„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (31)
შემდგომი ცვლილებები (9)
წინა ცვლილებები (22)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №50
2004 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე) მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს დებულებით გათვალისწინებული სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების პაკეტი.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №66-სსმ III, №83, 10.08.2004წ; მუხ.733
2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №110-სსმ III, №137, 26.11.2004წ; მუხ.1228
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724
4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ივლისის დადგენილება №114-სსმ III, №83, 15.07.2005წ; მუხ.904
5. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071
6. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532
7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №61-სსმ III, №35, 17.03.2006წ; მუხ.427
8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №195-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2038
9. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №252-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2387
10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №17, 06.02.2007წ; მუხ.182
11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №19-სსმ III, №20, 13.02.2007წ; მუხ.222
12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის დადგენილება №74-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.607
13. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება №85-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.720
14. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება №157-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1183
15. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459
16. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №234-სსმ III, №151, 26.10.2007წ; მუხ.1672
17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55
18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №21, 11.02.2008წ; მუხ.244
19. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411
20. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503
21. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის დადგენილება №133-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.883
22. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №178-სსმ III, №123, 25.08.2008წ; მუხ.1272
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში.
2. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას სამინისტრო უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა.
4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე.
6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას №6.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ივლისის დადგენილება №114-სსმ III, №83, 15.07.2005წ; მუხ.904
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში წარმოადგენს:
ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დაგეგმვის სისტემის გამართვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ1) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
გ2) გეოლოგიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
გ3) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
დ) გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება;
ე) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების ხელმძღვანელობა;
ვ) მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების, აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო მართვა (რეგულირება, ზედამხედველობა, აღრიცხვა, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა), მათ შორის:
ვ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების ზედამხედველობა;
ვ.ბ) შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ორგანიზება;
ი) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება, მიღება (გამოცემა);
მ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ნ) კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ო) სამეცნიერო კვლევის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება (ეკომარკის მინიჭების ორგანიზების ჩათვლით);
ჟ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა), აგრეთვე ნარჩენების გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, გაუვნებლებისა და განთავსების სახელმწიფო მართვა;
რ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დადგენის მიზნით შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ს) გარემოს დაცვის ნორმების შემუშავება და დამტკიცება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ლიმიტის დამტკიცება;
უ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გარემოსდაცვითი აუდიტის განხორციელების ორგანიზება;
ქ) ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი ორგანიზაციული და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება;
ღ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ;
ყ) საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების ,,წითელი ნუსხის“ წარმოება და ,,საქართველოს წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზება;
შ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადება;
ჩ) ქვეყნის, რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტის დონეებზე გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის მართვა;
ც) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ძ) მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება;
წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის/ჩაშვების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობების (ნორმების) შეთანხმება;
უ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება.
2. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებას სამინისტრო ზედამხედველობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503
მუხლი 3. სამინისტროს უფლებამოსილება
სამინისტროს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები;
ბ) შექმნას და აწარმოოს დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელმწიფო რეესტრი ეკოლოგიური ექსპერტიზის განსახორციელებლად;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევებში, საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით სამინისტროში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები);
დ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 4. სამინისტროს დაფინანსება და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 5. მინისტრი
1. მინისტრის კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. მინისტრი:
ა) მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას;
ბ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის დანარჩენი ორგანიზაციების დებულებებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
გ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურას, საქმისწარმოების წესს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტროს საშტატო ნუსხას, ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
დ) შეიმუშავებს სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის პროექტს;
ე) ამტკიცებს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისადმი;
ვ) ქმნის კომისიებს, საბჭოებს სათათბირო უფლებებით და დებულებებით განსაზღვრავს მათ კომპეტენციასა და საქმიანობის წესს;
ზ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესს;
ი) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენის წესსა და ფორმას.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №19-სსმ III, №20, 13.02.2007წ; მუხ.222
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411
მუხლი 6. მინისტრის მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი.
2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონებითა და მთავრობის აქტებით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის დადგენილება №74-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.607
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №21, 11.02.2008წ; მუხ.244
მუხლი 7. სამინისტროს სისტემის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
1. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071
მუხლი 8. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახური;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;
ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი;
ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური;
თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;
ი) მინისტრის აპარატი;
კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ლ) გეოლოგიის სამსახური;
მ) მიწის მართვის სამსახური.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;
დ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ე) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ვ) კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო.
3. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) გარემოს დაცვის ინსპექცია;
ბ) სატყეო დეპარტამენტი;
გ) ამოღებულია;
დ) საგამოძიებო დეპარტამენტი.
4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) სივრცული ინფორმაციის ცენტრი; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან)
ბ) მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან)
გ) ამოღებულია;
დ) ამოღებულია;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია;
ზ) ამოღებულია;
თ) ამოღებულია;
ი) ამოღებულია;
კ) მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო;
ლ) ამოღებულია;
მ) ამოღებულია;
ნ) სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა;
ო) დაცული ტერიტორიების სააგენტო;
პ) გარემოს ეროვნული სააგენტო. (ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან)
5. სამინისტროს სისტემაში არიან აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები.
6. აჭარისა და აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №66-სსმ III, №83, 10.08.2004წ; მუხ.733
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №110-სსმ III, №137, 26.11.2004წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №61-სსმ III, №35, 17.03.2006წ; მუხ.427
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №195-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2038
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №252-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2387
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №17, 06.02.2007წ; მუხ.182

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება №85-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.720
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება №157-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1183

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №234-სსმ III, №151, 26.10.2007წ; მუხ.1672

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №178-სსმ III, №123, 25.08.2008წ; მუხ.1272
მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) სასამართლოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
დ) საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია.
3. ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება;
ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შემოწმება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) შრომითი დავების თაობაზე სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში;
ვ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;
თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ი) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა არსებული წესის თანახმად;
კ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ლ) მატერიალური, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება;
მ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობის, აღრიცხვა-ანგარიშგების, ბალანსზე არსებული ქონების, მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;
ნ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ო) სამინისტროს სისტემის ვებგვერდის, კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების შექმნა, ადმინისტრირება.
5. მდგრადი განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
გ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
დ) საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობას;
ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვით კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში.
6. გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
გ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო წყალსარგებლობის აღრიცხვა და ნორმირება;
ე) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და კოორდინაცია;
ვ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქემების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;
ზ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატივების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება;
კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
7. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის კომპეტენციაა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება.
8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
9. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მივლინებების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება;
ვ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობისათვის ხელშეწყობა.
10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
11. გეოლოგიის სამსახურის კომპეტენციაა გეოლოგიის დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება.
12. მიწის მართვის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებული ბრძანების პროექტის მომზადება;
ბ) მიწის რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის დადგენილება №133-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.883
მუხლი 91. სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია
სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 10. (ამოღებულია)

მუხლი 11. სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და სახელმწიფო გერბს, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო გერბი გამოისახება სამინისტროს ფასადზე, ხოლო მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების სანებართვო დოკუმენტებში, თანამშრომლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში და ბლანკებზე.
3. სამინისტროს აქვს ემბლემა (ლოგო), რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებზე, აგრეთვე სამინისტროს სუვენირებსა და კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომანქანებსა და კატარღებზე).

მუხლი 12. სამინისტროს ლიკვიდაცია
სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
1
+

ა) სივრცული ინფორმაციის ცენტრი;
ა) სივრცული ინფორმაციის ცენტრი; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან)
ბ) მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი;
ბ) მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან)
გ) ამოღებულია;
დ) ამოღებულია;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია;
ზ) ამოღებულია;
თ) ამოღებულია;
ი) ამოღებულია;
კ) მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო;
ლ) ამოღებულია;
მ) ამოღებულია;
ნ) სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა;
ო) დაცული ტერიტორიების სააგენტო.

23. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №7-სსმ III, №12, 02.02.2009წ; მუხ.142
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში.
2. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას სამინისტრო უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა.
4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე.
6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას №6.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ივლისის დადგენილება №114-სსმ III, №83, 15.07.2005წ; მუხ.904
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები🔗
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში წარმოადგენს:
ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დაგეგმვის სისტემის გამართვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ1) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
გ2) გეოლოგიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
გ3) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
დ) გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება;
ე) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების ხელმძღვანელობა;
ვ) მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების, აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო მართვა (რეგულირება, ზედამხედველობა, აღრიცხვა, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა), მათ შორის:
ვ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების ზედამხედველობა;
ვ.ბ) შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ორგანიზება;
ი) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება, მიღება (გამოცემა);
მ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ნ) კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ო) სამეცნიერო კვლევის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება (ეკომარკის მინიჭების ორგანიზების ჩათვლით);
ჟ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა), აგრეთვე ნარჩენების გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, გაუვნებლებისა და განთავსების სახელმწიფო მართვა;
რ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დადგენის მიზნით შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ს) გარემოს დაცვის ნორმების შემუშავება და დამტკიცება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ლიმიტის დამტკიცება;
უ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გარემოსდაცვითი აუდიტის განხორციელების ორგანიზება;
ქ) ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი ორგანიზაციული და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება;
ღ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ;
ყ) საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების ,,წითელი ნუსხის“ წარმოება და ,,საქართველოს წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზება;
შ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადება;
ჩ) ქვეყნის, რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტის დონეებზე გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის მართვა;
ც) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ძ) მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება;
წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის/ჩაშვების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობების (ნორმების) შეთანხმება;
უ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება.
2. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებას სამინისტრო ზედამხედველობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503
მუხლი 3. სამინისტროს უფლებამოსილება🔗
სამინისტროს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები;
ბ) შექმნას და აწარმოოს დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელმწიფო რეესტრი ეკოლოგიური ექსპერტიზის განსახორციელებლად;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევებში, საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით სამინისტროში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები);
დ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55
მუხლი 4. სამინისტროს დაფინანსება და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა🔗
სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 5. მინისტრი🔗
1. მინისტრის კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. მინისტრი:
ა) მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას;
ბ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის დანარჩენი ორგანიზაციების დებულებებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
გ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურას, საქმისწარმოების წესს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტროს საშტატო ნუსხას, ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
დ) შეიმუშავებს სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის პროექტს;
ე) ამტკიცებს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისადმი;
ვ) ქმნის კომისიებს, საბჭოებს სათათბირო უფლებებით და დებულებებით განსაზღვრავს მათ კომპეტენციასა და საქმიანობის წესს;
ზ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესს;
ი) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენის წესსა და ფორმას.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №19-სსმ III, №20, 13.02.2007წ; მუხ.222
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411
მუხლი 6. მინისტრის მოადგილეები🔗
1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი.
2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონებითა და მთავრობის აქტებით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის დადგენილება №74-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.607
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №21, 11.02.2008წ; მუხ.244
მუხლი 7. სამინისტროს სისტემის მართვა და საქმიანობის ორგანიზება🔗
1. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071
მუხლი 8. სამინისტროს სისტემა🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახური;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;
ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი;
ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი;
ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური;
თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;
ი) მინისტრის აპარატი;
კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ლ) გეოლოგიის სამსახური;
ლ) ამოღებულია;
მ) მიწის მართვის სამსახური.
მ) ამოღებულია;
ნ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;
დ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ე) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ვ) კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო.
3. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) გარემოს დაცვის ინსპექცია;
ბ) სატყეო დეპარტამენტი;
გ) ამოღებულია;
დ) საგამოძიებო დეპარტამენტი.
4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) სივრცული ინფორმაციის ცენტრი; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან)
ა) ამოღებულია;
ბ) მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან)
ბ) ამოღებულია;
გ) ამოღებულია;
დ) ამოღებულია;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია;
ზ) ამოღებულია;
თ) ამოღებულია;
ი) ამოღებულია;
კ) მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო;
ლ) ამოღებულია;
მ) ამოღებულია;
ნ) სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა;
ო) დაცული ტერიტორიების სააგენტო;
პ) გარემოს ეროვნული სააგენტო. (ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან)
პ) გარემოს ეროვნული სააგენტო.
5. სამინისტროს სისტემაში არიან აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები.
6. აჭარისა და აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №66-სსმ III, №83, 10.08.2004წ; მუხ.733
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №110-სსმ III, №137, 26.11.2004წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ივლისის დადგენილება №114-სსმ III, №83, 15.07.2005წ; მუხ.904
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №61-სსმ III, №35, 17.03.2006წ; მუხ.427
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №195-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2038
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №252-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2387
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №17, 06.02.2007წ; მუხ.182
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №19-სსმ III, №20, 13.02.2007წ; მუხ.222
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება №85-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.720
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება №157-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1183
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №234-სსმ III, №151, 26.10.2007წ; მუხ.1672
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №178-სსმ III, №123, 25.08.2008წ; მუხ.1272
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №7-სსმ III, №12, 02.02.2009წ; მუხ.142
მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია🔗
1. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) სასამართლოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
დ) საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია.
3. ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება;
ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შემოწმება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) შრომითი დავების თაობაზე სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში;
ვ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;
თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ი) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა არსებული წესის თანახმად;
კ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ლ) მატერიალური, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება;
მ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობის, აღრიცხვა-ანგარიშგების, ბალანსზე არსებული ქონების, მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;
ნ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ო) სამინისტროს სისტემის ვებგვერდის, კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების შექმნა, ადმინისტრირება.
5. მდგრადი განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
5. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და კონტროლი;
ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
ბ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
გ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
გ) საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვით კონვენციებთან მიერთების პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა.
ე) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობას;
6. გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვით კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში.
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
6. გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
გ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვებ (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობათა განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო წყალსარგებლობის აღრიცხვა და ნორმირება;
გ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და კოორდინაცია;
დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო წყალსარგებლობის აღრიცხვა და ნორმირება;
ვ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, წყლის კომპლექსური გამოყე-ნებისა და დაცვის გენერალური სქემების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;
ე) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და კოორდინაცია;
ზ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატივების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქემების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;
თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ზ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატივების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება;
თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება;
ლ) ჰიდრომეტეორილოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
მ) საქართველოში კლიმატის ცვლილებების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ლ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
ნ) გეოლოგიის დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;
ო) მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებული ბრძანების პროექტის მომზადება;
პ) მიწის რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
7. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის კომპეტენციაა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება.
8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
9. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მივლინებების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება;
ვ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობისათვის ხელშეწყობა.
10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
11. გეოლოგიის სამსახურის კომპეტენციაა გეოლოგიის დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება.
11. ამოღებულია.
12. მიწის მართვის სამსახურის კომპეტენციაა:
12. ამოღებულია.
ა) მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებული ბრძანების პროექტის მომზადება;
13. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის კომპეტენციაა:
ბ) მიწის რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ა) ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რესურსების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;
გ) ბიოლოგიური რესურსების სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების კვოტებისა და მეთოდების განსაზღვრა.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №195-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2038
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის დადგენილება №133-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.883
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №7-სსმ III, №12, 02.02.2009წ; მუხ.142
მუხლი 91. სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია🔗
სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071
მუხლი 11. სამინისტროს სიმბოლიკა🔗
1. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და სახელმწიფო გერბს, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო გერბი გამოისახება სამინისტროს ფასადზე, ხოლო მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების სანებართვო დოკუმენტებში, თანამშრომლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში და ბლანკებზე.
3. სამინისტროს აქვს ემბლემა (ლოგო), რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებზე, აგრეთვე სამინისტროს სუვენირებსა და კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომანქანებსა და კატარღებზე).
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724
მუხლი 12. სამინისტროს ლიკვიდაცია🔗
სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №50, 12.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.051 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12304-22/