1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) სამოქალაქო იარაღი;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით.
3. იარაღი ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ცივი სასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. იარაღი ცივ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.9
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6162 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
თავი II
სამოქალაქო იარა
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1267
- 27.09.2013 კანონი №1360
- 08.05.2012 კანონი №6162
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. იარაღის სახეები 1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად: ა) სამოქალაქო იარაღი; ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი. 2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით. 3. ცივიარაღი ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნებამიეკუთვნება, იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისსტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისიცივი სახისსასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. იარაღი ცივ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.9 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 თავი II სამოქალაქო იარაღიიარა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-703(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა შეძენილი ნივთების გადაცემაზე, რის საფუძვლადაც მიეთითა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი და ამავე კანონის მე-12 მუხლი. წერილში აღნიშნული იყო, რომ ტექნიკური მახასიათებლები საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული არ არის, რის გამოც, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო აღნიშნული საქონლის იმპორტის რეჟიმში მოქცევის შესაძლებლობას.
- საქმე №ბს-1189(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2022
…საბაჟო დეპარტამენტის 04.06.2020წ. N... წერილით, კ. ი-ის ეცნობა, რომ „იარაღის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სპორტული და სანადირო ცივი სასროლო იარაღი (მშვილდ-ისარი, არბალეტი და სხვ.) მიეკუთვნება სამოქალაქო იარაღის კატეგორიას, კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.
- საქმე №2კ-681აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2021
საქართველოს კანონი,,იარაღის შესახებ“: აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იარაღი დანიშნულების მიხედვით სამ კონკრეტულ სახედ იყოფა: სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო.
- საქმე №ბს-653(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
კასატორმა „იარაღის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის“, მე-3, მე-4, მე-5 მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობა წარმოადგენს სამოქალაქო თავდაცვის იარაღს.
- საქმე №ბს-106-99(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2013
ფაქტობრივი: მოქმედი კანონმდებლობით (,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის მე-2, 24-ე მუხლები,,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-12, მე-14, მე-19, 22-ე მუხლები) მოსარჩელის მიერ დეკლარირებული საქონლისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართული არ არის და მისი სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება აკრძალულია.
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №010100118002252760 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება