საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2005 ძალადაკარგული 27.02.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 04/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2005 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52

,,ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №481 ბრძანებულების შესაბამისად, აგრეთვე კოორდინაციის პროცესის ეფექტიანობისა და სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

გრიგოლ მგალობლიშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გვარამია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი

გრიგოლ ვაშაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თემურ იაკობაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში

თამარ კოვზირიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

კობა სუბელიანი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი

გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ელენე ხოშტარია – საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი.“;

გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ეკა ტყეშელაშვილს – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს

გივი თარგამაძეს – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს

აკაკი მინაშვილს – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს

გელა ბეჟუაშვილს – საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსს.

საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №28, 11.03.2005 წ., მუხ.265

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №61 - სსმ III, №36, 31.03.2005 წ., მუხ.371

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1423

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება  №182 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1395

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №270 - სსმ III,  №174, 10.12.2007 წ., მუხ.1925

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52

2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე გაბაშვილს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.       

3. საქართველოს ნატოში თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო კომისიამ შეიმუშაოს წინადადებები შესაბამისი სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ. აგრეთვე, კომისიამ კონტროლი გაუწიოს ნატოში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ეფექტიან იმპლემენტაციას და აღნიშნულ ფორმატებში განსაზღვრულ ვალდებულებათა დროულ შესრულებას. ამ მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52

4. სახელმწიფო კომისიამ განსაზღვროს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კონტროლი გაუწიოს მას.

5. სახელმწიფო კომისია შეიკრიბოს ორ თვეში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრის ინიციატივით.

6. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №28, 11.03.2005 წ., მუხ.265

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №61 - სსმ III, №36, 31.03.2005 წ., მუხ.371

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1423

4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება  №182 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1395

5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №270 - სსმ III,  №174, 10.12.2007 წ., მუხ.1925

6. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 31.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.156 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10900-6/