ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (69)
შემდგომი ცვლილებები (65)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №242
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტყითსარგებლობის წესი.
მუხლი 2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 28 მარტის №10/93 ბრძანება „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 22 თებერვლის №10/27 ბრძანება „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 3 დეკემბრის №10/159 ბრძანება „ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის 24 ივლისის №10/89 ბრძანება „საქართველოში კონკურსით გასაყიდი ტყეკაფების გამოყოფისა და სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადებაზე მომსახურების ფასის გამოყენების და მისი ფუნქციონირების შესახებ“.
მუხლი 3.
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და VI თავისა, ამოქმედდეს „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №404 ბრძანებულების, “საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულების, “საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
მუხლი 4.
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და VI თავი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010 წ., მუხ.1956
2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.
3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
4. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
ტყითსარგებლობის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დადგენილების მიზანი
1. დადგენილების მიზანია განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის წესი.
2. დადგენილებით განისაზღვრება:
ა) ტყითსარგებლობის სახეები;
ბ) სსიპ – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;
გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა;
დ) ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე-ტყის დამზადების წესი;
ე) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი;
ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი;
ზ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემის წესი;
თ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი;
ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი და აუქციონის წლიური საწყისი ფასი.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ბარის ტყე – ვაკეზე განფენილი ტყეები, კერძოდ, კოლხეთის დაბლობის ტყეები, და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები. დანარჩენი ტყეები მიეკუთვნება მთის ტყეებს.
2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარდგინებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი), ჭალის ტყეები, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეები); უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები; ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბნები. მანძილი იზღუდება წყალგამყოფით.
3. კალამი – მცენარის ყოველი აჭრილი ნაწილი, რომლითაც შეიძლება მცენარის გამრავლება.
4. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი.
5. მართვის ორგანო – საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.
6. მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
7. ნეკერი – ხის კვირტებიანი ნორჩი ტოტები.
8. სათესლე ხე – ბუნებრივი განახლების (მოთესვის) ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხე.
9. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
10. სიმაღლის თანრიგი – ხის სიმაღლისა და დიამეტრის თანაფარდობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობის გაანგარიშებისათვის.
11. სირონი – 0,5 მეტრი სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები ტყით დაფარული ფართობების ურთიერთგამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების ხელოვნური გამიჯვნისათვის (როცა კვარტალები არ არის გამოყოფილი ბუნებრივი საზღვრით) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის.
12. ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი, მიღებული მაქსიმალური და მინიმალური დიამეტრების გასაშუალოებით. ფერდობზე აიღება ზედა მხრიდან.
13. ტყეკაფი – საქართველოს ტყის ფონდის განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხე-ტყის დამზადება.
14. ტყეკაფის გამოყოფა – მონიშნული ტყეკაფის შეთანხმება მართვის ორგანოების მიერ.
15. ტყეკაფის მონიშვნა – ტყეკაფის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისისა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის შედგენა.
16. ტყით დაფარული ფართობი – 0,3 ჰა და მეტი ფართობი, რომელიც წარმოდგენილია 2 მეტრი და მეტი სიმაღლის ხეებით ან 1,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მერქნიანი ბუჩქოვანი მცენარეების ერთობლიობით, რომელთა ვარჯების პროექცია შეადგენს ფართობის 30%-ს და მეტს.
17. (ამოღებულია).
18. (ამოღებულია).
19. (ამოღებულია).
20. ჭალის ტყე – ვაკე რელიეფზე მდინარეთა აუზებში არსებული ტყეები.
21. ხე-ტყე – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი.
22. ხე-ტყის დამზადება – ზეზემდგომი ხე-ტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხე-ტყიდან მერქნის ამოღება და გამოზიდვა.
23. ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად ტყეკაფზე დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
24. (ამოღებულია).
25. ძირნაყარი ხე-ტყე – მიწაზე დაყრილი წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე მოჭრილი მერქანი, რომელზეც ხე-ტყის დამზადების შესაბამისი დოკუმენტი არ არის გაცემული ან გასული აქვს გამოზიდვის ვადა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
თავი II
ტყითსარგებლობის სახეები, მომსახურების სახეები, მომსახურების საფასური
მუხლი 3. ტყითსარგებლობის სახეები
ტყითსარგებლობის სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადება;
ბ) ნადირობა;
გ) მიჩენის მიზნით სარგებლობა;
დ) სპეციალური მიზნით სარგებლობა;
ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
ვ) ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;
ზ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;
თ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;
ი) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;
კ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;
ლ) თევზის მეურნეობის მოწყობა;
მ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;
ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;
ო) კომპლექსური ტყითსარგებლობა.
მუხლი 4. მომსახურების სახეები
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ბ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემა;
გ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
დ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ვ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
ვ.ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
ვ.ბ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება;
ვ.გ) სიტუაციური გეგმის მომზადება;
ზ) საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და სატაქსაციო დახასიათება;
თ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
თ.ა) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
თ.ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 5. მომსახურების საფასური
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის № 4 დანართის შესაბამისად.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება არა უგვიანეს ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისა:
ა) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და განკარგულებით უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთში მითითებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის შესაბამისად – სრულად;
ბ) სოციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ მასზე დასამზადებლად დამაგრებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის მიხედვით.
3. სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის მომსახურების საფასური არ დგინდება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამოღების მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემისას.
4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოყოფილ ტყეკაფებზე.
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზი ის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზი ის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზი ისა და სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის გაწეული მომსახურების ამ წესით დადგენილი საფასური.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01. 2011წ.
თავი III
ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფისა და ხე-ტყის დამზადების წესი
მუხლი 6. ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანი
ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანია ხე-ტყის დამზადების შესაძლებლობის შექმნა.
მუხლი 7. ხე-ტყის დამზადება
1. ხე-ტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფზე. ტყეკაფის საზღვრები ექვემდებარება მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნებით (ჭრაში დაუნიშნავ ხეებზე შესაბამისი წარწერა, სირონის გაჭრა, ბოძის ჩასმა) გამიჯვნას.
2. ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნით არ გაიმიჯნება ძირნაყარი ხე-ტყის გაცემისას – ფიქსირდება ხე-ტყის განთავსების ტერიტორია ხელსაწყო GPS-ით, დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ.
მუხლი 8. ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა
1. ტყეკაფი მოინიშნება დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვისათვის. ტყეკაფის მონიშვნისას სხვა ხეებთან ერთად აუცილებელია მოინიშნოს ფუტურო (ფაუტი), ზეხმელი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
2. ტყეკაფზე დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა წარმოებს:
ა) ფართობის მიხედვით – მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის დროს;
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძირობრივად) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრისა), მოვლითი (გარდა განათებითი და გაწმენდითი სახისა) ჭრების განხორციელებისას;
გ) სპეციალური ჭრის დროს – ფართობის მიხედვით ან ძირობრივი აღრიცხვით.
3. ტყეკაფის მონიშვნამდე მართვის ორგანოების მიერ განისაზღვრება ტყეკაფის მონიშვნას დასაქვემდებარებელი საორიენტაციო ფართობები და დასამზადებელი ხე-ტყის საორიენტაციო მოცულობა სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის მასალების და ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკაფის მომნიშნავი პირის მიერ დგება ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი. მასში ასახული უნდა იყოს:
ა) სატყეო უბანი, სატყეო, სამცველო (სარეინჯერო), კვარტალი, ლიტერი;
ბ) ლიტერის მონაცემები – შემადგენლობა, ექსპოზიცია, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ფართობი (ჰა), მარაგი (კუბ.მ), სიხშირე, ზეზემდგომი ხე-ტყის საშუალო დიამეტრი და საშუალო სიმაღლე. აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად „დამაკმაყოფილებელი“ ან „არადამაკმაყოფილებელი“), მარადმწვანე ქვეტყით, მაყვლის ბუჩქებით, გვიმრით ან სხვა ბუნებრივი განახლებისათვის ხელისშემშლელი მცენარეებით ფართობის დაფარულობა (აისახება ვიზუალურად აღნიშნული მცენარეებით ფართობის პროცენტული დაფარულობა).
5. ტყეკაფების მონიშვნა ხორციელდება:
ა) მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრისთვის სირონების გაჭრით, გარდა იმ გვერდებისა, რომლებიც შემოსაზღვრულია არსებული მიჯნებით (საკვარტალე სირონები, გზები, მდინარეები, უტყეო სივრცეები, არხები და სხვ.);
ბ) სპეციალური ჭრისათვის გარე საზღვარზე არსებული ხეების შერჩევითი მონიშვნით (საღებავით);
გ) მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრებისა) და მოვლითი ჭრებისათვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რომელზედაც აღნიშნული იქნება სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის მონიშვნის წელი და ჭრის სახე).
6. ბარის ტყეებში მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის ტყეკაფები მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება ლიტერის (ლიტერების) ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფების მონიშვნა დაშვებულია კვარტალის ფარგლებშიც. სპეციალური ჭრის ტყეკაფები მოინიშნება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.
7. პირწმინდა და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრების ტყეკაფის გამოყოფის დროს სათესლე ხეებზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+“ ნიშანი. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში დამატებით აღინიშნება სათესლე ხეების რაოდენობა.
8. ტყეკაფის მონიშვნისას კეთდება ადგილმდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000, რომელზეც დაიტანება:
ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი წერტილის კოორდინატები;
ბ) ტყეკაფამდე მისასვლელი არსებული გზები.
9. ტყეკაფზე მოსაჭრელი ხე-ტყის ოდენობის (მოცულობის) დადგენა წარმოებს:
ა) ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის განხორციელებისას დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით, მისი ოდენობა უნდა შეადგენდეს ჭრას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5 %-ს;
ბ) ძირობრივად (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა) და მოვლითი ჭრების განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი (მრიცხველში) და ტაქსაციური დიამეტრი (მნიშვნელში). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით;
გ) დამზადებული ხე-ტყის მასის მიხედვით – როდესაც მოსაჭრელი ხეების 75%-მდე რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს. ამ შემთხვევაში იანგარიშება დასამზადებლად გათვალისწინებული ხე-ტყის მოცულობის საორიენტაციო ოდენობა. დამზადებული ხე-ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყის აღრიცხვისას.
10. ჭრას დასაქვემდებარებელი ხეების აღრიცხვა წარმოებს მათი ტაქსაციური დიამეტრის გაზომვით ოთხსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით.
11. მთავარი სარგებლობის და სოციალური ჭრის ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ჯიშების, დიამეტრების და ხის კატეგორიის მიხედვით.
12. ხე-ტყის აღრიცხვა ხორციელდება შემდეგი ხის კატეგორიების შესაბამისად:
ა) „ა“ კატეგორიის (სამასალე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო ვარჯამდე) სიგრძე შეადგენს 6,5 მეტრსა და მეტს;
ბ) „ბ“ კატეგორიის (ნახევრადსამასალე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო ვარჯამდე) სიგრძე შეადგენს 2,1 მეტრიდან 6,5 მეტრამდე;
გ) „გ“ კატეგორიის (საშეშე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 2,1 მეტრზე ნაკლებს.
13. მოვლითი ჭრის ტყეკაფში (გარდა გავლითი ჭრისა) აღირიცხება ჭრაში დანიშნული ხეების სრული მოცულობა, ხოლო სასაქონლო ღირსება (მასალა ან შეშა) განისაზღვრება ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის მიხედვით. ასეთივე წესით აღრიცხვას ექვემდებარება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყე, რომლის მოცულობა იანგარიშება საორიენტაციოდ.
14. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის დასადგენად განისაზღვრება სიმაღლის თანრიგი თითოეული ჯიშისათვის, რომლის რაოდენობა აღემატება მოსაჭრელი ხეების რაოდენობის 10%-ს. ჯიშების მიხედვით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების საშუალო ტაქსაციური დიამეტრი და იზომება ამ დიამეტრის (დასაშვებია გრადაცია ერთი სიმსხოს საფეხურის ფარგლებში) 3 ხის სიმაღლე, განისაზღვრება ხეთა სიმაღლის გასაშუალოებული მაჩვენებელი და დგინდება ჭრაში დანიშნული ხეებისათვის სიმაღლის თანრიგი.
15. ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში (დანართი №1) ხის მოცულობის გაანგარიშება ხორციელდება 0,01 კუბ.მ სიზუსტით.
16. ტყეკაფების მონიშვნის მასალების (ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი და აბრისი) ერთი ეგზემპლარი ინახება მართვის ორგანოში, მეორე ეგზემპლარი – ტყითმოსარგებლესთან (გარდა სოციალური ჭრით ტყითმოსარგებლისა).
17. მართვის ორგანოების მიერ ტყეკაფებზე მოსაჭრელი ხე-ტყის აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მას შემდეგ, რაც აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნატურაში შერჩევით შემოწმებული იქნება მონიშნული ტყეკაფების რაოდენობის 20%. შემოწმებით დგინდება:
ა) დაქანება, სიხშირე (თვალზომით), ჭრაში დანიშნული ხე-ტყის სიმაღლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად);
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შესაბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, რისთვისაც ტაქსაციური დიამეტრი აეზომება შერჩევით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშნული ხეებიდან სამ ხეზე ზუსტდება სიმაღლის თანრიგი. სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში ტყეკაფი მოინიშნება ხელახლა.
18. მართვის ორგანოს მიერ მონიშნული ტყეკაფების გამოყოფა ხორციელდება შეთანხმების გარეშე.
19. ტყეკაფი არ გამოიყოფა, თუ:
ა) ხე-ტყე ჭრაში დანიშნულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით;
ბ) ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობა არ შეესაბამება ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობით ცხრილებს (გარდა შემთხვევებისა, როცა ზეზემდგომი ხე გადატეხილია ან/და როცა მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა განისაზღვრება საორიენტაციოდ);
გ) ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას.
20. ტყეკაფის აღრიცხვის არასრულყოფილი მასალების წარდგენისას და/ან ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ცდომილების შემთხვევაში ტყეკაფი არ გამოიყოფა.
21. ტყეკაფის მომნიშნავი ვალდებულია, ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული შეცდომები აღმოფხვრას მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
22. მონიშნული ტყეკაფის სისწორისათვის პასუხისმგებელია ტყეკაფის მომნიშნავი, ხოლო შემოწმებული ტყეკაფის სისწორისათვის – მართვის ორგანო.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 9. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები
1. ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მთავარი სარგებლობის, სპეციალური ჭრების და მოვლითი ჭრების განხორციელების ნორმები.
2. მთავარი სარგებლობის ჭრები არ ინიშნება:
ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, გარდა:
ა.ა) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის თხმელნარი კორომებით დაფარული ტერიტორიებისა;
ა.ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით აკაციის პლანტაციებში ჩასატარებელი ჭრებისა;
ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში.
3. მთავარი სარგებლობის ჭრები ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე არსებული სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, აკაციის, მურყანის (თხმელა) წმინდა და შერეულ კორომებში და ჭრაში დანიშვნას ექვემდებარება მცენარეები №2 დანართში ასახული მონაცემების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 10. სოციალური ჭრა
1. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-5º), ნებით ამორჩევითი (6º და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე) საშეშე მერქნის გასაცემად.
2. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ასევე ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-5º), ნებით ამორჩევითი (6º და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით ადგილობრივ მოსახლეობაზე საშეშე და/ან სამასალე მერქნის გასაცემად.
3. ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების საჭიროებისათვის მერქნული რესურსის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ძირნაყარი ხე-ტყიდან და გადაბელილი ხეების ხელახალი გადაბელვით მიღებული მერქნიდან.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ.,მუხ.1956
მუხლი 11. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეები
1. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეებია – პირწმინდა, თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით ამორჩევითი ჭრები (მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი მერქნიანი მცენარეების სახეობების (ჯიშების) დიამეტრები მოცემულია №2 დანართში).
2. პირწმინდა ჭრა: ინიშნება ბარის ტყეებში 0–5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების სწრაფმოზარდ ფოთლოვან სახეობათა (აკაცია, თხმელა-მურყანი) პირწმინდა ჭრას. ტყეკაფის მოკლე მხარე არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. ტყეკაფის გრძელი მხარე გაბატონებული ქარების პერპენდიკულარულია და მისი სიდიდე არ აღემატება 1 კილომეტრს. ერთ ჯერზე მოსაჭრელი ტყეკაფის ფართობი 10 ჰა-ს არ აღემატება. საკვარტალე ქსელის გათვალისწინებით ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა და იჭრება მხოლოდ №2 დანართით განსაზღვრული დიამეტრის ხეები.
3. თანდათანობითი ჭრა: ინიშნება 200 -მდე დაქანების ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე არსებულ ფიჭვნარ კორომებში, ითვალისწინებს ტყის საბურველის რამდენიმე ჯერად თანდათანობით და თანაბარ შეთხელებას (მოსაჭრელი ხეების ამოღებას) და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრის განხორციელებას 30–40 წლის განმავლობაში. ჭრის ყოველიშემდეგი ჯერი ხორციელდება მხოლოდ ტყის საბურველის (ხეების ვარჯების ერთობლიობა) ქვეშ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის სასურველ მერქნიან სახეობათა მოზარდის (დანართი №3) არსებობისას. მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში ჭრა სამ ჯერად ტარდება. ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს კორომის საერთო მარაგის 25%-ს. ჭრის მეორე ჯერი ხორციელდება 10-15 წლის შემდეგ. იჭრება მერქნის პირვანდელი (ჭრამდე არსებული) საერთო მარაგის 30-35%, კორომის სიხშირე 0.4-0.3-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის მე-3 ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ. 0.5-0.6 სიხშირის კორომებში ჭრა ხორციელდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე იჭრება საერთო მარაგის 30-40%. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ.
4. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა: გულისხმობს 200-მდე დაქანების ფერდობების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე (ყალთაღებში, ფანჯრებში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვეთების (ყალთაღების) შერჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწყობისას და გაგანიერების თითოეულ ყალთაღში ან რგოლში დატოვებული უნდა იქნეს არანაკლებ 2 სათესლე ხისა. ყალთაღების გაგანიერება ხორციელდება თესლმსხმოიარობის წელს.
5. ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხეების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმართულებით.
6. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა წიფლნარებში, ნაძვნარებსა და სოჭნარებში ტარდება ყველა ექსპოზიციის 200 -მდე დაქანების ფერდობებზე 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე მკვდარსაფრიან, წივანიან, ჩიტისთვალიან და ქრისტესბეჭდიან ტყის ტიპებში, სადაც მოზარდი ჯგუფურად არის გავრცელებული. თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ დიამეტრის 5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგოს. ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობზე თანაბარი განლაგებით. ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 10-15 წლის შემდეგ. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების თითოეულ ჯერზე იჭრება კორომის პირვანდელი მარაგის 25-30%.
7. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა რცხილნარებში ხორციელდება 200 -მდე დაქანების ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე განლაგებული და მოზარდის ჯგუფური გავრცელების კორომებში. თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ სიგანის 4-5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგოს. ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობზე თანაბარი განლაგებით. ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 8-10 წლის შემდეგ. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების დროს იჭრება კორომის პირვანდელი მარაგის 35-40%.
8. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ორგანი-ზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
9. ნებით ამორჩევითი ჭრა: ინიშნება 35 გრადუსამდე დაქანების ჩრდილო ექსპოზიციის და 30 გრადუსამდე დაქანების სამხრეთ ექსპოზიციის 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში, ხოლო 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის იმ რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (დანართი №3). მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. მარადმწვანე ქვეტყიანი, მაყვლიანი და გვიმრიანი ტყის კორომებში ჭრა შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში. 0.6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება. აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინაპირობას შეადგენს განახლებისათვის და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით. 5 წლის შემდეგ ბუნებრივი განახლების დამაკმაყოფილებელი მონაცემების მიღების შემდგომ დასაშვებია ჭრის დანიშვნა. ჭრა გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით მიზანშეწონილი ხეების თანდათანობით და მთელ უბანზე გადაანგარიშებით თანაბარ ჭრას. ჭრის განმეორების პერიოდი კორომის სიხშირისა და მოზარდის მდგომარეობის მიხედვით 10-30 წლით განისაზღვრება. ჭრის ინტენსივობა შემდეგია: 0.6 სიხშირის კორომებში არსებული მარაგის 15%, 0.7 სიხშირის კორომებში – 20%, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის, აგრეთვე კარგი განახლების მქონე 0.5 სიხშირის კორომებში – 25%. 0,3-0,4 სიხშირის კარგი განახლების მქონე კორომებში ჭრაშიინიშნება ყველა ხე №2 დანართში მოყვანილი დიამეტრების მიხედვით. ამ პროცესში მოსაჭრელი ხეების განლაგება სივრცეში მეტ-ნაკლებად თანაბარია. იჭრება ნაირხნოვანი, ვერტიკალური აღნაგობის კორომის სხვადასხვა ხნოვანებითი თაობისა თუ იარუსის ხეები.
10. ჩრდილო ექსპოზიციის 310 –350 -ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300 -მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით.
11. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) საქონლის ძოვება იკრძალება ჭრის დაწყებამდე და ჭრის შემდეგ 5 წლის განმავლობაში, ხოლო პირწმინდა ჭრების დროს – ჭრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) ჭრაში პირველ რიგში ინიშნება გადაბერებული, ფაუტი, მრუდღეროიანი და ის ხეები, რომლებიც ხელს უშლის მოზარდის ზრდა-განვითარებას.
12. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის გამოყოფილი ტყეკაფის ფართობი არ აღემატება 25 ჰექტარს. ნებით ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და განისაზღვრება ჭრისათვის დანიშნული ლიტერის ფართობის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები
1. მთის ტყეებში ხე-ტყის დამზადების სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნიადაგის მინერალიზებული (დამუშავებული) ზედაპირის სიდიდე, მორსათრევი გზების, დასატვირთი და სხვა მოედნების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ტყეკაფის ფართობის 15%-ს, ხოლო ჭრაში დაუნიშნავი ზრდის შეწყვეტით დაზიანებული 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების რაოდენობის 10%-ს.
2. ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყებამდე ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება ტყეკეფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზებისა და მორსათრევების გაყვანა, დასატვირთი მოედნებისა და ხე-ტყის ზედა საწყობების მოწყობა ადგილებზე, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მექანიზმების მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მორსათრევებზე. დაუშვებელია ტოტებშეუჭრელი ხეების მორთრევა. სატყეო-სამეურნეო გზების მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს არანაკლებ 4,5–6,5 მეტრისა, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – არანაკლებ 3,0–5,5 მეტრისა, სატრაქტორო გამოზიდვისათვის სატყეო-სამეურნეო მორსათრევის სიგანეა ტრაქტორის სიგანეს დამატებული 2 მეტრი. მოსახვევებში დასაშვებია მიწის ვაკისის გაგანიერება და აუცილებლობის შემთხვევაში ასაქცევების მოწყობა. მოზარდისა და ჭრაში დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით დასაშვებია დაკლაკნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე დასაშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება.
3. დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვისათვის საჰაერო კიდულ დანადგართა (საბაგირო გზა) ტრასების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს. 21 გრადუსი და მეტი დაქანების ფერდობებზე საჰაერო კიდულ დანადგართა მოწყობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის ჭრა.
4. ხე-ტყის დამზადებისას ცდომილება ფაქტობრივად დამზადებულ ხე-ტყესა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში არსებულ მონაცემებს (გარდა ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყისა) შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზადებული მერქანი გაიცემა სააგენტოს მიერ მხოლოდ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
6. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, კომპენსაციის სახით ჩარიცხოს სააგენტოს ანგარიშზე ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ადგილობრივ ბიუჯეტში – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი და სახელმწიფო ბიუჯეტში – ამ წესის მე-5 დანართით განსაზღვრული თანხა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 13. ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება
1. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება წარმოებს:
ა) ნარჩენების დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე ტყეკაფის ათვისების შემდეგ ეროზიისაგან დაცვის მიზნით;
ბ) შეშად გამოუსადეგარი ტოტების ხურგებად (სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს) დაწყობით;
გ) ნარჩენების ფართობებზე თანაბრად გაბნევით;
დ) ენტომომავნებლების და ფიტოდაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით ნარჩენების დაწვა ხანძრის გავრცელების უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
ე) სხვა მეთოდებით, მათ შორის, ჭრის ნარჩენების მოსახლეობისათვის უფასოდ გაცემით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება ტყეკაფზე ან ტყეკაფის გარეთ ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე და ხე-ტყის დამზადების დამთავრებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ხე-ტყის გამოზიდვამდე.
3. განთავსების მეთოდს არჩევს მართვის ორგანო. ნარჩენების განთავსებით მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ფერდობებზე ეროზიის კერების წარმოშობა.
თავი IV
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი
მუხლი 14. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი
1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა თითოეულ ტყეკაფზე.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი წარმოადგენს ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
მუხლი 15. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი
ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტია ტყითმოსარგებლე და/ან ტყითმოსარგებლეები:
ა) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთი ტყითმოსარგებლე, ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ორ ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი ეძლევა ტყითმოსარგებლეს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება მართვის ორგანოში;
ბ) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთზე მეტი ტყითმოსარგებლე – ერთ ეგზემპლარად, რომელიც რჩება მართვის ორგანოში.
მუხლი 16. ხე-ტყის დამზადების ბილეთის რეკვიზიტები
ხე-ტყის დამზადების ბილეთში აისახება:
ა) ბილეთის გამოწერის თარიღი;
ბ) ტყეკაფის ადგილმდებარეობა (მართვის ორგანო, სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის კოორდინატები), ჯიშების მიხედვით მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა სულ, მათ შორის, მასალა, შეშა.
მუხლი 17. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო
ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო.
თავი V
ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი
მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნები
მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად, მიჩენის მიზნების გათვალისწინებით, მართავს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს საპატრიარქო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 19. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანი
სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანია:
ა) მოქმედი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსების მიმდებარედ ბუნებრივ საზღვრებში 20 ჰექტარამდე ფართობზე თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა;
ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 20. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის წესი
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებულების საფუძველზე ხელშეკრულება იდება მართვის ორგანოსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.
მუხლი 21. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოიცავდეს:
ა) მიჩენას დაქვემდებარებული ტერიტორიის მდებარეობას, ფართობს, საზღვრებს, ტყისა და მიწების კატეგორიას, სხვა პარამეტრების მიხედვით ამ ტერიტორიის დახასიათებას;
ბ) ამ ტერიტორიაზე არსებული ტყის დახასიათებას, მისი ფართობის, საზღვრების, ძირითადი სახეობრივი და ასაკობრივი შემადგენლობის, აგრეთვე მისი ფიზიკური მდგომარეობის სხვა მახასიათებლებს;
გ) ნათლად გამოკვეთილ მიჩენის მიზნებს;
დ) ხელშეკრულების დამდებ პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს:
დ.ა) მიჩენილ ტერიტორიაზე სატყეო დარგის მუშაკთა და მოქალაქეთა შესვლისა და გადაადგილების სფეროში;
დ.ბ) ტყის მოვლის სფეროში;
დ.გ) ტყის დაცვის სფეროში;
დ.დ) სხვა სატყეო ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;
დ.ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;
დ.ვ) ბუნებრივი ან სტიქიური მოვლენების თავიდან აცილების ან მათი შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების განხორციელების სფეროში;
ე) მიჩენილ ტერიტორიაზე არსებული ბუნების, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაცვისა და მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობის გარანტიებს;
ვ) მიჩენილი ტერიტორიის კოორდინატებს;
ზ) მიჩენის ვადას.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის ისეთი ტერიტორიის მიჩენისას, რომელიც ესაზღვრება სახელმწიფო საზღვარს ან სასაზღვრო ზოლს, მიჩენის ხელშეკრულების პირობები უნდა შეუთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 22. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის ვადები
სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება 20 წლამდე ვადით.
მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საკითხის დასმა
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს:
ა) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (საქართველოს საპატრიარქო);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ განცხადება წარედგინება სამინისტროს.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიჩენის მიზნით სარგებლობის საჭიროების და/ან აუცილებლობის მიზანი, მოტივაცია და ვადები;
ბ) მიჩენის მიზნების განსახორციელებლად გამოსაყოფი ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:10000.
მუხლი 24. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შეთანხმება
1. ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია მართვის ორგანოსთან შეთანხმების შემდეგ განსახილველად ეგზავნება:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (თუ ეს ტერიტორია მდებარეობს 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში);
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
დ) შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს;
ე) საჭიროების შემთხვევაში – სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების დადებითი პასუხის შემდეგ სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე იდება ხელშეკრულება მართვის ორგანოებსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.
მუხლი 25. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისათვის მოქალაქეთა ტყეში ყოფნისა და ტყითსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ხორციელდება მიჩენის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 26. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობა
1. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთვისაც გადაცემულია უბანი, დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნით და მიჩენასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.
2. მიჩენილ უბანზე ტყითსარგებლობა, ტყის მოვლისა და აღდგენის სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მართვის ორგანოების ზედამხედველობით იმ ფორმითა და მოცულობით, რომლებიც ხელს არ შეუშლის მიჩენის მიზნების განხორციელებას.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე ტყის დაცვა ხორციელდება:
ა) საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – მართვის ორგანოების მიერ;
ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
მუხლი 27. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნებისათვის გამოყენების უფლება წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ამ უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
თავი VI
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი 28. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 29. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის (შემდგომში – ნადირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს სანადირო იარაღის ტარების უფლება.
მუხლი 30. განცხადება ნადირობის დოკუმენტის მისაღებად
1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;
ბ) მოპოვების ვადა;
გ) მოპოვების რაოდენობა.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 31. ნადირობის დოკუმენტის გაცემის ვადა
ნადირობის დოკუმენტი გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო
ნადირობის დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.
მუხლი 33. ნადირობის დოკუმენტის რეკვიზიტები
ნადირობის დოკუმენტში უნდა მიეთითოს:
ა) ნადირობის დოკუმენტის ნომერი;
ბ) ნადირობის დოკუმენტის გაცემის ადგილი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო;
დ) ნადირობით დაინტერესებული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ე) მოსაპოვებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა და ოდენობა;
ვ) ნადირობის დოკუმენტის მოქმედების ვადა;
ზ) ნადირობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
მუხლი 34. ტყის ფონდში ნადირობის რეგულირება
1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს საველე-სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე ნადირობა არ დაიშვება.
3. ტყის ფონდში ნადირობისათვის მოსარგებლე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურს იხდის წინასწარ, ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე. ასევე წინასწარ გადახდას ექვემდებარება გარეული ცხოველის მოპოვებისათვის კანონით დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.
4. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტი გაიცემა თითოეულ სანადირო იარაღზე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01.2011წ.
თავი VII
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი
მუხლი 35. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი
1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი გაიცემა მხოლოდ მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის.
2. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყითმოსარგებლე ვალდებულია აიღოს ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010 წ., მუხ.1956
მუხლი 36. ტყის რესურსით მოსარგებლე
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
მუხლი 37. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად
1. დაინტერესებული პირი ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოპოვების ვადა;
ბ) მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა;
გ) მოპოვების საშუალება;
დ) მოპოვების ადგილი.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:500-დან 1:25000-ის ჩათვლით, სარგებლობის განხორციელებაზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 38. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ვადა
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი ტყის ფონდის ტერიტორიაზე განხორციელებული შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.

მუხლი 39. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.

მუხლი 40. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადაა 1 წელი მისი გაცემის დღიდან.

მუხლი 41. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის გაცემულ ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთში უნდა მიეთითოს:
ა) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის ნომერი;
ბ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ადგილი, თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო;
დ) ტყის რესურსის მოპოვების ადგილი (სატყეო უბანი);
ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიმღების სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა;
ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა;
თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 42. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება
1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის არ გაიცემა:
ა) ალპურ და სუბალპურ ზონებში;
ბ) ტყით დაფარულ ფართობებზე;
გ) ფართობებზე, სადაც გათვალისწინებულია ტყის აღდგენა;
დ) 10 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე;
ე) არამდგრად (30 სმ-მდე სიღრმის) ნიადაგებზე;
ვ) საშუალო მდგრადობის (31-50 სმ სიღრმის) ნიადაგებზე;
ზ) (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956
თავი VIII
მერქნული რესურსის საკუთრებაში და ტყის ფონდის სარგებლობაში ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემის წესი
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 43. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტი
1. ამ თავის მიზნებისათვის ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეებით და შენობა-ნაგებობებით.
2. სააგენტოს მიერ ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.
3. სააგენტო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს გასცემს: სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.

მუხლი 44. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები
1. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 45. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემისა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის წესი
1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემა ხდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით.
2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, აგრეთვე ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 59-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი.

მუხლი 46. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი
1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს:
ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;
ბ) მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით.
2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს:
ა) სასურველი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ბ) სარგებლობის სახე.
3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდზე – ,,www.auction.ge’’.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გამცემი სუბიექტის დასახელებას;
ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან ქონების სახეობას, ადგილმდებარეობას და რაოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);
გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სააგენტო;
დ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის საწყის საფასურს ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის საწყის ფასს;
ე) მერქნული რესურსისათვის ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებლის ოდენობას და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);
ვ) ,,ბე’’- ს თანხის ოდენობას;
ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
თ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში სარგებლობის ვადას;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.
7. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 47. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები);
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;
დ) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;
ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ,,ბე’’-ს თანხის გადახდა.
3. ,,ბე’’-ს ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.
4. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ,,ბე’’ უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – ,,ბე’’-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში.
5. ,,ბე’’ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;
ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.
6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლების მიმღებად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

მუხლი 48. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. სააგენტო ელექტრონულ აუქციონს ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.
2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
5. მერქნული რესურსით საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება №5 დანართის შესაბამისად, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის საწყისი ფასი – ამ წესის 62-ე მუხლის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის ფონდის სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
7. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

მუხლი 49. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი საკუთრებაში.
2. ტყითსარგებლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 50. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა
1. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია;
ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;
გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
2. ელექტრონული აუქციონის ჩაშლის შემთხვევაში ყოველ განმეორებით გამართულ აუქციონზე აუქციონის საწყისი ფასი მცირდება წინა აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.

მუხლი 51. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 52. ანგარიშსწორების წესი
1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.
2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში სარგებლობის უფლების ხელშეკრულების მიმღები ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება გაუქმებულად.
4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს: სახელმწიფო ბიუჯეტში – თავის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი, ადგილობრივ ბიუჯეტში – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი და სააგენტოს ანგარიშზე – ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რის შემდეგაც მასზე გაიცემა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 53. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება
1. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:
ა) მხარეთა რეკვიზიტებს (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირი – ორგანიზაციის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
ბ) ხელშეკრულების დადების საფუძველს;
გ) ტყითსარგებლობის სახეს;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
ე) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;
ვ) გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადებს;
ზ) მხარეთა პასუხისმგებლობას;
თ) სადავო საკითხების განხილვის წესს;
ი) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს;
კ) ხელშეკრულების დადების თარიღს;
ლ) სპეციფიკურ პირობებს;
მ) მხარეთა ხელმოწერას.
2. ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს ობიექტის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის ტყითმოსარგებლის მიერ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 54. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ მოეთხოვება შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მუხლი 55. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის (შემდგომში – რეკრეაციული ტყითსარგებლობა) რეგულირება
1. რეკრეაციული ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას რეკრეაციული მიზნებისათვის.
2. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების საფუძველზე.
3. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობანი ეწყობა ტყით დაუფარავ ფართობებზე და ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის დაზიანება.
4. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში რეკრეაციული ტყითსარგებლობა დაშვებულია მხოლოდ ტურისტული მიზნებისათვის შენობა-ნაგებობების მოწყობისა და ხე-ტყის დამზადების გარეშე.
მუხლი 56. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობის რეგულირება
1. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზანია ტყის მერქნული და სხვა მცენარეული რესურსების მიღება.
2. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებს შეიძლება შეადგენდეს:
ა) მერქნული, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება;
ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის აღზრდა, საახალწლო ნაძვის ხეებად წიწვოვანი ხე-მცენარეების აღზრდა და სხვ.) ნარგაობის შექმნა.
3. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე.
4. პლანტაციური მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით;
ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ვ) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
5. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
6. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტის მიხედვით, რომელიც დგება „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
7. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 57. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება
1. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად, სათიბად, საძოვრად, საფუტკრისა და საქონლისდროებითი სადგომების მოსაწყობად, ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებლობას.
2. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.
3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 58. ტყის ფონდის თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის რეგულირება
1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია სასაქონლო თევზის გამოზრდა და მისი მოპოვება.
2. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შესაბამისი ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების ან სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე.
3. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შეირჩევა მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და მათი მიმდებარე ტყით დაუფარავი ფართობები.
4. იკრძალება ეკოსისტემისათვის უცხო და აგრესიულად ინვაზიური სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება.
5. თევზის მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო და კვარტალ(ებ)ი) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ე) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
6. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 59. ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობის მიზნით ტყის ფონდით სარგებლობის რეგულირება
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების სანაშენეებისა და თავშესაფრების მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების მიზნით.
2. თავშესაფრებისა და სანაშენე მეურნეობის მოწყობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტებმა არ უნდა მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედება. იკრძალება აგრესიულად ინვაზიური სახეობების გამოყენება.
3. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 60. ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება
1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის ფონდით სარგებლობა გულისხმობს ტყით დაუფარავ ფართობებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-მოწყობას, აგრეთვე კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-მოწყობას.
2. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებით და მოსაწყობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ წესის მე-3 მუხლის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის სახეები ითვლება ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობად.
მუხლი 61. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის რეგულირება
1. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობისას დასაშვებია ამ წესის მე-3 მუხლის „თ“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად განხორციელება.
2. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობა დაშვებულია იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც ხელს არ შეუშლის ტყის შემდგომ აღდგენასა და მოვლას.
3. კომპლექსური ტყითსარგებლობის განსახორციელებლად სააგენტოს წარედგინება ყველა დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია კომპლექსური საქმიანობით თითოეული სარგებლობის სახეზე.
მუხლი 62. სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასი
სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასებია:
ა) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
ბ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
გ) თევზის მეურნეობის მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
დ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობისათვის და პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის აუქციონის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულების მიხედვით შემდეგნაირად:
|
№ |
თვითმმართველი ერთეულის დასახელება
| ლარი 1 ჰექტარამდე |
| 1 | თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)), მარნეული | 57 |
| 2 | ბოლნისი, გარდაბანი, თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი | 52 |
| 3 | რუსთავი, ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი | 51 |
| 4 | ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო | 44 |
| 5 | თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი | 43 |
| 6 | ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი, თიღვი, თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება | 39 |
| 7 | კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია | 38 |
| 8 | საგარეჯო, ქარელი, ხაშური | 36 |
| 9 | ქურთა, წალკა | 34 |
| 10 | აბაშა, ზუგდიდი | 34 |
| 11 | ახალქალაქი, ახალციხე | 34 |
| 12 | მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი | 33 |
| 13 | ნინოწმინდა | 33 |
| 14 | ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი | 30 |
| 15 | ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი | 28 |
| 16 | წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ | 24 |
| 17 | საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი | 22 |
| 18 | ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი | 18 |
| 19 | ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა | 17 |
| 20 | შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, სტეფანწმინდა, ჯავა | 13 |
ვ) თუ ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი ერთ ჰექტარზე ნაკლებია, აუქციონის წლიური საწყისი ფასი მრგვალდება 1 ჰექტარამდე;
ზ) კომპლექსური სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე.
| დან ართი №1
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956 დანართი №2 კორომებში მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი ბუნებრივი წარმოშობის მერქნიანი მცენარეების სახეობების (ჯიშების) დიამეტრები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
დანართი №3
| ტყის ბუნებრივი განახლების შეფასების ცხრილი
| |||
| კორომის სიხშირე | მოზარდის სიმაღლე მეტრობით | ||
| 0.5_1.0 | 1.1_3.0 | 3.1 და მეტი | |
| მოზარდის რაოდენობა ცალობით | |||
| 0.3_0.4 | 7000 | 4000 | 2000 |
| 0.5_0.6 | 4000 | 2000 | 1000 |
| მოცემული სიხშირის კორომებში სიმაღლის ნებისმიერ გრადაციაში თუ გვაქვს ცხრილში ნაჩვენები რაოდენობის ან მეტი მოზარდი, ის ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისათვის. იმ შემთხვევაში, როცა კორომში მოზარდის რაოდენობა სიმაღლის ყველა გრადაციაში ნაკლებია ცხრილში ნაჩვენებ რაოდენობაზე, ტყის აღდგენისათვის საკმარისი მოზარდის საერთო რაოდენობა დგინდება შემდეგნაირად: იანგარიშება მოცემული სიხშირის კორომების თითოეული სიმაღლის გრადაციაში არსებული მოზარდის რაოდენობის პროცენტი ცხრილის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, მიღებული პროცენტები შეიკრიბება და მათი ჯამი თუ 100-ის ტოლია ან მეტი, მოზარდის რაოდენობა ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისთვის. მაგალითი: 0.3-0.4 სიხშირის კორომში მოზარდის რაოდენობა შეადგენს 0.5-დან 1 მეტრამდე – 2000 ცალს, 1.1-დან 3 მეტრამდე – 1500 ცალს, 3.1 მეტრი და მეტი – 1000 ცალს, მაშინ მათი პროცენტები ცხრილის შესაბამის მონაცემებთან შეადგენს 28-ს, 37-სა და 50-ს. მათი ჯამი ტოლია 115 %-ის, ე.ი. მოზარდის საერთო რაოდენობა საკმარისია ტყის განახლების უზრუნველყოფისათვის. | |||
დანართი №4
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
| მომსახურების დასახელება | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარ ე ბით | ||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | |||
| ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის | 1 კუბური მეტრი –100 ლარი |
|
|
|
|
| |||
| მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარ ე ბით | ||||||||
| მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება | 0,1 ჰა-მდე – 150 ლარი | 0,1ჰა-დან 1,0 ჰა-მდე – 500 ლარი | 1ჰა-დან 10 ჰა-მდე – 1000 ლარი | 10ჰა-დან 100 ჰა-მდე – 2500 ლარი | 100ჰა-დან 1000 ჰა- მდე – 3500 ლარი | 1000ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი | |||
| შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება შესაბამისად მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით. | |||||||||
| სალიცენზიო ობიექტის მომზადება: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარ ე ბით | ||||||||
| სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით |
1 ჰექტარი – 1 ლარი |
|
|
|
|
| |||
| სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა |
1 ჰექტარი – 1 ლარი |
|
|
|
|
| |||
| გენერალური ლიცენზიისა და ხე–ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა
| 1 ჰექტარი – 2 ლარი |
|
|
|
|
| |||
| ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზა დება |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარ ე ბით
| ||||||||
| ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება | 1კმ-მდე – 100 ლარი | 1კმ-დან–5კმ-მდე –250 ლარი | 5კმ-დან–10კმ-მდე – 500 ლარი | 10კმ-დან–100კმ-მდე – 5000 ლარი | 100კმ-დან –500კმ-მდე – 15000 ლარი | 500კმ და მეტი –30000 ლარი | |||
| ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარ ე ბით | ||||||||
| საშეშე მერქნის მოპოვებისათვის | 1 კუბური მეტრი – 3 ლარი |
|
|
|
|
| |||
| სამასალე მერქნის მოპოვებისათვის | 1 კუბური მეტრი – 3 ლარი |
|
|
|
|
| |||
| ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარ ე ბით | ||||||||
| ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის | 30 ლარი |
|
|
|
|
| |||
| ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის | 100 ლარი. |
|
|
|
|
| |||
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01. 2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
დანართი №5
მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი
| ტყის მერქნიანი სახეობები | ერთ კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე აუქციონის საწყისი ფასი ( დღგ-ის ჩათვლით) ლარებით |
| უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი | 51 |
| მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი | 30 |
| წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი | 24 |
| ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია | 11 |
| ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები | 7 |
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
3
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №242
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1.🔗
საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტყითსარგებლობის წესი.
მუხლი 2.🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 28 მარტის №10/93 ბრძანება „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 22 თებერვლის №10/27 ბრძანება „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 3 დეკემბრის №10/159 ბრძანება „ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის 24 ივლისის №10/89 ბრძანება „საქართველოში კონკურსით გასაყიდი ტყეკაფების გამოყოფისა და სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადებაზე მომსახურების ფასის გამოყენების და მისი ფუნქციონირების შესახებ“.
მუხლი 3.🔗
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და VI თავისა, ამოქმედდეს „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №404 ბრძანებულების, “საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულების, “საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
მუხლი 4.🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და VI თავი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010 წ., მუხ.1956
2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.
3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
4. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
ტყითსარგებლობის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დადგენილების მიზანი🔗
1. დადგენილების მიზანია განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის წესი.
2. დადგენილებით განისაზღვრება:
ა) ტყითსარგებლობის სახეები;
ბ) სსიპ – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;
გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა;
დ) ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე-ტყის დამზადების წესი;
ე) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი;
ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი;
ზ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემის წესი;
თ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი;
ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი და აუქციონის წლიური საწყისი ფასი.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗
1. ბარის ტყე – ვაკეზე განფენილი ტყეები, კერძოდ, კოლხეთის დაბლობის ტყეები, და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები. დანარჩენი ტყეები მიეკუთვნება მთის ტყეებს.
2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარდგინებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი), ჭალის ტყეები, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეები); უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები; ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბნები. მანძილი იზღუდება წყალგამყოფით.
3. კალამი – მცენარის ყოველი აჭრილი ნაწილი, რომლითაც შეიძლება მცენარის გამრავლება.
4. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი.
5. მართვის ორგანო – საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.
6. მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
7. ნეკერი – ხის კვირტებიანი ნორჩი ტოტები.
8. სათესლე ხე – ბუნებრივი განახლების (მოთესვის) ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხე.
9. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
10. სიმაღლის თანრიგი – ხის სიმაღლისა და დიამეტრის თანაფარდობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობის გაანგარიშებისათვის.
11. სირონი – 0,5 მეტრი სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები ტყით დაფარული ფართობების ურთიერთგამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების ხელოვნური გამიჯვნისათვის (როცა კვარტალები არ არის გამოყოფილი ბუნებრივი საზღვრით) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის.
12. ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი, მიღებული მაქსიმალური და მინიმალური დიამეტრების გასაშუალოებით. ფერდობზე აიღება ზედა მხრიდან.
13. ტყეკაფი – საქართველოს ტყის ფონდის განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხე-ტყის დამზადება.
14. ტყეკაფის გამოყოფა – მონიშნული ტყეკაფის შეთანხმება მართვის ორგანოების მიერ.
15. ტყეკაფის მონიშვნა – ტყეკაფის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისისა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის შედგენა.
16. ტყით დაფარული ფართობი – 0,3 ჰა და მეტი ფართობი, რომელიც წარმოდგენილია 2 მეტრი და მეტი სიმაღლის ხეებით ან 1,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მერქნიანი ბუჩქოვანი მცენარეების ერთობლიობით, რომელთა ვარჯების პროექცია შეადგენს ფართობის 30%-ს და მეტს. 17. (ამოღებულია). 18. (ამოღებულია). 19. (ამოღებულია). 20. ჭალის ტყე – ვაკე რელიეფზე მდინარეთა აუზებში არსებული ტყეები.21. ხე-ტყე – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი.
22. ხე-ტყის დამზადება – ზეზემდგომი ხე-ტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხე-ტყიდან მერქნის ამოღება და გამოზიდვა.
23. ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად ტყეკაფზე დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
24. (ამოღებულია). 25. ძირნაყარი ხე-ტყე – მიწაზე დაყრილი წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე მოჭრილი მერქანი, რომელზეც ხე-ტყის დამზადების შესაბამისი დოკუმენტი არ არის გაცემული ან გასული აქვს გამოზიდვის ვადა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
თავი II
ტყითსარგებლობის სახეები, მომსახურების სახეები, მომსახურების საფასური
მუხლი 3. ტყითსარგებლობის სახეები🔗
ტყითსარგებლობის სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადება;
ბ) ნადირობა;
გ) მიჩენის მიზნით სარგებლობა;
დ) სპეციალური მიზნით სარგებლობა;
ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
ვ) ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;
ზ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;
თ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;
ი) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;
კ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;
ლ) თევზის მეურნეობის მოწყობა;
მ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;
ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;
ო) კომპლექსური ტყითსარგებლობა.
მუხლი 4. მომსახურების სახეები🔗
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ბ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემა;
გ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
დ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ვ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
ვ.ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
ვ.ბ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება;
ვ.გ) სიტუაციური გეგმის მომზადება;
ზ) საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და სატაქსაციო დახასიათება;
თ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
თ.ა) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
თ.ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 5. მომსახურების საფასური
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის № 4 დანართის შესაბამისად.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება არა უგვიანეს ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისა:
ა) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და განკარგულებით უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთში მითითებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის შესაბამისად – სრულად;
ბ) სოციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ მასზე დასამზადებლად დამაგრებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის მიხედვით.
3. სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის მომსახურების საფასური არ დგინდება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამოღების მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემისას.
4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოყოფილ ტყეკაფებზე.
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზი ის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზი ის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზი ისა და სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის გაწეული მომსახურების ამ წესით დადგენილი საფასური.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01. 2011წ.
თავი III
ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფისა და ხე-ტყის დამზადების წესი
მუხლი 6. ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანი🔗
ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანია ხე-ტყის დამზადების შესაძლებლობის შექმნა.
მუხლი 7. ხე-ტყის დამზადება🔗
1. ხე-ტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფზე. ტყეკაფის საზღვრები ექვემდებარება მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნებით (ჭრაში დაუნიშნავ ხეებზე შესაბამისი წარწერა, სირონის გაჭრა, ბოძის ჩასმა) გამიჯვნას.
2. ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნით არ გაიმიჯნება ძირნაყარი ხე-ტყის გაცემისას – ფიქსირდება ხე-ტყის განთავსების ტერიტორია ხელსაწყო GPS-ით, დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ.
მუხლი 8. ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა🔗
1. ტყეკაფი მოინიშნება დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვისათვის. ტყეკაფის მონიშვნისას სხვა ხეებთან ერთად აუცილებელია მოინიშნოს ფუტურო (ფაუტი), ზეხმელი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
2. ტყეკაფზე დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა წარმოებს:
ა) ფართობის მიხედვით – მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის დროს;
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძირობრივად) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრისა), მოვლითი (გარდა განათებითი და გაწმენდითი სახისა) ჭრების განხორციელებისას;
გ) სპეციალური ჭრის დროს – ფართობის მიხედვით ან ძირობრივი აღრიცხვით.
3. ტყეკაფის მონიშვნამდე მართვის ორგანოების მიერ განისაზღვრება ტყეკაფის მონიშვნას დასაქვემდებარებელი საორიენტაციო ფართობები და დასამზადებელი ხე-ტყის საორიენტაციო მოცულობა სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის მასალების და ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკაფის მომნიშნავი პირის მიერ დგება ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი. მასში ასახული უნდა იყოს:
ა) სატყეო უბანი, სატყეო, სამცველო (სარეინჯერო), კვარტალი, ლიტერი;
ბ) ლიტერის მონაცემები – შემადგენლობა, ექსპოზიცია, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ფართობი (ჰა), მარაგი (კუბ.მ), სიხშირე, ზეზემდგომი ხე-ტყის საშუალო დიამეტრი და საშუალო სიმაღლე. აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად „დამაკმაყოფილებელი“ ან „არადამაკმაყოფილებელი“), მარადმწვანე ქვეტყით, მაყვლის ბუჩქებით, გვიმრით ან სხვა ბუნებრივი განახლებისათვის ხელისშემშლელი მცენარეებით ფართობის დაფარულობა (აისახება ვიზუალურად აღნიშნული მცენარეებით ფართობის პროცენტული დაფარულობა).
5. ტყეკაფების მონიშვნა ხორციელდება:
ა) მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრისთვის სირონების გაჭრით, გარდა იმ გვერდებისა, რომლებიც შემოსაზღვრულია არსებული მიჯნებით (საკვარტალე სირონები, გზები, მდინარეები, უტყეო სივრცეები, არხები და სხვ.);
ბ) სპეციალური ჭრისათვის გარე საზღვარზე არსებული ხეების შერჩევითი მონიშვნით (საღებავით);
გ) მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრებისა) და მოვლითი ჭრებისათვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რომელზედაც აღნიშნული იქნება სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის მონიშვნის წელი და ჭრის სახე).
6. ბარის ტყეებში მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის ტყეკაფები მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება ლიტერის (ლიტერების) ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფების მონიშვნა დაშვებულია კვარტალის ფარგლებშიც. სპეციალური ჭრის ტყეკაფები მოინიშნება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.
7. პირწმინდა და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრების ტყეკაფის გამოყოფის დროს სათესლე ხეებზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+“ ნიშანი. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში დამატებით აღინიშნება სათესლე ხეების რაოდენობა.
8. ტყეკაფის მონიშვნისას კეთდება ადგილმდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000, რომელზეც დაიტანება:
ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი წერტილის კოორდინატები;
ბ) ტყეკაფამდე მისასვლელი არსებული გზები.
9. ტყეკაფზე მოსაჭრელი ხე-ტყის ოდენობის (მოცულობის) დადგენა წარმოებს:
ა) ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის განხორციელებისას დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით, მისი ოდენობა უნდა შეადგენდეს ჭრას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5 %-ს;
ბ) ძირობრივად (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა) და მოვლითი ჭრების განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი (მრიცხველში) და ტაქსაციური დიამეტრი (მნიშვნელში). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით;
გ) დამზადებული ხე-ტყის მასის მიხედვით – როდესაც მოსაჭრელი ხეების 75%-მდე რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს. ამ შემთხვევაში იანგარიშება დასამზადებლად გათვალისწინებული ხე-ტყის მოცულობის საორიენტაციო ოდენობა. დამზადებული ხე-ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყის აღრიცხვისას.
10. ჭრას დასაქვემდებარებელი ხეების აღრიცხვა წარმოებს მათი ტაქსაციური დიამეტრის გაზომვით ოთხსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით.
11. მთავარი სარგებლობის და სოციალური ჭრის ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ჯიშების, დიამეტრების და ხის კატეგორიის მიხედვით.
12. ხე-ტყის აღრიცხვა ხორციელდება შემდეგი ხის კატეგორიების შესაბამისად:
ა) „ა“ კატეგორიის (სამასალე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო ვარჯამდე) სიგრძე შეადგენს 6,5 მეტრსა და მეტს;
ბ) „ბ“ კატეგორიის (ნახევრადსამასალე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო ვარჯამდე) სიგრძე შეადგენს 2,1 მეტრიდან 6,5 მეტრამდე;
გ) „გ“ კატეგორიის (საშეშე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 2,1 მეტრზე ნაკლებს.
13. მოვლითი ჭრის ტყეკაფში (გარდა გავლითი ჭრისა) აღირიცხება ჭრაში დანიშნული ხეების სრული მოცულობა, ხოლო სასაქონლო ღირსება (მასალა ან შეშა) განისაზღვრება ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის მიხედვით. ასეთივე წესით აღრიცხვას ექვემდებარება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყე, რომლის მოცულობა იანგარიშება საორიენტაციოდ.
14. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის დასადგენად განისაზღვრება სიმაღლის თანრიგი თითოეული ჯიშისათვის, რომლის რაოდენობა აღემატება მოსაჭრელი ხეების რაოდენობის 10%-ს. ჯიშების მიხედვით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების საშუალო ტაქსაციური დიამეტრი და იზომება ამ დიამეტრის (დასაშვებია გრადაცია ერთი სიმსხოს საფეხურის ფარგლებში) 3 ხის სიმაღლე, განისაზღვრება ხეთა სიმაღლის გასაშუალოებული მაჩვენებელი და დგინდება ჭრაში დანიშნული ხეებისათვის სიმაღლის თანრიგი.
15. ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში (დანართი №1) ხის მოცულობის გაანგარიშება ხორციელდება 0,01 კუბ.მ სიზუსტით.
16. ტყეკაფების მონიშვნის მასალების (ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი და აბრისი) ერთი ეგზემპლარი ინახება მართვის ორგანოში, მეორე ეგზემპლარი – ტყითმოსარგებლესთან (გარდა სოციალური ჭრით ტყითმოსარგებლისა).
17. მართვის ორგანოების მიერ ტყეკაფებზე მოსაჭრელი ხე-ტყის აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მას შემდეგ, რაც აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნატურაში შერჩევით შემოწმებული იქნება მონიშნული ტყეკაფების რაოდენობის 20%. შემოწმებით დგინდება:
ა) დაქანება, სიხშირე (თვალზომით), ჭრაში დანიშნული ხე-ტყის სიმაღლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად);
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შესაბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, რისთვისაც ტაქსაციური დიამეტრი აეზომება შერჩევით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშნული ხეებიდან სამ ხეზე ზუსტდება სიმაღლის თანრიგი. სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში ტყეკაფი მოინიშნება ხელახლა.
18. მართვის ორგანოს მიერ მონიშნული ტყეკაფების გამოყოფა ხორციელდება შეთანხმების გარეშე.
19. ტყეკაფი არ გამოიყოფა, თუ:
ა) ხე-ტყე ჭრაში დანიშნულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით;
ბ) ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობა არ შეესაბამება ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობით ცხრილებს (გარდა შემთხვევებისა, როცა ზეზემდგომი ხე გადატეხილია ან/და როცა მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა განისაზღვრება საორიენტაციოდ);
გ) ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას.
20. ტყეკაფის აღრიცხვის არასრულყოფილი მასალების წარდგენისას და/ან ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ცდომილების შემთხვევაში ტყეკაფი არ გამოიყოფა.
21. ტყეკაფის მომნიშნავი ვალდებულია, ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული შეცდომები აღმოფხვრას მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
22. მონიშნული ტყეკაფის სისწორისათვის პასუხისმგებელია ტყეკაფის მომნიშნავი, ხოლო შემოწმებული ტყეკაფის სისწორისათვის – მართვის ორგანო.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 9. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები🔗
1. ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მთავარი სარგებლობის, სპეციალური ჭრების და მოვლითი ჭრების განხორციელების ნორმები.
2. მთავარი სარგებლობის ჭრები არ ინიშნება:
ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, გარდა:
ა.ა) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის თხმელნარი კორომებით დაფარული ტერიტორიებისა;
ა.ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით აკაციის პლანტაციებში ჩასატარებელი ჭრებისა;
ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში.
3. მთავარი სარგებლობის ჭრები ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე არსებული სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, აკაციის, მურყანის (თხმელა) წმინდა და შერეულ კორომებში და ჭრაში დანიშვნას ექვემდებარება მცენარეები №2 დანართში ასახული მონაცემების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 10. სოციალური ჭრა🔗
1. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-5º), ნებით ამორჩევითი (6º და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე) საშეშე მერქნის გასაცემად.
2. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ასევე ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-5º), ნებით ამორჩევითი (6º და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით ადგილობრივ მოსახლეობაზე საშეშე და/ან სამასალე მერქნის გასაცემად.
3. ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების საჭიროებისათვის მერქნული რესურსის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ძირნაყარი ხე-ტყიდან და გადაბელილი ხეების ხელახალი გადაბელვით მიღებული მერქნიდან.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ.,მუხ.1956
მუხლი 11. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეები🔗
1. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეებია – პირწმინდა, თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით ამორჩევითი ჭრები (მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი მერქნიანი მცენარეების სახეობების (ჯიშების) დიამეტრები მოცემულია №2 დანართში).
2. პირწმინდა ჭრა: ინიშნება ბარის ტყეებში 0–5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების სწრაფმოზარდ ფოთლოვან სახეობათა (აკაცია, თხმელა-მურყანი) პირწმინდა ჭრას. ტყეკაფის მოკლე მხარე არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. ტყეკაფის გრძელი მხარე გაბატონებული ქარების პერპენდიკულარულია და მისი სიდიდე არ აღემატება 1 კილომეტრს. ერთ ჯერზე მოსაჭრელი ტყეკაფის ფართობი 10 ჰა-ს არ აღემატება. საკვარტალე ქსელის გათვალისწინებით ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა და იჭრება მხოლოდ №2 დანართით განსაზღვრული დიამეტრის ხეები.
3. თანდათანობითი ჭრა: ინიშნება 200 -მდე დაქანების ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე არსებულ ფიჭვნარ კორომებში, ითვალისწინებს ტყის საბურველის რამდენიმე ჯერად თანდათანობით და თანაბარ შეთხელებას (მოსაჭრელი ხეების ამოღებას) და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრის განხორციელებას 30–40 წლის განმავლობაში. ჭრის ყოველიშემდეგი ჯერი ხორციელდება მხოლოდ ტყის საბურველის (ხეების ვარჯების ერთობლიობა) ქვეშ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის სასურველ მერქნიან სახეობათა მოზარდის (დანართი №3) არსებობისას. მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში ჭრა სამ ჯერად ტარდება. ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს კორომის საერთო მარაგის 25%-ს. ჭრის მეორე ჯერი ხორციელდება 10-15 წლის შემდეგ. იჭრება მერქნის პირვანდელი (ჭრამდე არსებული) საერთო მარაგის 30-35%, კორომის სიხშირე 0.4-0.3-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის მე-3 ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ. 0.5-0.6 სიხშირის კორომებში ჭრა ხორციელდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე იჭრება საერთო მარაგის 30-40%. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ.
4. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა: გულისხმობს 200-მდე დაქანების ფერდობების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე (ყალთაღებში, ფანჯრებში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვეთების (ყალთაღების) შერჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწყობისას და გაგანიერების თითოეულ ყალთაღში ან რგოლში დატოვებული უნდა იქნეს არანაკლებ 2 სათესლე ხისა. ყალთაღების გაგანიერება ხორციელდება თესლმსხმოიარობის წელს.
5. ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხეების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმართულებით.
6. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა წიფლნარებში, ნაძვნარებსა და სოჭნარებში ტარდება ყველა ექსპოზიციის 200 -მდე დაქანების ფერდობებზე 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე მკვდარსაფრიან, წივანიან, ჩიტისთვალიან და ქრისტესბეჭდიან ტყის ტიპებში, სადაც მოზარდი ჯგუფურად არის გავრცელებული. თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ დიამეტრის 5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგოს. ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობზე თანაბარი განლაგებით. ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 10-15 წლის შემდეგ. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების თითოეულ ჯერზე იჭრება კორომის პირვანდელი მარაგის 25-30%.
7. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა რცხილნარებში ხორციელდება 200 -მდე დაქანების ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე განლაგებული და მოზარდის ჯგუფური გავრცელების კორომებში. თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ სიგანის 4-5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგოს. ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობზე თანაბარი განლაგებით. ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 8-10 წლის შემდეგ. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების დროს იჭრება კორომის პირვანდელი მარაგის 35-40%.
8. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ორგანი-ზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
9. ნებით ამორჩევითი ჭრა: ინიშნება 35 გრადუსამდე დაქანების ჩრდილო ექსპოზიციის და 30 გრადუსამდე დაქანების სამხრეთ ექსპოზიციის 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში, ხოლო 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის იმ რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (დანართი №3). მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. მარადმწვანე ქვეტყიანი, მაყვლიანი და გვიმრიანი ტყის კორომებში ჭრა შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში. 0.6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება. აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინაპირობას შეადგენს განახლებისათვის და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით. 5 წლის შემდეგ ბუნებრივი განახლების დამაკმაყოფილებელი მონაცემების მიღების შემდგომ დასაშვებია ჭრის დანიშვნა. ჭრა გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით მიზანშეწონილი ხეების თანდათანობით და მთელ უბანზე გადაანგარიშებით თანაბარ ჭრას. ჭრის განმეორების პერიოდი კორომის სიხშირისა და მოზარდის მდგომარეობის მიხედვით 10-30 წლით განისაზღვრება. ჭრის ინტენსივობა შემდეგია: 0.6 სიხშირის კორომებში არსებული მარაგის 15%, 0.7 სიხშირის კორომებში – 20%, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის, აგრეთვე კარგი განახლების მქონე 0.5 სიხშირის კორომებში – 25%. 0,3-0,4 სიხშირის კარგი განახლების მქონე კორომებში ჭრაშიინიშნება ყველა ხე №2 დანართში მოყვანილი დიამეტრების მიხედვით. ამ პროცესში მოსაჭრელი ხეების განლაგება სივრცეში მეტ-ნაკლებად თანაბარია. იჭრება ნაირხნოვანი, ვერტიკალური აღნაგობის კორომის სხვადასხვა ხნოვანებითი თაობისა თუ იარუსის ხეები.
10. ჩრდილო ექსპოზიციის 310 –350 -ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300 -მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით.
11. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) საქონლის ძოვება იკრძალება ჭრის დაწყებამდე და ჭრის შემდეგ 5 წლის განმავლობაში, ხოლო პირწმინდა ჭრების დროს – ჭრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) ჭრაში პირველ რიგში ინიშნება გადაბერებული, ფაუტი, მრუდღეროიანი და ის ხეები, რომლებიც ხელს უშლის მოზარდის ზრდა-განვითარებას.
12. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის გამოყოფილი ტყეკაფის ფართობი არ აღემატება 25 ჰექტარს. ნებით ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და განისაზღვრება ჭრისათვის დანიშნული ლიტერის ფართობის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები
1. მთის ტყეებში ხე-ტყის დამზადების სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნიადაგის მინერალიზებული (დამუშავებული) ზედაპირის სიდიდე, მორსათრევი გზების, დასატვირთი და სხვა მოედნების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ტყეკაფის ფართობის 15%-ს, ხოლო ჭრაში დაუნიშნავი ზრდის შეწყვეტით დაზიანებული 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების რაოდენობის 10%-ს.
2. ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყებამდე ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება ტყეკეფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზებისა და მორსათრევების გაყვანა, დასატვირთი მოედნებისა და ხე-ტყის ზედა საწყობების მოწყობა ადგილებზე, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მექანიზმების მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მორსათრევებზე. დაუშვებელია ტოტებშეუჭრელი ხეების მორთრევა. სატყეო-სამეურნეო გზების მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს არანაკლებ 4,5–6,5 მეტრისა, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – არანაკლებ 3,0–5,5 მეტრისა, სატრაქტორო გამოზიდვისათვის სატყეო-სამეურნეო მორსათრევის სიგანეა ტრაქტორის სიგანეს დამატებული 2 მეტრი. მოსახვევებში დასაშვებია მიწის ვაკისის გაგანიერება და აუცილებლობის შემთხვევაში ასაქცევების მოწყობა. მოზარდისა და ჭრაში დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით დასაშვებია დაკლაკნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე დასაშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება.
3. დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვისათვის საჰაერო კიდულ დანადგართა (საბაგირო გზა) ტრასების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს. 21 გრადუსი და მეტი დაქანების ფერდობებზე საჰაერო კიდულ დანადგართა მოწყობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის ჭრა.
4. ხე-ტყის დამზადებისას ცდომილება ფაქტობრივად დამზადებულ ხე-ტყესა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში არსებულ მონაცემებს (გარდა ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყისა) შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზადებული მერქანი გაიცემა სააგენტოს მიერ მხოლოდ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
6. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, კომპენსაციის სახით ჩარიცხოს სააგენტოს ანგარიშზე ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ადგილობრივ ბიუჯეტში – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი და სახელმწიფო ბიუჯეტში – ამ წესის მე-5 დანართით განსაზღვრული თანხა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 13. ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება🔗
1. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება წარმოებს:
ა) ნარჩენების დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე ტყეკაფის ათვისების შემდეგ ეროზიისაგან დაცვის მიზნით;
ბ) შეშად გამოუსადეგარი ტოტების ხურგებად (სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს) დაწყობით;
გ) ნარჩენების ფართობებზე თანაბრად გაბნევით;
დ) ენტომომავნებლების და ფიტოდაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით ნარჩენების დაწვა ხანძრის გავრცელების უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
ე) სხვა მეთოდებით, მათ შორის, ჭრის ნარჩენების მოსახლეობისათვის უფასოდ გაცემით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება ტყეკაფზე ან ტყეკაფის გარეთ ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე და ხე-ტყის დამზადების დამთავრებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ხე-ტყის გამოზიდვამდე.
3. განთავსების მეთოდს არჩევს მართვის ორგანო. ნარჩენების განთავსებით მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ფერდობებზე ეროზიის კერების წარმოშობა.
თავი IV
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი
მუხლი 14. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი🔗
1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა თითოეულ ტყეკაფზე.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი წარმოადგენს ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
მუხლი 15. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი🔗
ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტია ტყითმოსარგებლე და/ან ტყითმოსარგებლეები:
ა) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთი ტყითმოსარგებლე, ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ორ ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი ეძლევა ტყითმოსარგებლეს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება მართვის ორგანოში;
ბ) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთზე მეტი ტყითმოსარგებლე – ერთ ეგზემპლარად, რომელიც რჩება მართვის ორგანოში.
მუხლი 16. ხე-ტყის დამზადების ბილეთის რეკვიზიტები🔗
ხე-ტყის დამზადების ბილეთში აისახება:
ა) ბილეთის გამოწერის თარიღი;
ბ) ტყეკაფის ადგილმდებარეობა (მართვის ორგანო, სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის კოორდინატები), ჯიშების მიხედვით მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა სულ, მათ შორის, მასალა, შეშა.
მუხლი 17. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო🔗
ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო.
თავი V
ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი
მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნები🔗
მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად, მიჩენის მიზნების გათვალისწინებით, მართავს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს საპატრიარქო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 19. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანი🔗
სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანია:
ა) მოქმედი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსების მიმდებარედ ბუნებრივ საზღვრებში 20 ჰექტარამდე ფართობზე თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა;
ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 20. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის წესი🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებულების საფუძველზე ხელშეკრულება იდება მართვის ორგანოსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.
მუხლი 21. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოიცავდეს:
ა) მიჩენას დაქვემდებარებული ტერიტორიის მდებარეობას, ფართობს, საზღვრებს, ტყისა და მიწების კატეგორიას, სხვა პარამეტრების მიხედვით ამ ტერიტორიის დახასიათებას;
ბ) ამ ტერიტორიაზე არსებული ტყის დახასიათებას, მისი ფართობის, საზღვრების, ძირითადი სახეობრივი და ასაკობრივი შემადგენლობის, აგრეთვე მისი ფიზიკური მდგომარეობის სხვა მახასიათებლებს;
გ) ნათლად გამოკვეთილ მიჩენის მიზნებს;
დ) ხელშეკრულების დამდებ პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს:
დ.ა) მიჩენილ ტერიტორიაზე სატყეო დარგის მუშაკთა და მოქალაქეთა შესვლისა და გადაადგილების სფეროში;
დ.ბ) ტყის მოვლის სფეროში;
დ.გ) ტყის დაცვის სფეროში;
დ.დ) სხვა სატყეო ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;
დ.ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;
დ.ვ) ბუნებრივი ან სტიქიური მოვლენების თავიდან აცილების ან მათი შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების განხორციელების სფეროში;
ე) მიჩენილ ტერიტორიაზე არსებული ბუნების, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაცვისა და მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობის გარანტიებს;
ვ) მიჩენილი ტერიტორიის კოორდინატებს;
ზ) მიჩენის ვადას.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის ისეთი ტერიტორიის მიჩენისას, რომელიც ესაზღვრება სახელმწიფო საზღვარს ან სასაზღვრო ზოლს, მიჩენის ხელშეკრულების პირობები უნდა შეუთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 22. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის ვადები🔗
სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება 20 წლამდე ვადით.
მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საკითხის დასმა🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს:
ა) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (საქართველოს საპატრიარქო);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ განცხადება წარედგინება სამინისტროს.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიჩენის მიზნით სარგებლობის საჭიროების და/ან აუცილებლობის მიზანი, მოტივაცია და ვადები;
ბ) მიჩენის მიზნების განსახორციელებლად გამოსაყოფი ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:10000.
მუხლი 24. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შეთანხმება🔗
1. ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია მართვის ორგანოსთან შეთანხმების შემდეგ განსახილველად ეგზავნება:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (თუ ეს ტერიტორია მდებარეობს 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში);
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
დ) შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს;
ე) საჭიროების შემთხვევაში – სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების დადებითი პასუხის შემდეგ სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე იდება ხელშეკრულება მართვის ორგანოებსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.
მუხლი 25. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისათვის მოქალაქეთა ტყეში ყოფნისა და ტყითსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ხორციელდება მიჩენის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 26. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობა🔗
1. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთვისაც გადაცემულია უბანი, დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნით და მიჩენასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.
2. მიჩენილ უბანზე ტყითსარგებლობა, ტყის მოვლისა და აღდგენის სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მართვის ორგანოების ზედამხედველობით იმ ფორმითა და მოცულობით, რომლებიც ხელს არ შეუშლის მიჩენის მიზნების განხორციელებას.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე ტყის დაცვა ხორციელდება:
ა) საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – მართვის ორგანოების მიერ;
ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
მუხლი 27. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნებისათვის გამოყენების უფლება წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ამ უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი 28. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი🔗
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 29. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები🔗
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის (შემდგომში – ნადირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს სანადირო იარაღის ტარების უფლება.
მუხლი 30. განცხადება ნადირობის დოკუმენტის მისაღებად🔗
1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;
ბ) მოპოვების ვადა;
გ) მოპოვების რაოდენობა.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 31. ნადირობის დოკუმენტის გაცემის ვადა🔗
ნადირობის დოკუმენტი გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო🔗
ნადირობის დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.
მუხლი 33. ნადირობის დოკუმენტის რეკვიზიტები🔗
ნადირობის დოკუმენტში უნდა მიეთითოს:
ა) ნადირობის დოკუმენტის ნომერი;
ბ) ნადირობის დოკუმენტის გაცემის ადგილი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო;
დ) ნადირობით დაინტერესებული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ე) მოსაპოვებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა და ოდენობა;
ვ) ნადირობის დოკუმენტის მოქმედების ვადა;
ზ) ნადირობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
მუხლი 34. ტყის ფონდში ნადირობის რეგულირება🔗
1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს საველე-სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე ნადირობა არ დაიშვება.
3. ტყის ფონდში ნადირობისათვის მოსარგებლე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურს იხდის წინასწარ, ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე. ასევე წინასწარ გადახდას ექვემდებარება გარეული ცხოველის მოპოვებისათვის კანონით დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.
4. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტი გაიცემა თითოეულ სანადირო იარაღზე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01.2011წ.
თავი VII
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი
მუხლი 35. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი
1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი გაიცემა მხოლოდ მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის.
2. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყითმოსარგებლე ვალდებულია აიღოს ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010 წ., მუხ.1956
მუხლი 36. ტყის რესურსით მოსარგებლე🔗
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
მუხლი 37. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად
1. დაინტერესებული პირი ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოპოვების ვადა;
ბ) მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა;
გ) მოპოვების საშუალება;
დ) მოპოვების ადგილი.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:500-დან 1:25000-ის ჩათვლით, სარგებლობის განხორციელებაზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 38. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ვადა
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი ტყის ფონდის ტერიტორიაზე განხორციელებული შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 39. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 40. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადაა 1 წელი მისი გაცემის დღიდან.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 41. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის გაცემულ ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთში უნდა მიეთითოს:
ა) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის ნომერი;
ბ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ადგილი, თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო;
დ) ტყის რესურსის მოპოვების ადგილი (სატყეო უბანი);
ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიმღების სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა;
ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა;
თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 42. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება🔗
1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის არ გაიცემა:
ა) ალპურ და სუბალპურ ზონებში;
ბ) ტყით დაფარულ ფართობებზე;
გ) ფართობებზე, სადაც გათვალისწინებულია ტყის აღდგენა;
დ) 10 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე;
ე) არამდგრად (30 სმ-მდე სიღრმის) ნიადაგებზე;
ვ) საშუალო მდგრადობის (31-50 სმ სიღრმის) ნიადაგებზე;
ზ) (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956
თავი VIII
მერქნული რესურსის საკუთრებაში და ტყის ფონდის სარგებლობაში ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემის წესი
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 43. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტი
1. ამ თავის მიზნებისათვის ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეებით და შენობა-ნაგებობებით.
2. სააგენტოს მიერ ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.
3. სააგენტო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს გასცემს: სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 44. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები🔗
1. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 45. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემისა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის წესი
1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემა ხდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით.
2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, აგრეთვე ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 59-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 46. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი
1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს:
ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;
ბ) მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით.
2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს:
ა) სასურველი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ბ) სარგებლობის სახე.
3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდზე – ,,www.auction.ge’’.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გამცემი სუბიექტის დასახელებას;
ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან ქონების სახეობას, ადგილმდებარეობას და რაოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);
გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სააგენტო;
დ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის საწყის საფასურს ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის საწყის ფასს;
ე) მერქნული რესურსისათვის ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებლის ოდენობას და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);
ვ) ,, ბე’’- ს თანხის ოდენობას;
ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
თ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში სარგებლობის ვადას;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.
7. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 47. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები);
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;
დ) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;
ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ,,ბე’’-ს თანხის გადახდა.
3. ,,ბე’’-ს ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.
4. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ,,ბე’’ უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – ,,ბე’’-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში.
5. ,,ბე’’ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;
ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.
6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლების მიმღებად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 48. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. სააგენტო ელექტრონულ აუქციონს ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.
2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
5. მერქნული რესურსით საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება №5 დანართის შესაბამისად, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის საწყისი ფასი – ამ წესის 62-ე მუხლის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის ფონდის სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
7. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 49. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი საკუთრებაში.
2. ტყითსარგებლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 50. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა
1. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია;
ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;
გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
2. ელექტრონული აუქციონის ჩაშლის შემთხვევაში ყოველ განმეორებით გამართულ აუქციონზე აუქციონის საწყისი ფასი მცირდება წინა აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 51. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 52. ანგარიშსწორების წესი
1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.
2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში სარგებლობის უფლების ხელშეკრულების მიმღები ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება გაუქმებულად.
4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს: სახელმწიფო ბიუჯეტში – თავის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი, ადგილობრივ ბიუჯეტში – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი და სააგენტოს ანგარიშზე – ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რის შემდეგაც მასზე გაიცემა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 53. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება🔗
1. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:
ა) მხარეთა რეკვიზიტებს (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირი – ორგანიზაციის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
ბ) ხელშეკრულების დადების საფუძველს;
გ) ტყითსარგებლობის სახეს;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
ე) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;
ვ) გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადებს;
ზ) მხარეთა პასუხისმგებლობას;
თ) სადავო საკითხების განხილვის წესს;
ი) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს;
კ) ხელშეკრულების დადების თარიღს;
ლ) სპეციფიკურ პირობებს;
მ) მხარეთა ხელმოწერას.
2. ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს ობიექტის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის ტყითმოსარგებლის მიერ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 54. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი🔗
1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ მოეთხოვება შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მუხლი 55. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის (შემდგომში – რეკრეაციული ტყითსარგებლობა) რეგულირება🔗
1. რეკრეაციული ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას რეკრეაციული მიზნებისათვის.
2. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების საფუძველზე.
3. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობანი ეწყობა ტყით დაუფარავ ფართობებზე და ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის დაზიანება.
4. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში რეკრეაციული ტყითსარგებლობა დაშვებულია მხოლოდ ტურისტული მიზნებისათვის შენობა-ნაგებობების მოწყობისა და ხე-ტყის დამზადების გარეშე.
მუხლი 56. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობის რეგულირება🔗
1. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზანია ტყის მერქნული და სხვა მცენარეული რესურსების მიღება.
2. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებს შეიძლება შეადგენდეს:
ა) მერქნული, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება;
ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის აღზრდა, საახალწლო ნაძვის ხეებად წიწვოვანი ხე-მცენარეების აღზრდა და სხვ.) ნარგაობის შექმნა.
3. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე.
4. პლანტაციური მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით;
ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ვ) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
5. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
6. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტის მიხედვით, რომელიც დგება „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
7. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 57. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება🔗
1. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად, სათიბად, საძოვრად, საფუტკრისა და საქონლისდროებითი სადგომების მოსაწყობად, ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებლობას.
2. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.
3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 58. ტყის ფონდის თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის რეგულირება🔗
1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია სასაქონლო თევზის გამოზრდა და მისი მოპოვება.
2. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შესაბამისი ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების ან სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე.
3. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შეირჩევა მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და მათი მიმდებარე ტყით დაუფარავი ფართობები.
4. იკრძალება ეკოსისტემისათვის უცხო და აგრესიულად ინვაზიური სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება.
5. თევზის მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო და კვარტალ(ებ)ი) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ე) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
6. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 59. ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობის მიზნით ტყის ფონდით სარგებლობის რეგულირება🔗
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების სანაშენეებისა და თავშესაფრების მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების მიზნით.
2. თავშესაფრებისა და სანაშენე მეურნეობის მოწყობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტებმა არ უნდა მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედება. იკრძალება აგრესიულად ინვაზიური სახეობების გამოყენება.
3. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 60. ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება🔗
1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის ფონდით სარგებლობა გულისხმობს ტყით დაუფარავ ფართობებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-მოწყობას, აგრეთვე კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-მოწყობას.
2. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებით და მოსაწყობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ წესის მე-3 მუხლის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის სახეები ითვლება ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობად.
მუხლი 61. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის რეგულირება🔗
1. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობისას დასაშვებია ამ წესის მე-3 მუხლის „თ“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად განხორციელება.
2. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობა დაშვებულია იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც ხელს არ შეუშლის ტყის შემდგომ აღდგენასა და მოვლას.
3. კომპლექსური ტყითსარგებლობის განსახორციელებლად სააგენტოს წარედგინება ყველა დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია კომპლექსური საქმიანობით თითოეული სარგებლობის სახეზე.
მუხლი 62. სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასი🔗
სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასებია:
ა) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
ბ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
გ) თევზის მეურნეობის მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
დ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობისათვის და პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის აუქციონის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულების მიხედვით შემდეგნაირად:
№
თვითმმართველი ერთეულის დასახელება
ლარი
1 ჰექტარამდე
1
თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)), მარნეული
57
2
ბოლნისი, გარდაბანი, თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი
52
3
რუსთავი, ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი
51
4
ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო
44
5
თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი
43
6
ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი, თიღვი, თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება
39
7
კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია
38
8
საგარეჯო, ქარელი, ხაშური
36
9
ქურთა, წალკა
34
10
აბაშა, ზუგდიდი
34
11
ახალქალაქი, ახალციხე
34
12
მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი
33
13
ნინოწმინდა
33
14
ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი
30
15
ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი
28
16
წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ
24
17
საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი
22
18
ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი
18
19
ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა
17
20
შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, სტეფანწმინდა, ჯავა
13
ვ) თუ ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი ერთ ჰექტარზე ნაკლებია, აუქციონის წლიური საწყისი ფასი მრგვალდება 1 ჰექტარამდე;
ზ) კომპლექსური სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე.
დანართი №1
ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი
მართვის ორგანო: -----------------------------------------------------
სატყეო უბანი: -------, სატყეო: -------, სამცველო (სარეინჯერო):-----------, კვარტალი №---, ლიტერი №---,
ფართობი: --------ჰა, სიმაღლის თანრიგი: --------, ჭრის სახე: -----------------,
აღრიცხვის მეთოდი: ძირობრივი, ტყეკაფის კოორდინატები: X-------, -------------.
№
ჯიში
ხის დიამეტრი
ხის კატეგორია „ა “, „ბ “, „გ “
ხის მოცულობა კუბ .მ
შენიშვნა
სულ
მათ შორის, ლიკვიდური მერქანი
ლიკვიდი
მასალა
შეშა
1
2
3
4
5
6
7
8
9
სულ
სულ მოცულობა
ლიკვიდი
მასალა
შეშა
შენიშვნა: „შეშა ვარჯიდან “ შედის უწყისის მე-8 გრაფაში მოყვანილ „შეშის “ მოცულობაში და იანგარიშება მხოლოდ წიფლის და რცხილის სახეობებისათვის 36 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის მქონე ხეებისათვის ქერქით ღეროს მოცულობის 10%-ის ოდენობით.
ტყეკაფის მომნიშნავი:-----------------------------------------------------
უწყისის შედგენის თარიღი:-------------------------------------------- .
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956
დანართი №2
კორომებში მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი ბუნებრივი წარმოშობის მერქნიანი მცენარეების სახეობების (ჯიშების) დიამეტრები
| სახეობა | მკერდის სიმაღლის დიამეტრი (სმ) 1 2 | |
| სოჭი | 40 და მეტი | |
| ნაძვი | 40 და მეტი | |
| ფიჭვი 32 და მეტი | ||
| წიფელი | 40 და მეტი | |
| რცხილა 36 და მეტი თხმელა (თესლითი) | 20 და მეტი თხმელა (ამონაყრითი) | 12 და მეტი |
| აკაცია | 8 და მეტი შენიშვნა: დანართში მოყვანილი დიამეტრების მიხედვით დგინდება კორომში მოსაჭრელი ხეების დიამეტრები, რომლებიც არ უნდა იყოს დანართში მოყვანილ დიამეტრზე ნაკლები. აღნიშნული არ ვრცელდება კორომში არსებულ ფუტურო (ფაუტი), ზეხმელ და მავნებლებით დაზიანებულ ხეებზე, რომლებიც ჭრაში ინიშნება პირველ რიგში. |
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
დანართი №3
ტყის ბუნებრივი განახლების შეფასების ცხრილი
კორომის სიხშირე
მოზარდის სიმაღლე მეტრობით
0.5_1.0
1.1_3.0
3.1 და მეტი
მოზარდის რაოდენობა ცალობით
0.3_0.4
7000
4000
2000
0.5_0.6
4000
2000
1000
მოცემული სიხშირის კორომებში სიმაღლის ნებისმიერ გრადაციაში თუ გვაქვს ცხრილში ნაჩვენები რაოდენობის ან მეტი მოზარდი, ის ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისათვის. იმ შემთხვევაში, როცა კორომში მოზარდის რაოდენობა სიმაღლის ყველა გრადაციაში ნაკლებია ცხრილში ნაჩვენებ რაოდენობაზე, ტყის აღდგენისათვის საკმარისი მოზარდის საერთო რაოდენობა დგინდება შემდეგნაირად: იანგარიშება მოცემული სიხშირის კორომების თითოეული სიმაღლის გრადაციაში არსებული მოზარდის რაოდენობის პროცენტი ცხრილის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, მიღებული პროცენტები შეიკრიბება და მათი ჯამი თუ 100-ის ტოლია ან მეტი, მოზარდის რაოდენობა ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისთვის.
მაგალითი: 0.3-0.4 სიხშირის კორომში მოზარდის რაოდენობა შეადგენს 0.5-დან
1 მეტრამდე – 2000 ცალს, 1.1-დან 3 მეტრამდე – 1500 ცალს, 3.1 მეტრი და მეტი – 1000 ცალს, მაშინ მათი პროცენტები ცხრილის შესაბამის მონაცემებთან შეადგენს 28-ს, 37-სა და 50-ს. მათი ჯამი ტოლია 115 %-ის, ე.ი. მოზარდის საერთო რაოდენობა საკმარისია ტყის განახლების უზრუნველყოფისათვის.
დანართი №4
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
მომსახურების დასახელება
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარ ობით
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
1
2
3
4
5
6
7
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის
1 კუბური მეტრი –100 ლარი
მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება
0,1 ჰა-მდე – 150 ლარი
0,1ჰა-დან
1,0 ჰა-მდე –
500 ლარი
1ჰა-დან 10 ჰა-მდე –
1000 ლარი
10ჰა-დან 100 ჰა-მდე –
2500 ლარი
100ჰა-დან 1000 ჰა- მდე –
3500 ლარი
1000ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი
შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება შესაბამისად მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით.
სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით
1 ჰექტარი –
1 ლარი
სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა
1 ჰექტარი –
1 ლარი
მთავარი სარგებლობის ჭრებისათვის საექსპლუატაციო უბნის კონტურებისა და მარაგის, მათ შორის, მოსაჭრელი მარაგის დადგენა
გენერალური ლიცენზიისა და ხე–ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა
ერთი სანიმუშო ფართობის საფასური
(5 სანიმუშო ფართობამდე) – 250 ლარი
ერთი სანიმუშო ფართობის საფასური
1 ჰექტარი –
(10 სანიმუ-შო ფართო-ბამდე) – 200 ლარი
2 ლარი
ერთი სანიმუშო ფართობის საფასური
(100 სანიმუ-შო ფართო-ბამდე) – 100 ლარი
ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (100 სანიმუშო ფართობი და მეტი) –
70 ლარი
_
_
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება
1კმ-მდე –
100 ლარი
1კმ-დან–5კმ-მდე –250 ლარი
5კმ-დან–10კმ-მდე – 500 ლარი
10კმ-დან–100კმ-მდე –
5000 ლარი
100კმ-დან –500კმ-მდე –
15000 ლარი
500კმ და მეტი –30000 ლარი
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

საშეშე მერქნის მოპოვებისათვის
1 კუბური მეტრი –
3 ლარი
სამასალე მერქნის მოპოვებისათვის
1 კუბური მეტრი –
3 ლარი
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის:

ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის
30 ლარი
ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის
100 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01. 2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
დანართი №5
მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი
ტყის მერქნიანი სახეობები
ერთ კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე აუქციონის საწყისი ფასი ( დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი
51
მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი
30
წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი
24
ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია
11
ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები
7
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
3
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №242
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1.🔗
საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტყითსარგებლობის წესი.
მუხლი 2.🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 28 მარტის №10/93 ბრძანება „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 22 თებერვლის №10/27 ბრძანება „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 3 დეკემბრის №10/159 ბრძანება „ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის 24 ივლისის №10/89 ბრძანება „საქართველოში კონკურსით გასაყიდი ტყეკაფების გამოყოფისა და სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადებაზე მომსახურების ფასის გამოყენების და მისი ფუნქციონირების შესახებ“.
მუხლი 3.🔗
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და VI თავისა, ამოქმედდეს „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №404 ბრძანებულების, “საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულების, “საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
მუხლი 4.🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და VI თავი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010 წ., მუხ.1956
2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.
3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
4. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
5. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №1 99 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.
ტყითსარგებლობის წესი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დადგენილების მიზანი🔗
1. დადგენილების მიზანია განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის წესი.
2. დადგენილებით განისაზღვრება:
ა) ტყითსარგებლობის სახეები;
ბ) სსიპ – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;
ბ) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;
გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა;
დ) ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე-ტყის დამზადების წესი;
ე) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი;
ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი;
ზ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემის წესი;
თ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი;
ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი და აუქციონის წლიური საწყისი ფასი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 3 მაისის დადგენილება №1 99 - ვებგვერდი, 1 7 .0 5 .2011წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗
1. ბარის ტყე – ვაკეზე განფენილი ტყეები, კერძოდ, კოლხეთის დაბლობის ტყეები, და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები. დანარჩენი ტყეები მიეკუთვნება მთის ტყეებს.
2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარდგინებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი), ჭალის ტყეები, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეები); უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები; ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბნები. მანძილი იზღუდება წყალგამყოფით.
2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარდგინებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი), ჭალის ტყეები, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეები); უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები; ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბნები. მანძილი იზღუდება წყალგამყოფით.
3. კალამი – მცენარის ყოველი აჭრილი ნაწილი, რომლითაც შეიძლება მცენარის გამრავლება.
4. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი.
5. მართვის ორგანო – საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.
6. მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
6. მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
7. ნეკერი – ხის კვირტებიანი ნორჩი ტოტები.
8. სათესლე ხე – ბუნებრივი განახლების (მოთესვის) ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხე.
9. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
9. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
10. სიმაღლის თანრიგი – ხის სიმაღლისა და დიამეტრის თანაფარდობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობის გაანგარიშებისათვის.
11. სირონი – 0,5 მეტრი სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები ტყით დაფარული ფართობების ურთიერთგამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების ხელოვნური გამიჯვნისათვის (როცა კვარტალები არ არის გამოყოფილი ბუნებრივი საზღვრით) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის.
12. ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი, მიღებული მაქსიმალური და მინიმალური დიამეტრების გასაშუალოებით. ფერდობზე აიღება ზედა მხრიდან.
13. ტყეკაფი – საქართველოს ტყის ფონდის განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხე-ტყის დამზადება.
14. ტყეკაფის გამოყოფა – მონიშნული ტყეკაფის შეთანხმება მართვის ორგანოების მიერ.
15. ტყეკაფის მონიშვნა – ტყეკაფის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისისა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის შედგენა.
16. ტყით დაფარული ფართობი – 0,3 ჰა და მეტი ფართობი, რომელიც წარმოდგენილია 2 მეტრი და მეტი სიმაღლის ხეებით ან 1,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მერქნიანი ბუჩქოვანი მცენარეების ერთობლიობით, რომელთა ვარჯების პროექცია შეადგენს ფართობის 30%-ს და მეტს.
17. (ამოღებულია).
18. (ამოღებულია).
19. (ამოღებულია).
20. ჭალის ტყე – ვაკე რელიეფზე მდინარეთა აუზებში არსებული ტყეები.
21. ხე-ტყე – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი.
22. ხე-ტყის დამზადება – ზეზემდგომი ხე-ტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხე-ტყიდან მერქნის ამოღება და გამოზიდვა.
23. ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად ტყეკაფზე დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
24. (ამოღებულია).
25. ძირნაყარი ხე-ტყე – მიწაზე დაყრილი წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე მოჭრილი მერქანი, რომელზეც ხე-ტყის დამზადების შესაბამისი დოკუმენტი არ არის გაცემული ან გასული აქვს გამოზიდვის ვადა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 3 მაისის დადგენილება №1 99 - ვებგვერდი, 1 7 .0 5 .2011წ.
ტყითსარგებლობის სახეები, მომსახურების სახეები, მომსახურების საფასური
მუხლი 3. ტყითსარგებლობის სახეები🔗
ტყითსარგებლობის სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადება;
ბ) ნადირობა;
გ) მიჩენის მიზნით სარგებლობა;
დ) სპეციალური მიზნით სარგებლობა;
ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
ვ) ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;
ზ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;
თ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;
ი) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;
კ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;
ლ) თევზის მეურნეობის მოწყობა;
მ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;
ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;
ო) კომპლექსური ტყითსარგებლობა.
მუხლი 4. მომსახურების სახეები🔗
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ბ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემა;
გ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
დ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ვ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
ვ.ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
ვ.ბ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება;
ვ.გ) სიტუაციური გეგმის მომზადება;
ზ) საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და სატაქსაციო დახასიათება;
თ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
თ.ა) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
თ.ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 5. მომსახურების საფასური🔗
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის № 4 დანართის შესაბამისად.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება არა უგვიანეს ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისა:
ა) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და განკარგულებით უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთში მითითებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის შესაბამისად – სრულად;
ბ) სოციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ მასზე დასამზადებლად დამაგრებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის მიხედვით.
3. სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის მომსახურების საფასური არ დგინდება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამოღების მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემისას.
4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოყოფილ ტყეკაფებზე.
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზი ის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზი ის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზი ისა და სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის გაწეული მომსახურების ამ წესით დადგენილი საფასური.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01. 2011წ.
ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფისა და ხე-ტყის დამზადების წესი
მუხლი 6. ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანი🔗
ტყეკაფის მონიშვნისა და გამოყოფის მიზანია ხე-ტყის დამზადების შესაძლებლობის შექმნა.
მუხლი 7. ხე-ტყის დამზადება🔗
1. ხე-ტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფზე. ტყეკაფის საზღვრები ექვემდებარება მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნებით (ჭრაში დაუნიშნავ ხეებზე შესაბამისი წარწერა, სირონის გაჭრა, ბოძის ჩასმა) გამიჯვნას.
2. ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნით არ გაიმიჯნება ძირნაყარი ხე-ტყის გაცემისას – ფიქსირდება ხე-ტყის განთავსების ტერიტორია ხელსაწყო GPS-ით, დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ.
მუხლი 8. ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა🔗
1. ტყეკაფი მოინიშნება დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვისათვის. ტყეკაფის მონიშვნისას სხვა ხეებთან ერთად აუცილებელია მოინიშნოს ფუტურო (ფაუტი), ზეხმელი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
2. ტყეკაფზე დასამზადებელი ხე-ტყის აღრიცხვა წარმოებს:
ა) ფართობის მიხედვით – მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის დროს;
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძირობრივად) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრისა), მოვლითი (გარდა განათებითი და გაწმენდითი სახისა) ჭრების განხორციელებისას;
გ) სპეციალური ჭრის დროს – ფართობის მიხედვით ან ძირობრივი აღრიცხვით.
3. ტყეკაფის მონიშვნამდე მართვის ორგანოების მიერ განისაზღვრება ტყეკაფის მონიშვნას დასაქვემდებარებელი საორიენტაციო ფართობები და დასამზადებელი ხე-ტყის საორიენტაციო მოცულობა სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის მასალების და ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკაფის მომნიშნავი პირის მიერ დგება ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი. მასში ასახული უნდა იყოს:
ა) სატყეო უბანი, სატყეო, სამცველო (სარეინჯერო), კვარტალი, ლიტერი;
ბ) ლიტერის მონაცემები – შემადგენლობა, ექსპოზიცია, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ფართობი (ჰა), მარაგი (კუბ.მ), სიხშირე, ზეზემდგომი ხე-ტყის საშუალო დიამეტრი და საშუალო სიმაღლე. აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად „დამაკმაყოფილებელი“ ან „არადამაკმაყოფილებელი“), მარადმწვანე ქვეტყით, მაყვლის ბუჩქებით, გვიმრით ან სხვა ბუნებრივი განახლებისათვის ხელისშემშლელი მცენარეებით ფართობის დაფარულობა (აისახება ვიზუალურად აღნიშნული მცენარეებით ფართობის პროცენტული დაფარულობა).
5. ტყეკაფების მონიშვნა ხორციელდება:
ა) მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრისთვის სირონების გაჭრით, გარდა იმ გვერდებისა, რომლებიც შემოსაზღვრულია არსებული მიჯნებით (საკვარტალე სირონები, გზები, მდინარეები, უტყეო სივრცეები, არხები და სხვ.);
ბ) სპეციალური ჭრისათვის გარე საზღვარზე არსებული ხეების შერჩევითი მონიშვნით (საღებავით);
გ) მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრებისა) და მოვლითი ჭრებისათვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რომელზედაც აღნიშნული იქნება სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის მონიშვნის წელი და ჭრის სახე).
6. ბარის ტყეებში მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის ტყეკაფები მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება ლიტერის (ლიტერების) ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფების მონიშვნა დაშვებულია კვარტალის ფარგლებშიც. სპეციალური ჭრის ტყეკაფები მოინიშნება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.
7. პირწმინდა და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრების ტყეკაფის გამოყოფის დროს სათესლე ხეებზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+“ ნიშანი. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში დამატებით აღინიშნება სათესლე ხეების რაოდენობა.
8. ტყეკაფის მონიშვნისას კეთდება ადგილმდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000, რომელზეც დაიტანება:
ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი წერტილის კოორდინატები;
ბ) ტყეკაფამდე მისასვლელი არსებული გზები.
9. ტყეკაფზე მოსაჭრელი ხე-ტყის ოდენობის (მოცულობის) დადგენა წარმოებს:
ა) ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის განხორციელებისას დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით, მისი ოდენობა უნდა შეადგენდეს ჭრას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5 %-ს;
ბ) ძირობრივად (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა) და მოვლითი ჭრების განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი (მრიცხველში) და ტაქსაციური დიამეტრი (მნიშვნელში). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით;
გ) დამზადებული ხე-ტყის მასის მიხედვით – როდესაც მოსაჭრელი ხეების 75%-მდე რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს. ამ შემთხვევაში იანგარიშება დასამზადებლად გათვალისწინებული ხე-ტყის მოცულობის საორიენტაციო ოდენობა. დამზადებული ხე-ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყის აღრიცხვისას.
10. ჭრას დასაქვემდებარებელი ხეების აღრიცხვა წარმოებს მათი ტაქსაციური დიამეტრის გაზომვით ოთხსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით.
11. მთავარი სარგებლობის და სოციალური ჭრის ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ჯიშების, დიამეტრების და ხის კატეგორიის მიხედვით.
12. ხე-ტყის აღრიცხვა ხორციელდება შემდეგი ხის კატეგორიების შესაბამისად:
ა) „ა“ კატეგორიის (სამასალე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო ვარჯამდე) სიგრძე შეადგენს 6,5 მეტრსა და მეტს;
ბ) „ბ“ კატეგორიის (ნახევრადსამასალე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო ვარჯამდე) სიგრძე შეადგენს 2,1 მეტრიდან 6,5 მეტრამდე;
გ) „გ“ კატეგორიის (საშეშე) ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სამასალე ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 2,1 მეტრზე ნაკლებს.
13. მოვლითი ჭრის ტყეკაფში (გარდა გავლითი ჭრისა) აღირიცხება ჭრაში დანიშნული ხეების სრული მოცულობა, ხოლო სასაქონლო ღირსება (მასალა ან შეშა) განისაზღვრება ფაქტობრივად დამზადებული ხე-ტყის მიხედვით. ასეთივე წესით აღრიცხვას ექვემდებარება ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყე, რომლის მოცულობა იანგარიშება საორიენტაციოდ.
14. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის დასადგენად განისაზღვრება სიმაღლის თანრიგი თითოეული ჯიშისათვის, რომლის რაოდენობა აღემატება მოსაჭრელი ხეების რაოდენობის 10%-ს. ჯიშების მიხედვით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების საშუალო ტაქსაციური დიამეტრი და იზომება ამ დიამეტრის (დასაშვებია გრადაცია ერთი სიმსხოს საფეხურის ფარგლებში) 3 ხის სიმაღლე, განისაზღვრება ხეთა სიმაღლის გასაშუალოებული მაჩვენებელი და დგინდება ჭრაში დანიშნული ხეებისათვის სიმაღლის თანრიგი.
15. ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში (დანართი №1) ხის მოცულობის გაანგარიშება ხორციელდება 0,01 კუბ.მ სიზუსტით.
16. ტყეკაფების მონიშვნის მასალების (ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი და აბრისი) ერთი ეგზემპლარი ინახება მართვის ორგანოში, მეორე ეგზემპლარი – ტყითმოსარგებლესთან (გარდა სოციალური ჭრით ტყითმოსარგებლისა).
17. მართვის ორგანოების მიერ ტყეკაფებზე მოსაჭრელი ხე-ტყის აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მას შემდეგ, რაც აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნატურაში შერჩევით შემოწმებული იქნება მონიშნული ტყეკაფების რაოდენობის 20%. შემოწმებით დგინდება:
ა) დაქანება, სიხშირე (თვალზომით), ჭრაში დანიშნული ხე-ტყის სიმაღლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად);
ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შესაბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, რისთვისაც ტაქსაციური დიამეტრი აეზომება შერჩევით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშნული ხეებიდან სამ ხეზე ზუსტდება სიმაღლის თანრიგი. სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში ტყეკაფი მოინიშნება ხელახლა.
18. მართვის ორგანოს მიერ მონიშნული ტყეკაფების გამოყოფა ხორციელდება შეთანხმების გარეშე.
19. ტყეკაფი არ გამოიყოფა, თუ:
ა) ხე-ტყე ჭრაში დანიშნულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით;
ბ) ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობა არ შეესაბამება ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობით ცხრილებს (გარდა შემთხვევებისა, როცა ზეზემდგომი ხე გადატეხილია ან/და როცა მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა განისაზღვრება საორიენტაციოდ);
გ) ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას.
20. ტყეკაფის აღრიცხვის არასრულყოფილი მასალების წარდგენისას და/ან ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ცდომილების შემთხვევაში ტყეკაფი არ გამოიყოფა.
21. ტყეკაფის მომნიშნავი ვალდებულია, ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული შეცდომები აღმოფხვრას მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
22. მონიშნული ტყეკაფის სისწორისათვის პასუხისმგებელია ტყეკაფის მომნიშნავი, ხოლო შემოწმებული ტყეკაფის სისწორისათვის – მართვის ორგანო.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 9. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები🔗
1. ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მთავარი სარგებლობის, სპეციალური ჭრების და მოვლითი ჭრების განხორციელების ნორმები.
2. მთავარი სარგებლობის ჭრები არ ინიშნება:
ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, გარდა:
ა.ა) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის თხმელნარი კორომებით დაფარული ტერიტორიებისა;
ა.ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით აკაციის პლანტაციებში ჩასატარებელი ჭრებისა;
ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში.
3. მთავარი სარგებლობის ჭრები ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე არსებული სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, აკაციის, მურყანის (თხმელა) წმინდა და შერეულ კორომებში და ჭრაში დანიშვნას ექვემდებარება მცენარეები №2 დანართში ასახული მონაცემების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 10. სოციალური ჭრა🔗
1. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-5º), ნებით ამორჩევითი (6º და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე) საშეშე მერქნის გასაცემად.
1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით (მათ შორის, ნახანძრალი და ძირნაყარი ხე-ტყე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი) უზრუნველყოფის მიზნით.
2. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ასევე ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-5º), ნებით ამორჩევითი (6º და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით ადგილობრივ მოსახლეობაზე საშეშე და/ან სამასალე მერქნის გასაცემად.
2. არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) ხე-ტყით დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში იღებენ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოები. იმ შემთხვევაში, თუ არაკომერციული მიზნით სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის გამოყოფის შესახებ საკითხი დასმულია სხვა პირის მიერ, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
3. ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების საჭიროებისათვის მერქნული რესურსის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ძირნაყარი ხე-ტყიდან და გადაბელილი ხეების ხელახალი გადაბელვით მიღებული მერქნიდან.
3. სოციალური ჭრების ფარგლებში მოსახლეობაზე გაიცემა როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი.
4. სოციალური ჭრების ფარგლებში მოსახლეობაზე საშეშე მერქანი გაიცემა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენილი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად ასევე მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა პირებზე სოციალური ჭრების ფარგლებში გაიცემა მხოლოდ საშეშე მერქანი, რის თაობაზეც ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ დასაბუთებული მოთხოვნა (რომელსაც თან უნდა ერთოდეს მათზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსახილველად წარედგინება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს.
6. საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას.
7. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ სოციალური ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი სამასალე მერქნის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულისა და ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით).
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამასალე მერქნის გაცემა ხდება შესაბამისად სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულის მიერ წარდგენილი სიის მიხედვით (თითოეული მოქალაქის გვარის, სახელის, პირადი ნომრისა და მოქალაქეზე გასაცემი სამასალე მერქნის ოდენობის მითითებით).
9. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო უფლებამოსილია სოციალური ჭრებისას სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გასცეს მოსახლეობაზე ამავე მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
10. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-50 ), ნებით ამორჩევითი (60 და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით.
11. სოციალური ჭრების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოები ყოველწლიურად ახორციელებენ ტყეკაფების გამოყოფას ამ წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ.,მუხ.1956
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 3 მაისის დადგენილება №1 99 - ვებგვერდი, 1 7 .0 5 .2011წ.
მუხლი 11. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეები🔗
1. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეებია – პირწმინდა, თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით ამორჩევითი ჭრები (მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი მერქნიანი მცენარეების სახეობების (ჯიშების) დიამეტრები მოცემულია №2 დანართში).
2. პირწმინდა ჭრა: ინიშნება ბარის ტყეებში 0–5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების სწრაფმოზარდ ფოთლოვან სახეობათა (აკაცია, თხმელა-მურყანი) პირწმინდა ჭრას. ტყეკაფის მოკლე მხარე არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. ტყეკაფის გრძელი მხარე გაბატონებული ქარების პერპენდიკულარულია და მისი სიდიდე არ აღემატება 1 კილომეტრს. ერთ ჯერზე მოსაჭრელი ტყეკაფის ფართობი 10 ჰა-ს არ აღემატება. საკვარტალე ქსელის გათვალისწინებით ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა და იჭრება მხოლოდ №2 დანართით განსაზღვრული დიამეტრის ხეები.
3. თანდათანობითი ჭრა: ინიშნება 200 -მდე დაქანების ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე არსებულ ფიჭვნარ კორომებში, ითვალისწინებს ტყის საბურველის რამდენიმე ჯერად თანდათანობით და თანაბარ შეთხელებას (მოსაჭრელი ხეების ამოღებას) და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრის განხორციელებას 30–40 წლის განმავლობაში. ჭრის ყოველიშემდეგი ჯერი ხორციელდება მხოლოდ ტყის საბურველის (ხეების ვარჯების ერთობლიობა) ქვეშ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის სასურველ მერქნიან სახეობათა მოზარდის (დანართი №3) არსებობისას. მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში ჭრა სამ ჯერად ტარდება. ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს კორომის საერთო მარაგის 25%-ს. ჭრის მეორე ჯერი ხორციელდება 10-15 წლის შემდეგ. იჭრება მერქნის პირვანდელი (ჭრამდე არსებული) საერთო მარაგის 30-35%, კორომის სიხშირე 0.4-0.3-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის მე-3 ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ. 0.5-0.6 სიხშირის კორომებში ჭრა ხორციელდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე იჭრება საერთო მარაგის 30-40%. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ.
4. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა: გულისხმობს 200-მდე დაქანების ფერდობების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე (ყალთაღებში, ფანჯრებში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვეთების (ყალთაღების) შერჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწყობისას და გაგანიერების თითოეულ ყალთაღში ან რგოლში დატოვებული უნდა იქნეს არანაკლებ 2 სათესლე ხისა. ყალთაღების გაგანიერება ხორციელდება თესლმსხმოიარობის წელს.
5. ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხეების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმართულებით.
6. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა წიფლნარებში, ნაძვნარებსა და სოჭნარებში ტარდება ყველა ექსპოზიციის 200 -მდე დაქანების ფერდობებზე 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე მკვდარსაფრიან, წივანიან, ჩიტისთვალიან და ქრისტესბეჭდიან ტყის ტიპებში, სადაც მოზარდი ჯგუფურად არის გავრცელებული. თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ დიამეტრის 5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგოს. ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობზე თანაბარი განლაგებით. ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 10-15 წლის შემდეგ. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების თითოეულ ჯერზე იჭრება კორომის პირვანდელი მარაგის 25-30%.
7. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა რცხილნარებში ხორციელდება 200 -მდე დაქანების ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე განლაგებული და მოზარდის ჯგუფური გავრცელების კორომებში. თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ სიგანის 4-5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგოს. ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობზე თანაბარი განლაგებით. ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 8-10 წლის შემდეგ. ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების დროს იჭრება კორომის პირვანდელი მარაგის 35-40%.
8. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ორგანი-ზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
9. ნებით ამორჩევითი ჭრა: ინიშნება 35 გრადუსამდე დაქანების ჩრდილო ექსპოზიციის და 30 გრადუსამდე დაქანების სამხრეთ ექსპოზიციის 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში, ხოლო 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის იმ რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (დანართი №3). მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. მარადმწვანე ქვეტყიანი, მაყვლიანი და გვიმრიანი ტყის კორომებში ჭრა შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში. 0.6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება. აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინაპირობას შეადგენს განახლებისათვის და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით. 5 წლის შემდეგ ბუნებრივი განახლების დამაკმაყოფილებელი მონაცემების მიღების შემდგომ დასაშვებია ჭრის დანიშვნა. ჭრა გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით მიზანშეწონილი ხეების თანდათანობით და მთელ უბანზე გადაანგარიშებით თანაბარ ჭრას. ჭრის განმეორების პერიოდი კორომის სიხშირისა და მოზარდის მდგომარეობის მიხედვით 10-30 წლით განისაზღვრება. ჭრის ინტენსივობა შემდეგია: 0.6 სიხშირის კორომებში არსებული მარაგის 15%, 0.7 სიხშირის კორომებში – 20%, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის, აგრეთვე კარგი განახლების მქონე 0.5 სიხშირის კორომებში – 25%. 0,3-0,4 სიხშირის კარგი განახლების მქონე კორომებში ჭრაშიინიშნება ყველა ხე №2 დანართში მოყვანილი დიამეტრების მიხედვით. ამ პროცესში მოსაჭრელი ხეების განლაგება სივრცეში მეტ-ნაკლებად თანაბარია. იჭრება ნაირხნოვანი, ვერტიკალური აღნაგობის კორომის სხვადასხვა ხნოვანებითი თაობისა თუ იარუსის ხეები.
10. ჩრდილო ექსპოზიციის 310 –350 -ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300 -მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით.
11. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) საქონლის ძოვება იკრძალება ჭრის დაწყებამდე და ჭრის შემდეგ 5 წლის განმავლობაში, ხოლო პირწმინდა ჭრების დროს – ჭრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) ჭრაში პირველ რიგში ინიშნება გადაბერებული, ფაუტი, მრუდღეროიანი და ის ხეები, რომლებიც ხელს უშლის მოზარდის ზრდა-განვითარებას.
12. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის გამოყოფილი ტყეკაფის ფართობი არ აღემატება 25 ჰექტარს. ნებით ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და განისაზღვრება ჭრისათვის დანიშნული ლიტერის ფართობის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010 წ.,მუხ.1956
მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები🔗
1. მთის ტყეებში ხე-ტყის დამზადების სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნიადაგის მინერალიზებული (დამუშავებული) ზედაპირის სიდიდე, მორსათრევი გზების, დასატვირთი და სხვა მოედნების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ტყეკაფის ფართობის 15%-ს, ხოლო ჭრაში დაუნიშნავი ზრდის შეწყვეტით დაზიანებული 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების რაოდენობის 10%-ს.
2. ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყებამდე ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება ტყეკეფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზებისა და მორსათრევების გაყვანა, დასატვირთი მოედნებისა და ხე-ტყის ზედა საწყობების მოწყობა ადგილებზე, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მექანიზმების მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მორსათრევებზე. დაუშვებელია ტოტებშეუჭრელი ხეების მორთრევა. სატყეო-სამეურნეო გზების მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს არანაკლებ 4,5–6,5 მეტრისა, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – არანაკლებ 3,0–5,5 მეტრისა, სატრაქტორო გამოზიდვისათვის სატყეო-სამეურნეო მორსათრევის სიგანეა ტრაქტორის სიგანეს დამატებული 2 მეტრი. მოსახვევებში დასაშვებია მიწის ვაკისის გაგანიერება და აუცილებლობის შემთხვევაში ასაქცევების მოწყობა. მოზარდისა და ჭრაში დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით დასაშვებია დაკლაკნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე დასაშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება.
3. დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვისათვის საჰაერო კიდულ დანადგართა (საბაგირო გზა) ტრასების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს. 21 გრადუსი და მეტი დაქანების ფერდობებზე საჰაერო კიდულ დანადგართა მოწყობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის ჭრა.
4. ხე-ტყის დამზადებისას ცდომილება ფაქტობრივად დამზადებულ ხე-ტყესა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში არსებულ მონაცემებს (გარდა ძირნაყარი და ნახანძრალი ხე-ტყისა) შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზადებული მერქანი გაიცემა სააგენტოს მიერ მხოლოდ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზადებული მერქანი სააგენტოს მიერ გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან ელექტრონული აუქციონის გარეშე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
6. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, კომპენსაციის სახით ჩარიცხოს სააგენტოს ანგარიშზე ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ადგილობრივ ბიუჯეტში – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი და სახელმწიფო ბიუჯეტში – ამ წესის მე-5 დანართით განსაზღვრული თანხა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 3 მაისის დადგენილება №1 99 - ვებგვერდი, 1 7 .0 5 .2011წ.
მუხლი 13. ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება🔗
1. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება წარმოებს:
ა) ნარჩენების დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე ტყეკაფის ათვისების შემდეგ ეროზიისაგან დაცვის მიზნით;
ბ) შეშად გამოუსადეგარი ტოტების ხურგებად (სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს) დაწყობით;
გ) ნარჩენების ფართობებზე თანაბრად გაბნევით;
დ) ენტომომავნებლების და ფიტოდაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით ნარჩენების დაწვა ხანძრის გავრცელების უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
ე) სხვა მეთოდებით, მათ შორის, ჭრის ნარჩენების მოსახლეობისათვის უფასოდ გაცემით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება ტყეკაფზე ან ტყეკაფის გარეთ ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე და ხე-ტყის დამზადების დამთავრებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ხე-ტყის გამოზიდვამდე.
3. განთავსების მეთოდს არჩევს მართვის ორგანო. ნარჩენების განთავსებით მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ფერდობებზე ეროზიის კერების წარმოშობა.
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი
მუხლი 14. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი🔗
1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა თითოეულ ტყეკაფზე.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი წარმოადგენს ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
მუხლი 15. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი🔗
ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტია ტყითმოსარგებლე და/ან ტყითმოსარგებლეები:
ა) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთი ტყითმოსარგებლე, ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ორ ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი ეძლევა ტყითმოსარგებლეს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება მართვის ორგანოში;
ბ) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთზე მეტი ტყითმოსარგებლე – ერთ ეგზემპლარად, რომელიც რჩება მართვის ორგანოში.
მუხლი 16. ხე-ტყის დამზადების ბილეთის რეკვიზიტები🔗
ხე-ტყის დამზადების ბილეთში აისახება:
ა) ბილეთის გამოწერის თარიღი;
ბ) ტყეკაფის ადგილმდებარეობა (მართვის ორგანო, სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის კოორდინატები), ჯიშების მიხედვით მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა სულ, მათ შორის, მასალა, შეშა.
მუხლი 17. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო🔗
ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო.
ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი
მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნები🔗
მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად, მიჩენის მიზნების გათვალისწინებით, მართავს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს საპატრიარქო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 19. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანი🔗
სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანია:
ა) მოქმედი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსების მიმდებარედ ბუნებრივ საზღვრებში 20 ჰექტარამდე ფართობზე თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა;
ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 20. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის წესი🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებულების საფუძველზე ხელშეკრულება იდება მართვის ორგანოსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.
მუხლი 21. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოიცავდეს:
ა) მიჩენას დაქვემდებარებული ტერიტორიის მდებარეობას, ფართობს, საზღვრებს, ტყისა და მიწების კატეგორიას, სხვა პარამეტრების მიხედვით ამ ტერიტორიის დახასიათებას;
ბ) ამ ტერიტორიაზე არსებული ტყის დახასიათებას, მისი ფართობის, საზღვრების, ძირითადი სახეობრივი და ასაკობრივი შემადგენლობის, აგრეთვე მისი ფიზიკური მდგომარეობის სხვა მახასიათებლებს;
გ) ნათლად გამოკვეთილ მიჩენის მიზნებს;
დ) ხელშეკრულების დამდებ პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს:
დ.ა) მიჩენილ ტერიტორიაზე სატყეო დარგის მუშაკთა და მოქალაქეთა შესვლისა და გადაადგილების სფეროში;
დ.ბ) ტყის მოვლის სფეროში;
დ.გ) ტყის დაცვის სფეროში;
დ.დ) სხვა სატყეო ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;
დ.ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;
დ.ვ) ბუნებრივი ან სტიქიური მოვლენების თავიდან აცილების ან მათი შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების განხორციელების სფეროში;
ე) მიჩენილ ტერიტორიაზე არსებული ბუნების, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაცვისა და მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობის გარანტიებს;
ვ) მიჩენილი ტერიტორიის კოორდინატებს;
ზ) მიჩენის ვადას.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის ისეთი ტერიტორიის მიჩენისას, რომელიც ესაზღვრება სახელმწიფო საზღვარს ან სასაზღვრო ზოლს, მიჩენის ხელშეკრულების პირობები უნდა შეუთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 22. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის ვადები🔗
სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება 20 წლამდე ვადით.
მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საკითხის დასმა🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს:
ა) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (საქართველოს საპატრიარქო);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ განცხადება წარედგინება სამინისტროს.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიჩენის მიზნით სარგებლობის საჭიროების და/ან აუცილებლობის მიზანი, მოტივაცია და ვადები;
ბ) მიჩენის მიზნების განსახორციელებლად გამოსაყოფი ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:10000.
მუხლი 24. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შეთანხმება🔗
1. ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია მართვის ორგანოსთან შეთანხმების შემდეგ განსახილველად ეგზავნება:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (თუ ეს ტერიტორია მდებარეობს 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში);
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
დ) შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს;
ე) საჭიროების შემთხვევაში – სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების დადებითი პასუხის შემდეგ სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე იდება ხელშეკრულება მართვის ორგანოებსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.
მუხლი 25. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისათვის მოქალაქეთა ტყეში ყოფნისა და ტყითსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ხორციელდება მიჩენის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 26. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობა🔗
1. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთვისაც გადაცემულია უბანი, დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნით და მიჩენასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.
2. მიჩენილ უბანზე ტყითსარგებლობა, ტყის მოვლისა და აღდგენის სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მართვის ორგანოების ზედამხედველობით იმ ფორმითა და მოცულობით, რომლებიც ხელს არ შეუშლის მიჩენის მიზნების განხორციელებას.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე ტყის დაცვა ხორციელდება:
ა) საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – მართვის ორგანოების მიერ;
ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
მუხლი 27. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა🔗
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნებისათვის გამოყენების უფლება წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ამ უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი 28. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი🔗
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 3 მაისის დადგენილება №1 99 - ვებგვერდი, 1 7 .0 5 .2011წ.
მუხლი 29. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები🔗
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის (შემდგომში – ნადირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს სანადირო იარაღის ტარების უფლება.
მუხლი 30. განცხადება ნადირობის დოკუმენტის მისაღებად🔗
1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;
ბ) მოპოვების ვადა;
გ) მოპოვების რაოდენობა.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 31. ნადირობის დოკუმენტის გაცემის ვადა🔗
ნადირობის დოკუმენტი გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო🔗
ნადირობის დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.
მუხლი 33. ნადირობის დოკუმენტის რეკვიზიტები🔗
ნადირობის დოკუმენტში უნდა მიეთითოს:
ა) ნადირობის დოკუმენტის ნომერი;
ბ) ნადირობის დოკუმენტის გაცემის ადგილი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო;
დ) ნადირობით დაინტერესებული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ე) მოსაპოვებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა და ოდენობა;
ვ) ნადირობის დოკუმენტის მოქმედების ვადა;
ზ) ნადირობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
მუხლი 34. ტყის ფონდში ნადირობის რეგულირება🔗
1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს საველე-სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს მინისტრი.
1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს საველე-სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ბრძანებით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე ნადირობა არ დაიშვება.
3. ტყის ფონდში ნადირობისათვის მოსარგებლე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურს იხდის წინასწარ, ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე. ასევე წინასწარ გადახდას ექვემდებარება გარეული ცხოველის მოპოვებისათვის კანონით დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.
4. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტი გაიცემა თითოეულ სანადირო იარაღზე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 3 მაისის დადგენილება №1 99 - ვებგვერდი, 1 7 .0 5 .2011წ.
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი
მუხლი 35. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი🔗
1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი გაიცემა მხოლოდ მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის.
2. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყითმოსარგებლე ვალდებულია აიღოს ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010 წ., მუხ.1956
მუხლი 36. ტყის რესურსით მოსარგებლე🔗
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
მუხლი 37. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად🔗
1. დაინტერესებული პირი ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოპოვების ვადა;
ბ) მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა;
გ) მოპოვების საშუალება;
დ) მოპოვების ადგილი.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:500-დან 1:25000-ის ჩათვლით, სარგებლობის განხორციელებაზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 38. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ვადა🔗
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი ტყის ფონდის ტერიტორიაზე განხორციელებული შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 39. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო🔗
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 40. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა🔗
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადაა 1 წელი მისი გაცემის დღიდან.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 41. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები🔗
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის გაცემულ ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთში უნდა მიეთითოს:
ა) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის ნომერი;
ბ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ადგილი, თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო;
დ) ტყის რესურსის მოპოვების ადგილი (სატყეო უბანი);
ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიმღების სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა;
ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა;
თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
მუხლი 42. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება🔗
1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის არ გაიცემა:
ა) ალპურ და სუბალპურ ზონებში;
ბ) ტყით დაფარულ ფართობებზე;
გ) ფართობებზე, სადაც გათვალისწინებულია ტყის აღდგენა;
დ) 10 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე;
ე) არამდგრად (30 სმ-მდე სიღრმის) ნიადაგებზე;
ვ) საშუალო მდგრადობის (31-50 სმ სიღრმის) ნიადაგებზე;
ზ) (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319- სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956
მერქნული რესურსის საკუთრებაში და ტყის ფონდის სარგებლობაში ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემის წესი
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 43. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტი🔗
1. ამ თავის მიზნებისათვის ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეებით და შენობა-ნაგებობებით.
2. სააგენტოს მიერ ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.
3. სააგენტო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს გასცემს: სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 44. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები🔗
1. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 45. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემისა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის წესი🔗
1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა და მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემა ხდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით.
2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, აგრეთვე ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 59-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
მუხლი 46. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი🔗
1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს:
ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;
ბ) მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში – სააგენტოს ინიციატივით.
2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს:
ა) სასურველი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ბ) სარგებლობის სახე.
3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდზე – ,,www.auction.ge’’.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გამცემი სუბიექტის დასახელებას;
ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან ქონების სახეობას, ადგილმდებარეობას და რაოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);
გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სააგენტო;
დ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის საწყის საფასურს ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის საწყის ფასს;
ე) მერქნული რესურსისათვის ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებლის ოდენობას და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);
ვ) ,, ბე’’- ს თანხის ოდენობას;
ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
თ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში სარგებლობის ვადას;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.
7. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 47. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები🔗
1. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები);
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;
დ) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;
ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ,,ბე’’-ს თანხის გადახდა.
3. ,,ბე’’-ს ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.
4. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ,,ბე’’ უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – ,,ბე’’-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში.
5. ,,ბე’’ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;
ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.
6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლების მიმღებად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 48. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი🔗
1. სააგენტო ელექტრონულ აუქციონს ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.
2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
5. მერქნული რესურსით საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება №5 დანართის შესაბამისად, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის საწყისი ფასი – ამ წესის 62-ე მუხლის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის ფონდის სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
7. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 49. გარიგებათა გაფორმების წესი🔗
1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი საკუთრებაში.
2. ტყითსარგებლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 50. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა🔗
1. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია;
ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;
გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
2. ელექტრონული აუქციონის ჩაშლის შემთხვევაში ყოველ განმეორებით გამართულ აუქციონზე აუქციონის საწყისი ფასი მცირდება წინა აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 51. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 52. ანგარიშსწორების წესი🔗
1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.
2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში სარგებლობის უფლების ხელშეკრულების მიმღები ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება გაუქმებულად.
4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს: სახელმწიფო ბიუჯეტში – თავის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი, ადგილობრივ ბიუჯეტში – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით შესაბამისი სახეობის მერქნული რესურსისათვის დადგენილი სამასალე მერქნის მოსაკრებელი და სააგენტოს ანგარიშზე – ამ მერქნული რესურსისათვის დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე – 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რის შემდეგაც მასზე გაიცემა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 53. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება🔗
1. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:
ა) მხარეთა რეკვიზიტებს (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირი – ორგანიზაციის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
ბ) ხელშეკრულების დადების საფუძველს;
გ) ტყითსარგებლობის სახეს;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
ე) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;
ვ) გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადებს;
ზ) მხარეთა პასუხისმგებლობას;
თ) სადავო საკითხების განხილვის წესს;
ი) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს;
კ) ხელშეკრულების დადების თარიღს;
ლ) სპეციფიკურ პირობებს;
მ) მხარეთა ხელმოწერას.
2. ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს ობიექტის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის ტყითმოსარგებლის მიერ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 54. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი🔗
1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ მოეთხოვება შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მუხლი 55. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის (შემდგომში – რეკრეაციული ტყითსარგებლობა) რეგულირება🔗
1. რეკრეაციული ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას რეკრეაციული მიზნებისათვის.
2. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების საფუძველზე.
3. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობანი ეწყობა ტყით დაუფარავ ფართობებზე და ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის დაზიანება.
4. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში რეკრეაციული ტყითსარგებლობა დაშვებულია მხოლოდ ტურისტული მიზნებისათვის შენობა-ნაგებობების მოწყობისა და ხე-ტყის დამზადების გარეშე.
მუხლი 56. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობის რეგულირება🔗
1. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზანია ტყის მერქნული და სხვა მცენარეული რესურსების მიღება.
2. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებს შეიძლება შეადგენდეს:
ა) მერქნული, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება;
ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის აღზრდა, საახალწლო ნაძვის ხეებად წიწვოვანი ხე-მცენარეების აღზრდა და სხვ.) ნარგაობის შექმნა.
3. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე.
4. პლანტაციური მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით;
ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ვ) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
5. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
6. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტის მიხედვით, რომელიც დგება „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
7. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 57. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება🔗
1. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად, სათიბად, საძოვრად, საფუტკრისა და საქონლისდროებითი სადგომების მოსაწყობად, ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებლობას.
2. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.
3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 58. ტყის ფონდის თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის რეგულირება🔗
1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია სასაქონლო თევზის გამოზრდა და მისი მოპოვება.
2. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შესაბამისი ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების ან სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე.
3. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შეირჩევა მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და მათი მიმდებარე ტყით დაუფარავი ფართობები.
4. იკრძალება ეკოსისტემისათვის უცხო და აგრესიულად ინვაზიური სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება.
5. თევზის მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო და კვარტალ(ებ)ი) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ე) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
6. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 59. ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობის მიზნით ტყის ფონდით სარგებლობის რეგულირება🔗
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების სანაშენეებისა და თავშესაფრების მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების მიზნით.
2. თავშესაფრებისა და სანაშენე მეურნეობის მოწყობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტებმა არ უნდა მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედება. იკრძალება აგრესიულად ინვაზიური სახეობების გამოყენება.
3. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
მუხლი 60. ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება🔗
1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის ფონდით სარგებლობა გულისხმობს ტყით დაუფარავ ფართობებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-მოწყობას, აგრეთვე კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-მოწყობას.
2. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებით და მოსაწყობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ წესის მე-3 მუხლის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის სახეები ითვლება ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობად.
მუხლი 61. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის რეგულირება🔗
1. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობისას დასაშვებია ამ წესის მე-3 მუხლის „თ“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად განხორციელება.
2. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობა დაშვებულია იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც ხელს არ შეუშლის ტყის შემდგომ აღდგენასა და მოვლას.
3. კომპლექსური ტყითსარგებლობის განსახორციელებლად სააგენტოს წარედგინება ყველა დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია კომპლექსური საქმიანობით თითოეული სარგებლობის სახეზე.
მუხლი 62. სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასი🔗
სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასებია:
ა) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
ბ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
გ) თევზის მეურნეობის მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
დ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობისათვის და პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის აუქციონის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულების მიხედვით შემდეგნაირად:
№
თვითმმართველი ერთეულის დასახელება
ლარი
1 ჰექტარამდე
1
თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)), მარნეული
57
2
ბოლნისი, გარდაბანი, თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი
52
3
რუსთავი, ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი
51
4
ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო
44
5
თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი
43
6
ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი, თიღვი, თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება
39
7
კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია
38
8
საგარეჯო, ქარელი, ხაშური
36
9
ქურთა, წალკა
34
10
აბაშა, ზუგდიდი
34
11
ახალქალაქი, ახალციხე
34
12
მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი
33
13
ნინოწმინდა
33
14
ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი
30
15
ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი
28
16
წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ
24
17
საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი
22
18
ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი
18
19
ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა
17
20
შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, სტეფანწმინდა, ჯავა
13
ვ) თუ ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი ერთ ჰექტარზე ნაკლებია, აუქციონის წლიური საწყისი ფასი მრგვალდება 1 ჰექტარამდე;
ზ) კომპლექსური სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე.
დანართი №1
ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი
მართვის ორგანო: -----------------------------------------------------
სატყეო უბანი: -------, სატყეო: -------, სამცველო (სარეინჯერო):-----------, კვარტალი №---, ლიტერი №---,ფართობი: --------ჰა, სიმაღლის თანრიგი: --------, ჭრის სახე: -----------------,აღრიცხვის მეთოდი: ძირობრივი, ტყეკაფის კოორდინატები: X-------, -------------.
№
ჯიში
ხის დიამეტრი
ხის კატეგორია „ა “, „ბ “, „გ “
ხის მოცულობა კუბ .მ
შენიშვნა
სულ
მათ შორის, ლიკვიდური მერქანი
ლიკვიდი
მასალა
შეშა
1
2
3
4
5
6
7
8
9
სულ
სულ მოცულობა
ლიკვიდი
მასალა
შეშა
შენიშვნა: „შეშა ვარჯიდან “ შედის უწყისის მე-8 გრაფაში მოყვანილ „შეშის “ მოცულობაში და იანგარიშება მხოლოდ წიფლის და რცხილის სახეობებისათვის 36 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის მქონე ხეებისათვის ქერქით ღეროს მოცულობის 10%-ის ოდენობით.
ტყეკაფის მომნიშნავი:-----------------------------------------------------
უწყისის შედგენის თარიღი:-------------------------------------------- .
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1956
დანართი №2
კორომებში მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი ბუნებრივი წარმოშობის მერქნიანი მცენარეების სახეობების (ჯიშების) დიამეტრები
სახეობა
მკერდის სიმაღლის დიამეტრი (სმ)
1
2
სოჭი
40 და მეტი
ნაძვი
40 და მეტი
ფიჭვი
32 და მეტი
წიფელი
40 და მეტი
რცხილა
36 და მეტი
თხმელა (თესლითი)
20 და მეტი
თხმელა (ამონაყრითი)
12 და მეტი
აკაცია
8 და მეტი
შენიშვნა: დანართში მოყვანილი დიამეტრების მიხედვით დგინდება კორომში მოსაჭრელი ხეების დიამეტრები, რომლებიც არ უნდა იყოს დანართში მოყვანილ დიამეტრზე ნაკლები. აღნიშნული არ ვრცელდება კორომში არსებულ ფუტურო (ფაუტი), ზეხმელ და მავნებლებით დაზიანებულ ხეებზე, რომლებიც ჭრაში ინიშნება პირველ რიგში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
დანართი №3
ტყის ბუნებრივი განახლების შეფასების ცხრილი
კორომის სიხშირე
მოზარდის სიმაღლე მეტრობით
0.5_1.0
1.1_3.0
3.1 და მეტი
მოზარდის რაოდენობა ცალობით
0.3_0.4
7000
4000
2000
0.5_0.6
4000
2000
1000
მოცემული სიხშირის კორომებში სიმაღლის ნებისმიერ გრადაციაში თუ გვაქვს ცხრილში ნაჩვენები რაოდენობის ან მეტი მოზარდი, ის ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისათვის. იმ შემთხვევაში, როცა კორომში მოზარდის რაოდენობა სიმაღლის ყველა გრადაციაში ნაკლებია ცხრილში ნაჩვენებ რაოდენობაზე, ტყის აღდგენისათვის საკმარისი მოზარდის საერთო რაოდენობა დგინდება შემდეგნაირად: იანგარიშება მოცემული სიხშირის კორომების თითოეული სიმაღლის გრადაციაში არსებული მოზარდის რაოდენობის პროცენტი ცხრილის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, მიღებული პროცენტები შეიკრიბება და მათი ჯამი თუ 100-ის ტოლია ან მეტი, მოზარდის რაოდენობა ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისთვის.
მაგალითი: 0.3-0.4 სიხშირის კორომში მოზარდის რაოდენობა შეადგენს 0.5-დან
1 მეტრამდე – 2000 ცალს, 1.1-დან 3 მეტრამდე – 1500 ცალს, 3.1 მეტრი და მეტი – 1000 ცალს, მაშინ მათი პროცენტები ცხრილის შესაბამის მონაცემებთან შეადგენს 28-ს, 37-სა და 50-ს. მათი ჯამი ტოლია 115 %-ის, ე.ი. მოზარდის საერთო რაოდენობა საკმარისია ტყის განახლების უზრუნველყოფისათვის.
დანართი №4
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
მომსახურების დასახელება
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
1
2
3
4
5
6
7
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის
1 კუბური მეტრი –100 ლარი
მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება
0,1 ჰა-მდე – 150 ლარი
0,1ჰა-დან
1,0 ჰა-მდე –
500 ლარი
1ჰა-დან 10 ჰა-მდე –
1000 ლარი
10ჰა-დან 100 ჰა-მდე –
2500 ლარი
100ჰა-დან 1000 ჰა- მდე –
3500 ლარი
1000ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი
შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება შესაბამისად მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით.
სალიცენზიო ობიექტის მომზადება:
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით
1 ჰექტარი –
1 ლარი
სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა
1 ჰექტარი –
1 ლარი
გენერალური ლიცენზიისა და ხე–ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა
1 ჰექტარი –
2 ლარი
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება
1კმ-მდე –
100 ლარი
1კმ-დან–5კმ-მდე –250 ლარი
5კმ-დან–10კმ-მდე – 500 ლარი
10კმ-დან–100კმ-მდე –
5000 ლარი
100კმ-დან –500კმ-მდე –
15000 ლარი
500კმ და მეტი –30000 ლარი
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
საშეშე მერქნის მოპოვებისათვის
1 კუბური მეტრი –
3 ლარი
სამასალე მერქნის მოპოვებისათვის
1 კუბური მეტრი –
3 ლარი
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის:
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის
30 ლარი
ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის
100 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №319-სსმIII, №134,19.10.2010წ., მუხ.1956
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №14-ვებგვერდი,18.01. 2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
დანართი №5
მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი
ტყის მერქნიანი სახეობები
ერთ კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე აუქციონის საწყისი ფასი ( დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი
51
მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი
30
წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი
24
ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია
11
ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები
7
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 27 .01.2011წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, №242, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025889-4/