1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1. კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მოწყობილობა/მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობათა/მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, მობილური ტელეფონი).
2. კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
3. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.
4. ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი, გარდა ამ კოდექსის 2861 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
6. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი არის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5940 – სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.47
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(92)
- საქმე №2კ-30აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2026
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით; 1.3.1. მ. ზ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.
- საქმე №2კ-494აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.10.2025
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით. მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.
- საქმე №2კ-219-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.12.2024
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელები, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ი.
- საქმე №2კ-74-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2024
ო–მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-487აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2024
…მე-3 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის), საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით…
- საქმე №2კ-55აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2024
- საქმე №2კ-1304აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2024
- საქმე №2კ-1268აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2024
- საქმე №2კ-32აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ას-149-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2023
- საქმე №2კ-579აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №2კ-475აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №2კ-430აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2022
- საქმე №2კ-104აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.05.2022
- საქმე №2კ-1026აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.05.2022
- საქმე №2კ-149აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №2კ-999აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.04.2022
- საქმე №2კ-1000აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2022
- საქმე №2კ-1054აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
- საქმე №2კ-634აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2021
- საქმე №2კ-60აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.10.2021
- საქმე №2კ-413-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №2კ-316-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2021
- საქმე №2კ-139აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2021
- საქმე №2კ-40-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2021
- საქმე №2კ-841აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2021
- საქმე №2კ-477აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2020
- საქმე №2კ-586აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2020
- საქმე №2კ-206აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2020
- საქმე №2კ-843აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2020
- საქმე №2კ-777აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2020
- საქმე №2კ-8-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.04.2019
- საქმე №2კ-548აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.03.2019
- საქმე №2კ-211აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2018
- საქმე №2კ-334აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2017
- საქმე №2კ-608აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2016
- საქმე №2კ-1227აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2008
- საქმე №2კ-89კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2004
- საქმე №2კ-105აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2001
- საქმე №010141318700066620 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 92-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება