1. მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
თავი XXXV
კიბერდანაშაული
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 283. მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა 1. მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. თავი XXXV კიბერდანაშაული საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-955აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2026
ბ–ეს საქართველოს სსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის აღსრულება გადაუვადდა მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
- საქმე №2კ-429აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2019
…177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებზე და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების ან/და ნებისმიერი კვალიფიკაციით საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ. მ-სათვის სასჯელის მოხდის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
- საქმე №2კ-8-I-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2015
…რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის,,ა“ ქვეპუნქტით,,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ“ კანონის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით 64-ე მუხლთან კავშირში (იმ დროს მოქმედი რედაქციით), 283-ე მუხლის I ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით, 283-ე,,ბ“ მუხლის პირველი ნაწილის 3,,ბ“ ქვეპუნქტით. ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელები ქ.
- საქმე №010100218700050679 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.01.2019
…177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებზე და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების ან/და ნებისმიერი კვალიფიკაციით საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ-----–---- მ----------სათვის სასჯელის მოხდის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
- საქმე №330141318002681683 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.12.2018
…განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, იმ საფუძვლით თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. სსკ-ის 283-ე მუხლის თანახამად აუცილებელია მსჯავრდებული იყოს მძიმე ავადმყოფი, რაც თავის მხრივ ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
- საქმე №010100218700050679 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №330100118002447564 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება