პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №246 - ვებგვერდი, 20.03.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.03.2013 კანონი №246
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-647-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას, მოქმედებს იძულებით აღსრულების კანონმდებლობით დადგენილი საშუალებები, ამასთან, კონკრეტულად შრომის კანონმდებლობის დარღვევის კონტექსტში, გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლი, რომლის დისპოზიციის მიხედვითაც - პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია.
- საქმე №ბს-802-794(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2017
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის…
- საქმე №2კ-1213აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2009
გ-ე, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
- საქმე №ას-581-964-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2007
…აღძვრაზე სს “......” გენერალურ დირექტორ ე. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლის-სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამასთან, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ს-მ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე და 150-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, მ. ჭ-ე აიძულა გადასულიყო ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე, უარი ეთქვა 17 თვის სახელფასო დავალიანების მიღებაზე, უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან, ნებაყოფლობით არ აღასრულა 2001 წლის 14 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ითვალისწინებდა მ.
- საქმე №2კ-159კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2005
ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წ.
- საქმე №2კ-502დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2005
- საქმე №2კ-37დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2003
- საქმე №330210018002721872 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.12.2019
- საქმე №330100117002167068 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №330210018002721872 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №330100118002256747 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება