1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა, მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავით ან ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2014
წლის 2
მაისის კანონი №2378 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.04.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.04.2021 კანონი №460
- 02.05.2014 კანონი №2378
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №2კ-36-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2026
პროკურორის შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, აღნიშნული ქმედებები დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ჩადენილი წინასწარი…
- საქმე №2კ-9-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2024
ა-ის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
- საქმე №2კ-634აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2021
…ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №2კ-1917-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.08.2013
2012 წლის 26 იანვარს მას ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – არასაცხოვრებელი ფართის უკანონოდ გასხვისების ფაქტთან დაკავშირებით.
- საქმე №2კ-383აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2012
ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №010100115744054 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2019
- საქმე №140100118002347788 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №330100118002336089 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №330100119003076791 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №330100119003053631 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №010100115744054 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 31.12.2018
- საქმე №140100118002347788 · გორის რაიონული სასამართლო · 01.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება