საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2010 ბოლო ცვლილება 19.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (126)

შემდგომი ცვლილებები (106)

წინა ცვლილებები (20)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

     მუხლი 1

1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის 2011   წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03. 2011წ.

    მუხლი 1​1

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია;

ე) საქართველოს პროკურატურა;

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

თ) საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

    მუხლი 1​2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ.

    მუხლი 1​3

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №232 - სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1441

    მუხლი 1​4

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 57-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ. „ოქროს სიის“ მონაწილე პირისათვის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

საქართველოს მთავრობის 2011   წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 1 8 .01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ.

    მუხლი 1​5

თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

საქართველოს მთავრობის 2011   წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 1 8 .01.2011წ.

    მუხლი 1​6

 „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება: სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმების არასამუშაო დროს განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ) ან საქონლის დეკლარირების არასამუშაო დროს განხორციელების შემთხვევაში. ამ დადგენილების მიზნებისათვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები. ამასთან, ოქროს სიის მონაწილე პირის მიმართ ან/და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2487

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ.

 საქართველოს მთავრობის 2011  წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი,28.02.2011წ.

    მუხლი 1​7

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

 ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

 ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

 გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტისა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;

თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;

კ) (ამოღებულია - 23.02.2010,№97);

ლ) სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ პორტალში ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება;

მ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2487

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი,18.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011  წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი,28.02.2011წ.

    მუხლი 1​8

1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.

2. ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების “ 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

    მუხლი 1​9

,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმეები.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივნისიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ., მუხ.914

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ.,მუხ.914

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №169 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1088

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №232 - სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1441

5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №263- სსმ III, №105, 26.08.2010წ., მუხ.1596

6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10  სექტემბრის დადგენილება №271-სსმIII, №118,16.09.2010წ., მუხ.1742

7.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №290-სსმ III, №127,04.10.2010წ., მუხ.1846

8 .საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №341-სსმ III, №148,12.11.2010წ., მუხ.2101

10. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №364-სსმ III, №159,06.12.2010წ., მუხ.2238

11. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №372-სსმ III, №162,13.12.2010წ., მუხ.2284

12. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკებრის დადგენილება №388 - სსმIII, №168,24.12.2010წ., მუხ.2404

13. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172,31.12.2010წ., მუხ.2487

14. საქართველოს მთავრობის 2011  წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.

15. საქართველოს მთავრობის 2011  წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.

16.  საქართველოს მთავრობის 2011  წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.

17.  საქართველოს მთავრობის 2011  წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ.

18. საქართველოს მთავრობის 2011  წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

19. საქართველოს მთავრობის 2011  წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

20. საქართველოს მთავრობის 2011  წლის 14 მარტის დადგენილება №127 - ვებგვერდი, 17.03.2011წ.

 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების

გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები

№

მომსახურების სახე

მომსახურების ვადა

 

მომსახურების

ტარიფი

(დღგ-ის ჩათვლით)

1

აზარტული და მომგებიანი   თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო  დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

400 ლარი

800 ლარი

2 000 ლარი

2

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება

6 თვე

2000 ლარი

 

3

გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების-/ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემა

3 სამუშაო დღეზე მეტი

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

10 ლარი

20 ლარი

4

არქივიდან ერთი საანგარიშო პერიოდის ერთი სახის გადასახადის/მოსაკრებლის დეკლარაციის/გაანგარიშების და მისი დანართების ასლების გაცემა ან ელექტრონული ფორმით შევსებული ერთი საანგარიშო პერიოდის ერთი სახის გადასახადის/მოსაკრებლის   დეკლარაციის/გაანგარიშების ასლის დამოწმება

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

20 ლარი

30 ლარი

 

5

გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარება

 

 

ორგანიზაციებისათვის – 5000 ლარი;

სხვა პირებისათვის – თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა 1 000 000 ლარამდეა – 10 000 ლარი;

თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა   1 000 000 ლარზე მეტია – 30 000 ლარი.

შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისათვის ორგანიზაციად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული წარმონაქმნები; 

6

საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

უფასო

ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერვუარის ერთ კუბურ მეტრზე 0.05 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

დახურული საწყობის შემთხვევაში საწყისი კოეფიციენტი ნახევრდება;

10 დღეზე უფრო დაჩქარებულ ვადაზე, თითოეულ დაჩქარებულ დღეზე, საწყობის კოეფიციენტს ემატება 0.05 ლარი;

7

წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა

2 სამუშაო დღეზე მეტი

2 დღე

4–8 საათი

1–3 სთ-მდე

უფასო

40 ლარი

100 ლარი

150 ლარი

8

 

გაფორმებული საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

კილოგრამზე 1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა

9

 

გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

500 ლარი

10

გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღეზე მეტი

400 ლარი

200 ლარი

11

ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა

4 საათი

1 დღე

1 დღეზე მეტი

400 ლარი

300 ლარი

200 ლარი

12

ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

 

აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ 10 ლარისა

13

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე

 

 

არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი

5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი

14

საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევისა)

10 სამუშაო დღეზე მეტი

 

 

 

10 სამუშაო დღე

1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი;

სხვა პირებისათვის – 5 000 ლარი.

1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 30 000 ლარი;

სხვა პირებისათვის – 15 000 ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები;

15

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება

 

 

სააღრიცხვო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300 და არა უმეტეს 5 000 ლარისა

16

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების უფლების მინიჭება (ველის განსაზღვრა)

 2 სამუშაო დღე

100 000 ველის გამოყოფა – 10 000 ლარი

17

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ველის გაგრძელება

 2 სამუშაო დღე

100 000 ველის გაგრძელება – 2 000 ლარი

18

გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული/საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

500 ლარი

100 ლარი

19

გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

250 ლარი

50 ლარი

20

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 (გარდა „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო გირავნობით/

იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

1 სამუშაო დღე

 

15 ლარი

21

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით ყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

1 სამუშაო დღე

 

50 ლარი

 

22

წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

500 ლარი

250 ლარი

23

სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა

 

1 სამუშაო დღე

 10 ლარი

24

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის პირობებში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

100 ლარი

50 ლარი

25

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვაში (ობიექტის ადგილმდებარეობის)

 ცვლილებების შეტანა

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

500 ლარი

100 ლარი

26

დაკარგული ან დაზიანებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ნაცვლად ახლის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

უფასო

1 განაცხადზე – 100 ლარი

1 განაცხადზე – 50 ლარი

27

აქციზური მარკების გაცემა

 

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

უფასო

1 განაცხადზე – 1 000 ლარი

1 განაცხადზე – 250 ლარი

28

საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის მოხსნა

1 სამუშაო დღე

20 ლარი

29

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით გადასახადის გადამხდელის ერთი საგადასახადო ორგანოდან სხვა საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანა

1 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

50 ლარი

20 ლარი

30

ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვასთან დაკავშირებული მომსახურება

 

ერთი ლუქისათვის – 12 ლარი

31

საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე

1 აპარატზე – 10 ლარი

32

(ამოღებულია)

 

 

33

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 განაცხადზე – 50 ლარი

1 განაცხადზე – 20 ლარი

34

გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე

20 ლარი

35

საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

უფასო

20 ლარი

10 ლარი

36

საგადასახადო შედარების აქტის გაფორმება

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

100 ლარი

50 ლარი

37

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტისათვის შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე 

1 ობიექტზე –  50 ლარი

38

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის სარგებლობის ვადის გაგრძელება

1 სამუშაო დღე 

1 ობიექტზე – 50 ლარი

39

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაცია (გარდა იმ პირისა, რომელიც თავის სახელზე არეგისტრირებს ან რომელსაც თავის სახელზე დარეგისტრირებული აქვს მოცემული სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდი)

1 სამუშაო დღე 

1 ობიექტზე – 50 ლარი

40

გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენა

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

10 ლარი

41

ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა ერთი გადასახადის სახიდან მეორე გადასახადის ვალდებულებათა ანგარიშზე

 

5 000 ლარამდე – 50 ლარი

1 000 000 ლარამდე – 200 ლარი

1 000 000 ლარზე მეტი – 1 000 ლარი

42

დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

50 ლარი

43

ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად ცნობის გაცემა

 

30 კალენდარული დღე

1 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

50 ლარი

44

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „A SY CUDA“-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის დაშვება (დამატება)

20 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

50 ლარი

45

განხორციელებული საქონლის გაფორმების შესახებ ინფორმაციის გაცემა

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

20 ლარი

46

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ A SY CUDA “-ში (თავდაპირველად) დაშვება

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

500 ლარი

250 ლარი

47

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ A SY CUDA “-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

50 ლარი

20 ლარი

 

48

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

500 ლარი

 

49

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

500 ლარი

50

მონაცემთა ავტო მატი ზებულ სისტემა „ A SY CUDA “-ში დაშვებული საწარმოს (ან მეწარმე ფიზიკური პირის) სახელით სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის სხვა საგადასახადო ორგანოს კოდზე დაშვება

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი

51

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „A SY CUDA“-ში

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი

52

 

პირის მიერ სამუშაო დღის 1600  სთ-დან 1900 სთ-მდე არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება

 

 

50 ლარი

50

საბაჟო მონაცემთა ავტორიზებულ სისტემაში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის სხვა საბაჟო ორგანოს კოდზე დაშვება

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი

51

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საბაჟო საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი

52

(ამოღებულია)

 

 

53

 

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე მატერიალური სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის (მათ შორის, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გაცემა

1 ცალი – 50 თეთრი

 

54

სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი

55

(ამოღებულია)

 

 

56

(ამოღებულია)

 

 

57

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის

ტერიტორიაზე სატრანსპორტო

საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და იმავე ან სხვა სატრანსპორტო

საშუალებაზე დატვირთვა

 

1 ტონა – 25 ლარი

58

დაინტერესებული პირის მოთხოვნით თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე გადატანა

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი.

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე

59

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა

 

 

 

1 კგ – 0.040 ლარი,

1 მ​3 – 0.20 ლარი,

1 მ​2-მდე – 30 ლარი,

1 მ​2-ის ზევით – 30 ლარს + ყოველ 1 მ​2-ზე 0.10 ლარი,

1 მ – 0.20 ლარი,

1 ცალი – 0.02 ლარი

60

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით ექსპერტის მიერ სეს ესნ კოდის დადგენა

 

1 სახეობის ობიექტი – 15 ლარი

61

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

 

1 სახეობის ობიექტი

100 ლარამდე – 10 ლარი,

100-დან 10000 ლარამდე – 25 ლარი,

10 000 ლარის ზევით – 150 ლარი

62

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 40 ლარი

63

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 80 ლარი

64

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენა

 

 

5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა,

5000-დან 100 000 ლარამდე – 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%,

100 000-დან 1 000 000 ლარამდე – 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%,

1 000 000 ლარის ზევით თანხის 0,8%

65

(ამოღებულია)

 

 

66

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის (გარდა საფოსტო გზავნილისა) ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. №30-ში მდებარე კონტროლის ზონაში გაფორმება

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი

67

(ამოღებულია)

 

 

68

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

 

 

ერთ დეკლარაციაზე – 20 ლარი

 

 

69

დაინტერესებული პირის მოთხოვნით ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე გადატანა

 

ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 30 ლარი;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 50 ლარი;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 100 ლარი.

 

ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 30 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 50 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 100 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე.

70

ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა

 

 

 

 

50 ლარი

 

71

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარ ი ული სერტიფიკატის გაცემა

 

 

 

 

25 ლარი

 

72

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი ს ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო;

10 ლარი;

20 ლარი;

25 ლარი

73

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო;

20 ლარი;

40 ლარი;

50 ლარი

74

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა

 

 

 

50 ლარი

75

ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება

 

 

 

ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი

76

მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება (გარდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციისა) 

 

ერთი დეკლარაცია –  30 ლარი

 

77

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურება

 

 

ერთ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – 180 ლარი.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ., მუხ.914

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №169 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1088

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №263- სსმ III, №105, 26.08.2010წ., მუხ.1596

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10  სექტემბრის დადგენილება №271- სსმ III, №118, 16.09.2010წ., მუხ.1742

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №290-სსმ III, №127,04.10.2010წ., მუხ.1846

საქართველოს მთავრობის 2010  წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №341-სსმ III, №148,12.11.2010წ., მუხ.2101

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №364-სსმ III, №159,06.12.2010წ., მუხ.2238

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №372-სსმ III, №162,13.12.2010წ., მუხ.2284

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკებრის დადგენილება №388 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2404

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი,28.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 14 მარტის დადგენილება №127 - ვებგვერდი, 17.03.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №96, 30.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2800-20/