1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.04.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.04.2021 კანონი №460
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(27)
- საქმე №2კ-33-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2026
…1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობა); 134-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (თავდასხმა); 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (მუქარა); 286-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (საჯარო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლისთვის ხელის შეშლა); 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სხვისი ღირსების შელახვა);
- საქმე №2კ-71-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2025
ტ-ა პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების (XIV K 82/15) განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 11 (2), 13 (1) და 294 (1) მუხლებთან ერთობლივად, იმავე კოდექსის 239-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია), 286-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა), 270-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით;
- საქმე №2კ-108აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2023
დ–ს განუსაზღვრა - მინიმალური სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ( საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ე’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე), რომელიც არ ეწინააღმდეგება…
- საქმე №2კ-430აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2022
…- თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
- საქმე №2კ-104აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.05.2022
ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“…
- საქმე №2კ-634აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2021
- საქმე №2კ-586აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2020
- საქმე №2კ-477აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2019
- საქმე №2კ-31-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2018
- საქმე №2კ-14-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2018
- საქმე №2კ-575აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2016
- საქმე №2კ-114აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2013
- საქმე №2კ-383აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2012
- საქმე №2კ-372აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.07.2011
- საქმე №330100116001271157 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.01.2019
- საქმე №330802218002682945 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №330100116001434130 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2018
- საქმე №140100118002347788 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №330100117001846298 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330100118002336089 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №330100116001271157 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.06.2018
- საქმე №010141318700051802 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.02.2018
- საქმე №330100119003076791 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №330310019002857279 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.11.2019
- საქმე №330100117001982547 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.04.2019
- საქმე №330100117001671278 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №140100118002347788 · გორის რაიონული სასამართლო · 01.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება