქტები, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ აქტივებზე უფლებას ან მათდამი ქონებრივ ინტერესს, ხოლო დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს რაიმე დანაშაულის ჩადენის გზით პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენილ ან მიღებულ ქონებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულები დროის განსაზღვრულ პერიოდში - 2016 წლიდან 2018 წლის მაისამდე, ჩადიოდნენ დანაშაულს, რომელთა მიზანიც იყო სწორედ პირდაპირ ფინანსური სარგებლის მიღება. ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ უწყვეტად, ვიდრე არ დააკავეს ისინი. ჯგუფის თითოეული წევრი კარგად აცნობიერებდა ორგანიზებული ჯგუფის მიზანს და საერთო დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელშიც აქტიურად მონაწილებდნენ. გ. კ–ე, ი. ჭ–ა და გ. ჭ–ა წინასწარ შეკავშირდნენ, დააფუძნეს კომპანია, სადაც თანაბარ წილს ფლობდნენ, ფაქტობრიბად თანაბრად იყოფდნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს. გ. კ–ე და ი. ჭ–ა, კომპანიის მენეჯერებთან ერთად, აქტიურ კომუნიკაციას ამყარებდნენ დაზარალებულებთან, ხოლო გ. ჭ–ას ჰქონდა სამეურნეო ფუნქცია, იგი კლიენტებისგან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხებით ყიდულობდა ინვენტარს და აგვარებდა სამეურნეო საკითხებს. ჯგუფში და მითუმეტეს ორგანიზებულ ჯგუფში ყველა ერთსა და იმავე ფუნქციას არ ასრულებს. ის ფაქტი, რომ უშუალოდ ვაჭრობაში გ. ჭ–ა, რომელსაც საბანკო ამონაწერების თანახმად, გ. კ–ზე მეტი მოგებაც კი აქვს გატანილი კომპანიიდან, შესაძლოა, სათანადოდ ვერ ერკვეოდა, არ გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. გ. ჭ–ამ კარგად იცოდა, რომ „...... ჯგუფი“ არ იყო საბროკერო ან შუამავალი კომპანია, თანხები რჩებოდა კომპანიაში და მარტო საკომისიო არ იყო კომპანიის შემოსავალი. მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ სარგებლობდნენ კლიენტების ნდობით და ხელშეკრულებით და სიტყვიერად არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ მათ, ასევე იცოდა, რომ არ ჰქონდათ ლიცენზია და 2018 წლის 11 აპრილის შემდეგ, საქმიანობის უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა, აღნიშნულს ხელი არ შეუშლია თაღლითურად დაუფლებული თანხის ხარჯვაში, რაც დადასტურებულია ფარული სატელელეფონო საუბრებით და საბანკო ამონაწერებით. შესაბამისად, მათ განაწილებული ჰქონდათ როლები და თითოეული მათგანი აკეთებდა თავის საქმეს. შესაბამისად, გამოკვეთილია ორგანიზებული ჯგუფისთვის აუცილებელი ყველა ნიშანი. ჯგუფის წევრთა მიზანი იყო მატერიალური სარგებელის მიღება. წევრობას ჰქონდა უწყვეტი ხასიათი და ჩამოყალიბებული იყო განვითარებული სტრუქტურა.
4.24. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში არ მოიპოვება გ. კ–ს, გ. ჭ–ასა და ი. ჭ–ას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას საპროცესო კანონმდებლობა არსებითად არ დარღვეულა. გარდა ამისა, პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებები, რადგან მათი მხრიდან არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა მსჯავრდებულების მიმართ. დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობისა და უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
4.25. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.26. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და პიროვნებას, ვინაიდან სასამართლოებმა სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინეს ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია კიბერდანაშაული და ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი (მათი მტკიცე სურვილი, მისწრაფება მოტყუებით დაუფლებოდნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და დამდგარი შედეგი, მათი პიროვნული მახასიათებლები და წარსული ცხოვრება (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები გ. ჭ–ას, გ. კ–ს და ი. ჭ–ას პიროვნების ან/და მათი წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და მათ დაუნიშნეს სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას
4.27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.28. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - გ. ჭ–ს, ი. ჭ–სა და გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ქ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე