თავდაცვის იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:
ა) მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა);
ბ) გაზის (აირის) იარაღი;
გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა;
დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3100
- 31.05.2023 კანონი №3100
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. თავდაცვის იარაღი 1.თავდაცვის თავდაცვისააიარაღი იარაღი,არის თუსამოქალაქო იგიბრუნვაში განკუთვნილიადაშვებული: ფიზიკურია) პირისმოკლე მიერცეცხლსასროლი საკუთარიიარაღი და(გარდა სხვასპორტული პირისმოკლე სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. 2. თავდაცვის იარაღის სახეებია: ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;იარაღისა); ბ) გაზის (აირის) იარაღი; გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა; დ) ელექტროშოკური მოწყობილობა. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-653(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
კასატორმა „იარაღის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის“, მე-3, მე-4, მე-5 მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობა წარმოადგენს სამოქალაქო თავდაცვის იარაღს. მართალია „იარაღის შესახებ“ კანონის 19.8 მუხლის მიხედვით…
- საქმე №ბს-106-99(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2013
სამოქალაქო იარაღის თითოეული ეს სახე იყოფა ასევე სახეობებად, მაგალითად, მე-5 მუხლის თანახმად, თავდაცვის იარაღის ერთ-ერთი სახეობაა მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული იარაღის – სპორტული მოკლელულიანი და სპორტული გრძელლულიანი იარაღები.
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
…ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებითი მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს, ხოლო მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, გაზის აეროზოლური მოწყობილობა განეკუთვნება სამოქალაქო თავდაცვის იარაღის კატეგორიას.
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
…ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებითი მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს, ხოლო მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, გაზის აეროზოლური მოწყობილობა განეკუთვნება სამოქალაქო თავდაცვის იარაღის კატეგორიას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება