საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №22
2005 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52
,,ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №481 ბრძანებულების შესაბამისად, აგრეთვე კოორდინაციის პროცესის ეფექტიანობისა და სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი;
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №28, 11.03.2005 წ., მუხ.265
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №61 - სსმ III, №36, 31.03.2005 წ., მუხ.371
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1423
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1395
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №270 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1925
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის დადგენილება №43 - სსმ III, №31, 17.03.2009 წ., მუხ.372
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №69 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.485
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს;
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს;
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს;
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
3. საქართველოს ნატოში თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო კომისიამ შეიმუშაოს წინადადებები შესაბამისი სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ. აგრეთვე, კომისიამ კონტროლი გაუწიოს ნატოში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ეფექტიან იმპლემენტაციას და აღნიშნულ ფორმატებში განსაზღვრულ ვალდებულებათა დროულ შესრულებას. ამ მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52
4. სახელმწიფო კომისიამ განსაზღვროს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კონტროლი გაუწიოს მას.
5. სახელმწიფო კომისია შეიკრიბოს ორ თვეში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრის ინიციატივით.
6. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №28, 11.03.2005 წ., მუხ.265
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №61 - სსმ III, №36, 31.03.2005 წ., მუხ.371
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1423
4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1395
5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №270 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1925
6. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52
7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის დადგენილება №43 - სსმ III, №31, 17.03.2009 წ., მუხ.372
8. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №69 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.485
9 . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №22 2005 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52 ,,ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №481 ბრძანებულების შესაბამისად, აგრეთვე კოორდინაციის პროცესის ეფექტიანობისა და სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე: 1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკა გვარამია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
გრიგოლ ვაშაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თემურ იაკობაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
კობა სუბელიანი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
დევი ჭანკოტაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი
გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ელენე ხოშტარია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი.
2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე გაბაშვილს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
9 . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №22
2005 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
,,ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №481 ბრძანებულების შესაბამისად, აგრეთვე კოორდინაციის პროცესის ეფექტიანობისა და სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ჟვანია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ბარამიძე – საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
თამარ ლებანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე გაბაშვილს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
3. სახელმწიფო კომისიამ კონტროლი გაუწიოს საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ეფექტიან იმპლემენტაციას და განსაზღვრულ ვალდებულებათა დროულად შესრულებას; ამ მიზნით შექმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
4. სახელმწიფო კომისიამ განსაზღვროს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კონტროლი გაუწიოს მას.
5. სახელმწიფო კომისია შეიკრიბოს ორ თვეში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრის ინიციატივით.
6. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.
9 . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 31.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.156 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10900-9/