ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 08.11.2024
საქმის ნომერი
2კ-1163აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100123007539238

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1163აპ-24 ქ. თბილისი

ზ. ზ. 1163აპ-24 8 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ზ. ზ–ს – დაბადებულს .. წელს, პ/ნ .... – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ზ. ზ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ზ. ზ–ი 2017 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. თ–სთან, რომელთანაც 2023 წლის 22 მაისამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ზ. ზ–ს მიაჩნდა, რომ მეუღლე იყო მისი საკუთრება და მას არ შეეძლო უარი ეთქვა მასთან თანაცხოვრებაზე, ამასთან იგი ნ. თ–ს უზღუდავდა კომუნიკაციას ნათესავებთან და მეზობლებთან, აკონტროლებდა მის ურთიერთობას სხვა პირებთან და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე.

2023 წლის 22 მაისს, დაახლოებით შუადღის საათებში, ქ. ლ-......, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ზ. ზ–სი მეუღლეს, ნ. თ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, აგრესიული ტონით უთხრა, რომ მიდიოდა პრობაციის ბიუროში და 1-2 საათში უკან რომ დაბრუნდებოდა, იგი სახლში აღარ დახვედროდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა და სისხლს დაღვრიდა. ზ. ზ. ზ–ს მხრიდან განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო ნ. თ–ს გაუჩნდა მისი განხორცილების საფუძვლიანი შიში;

2.2. ზ. ზ–ი 2017 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. თ–სთან, რომელთანაც 2023 წლის 22 მაისამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ზ. ზ–ს მიაჩნდა, რომ მეუღლე იყო მისი საკუთრება და მისი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ნ. თ–ს-ეს არ შეეძლო ეთქვა უარი მასთან თანაცხოვრებაზე და ამასთან იგი ნ. თ–ს უზღუდავდა კომუნიკაციას ნათესავებთან და მეზობლებთან, აკონტროლებდა მის ურთიერთობას სხვა პირებთან და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე;

2023 წლის 24 მაისს, დაახლოებით შუადღის პერიოდში, მობილური ტელეფონის საშუალებით, ზ. ზ–სი დაუკავშირდა ქ. ბ... მყოფ მეუღლეს, ნ. თ–ს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ჩააკითხავდა ქ. ბ..., გამოჭრიდა ხორხს და მის სისხლს დალევდა. ზ. ზ. ზ–ს მხრიდან განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო ნ. თ–ს გაუჩნდა მისი განხორცილების საფუძვლიანი შიში, რის გამოც იმავე დღეს ბავშვებთან ერთად დროებით საცხოვრებლად გადავიდა ო.... მუნიციპალიტეტის სოფელ ნ.... მდებარე, დეიდამისის - ქ. ა–ს საცხოვრებელ სახლში;

2.3. ზ. ზ–სი 2017 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. თ–სთან, რომელთანაც 2023 წლის 22 მაისამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ზ. ზ–ს მიაჩნდა, რომ მეუღლე იყო მისი საკუთრება და მისი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ნ. თ–ს-ეს არ შეეძლო ეთქვა უარი მასთან თანაცხოვრებაზე და ამასთან იგი ნ. თ–ს-ეს უზღუდავდა კომუნიკაციას ნათესავებთან და მეზობლებთან, აკონტროლებდა მის ურთიერთობას სხვა პირებთან და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე;

2023 წლის 26 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მობილური ტელეფონის საშუალებით, ზ. ზ–მა მეუღლეს - ნ. თ–ს მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინება და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მისწერა „შენ ხო არ გინდა შენი შვილები დედის გარეშე დარჩეს, აგისრულებ მაგას.“ ზ. ზ–ს მხრიდან განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო ნ. თ–ს გაუჩნდა მისი განხორცილების საფუძვლიანი შიში;

2.4. ზ. ზ–ი 2017 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. თ–სთან, რომელთანაც 2023 წლის 22 მაისამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ზ. ზ–ს მიაჩნდა, რომ მეუღლე იყო მისი საკუთრება და მისი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ნ. თ–ს-ეს არ შეეძლო ეთქვა უარი მასთან თანაცხოვრებაზე, ამასთან იგი ნ. თ–ს უზღუდავდა კომუნიკაციას ნათესავებთან და მეზობლებთან, აკონტროლებდა მის ურთიერთობას სხვა პირებთან და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე.

2023 წლის 28 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი ზ. ზ–ი მივიდა ო...... მუნიციპალიტეტის სოფელ ნ...., ნ. თ–ს და მისი დეიდის - ქ. ა–ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და ნ. თ–ს ეძახდა, რომ გამოსულიყო გარეთ. აღნიშნულ ყვირილზე ქ. ა–ე გავიდა ზ. ზ–სთან შესახვედრად, ხოლო ნ. თ–ე დარჩა სახლში. ზ. ზ–მა ქ. ა–ს უთხრა, რომ ნ. თ–სთან უნდოდა შეხვედრა და თუ არ გამოვიდოდა მის სანახავად, მოკლავდა. აღნიშნული მუქარის გამო შეშინებულმა ნ. თ–მ დარეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სამსახურში და ითხოვა პოლიციის დახმარება.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ზ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა (ოთხი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 მაისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 26 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბართაგან ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ზ–ს სასჯელად განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისათვის ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზემოაღნიშნული განაჩენით მოსახდელი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ზ–ს სასჯელად განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. ზ. ზ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთავლა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2023 წლის 29 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა, სასჯელის დამძიმების კუთხით და მოითხოვა ზ. ზ. ზ–ს მიმართ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა (ოთხი ეპიზოდი) ჩადენისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა, რომელიც ითხოვს ზ. ზ. ზ–ს მიმართ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა (ოთხი ეპიზოდი) ჩადენისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ზ. ზ. ზ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4.1. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ ზ. ზ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.

5. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, ჩადენილი ქმედების ხასიათის, შედეგების, დანაშაულის ჩადენის მოტივის და მიზნის, ხერხის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ზ. ზ–ს განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით), საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის (რეციდივი) და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის მოთხოვნებს.

6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული რესოციალიზაციის და პრევენციის მიზნების არსს; იმ გარემოებას, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

8. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (ზ. ზ–სმა საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები (ოთხი ეპიზოდი) ჩაიდინა – 2023 წლის – 22 მაისს, 24 მაისს, 26 მაისს და 28 მაისს).

9. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ. ზ–ი დანაშაულთა ჩადენის დროს (2023 წლის – 22 მაისს, 24 მაისს, 26 მაისს და 28 მაისს) იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის მქონე პირი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენით) და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.

11. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა (რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და ამავე მუხლის მე-4 პუნქტს (რომლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ზ. ზ. ზ–ს თანხმობა – მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

13. შესაბამისად, ზ. ზ–ს საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (ოთხი ეპიზოდი) ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელები უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.

13.1. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და ზ. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა;

13.2. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და ზ. ზ–სს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა;

13.3. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და ზ. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა;

13.4. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და ზ. ზ–სს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა;

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენით) ზ. ზ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

14.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

14.2. საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

14.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ზ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენით) დანიშნული პირობითი მსჯავრი. შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ზ. ზ. ზ–სათვის დანიშნულ სასჯელზე – თავისუფლების აღკვეთაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და ამავე მუხლის მე-5 პუნქტს (რომლის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის 3811-ე მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

16.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საჩივრის განხილვის თარიღისათვის, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულთა – ნ. თ–ს-ისა და ი. თ–სის თანხმობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

17. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ზ. ზ. ზ–სთვის განაჩენთა ერთობლიობისას საბოლოოდ მოსახდელად სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული იქნა სასჯელთა შთანთქმის წესი.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ზ. ზ–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა (ოთხი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

3.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 მაისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე ზ. ზ–ს 1/6-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით ;

3.2. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე ზ. ზ–ს 1/6-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით;

3.3. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 26 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე ზ. ზ–სს 1/6-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 26 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით;

3.4. საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე ზ. ზ–სს 1/6-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით;

4. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბართაგან ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ზ–სს სასჯელად განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისათვის ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ზემოაღნიშნული განაჩენით მოსახდელი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ზ–ს სასჯელად განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა;

6. ზ. ზ–სს სასჯელის ვადაში ჩაეთავლოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2023 წლის 29 მაისიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ზ. ზ. ზ–ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი –3 თვითა და 10 დღით, შემდეგი პირობებით:

7.1. ზ. ზ–სს (დაბადებულს 1... წლის 4... მცხოვრები მისამართზე: ქ. ლ...-, ე-ის ქუჩა N..) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს დაზარალებული ნ. თ–ე (დაბადებული 1.... წლის ...., პ/ნ ...., რეგისტრირებული: ლ., მ. გ-ის ქ. N.. ბ... ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ.... ა-ს ქუჩა კორპუსი N...).

7.2. ზ. ზ–ს აეკრძალოს ნ. თ–სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება;

7.3. ზ. ზ–ს აეკრძალოს ნ. თ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

7.4. ზ. ზ–ს აეკრძალოს იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

7.5. ზ. ზ–ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

7.6. ზ. ზ. ზ–ს დამცავი ორდერის ვადის ათვლა დაიწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან;

7.7. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი