ეს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2003).
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. საქართველოსაქართველოს ს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №№3378 3378 - სსმ II, ,№26, №14.07.2006 26 1 4.07.2006 წ., მუხ.206მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
საქმე №ბს-653(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
კასატორმა „იარაღის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის“, მე-3, მე-4, მე-5 მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობა წარმოადგენს სამოქალაქო თავდაცვის იარაღს.
ამასთან, «იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის გახორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებს და მოვალეობებს.
…რომ შპს „ვ--------- 2“-მა გერმანიიდან N14--------------6 ინვოისით შემოიტანა საქონელი De---------------------------------------------------------------------l, რომელიც წარმოადგენს გაზის აეროზოლურ მოწყობილობა.,,იარაღის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის,,ლ" პუნქტის თანახმად გაზის აეროზოლური მოწყობილობა არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
2024 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ 1“ ქვეპუნქტში აღნიშნული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები და გამოყენების წესი და პირობები.
საქართველოს მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“, მუხლი 1, №2264, 08.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.001.275 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14944/muxli-1/