პირისათვის უკანონოდ უარის თქმა მასზე არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობაზე, ანდა იმ დოკუმენტის ან მასალის წარდგენაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან დამახინჯებულად წარდგენა, ანდა მის გასაცნობად სხვაგვარად უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-836-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამომძიებლის მიერ შემდეგი სიტყვების გამოყენება: „[მომჩივნის] მოქმედებებში არის corpus delicti” და „დრო, როცა [მომჩივანმა] ჩაიდინა დანაშაული“, აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც არ ეხებოდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, ჩანაწერის არსებობა, რომ მომჩივნის ქმედებები „შეიცავს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული corpus delicti-ს ნიშნებს“, წარმოადგენდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას (იხ.
- საქმე №2კ-11-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.04.2018
გ-ს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 119-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
- საქმე №ბს-1008-965(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2007
…კონსტიტუციის 24-ე მუხლის მოთხოვნები ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე, მე-17 მუხლის მოთხოვნები პიროვნების ღირსების შელახვის, და წამების დაუშვებლობაზე, რაც დასჯადი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე, 1443-ე, 153-ე, 167-ე, 332-ე, 338-ე მუხლებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარჩელი წარმოდგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს, ანუ საჯარო დაწესებულების ანდა საჯარო მოსამსახურის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
- საქმე №ბს-435-416(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2006
30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 160-ე, 1601-ე 164-ე 165 1 165 3, 1654, 1655, 1656, 166-ე, 1661, 167-ე, 1693, 1696, 1697, 1711, 172-ე, 173-ე, 1731, 1732 და
- საქმე №2კ-15-I-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2001
სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე, 162-ე, 164-ე, 167-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: ადვოკატ ი. ჯ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – ნ.
- საქმე №330310018002460627 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება