1. მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის (გარდა ამ კოდექსის 275-ე ან 276-ე მუხლით გათვალისწინებული პირისა) მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 281. ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა 1. მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის (გარდა ამ კოდექსის 275-ე ან 276-ე მუხლით გათვალისწინებული პირისა) მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-220აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2016
წელს, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ა. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას ა.
- საქმე №2კ-179აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2016
წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი. 2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
- საქმე №330210119002999073 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.02.2020
ვი---დან ქუთაისის საქალაქო სასამართლო- 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით აბა-- ა-–----რ-ო---–-ს დამატებით სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით, მისი სახელით შეტანილი გირაო- თანხა 6000 ლარი აღმასრულებელმა,,სააღსრულებო წარმოების შესახებ’’ საქართველო- კანონის 281 მუხლის შესაბამისად ჯარიმის სახით გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში 2019 წლის 06 თებერვალს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - დასტური (ს.ფ 44) - ქვითარი (ს.ფ.
- საქმე №180100119003286972 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 03.12.2019
სარეზოლუციო ნაწილი: სასამ---თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამ---თლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამ---თლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-27--ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: ომ--- ღუ--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამ---თლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს…
- საქმე №010100118002601338 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
ბ-----------–------–------------------- კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილი - ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ დაადგინა: 1.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება