საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2010 ბოლო ცვლილება 19.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (126)

შემდგომი ცვლილებები (112)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.

მუხლი 1 ​1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, საქართველოს პროკურატურა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

 

მუხლი 1​2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

 საქართველოს მთავრობის 2011  წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ.

    მუხლი 1 ​3

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №232 - სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1441

    მუხლი 1​4

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე – 58-ე და 65-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

    მუხლი 1​5

თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ლუდის) მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

 

  მუხლი 1​6. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება არასამუშაო დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიმართ. ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2487

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ.

 

    მუხლი 1​7

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

 ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

 ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

 გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტისა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;

თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) დროებითი შემოტანის შემთხვევაში, საქონელი, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2487

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივნისიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ., მუხ.914

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ.,მუხ.914

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №169 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1088

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №232 - სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1441

5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №263- სსმ III, №105, 26.08.2010წ., მუხ.1596

6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10  სექტემბრის დადგენილება №271- სსმ III, №118, 16.09.2010წ., მუხ.1742

7.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №290-სსმ III, №127,04.10.2010წ., მუხ.1846

8 .საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №341-სსმ III, №148,12.11.2010წ., მუხ.2101

10. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №364-სსმ III, №159,06.12.2010წ., მუხ.2238

11. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №372-სსმ III, №162,13.12.2010წ., მუხ.2284

12. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკებრის დადგენილება №388 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2404

13. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2487

14. საქართველოს მთავრობის 2011  წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების

გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები

 

№

მომსახურების სახე

 

მომსახურების ვადა

 

მომსახურების

ტარიფი

(დღგ-ის ჩათვლით)

 

1

აზარტული და მომგებიანი   თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო  დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

400 ლარი

800 ლარი

2 000 ლარი

2

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება

6 თვე

2000 ლარი

 

3

გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების-/ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემა

3 სამუშაო დღეზე მეტი

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

10 ლარი

20 ლარი

4

არქივიდან ერთი საანგარიშო პერიოდის ერთი სახის გადასახადის/მოსაკრებლის დეკლარაციის/გაანგარიშების და მისი დანართების ასლების გაცემა ან ელექტრონული ფორმით შევსებული ერთი საანგარიშო პერიოდის ერთი სახის გადასახადის/მოსაკრებლის   დეკლარაციის/გაანგარიშების ასლის დამოწმება

10 სამუშაო დღე

 

2 სამუშაო დღე

20 ლარი

 

30 ლარი

 

5

გადამხდელის ინიციატივით არაგეგმური საგადასახადო შემოწმების ჩატარება

 

 

1 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი;

1 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 30 000 ლარი

6

 

საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა

 

20 სამუშაო დღე

 

 

10 სამუშაო დღე

 

უფასო

 

 

ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერვუარის ერთ კუბურ მეტრზე 0.05 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

დახურული საწყობის შემთხვევაში საწყისი კოეფიციენტი ნახევრდება;

10 დღეზე უფრო დაჩქარებულ ვადაზე, თითოეულ დაჩქარებულ დღეზე, საწყობის კოეფიციენტს ემატება 0.05 ლარი“;

7

წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა

2 სამუშაო დღეზე მეტი

2 დღე

4–8 საათი

1–3 სთ-მდე

უფასო

 

40 ლარი

100 ლარი

150 ლარი

8

 

 

 

 

 

გაფორმებული საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

კილოგრამზე 1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა

9

 

 

 

 

გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

500 ლარი

10

გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

 

1 სამუშაო დღეზე მეტი

400 ლარი

 

200 ლარი

11

 

ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა

 

4 საათი

1 დღე

1 დღეზე მეტი

 

400 ლარი

300 ლარი

200 ლარი

12

 

ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

 

 

 

აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ

10 ლარისა

13

 

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე

 

 

 

 

არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი

 

 

 

5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი

14

საგადასახადო ორგანოს წინასწარი გადაწყვეტილება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით

10 სამუშაო დღეზე მეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10 სამუშაო დღე

 

 

 

 

 

1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი

 

სხვა პირებისათვის – 5 000 ლარი

 

 

1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 30 000 ლარი

 

სხვა პირებისათვის – 15 000 ლარი 

15

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება

 

 

სააღრიცხვო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300 და არა უმეტეს 5 000 ლარისა

16

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების უფლების მინიჭება (ველის განსაზღვრა)

 2 სამუშაო დღე

100 000 ველის გამოყოფა – 10 000 ლარი

17

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ველის გაგრძელება

 2 სამუშაო დღე

100 000 ველის გაგრძელება – 2 000 ლარი

18

გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული/საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

500 ლარი

100 ლარი

19

გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

250 ლარი

50 ლარი

20

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 (გარდა „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო გირავნობით/

იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

 

 

 

 

1 სამუშაო დღე

 

 

 

 

 

15 ლარი

21

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით ყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

 

 

 

1 სამუშაო დღე

 

 

 

50 ლარი

 

22

წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

500 ლარი

250 ლარი

23

სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა

 

1 სამუშაო დღე

 10 ლარი

24

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის პირობებში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის გაცემა

 

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

100 ლარი

50 ლარი

25

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვაში (ობიექტის ადგილმდებარეობის)

 ცვლილებების შეტანა

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

500 ლარი

100 ლარი

26

დაკარგული ან დაზიანებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ნაცვლად ახლის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

 

1 სამუშაო დღე

 

 

3 სამუშაო დღე

უფასო

 

1 განაცხადზე –

100 ლარი

 

1 განაცხადზე –

50 ლარი

27

აქციზური მარკების გაცემა

 

10 სამუშაო დღე

 

1 სამუშაო დღე

 

 

3 სამუშაო დღე

უფასო

 

1 განაცხადზე –

1 000 ლარი

 

1 განაცხადზე –

250 ლარი

28

საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის მოხსნა

1 სამუშაო დღე

20 ლარი

29

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით გადასახადის გადამხდელის ერთი საგადასახადო ორგანოდან სხვა საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანა

 

1 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

50 ლარი

20 ლარი

30

ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა

 

1 სამუშაო დღე

 

 

 

 

 

 

 

 

3 სამუშაო დღე

1 მარიგებელ სვეტზე (მიუხედავად მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების რაოდენობისა) – 50 ლარი

 

1 მარიგებელ სვეტზე (მიუხედავად

მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების რაოდენობისა) – 30 ლარი

31

საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია

5 სამუშაო დღე

 

1 სამუშაო დღე

 

 

3 სამუშაო დღე

უფასო

 

1 აპარატზე –

20 ლარი

 

1 აპარატზე –

10 ლარი

32

საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანა საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში

5 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

30 სამუშაო დღე

1 000 ლარი

500 ლარი

250 ლარი

33

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია

 

1 სამუშაო დღე

 

3 სამუშაო დღე

1 განაცხადზე –

50 ლარი

1 განაცხადზე –

20 ლარი

34

გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის რეგისტრაცია

 

1 სამუშაო დღე

 

20 ლარი

35

საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

უფასო

20 ლარი

10 ლარი

36

საგადასახადო შედარების აქტის გაფორმება

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

100 ლარი

50 ლარი

37

 

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტისათვის შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე 

1 ობიექტზე –

50 ლარი

38

 

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის სარგებლობის ვადის გაგრძელება

 

1 სამუშაო დღე 

1 ობიექტზე –

50 ლარი

39

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაცია (გარდა იმ პირისა, რომელიც თავის სახელზე არეგისტრირებს ან რომელსაც თავის სახელზე დარეგისტრირებული აქვს მოცემული სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდი)

1 სამუშაო დღე 

1 ობიექტზე –

50 ლარი

40

გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენა

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

10 ლარი

41

ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა ერთი გადასახადის სახიდან მეორე გადასახადის ვალდებულებათა ანგარიშზე

 

5 000 ლარამდე – 50 ლარი

 

1 000 000 ლარამდე – 200 ლარი

 

1 000 000 ლარზე მეტი – 1 000 ლარი

42

დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

50 ლარი

43

ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად ცნობის გაცემა

 

30 კალენდარული დღე

1 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

 

100 ლარი

50 ლარი

44

 

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „A SY CUDA“-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის დაშვება (დამატება)

 

 

 

20 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

 

უფასო

100 ლარი

50 ლარი

45

 

განხორციელებული საქონლის გაფორმების შესახებ ინფორმაციის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

უფასო

50 ლარი

20 ლარი

 

46

 

 

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ A SY CUDA “-ში (თავდაპირველად) დაშვება

 

 

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

 

500 ლარი

250 ლარი

47

 

 

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ A SY CUDA “-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება

 

 

 

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

 

50 ლარი

20 ლარი

 

48

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ

 

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

 

უფასო

250 ლარი

500 ლარი

 

49

 

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

500 ლარი

 

50

 

მონაცემთა ავტო მატი ზებულ სისტემა „ A SY CUDA “-ში დაშვებული საწარმოს (ან მეწარმე ფიზიკური პირის) სახელით სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის სხვა საგადასახადო ორგანოს კოდზე დაშვება

 

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

 

უფასო

50 ლარი

100 ლარი

51

 

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „A SY CUDA“-ში

 

 

 

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

 

 

უფასო

50 ლარი

100 ლარი

52

 

პირის მიერ სამუშაო დღის 1600  სთ-დან 1900 სთ-მდე არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება

 

 

 

50 ლარი

50

საბაჟო მონაცემთა ავტორიზებულ სისტემაში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის სხვა საბაჟო ორგანოს კოდზე დაშვება

 

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

 

უფასო

50 ლარი

100 ლარი

51

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საბაჟო საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი

52

 

(ამოღებულია)

 

 

53

 

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე მატერიალური სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის (მათ შორის, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გაცემა

 

1 ცალი – 50 თეთრი

 

54

 

 

საქონლის გაფორმება (გარდა

მე-12 და 66-ე გრაფებით

გათვალისწინებული

შემთხვევებისა)

 

 

 

 

3000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3000-დან 15000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი

 

 

55

(ამოღებულია)

 

 

56

(ამოღებულია)

 

 

57

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის

ტერიტორიაზე სატრანსპორტო

საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და იმავე ან სხვა სატრანსპორტო

საშუალებაზე დატვირთვა

 

 

 

 

 

1 ტონა – 25 ლარი“.

58

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე გადატანა

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი

1300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი

6500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე

1300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე

6500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე

 

59

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა

 

 

 

 

1 კგ – 0.040 ლარი,

1 მ​3 – 0.20 ლარი,

1 მ​2-მდე – 30 ლარი,

1 მ​2-ის ზევით – 30 ლარს + ყოველ 1 მ​2-ზე 0.10 ლარი,

1 მ – 0.20 ლარი,

1 ცალი – 0.02 ლარი

60

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სეს ესნ კოდის დადგენა

 

1 სახეობის ობიექტი – 15 ლარი

 

61

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

 

 

1 სახეობის ობიექტი

100 ლარამდე – 10 ლარი,

100-დან 10000 ლარამდე – 25 ლარი,

10 000 ლარის ზევით –

150 ლარი

62

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 40 ლარი

63

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 80 ლარი

64

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენა

 

 

 

 

5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა,

5000-დან 100 000 ლარამდე – 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%,

100 000-დან 1 000 000 ლარამდე – 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%,

1 000 000 ლარის ზევით თანხის 0,8%

 

 

65

(ამოღებულია)

 

 

66

ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. №30-ში მდებარე კონტროლის ზონაში „საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის (გარდა საფოსტო გზავნილისა) გაფორმება

 

3000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3000-დან 15000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

300 ლარი;

 

15000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი

 

67

დეკლარირებისათვის საჭირო

დოკუმენტების წინასწარი განხილვა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის

შემოტანამდე

 

 

 

 

 

 

100 ლარი.

  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ., მუხ.914

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №169 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1088

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ.,

მუხ.1172

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №263- სსმ III, №105, 26.08.2010წ., მუხ.1596

6 . საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10  სექტემბრის დადგენილება №271- სსმ III, №118, 16.09.2010წ., მუხ.1742

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №290-სსმ III, №127,04.10.2010წ., მუხ.1846

საქართველოს მთავრობის 2010   წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №341-სსმ III, №148,12.11.2010წ., მუხ.2101

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №364-სსმ III, №159,06.12.2010წ., მუხ.2238

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №372-სსმ III, №162,13.12.2010წ., მუხ.2284

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკებრის დადგენილება №388 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2404

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №96, 30.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2800-14/