გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 165. გაფიცვის უფლების ხელყოფა გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-717აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2020
გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
- საქმე №2კ-54-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2020
…პირის – ი. პ.ს მიმართ მ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები: ი. პ.ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2017 წლის 17 იანვრის დადგენილების თანახმად, ბრალად ედება მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
- საქმე №2კ-30-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.11.2017
ა-ს ბრალად ედება მ-ას რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიერ, არასრულწლოვნის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით) და 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, დაზარალებულის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი მდგომარეობის მოწყვლადობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
- საქმე №2კ-29-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.11.2017
პ-ს ბრალად ედება მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ე.ი. პირის გადაბირება, მისი თანხმობით, კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის გაწევის…
- საქმე №7I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2010
…2442-ე მუხლის I ნაწილით, 223-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 246-ე მუხლის I ნაწილით, 243-ე მუხლით, 189-ე მუხლის III ნაწილით, 177-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 28, 209-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 165-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში. 2009 წლის 24 ივნისს ქალაქ ანდიჟანის სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით ნ.
- საქმე №2კ-243აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2004
- საქმე №200100119003217059 · თელავის რაიონული სასამართლო · 12.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება