1. უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
თავი XXIV
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №2კ-978აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2025
შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ო. გ–ი ბრალდებულად ითვლებოდა დაკავების და არა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მომენტიდან.
- საქმე №2კ-650აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2021
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი;
- საქმე №2კ-408აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.04.2021
…126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით ან 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით…
- საქმე №2კ-24-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2018
თ) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-17 სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) და N5237 კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით).
- საქმე №2კ-19-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2018
…პირველი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შვილის მიმართ), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის,,ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), 170-ე მუხლის პირველი ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება).
- საქმე №2კ-618აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2018
- საქმე №2კ-229აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.09.2016
- საქმე №2კ-86აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2016
- საქმე №2კ-164დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2005
- საქმე №2კ-98კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2002
- საქმე №330802218002575232 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №330802218002505755 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.07.2018
- საქმე №090210018002351585 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №190100119003106131 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება