ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2005 ბოლო ცვლილება 29.09.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№132
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.266
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 12/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (71)

შემდგომი ცვლილებები (57)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №132

2005 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №161 - სსმ III, №113, 27.09.2005წ., მუხ.1235

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №168 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1258

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №200 - სსმ III, №129, 03.11.2005წ., მუხ.1438

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №68 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.516

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №112 - სსმ III, №82, 20.06.2006წ., მუხ.1086

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №124 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1185

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №149 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1482

8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №165 - სსმ III, №118, 01.09.2006წ., მუხ.1605

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №48 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.463

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №117 - სსმ III, №83, 19.06.2007წ., მუხ.887

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №118, 21.08.2007წ., მუხ.1288

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №164 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1243

13. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 26.09.2007წ., მუხ.1452

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება №6 - სსმ III, №4, 14.01.2008წ., მუხ.57

დებულება

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის (შემდგომში – გენერალური ლიცენზია), სამონადირეო მეურნეობისა და ხე-ტყის დამზადების მიზნით სპეციალური ლიცენზიების (შემდგომში – სპეციალური ლიცენზია), გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. გენერალური ლიცენზია

1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სამონადირეო მეურნეობისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიებს.

2. ერთ-ერთი სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად გენერალური ლიცენზიის მოპოვება სავალდებულო არ არის.

3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის გაცემა, ასევე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობა (მათ შორის ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება).

3​1. სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი სადენების, არხების მშენებლობისას;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას;

გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხისას.

4. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე მერქნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამ პუნქტში აღნიშნული ორგანოების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე მერქნის გაცემა ხორციელდება „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტით.

4​1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისა და სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას „მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი საქართველოს ტყის კოდექსის 82-ე მუხლისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება „მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის“ რეკომენდაციით მიიღება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად.

4​2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

4​3. სპეციალურ ჭრას ახორციელებს სპეციალური ან მიჩენის მიზნით გამოყოფილი ტყის ფონდის მიწით მოსარგებლე, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოსათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემას და ამ უკანასკნელის სამოქმედო ტერიტორიაზე (შესაბამისი ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე) განთავსებას (დასაწყობებას).

4​4. ამ მუხლის 4​1 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული მერქნული რესურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომი რეალიზაციისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს.

4​5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს მიერ მერქნული რესურსი გაიცემა შემძენის მიერ „ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

6. ლიცენზირებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის გაცემა (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი, ნახანძრალი კატეგორიის ხეები, ტყეკაფის ათვისების შემდგომ დატოვებული საშეშე კატეგორიის ხე-ტყის ნარჩენები და ნაყარი ხე-ტყე), ასევე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა.

7. სპეციალურ ჭრას ახორციელებს სპეციალური ან მიჩენის მიზნით გამოყოფილი ტყის ფონდის მიწით მოსარგებლე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გამოყოფილ ფართობზე ჭრას დაქვემდებარებული ხეების აღრიცხვა (ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოთა შესრულება) და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა, რომელიც აღნიშნული მასალების განხილვის შემდეგ გამოყოფს ტყეკაფს მიწით მოსარგებლისათვის მიღება-ჩაბარების აქტით. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ორგანოს და მისივე მითითებით და მის სამოქმედო ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს (დასაწყობდეს) მიწით მოსარგებლის მიერ.

8. ამ მუხლის 4​1 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომი რეალიზაციისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №161 - სსმ III, №113, 27.09.2005 წ ., მუხ .1235

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №200 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ ., მუხ .1438

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №112 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ ., მუხ .1086

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №149 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1482

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №165 - სსმ III, №118, 01.09.2006წ., მუხ.1605

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №118, 21.08.2007წ., მუხ.1288

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება №6 - სსმ III, №4, 14.01.2008წ., მუხ.57

    მუხლი 3. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.

11 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აუქციონის პირობებს და გამართვის ვადებს ათანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

2. ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება სამინისტრომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.

3. ლიცენზიის გამცემი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №112 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ ., მუხ .1086

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №124 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1185

    მუხლი 4. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის წესი

1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიები გაიცემა აუქციონის წესით.

2. აუქციონი ცხადდება ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.

4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

4​1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ობიექტი არის სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრული უბანი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საანგარიშო ტყეკაფით.

5. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს დასამზადებელი ხე-ტყის (ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, დამზადების მოცულობა, სარგებლობის კონკრეტულ წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ.), ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც ყოველი თითოეული შემთხვევისათვის მტკიცდება მინისტრის ცალკე სამართლებრივი აქტით.

6. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №112 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ ., მუხ .1086

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №48 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.463

    მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები

1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №168 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1258

     მუხლი 6. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე 

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 7. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.

    მუხლი 8. სალიცენზიო პირობები

1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერი და უკანონო ჭრის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გადააბაროს ეს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით;

ბ) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;

გ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში ჩაატაროს დეტალური ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) ინვენტარიზაციის პროცესში დამატებით აღმოჩენილი უკანონო ჭრის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ასახული მიღება-ჩაბარების აქტში, მიმართოს სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტში დანართის სახით შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და შემდგომი რეაგირების მიზნით;

ე) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 10 თვისა სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყით სარგებლობის გეგმა;

ვ) ტყით სარგებლობის გეგმასთან ერთად წარადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი ეკოაუდიტორული დასკვნა;

ზ) ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარმოადგინოს ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის დასკვნა;

თ) პასუხისმგებელია დამტკიცებული ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის;

ი) ტყით სარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე არ გაასხვისოს ლიცენზია ან მისი ნაწილი;

კ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა არღვევდეს სატყეოების ბუნებრივ საზღვრებს;

ლ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ტყით სარგებლობის გეგმაში;

მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოს ტყეკაფი;

ნ) შემდგომი წლის ტყეკაფების ათვისება დაიწყოს მას შემდეგ, რაც სამინისტრო შეამოწმებს მიმდინარე/წინა წლის ჭრაგავლილ ტყეკაფებს;

ო) „წითელ წიგნში“ შეტანილი დაავადებული ხე-ტყით სარგებლობა განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ იქნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების განმსაზღვრელი კომისიის დასკვნა;

პ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) უზრუნველყოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა;

რ) უზრუნველყოს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;

ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;

ტ) ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მიწებსა და ტყის რესურსებზე (სამასალე და საშეშე მერქნის, ასევე ლიცენზირებას დაქვემდებარებული არამერქნული რესურსების გარდა) ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების უსასყიდლოდ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ტრადიციული უფლებების განხორციელებას;

უ) ხელი არ შეუშალოს ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისათვის მოსახლეობის ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ყოფნას;

ფ) უზრუნველყოს ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების ბუნებრივი საზღვრების დადგენა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე სოციალური/რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელება;

ქ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფლორისა და ფაუნის სახეობების შესწავლას ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის ბუნებრივი გარემოდან ამოღება აწარმოოს ლიცენზიატთან შეთანხმებით;

ღ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;

ყ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში ხელი არ შეუშალოს ლიცენზიატს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში.

2. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერი და უკანონო ჭრის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გადააბაროს ეს ტერიტორია (მიღება-ჩაბარების აქტით) საკვარტალე სქემის მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით და შესაბამისი დასაბუთებით შესაძლებელია მიღება-ჩაბარების აქტის კორექტირება;

ბ) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;

გ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში ჩაატაროს ამორჩევითი ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 10 თვის ვადაში წარმოადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყით სარგებლობის გეგმა;

ე) ტყით სარგებლობის გეგმასთან ერთად წარმოადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი ეკოაუდიტორული დასკვნა;

ვ) ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარმოადგინოს ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის დასკვნა;

ზ) პასუხისმგებელია დამტკიცებული ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის;

თ) ინვენტარიზაციის პროცესში დამატებით აღმოჩენილი უკანონო ჭრის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ასახული მიღება-ჩაბარების აქტში, მიმართოს სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტში დანართის სახით შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და შემდგომი რეაგირების მიზნით;

ი) ყოველწლიურად წარადგინოს სამინისტროში ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის მასალები და დაიცვას დადგენილი კვოტები;

კ) უზრუნველყოს სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული, ბუნებრივად არსებული გარეული ცხოველების დაცვა და შენარჩუნება, არ დაუშვას გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;

მ) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფლორისა და ფაუნის სახეობების დაავადების შესახებ;

ო) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; მიიღოს ზომები გარეულ ცხოველებსა და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;

პ) ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მიწებსა და ტყის რესურსებზე (სამასალე და საშეშე მერქნის, ასევე ლიცენზირებას დაქვემდებარებული არამერქნული რესურსების გარდა) ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების უსასყიდლოდ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ტრადიციული უფლებების განხორციელებას;

ჟ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფლორისა და ფაუნის სახეობების შესწავლას ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის ბუნებრივი გარემოდან ამოღება წარმოებს ლიცენზიატთან შეთანხმებით;

რ) უზრუნველყოს ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების ბუნებრივი საზღვრების დადგენა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე სოციალური/რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელება;

ს) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებას და ფუნქციონირებას.

3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №161 - სსმ III, №113, 27.09.2005წ., მუხ.1235

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 26.09.2007წ., მუხ.1452

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

1. ხე-ტყის დამზადების (ტყით სარგებლობის) უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს საქართველოს „ტყის კოდექსითა“ და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე (სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე სავარგულის გამოყოფისათვის მიწის მესაკუთრეთა თანხმობის წარდგენის ჩათვლით) უნდა დასრულდეს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი საკონკურსო წესით.

2​1 . საქართველოს ტყის კოდექსის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და 87-ე მუხლით დადგენილი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება არ ვრცელდება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებზე, აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება აგრეთვე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემულ ლიცენზიებზე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიის ფორმები მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. სამინისტრო ვალდებულია პოტენციურ სალიცენზიო ობიექტებზე არ დაუშვას მოვლითი და სპეციალური ჭრების განხორციელება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე დასმული საკითხის განხილვის გარეშე.

5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს მე-4 მუხლის 4 ​1 პუნქტის შესაბამისად მასზე დამაგრებული რესურსის რაოდენობის ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოს განხორციელება.

6. აუქციონში გამარჯვებული ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოების განხორციელების შემდეგ შესაბამის მასალებს შესათანხმებლად წარუდგენს სატყეო დეპარტამენტს. სატყეო დეპარტამენტი (ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს გამარჯვებულის მიერ ტყეკაფის გამოყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს სათანადო კორექტივები, რის შემდეგაც ახორციელებს ტყეკაფის გამოყოფას.

7. ხე-ტყის დამზადება აკრძალულია ტყეკაფის გამოყოფის გარეშე, თუ ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8. მე-2 მუხლის მე-3, 4​3 და 4​4 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2008 წლის 1 ნოემბრამდე.

9. მე-2 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ძალაშია 2008 წლის 1 ნოემბრამდე.

10. სამინისტროს მიერ ერთ წლამდე ვადით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიებს (რომელთა მოქმედების ვადა ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში არ არის ამოწურული), ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ავტომატურად გაუგრძელდეთ მოქმედების ვადა 2 თვით, რის თაობაზეც სამინისტროს მიერ შეიტანება შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ სალიცენზიო რეესტრსა და ლიცენზიაში. აღნიშნულის თაობაზე ლიცენზიის ფორმაში გრაფასთან – „ლიცენზიის მოქმედების ვადა“ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რასაც სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №68 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.516

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №48 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.463

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №117 - სსმ III, №83, 19.06.2007წ., მუხ.887

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №118, 21.08.2007წ., მუხ.1288

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №164 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1243

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №132, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.000.266 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10234-14/