1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის იარაღი;
ბ) სპორტული იარაღი;
გ) სანადირო იარაღი;
გ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა;
დ) საკოლექციო იარაღი;
ე) სასიგნალო იარაღი;
ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;
ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4304
- 31.05.2023 კანონი №3100
- 12.07.2021 კანონი №711
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები 1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო დაან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასაჩვენებაში დაან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად დაან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს. 2. სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის იარაღი; ბ) სპორტული იარაღი; გ) სანადირო იარაღი; გ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა; დ) საკოლექციო იარაღი; ე) სასიგნალო იარაღი; ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი; ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-703(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-12, მე-141, მე-19, 22-ე და 24-ე მუხლებზე, ასევე “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ და მეორე მუხლებზე, ასევე
- საქმე №2კ-1274აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2023
ხმოვანი იარაღი,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის,,ა“ პუნქტისა და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს იარაღთს, შესაბამისად აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის დამძიმების საფუძველს.
- საქმე №2კ-1228აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2023
…თანახმად, იარაღად მიიჩნევა ისეთი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი წარმოადგენს სამოქალაქო იარაღთა კატეგორიას.
- საქმე №ბს-1189(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2022
…შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის მიხედვით, ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება სსიპ საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. იმავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.
- საქმე №2კ-900აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
…შორის „სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა“. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით სამოქალაქო იარაღია, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნების გამოყენებისათვის, ხოლო მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სამოქალაქო იარაღის ერთ-ერთი სახეა სანადირო იარაღი.
- საქმე №ბს-653(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
- საქმე №ბს-106-99(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2013
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება