საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2005 ძალადაკარგული 27.02.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 04/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2005 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

,,ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №481 ბრძანებულების შესაბამისად, აგრეთვე კოორდინაციის პროცესის ეფექტიანობისა და სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე         – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე           – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზაზა გოგავა – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი

დავით კეზერაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დავით ჩანტლაძე           – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

გიორგი ხევიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.

2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

გივი თარგამაძეს – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს

კონსტანტინე გაბაშვილს – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს

ნინო ნაკაშიძეს – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.

საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №28, 11.03.2005 წ., მუხ.265

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №61 - სსმ III, №36, 31.03.2005 წ., მუხ.371

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1423

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება  №182 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1395

2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე გაბაშვილს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.       

3. სახელმწიფო კომისიამ კონტროლი გაუწიოს საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ეფექტიან იმპლემენტაციას და განსაზღვრულ ვალდებულებათა დროულად შესრულებას; ამ მიზნით შექმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

4. სახელმწიფო კომისიამ განსაზღვროს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კონტროლი გაუწიოს მას.

5. სახელმწიფო კომისია შეიკრიბოს ორ თვეში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრის ინიციატივით.

6. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №28, 11.03.2005 წ., მუხ.265

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №61 - სსმ III, №36, 31.03.2005 წ., მუხ.371

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1423

4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება  №182 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1395

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 31.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.156 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10900-4/