საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№549
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№549

2008 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. საომარი მოქმედებების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს თითოეული დაღუპულის ოჯახისათვის (14 ოჯახი) 10 000 (ათი ათასი) ლარის გადაცემა.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) ვ. ვარძელაშვილმა.

4. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 25 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი             ვ. გურგენიძე