საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2010 ბოლო ცვლილება 19.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (126)

შემდგომი ცვლილებები (80)

წინა ცვლილებები (46)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

     მუხლი 1

1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03. 2011წ.

    მუხლი 1​1

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია;

ე) საქართველოს პროკურატურა;

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

თ) საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

    მუხლი 1​2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ.

    მუხლი 1​3

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №232 - სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1441

მუხლი 1​4 ​

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, 59 -ე – 64-ე, 66-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან  5 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ.

2. „ოქროს  სიის“მონაწილე პირისათვის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილ ი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 993 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილ , „ოქროს სიის“მონაწილე პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 1 8 .01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №259 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 12.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №401 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

    მუხლი 1​5

თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 1 8 .01.2011წ.

 

  მუხლი 1​6. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2487

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ.

 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი,28.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №177 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.

    მუხლი 1​7

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“54-ე, 66-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 82​1 და 82​2 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით; 

გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი (,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 86-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გარდა) და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება.

 შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;

თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;

კ ) სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ პორტალში ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება;

ლ ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება;

 მ ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2487

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი,18.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი,28.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №231 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

    მუხლი 1​8

1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.

2. ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 1​4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

    მუხლი 1​9

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება:

ა) მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე;

ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაზე, აგრეთვე იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რომელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 83 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

    მუხლი 1​10

      გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება დეკლარანტის მიერ საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის დოკუმენტების ელექტრონულად ან ASYCUDA-ს მეშვეობით რეგისტრირებული დეკლარაციისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონულად მიწოდება). ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილებასა და სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები. ამასთან, „ოქროს სიის“მონაწილე პირის მიმართ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება. ( ამ მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 19 სექტემბრიდან 2011 წლის 27 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.)

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 12.10.2011წ.

     მუხლი 1​10

1. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 66-ე და 82​2​ გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება საქონლის სპეციალური სატვირთო დეკლარაციით დეკლარირება) .

2. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე , 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.

3. არასამუშაო დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება იმ პირის ათვის, რომელსაც „ოქროს სიის“მონაწილ ის სტატუსი მინიჭებული აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .

4. ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა ს – 14 საათის შემდეგი პერიოდი და უქმე დღეები.

 (ამ მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 27 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.)

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 12.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.

    მუხლი 1​11

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე ის პირი, რომელიც 2012 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად. ამასთან, აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს აქვს მხოლოდ ერთხელ, ერთი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისას.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებულ ი მომსახურება არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე უკვე რეგისტრირებული GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი ს სხვა პირზე რეგისტრაციას.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-5 გრაფით გათვალისწინებული მომსახურება არ მოიცავს გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №293 – ვებგვერდი, 29.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №495 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 26.01.2012წ.

    მუხლი 1​12

1. თუ პირმა პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრამდე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის 6-თვიანი ვადის განმავლობაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული პირობებით, პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ახალი პირობებით სარგებლობის დაწყებამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საფასურის ანგარიშში ჩაითვალოს 2012 წლის 1 იანვრამდე დაწყებული მომსახურებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის თანხა, დარჩენილი პერიოდის (მიუღებელი მომსახურების) პროპორციულად.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 26.01.2012წ.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივნისიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ., მუხ.914

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ.,მუხ.914

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №169 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1088

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №232 - სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1441

5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №263- სსმ III, №105, 26.08.2010წ., მუხ.1596

6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №271-სსმIII, №118,16.09.2010წ., მუხ.1742

7.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №290-სსმ III, №127,04.10.2010წ., მუხ.1846

8 .საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №341-სსმ III, №148,12.11.2010წ., მუხ.2101

10. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №364-სსმ III, №159,06.12.2010წ., მუხ.2238

11. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №372-სსმ III, №162,13.12.2010წ., მუხ.2284

12. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკებრის დადგენილება №388 - სსმIII, №168,24.12.2010წ., მუხ.2404

13. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172,31.12.2010წ., მუხ.2487

14. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.

15. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.

16. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.

17. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ.

18. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

19. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

20. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის დადგენილება №127 - ვებგვერდი, 17.03.2011წ.

21. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №143 - ვებგვერდი, 29.03.2011წ.

22. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

23. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №177 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.

24. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.

25. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 3 მაისის დადგენილება  №198 - ვებგვერდი, 06.05.2011წ.

26. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

27. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

28. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №231 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

29. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №259 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

30. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 08.07.2011წ.

31. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №286 – ვებგვერდი, 25.07.2011წ.

32. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №293 – ვებგვერდი, 29.07.2011წ.

33. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №311 -ვებგვერდი, 12.08.2011წ.

34. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №324 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.

35. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №353 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.

36. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №368 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.

37. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 12.10.2011წ.

38. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

39. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №401 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

40. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

41. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკ ემბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.

42. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკ ემბრის დადგენილება №495 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

43. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29  დეკ ემბრის დადგენილება №510 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

44. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 26.01.2012წ.

45. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

46. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №45 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები

№

მომსახურების სახე

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

(დღგ-ის ჩათვლით)

1

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

400 ლარი

800 ლარი

2 000 ლარი

2

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება

 

1 წელი

 

 

 

 

 

 

მსხვილი გადამხდელის სტატუსის მქონე პირებისათვის ან/და  3 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირისათვის –  3 000 ლარი;

1 000 000 ლარიდან 3 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის –  2 000 ლარი;

სხვა პირებისათვის – 1 000 ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები

 

3

გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების-/ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემა

3 სამუშაო დღეზე მეტი

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

10 ლარი

20 ლარი

4

არქივიდან ერთი საანგარიშო პერიოდის ერთი სახის გადასახადის/მოსაკრებლის დეკლარაციის/გაანგარიშების და მისი დანართების ასლების გაცემა ან ელექტრონული ფორმით შევსებული ერთი საანგარიშო პერიოდის ერთი სახის გადასახადის/მოსაკრებლის დეკლარაციის/გაანგარიშების ასლის დამოწმება

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

20 ლარი

30 ლარი

 

5

გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარება

 

 

ორგანიზაციებისათვის – 5000 ლარი;

სხვა პირებისათვის – თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა 1 000 000 ლარამდეა – 10 000 ლარი;

თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა 1 000 000 ლარზე მეტია – 30 000 ლარი.

შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისათვის ორგანიზაციად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული წარმონაქმნები; 

6

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

7

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

8

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

9

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

10

გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღეზე მეტი

400 ლარი

200 ლარი

11

ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა

4 საათი

1 დღე

1 დღეზე მეტი

400 ლარი

300 ლარი

200 ლარი

12

ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

 

აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ 10 ლარისა

13

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704,  8705 და 8711 (რომლის ძრავ ა ს მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე)

 

არა უმეტეს 5 კალენ -დარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;

 5 კალენდარულ დღეზე მეტი  ვადით – 100 ლარს + ყოველ  კალენდარულ დღეზე 10 ლარი.

14

საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევ ებ ისა)

20 სამუშაო დღეზე მეტი

 

 

 

 

20 სამუშაო დღე

1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი;

სხვა პირებისათვის – 5 000 ლარი.

1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და        10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 30 000 ლარი;

სხვა პირებისათვის – 15 000 ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები

15

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად, ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება

 

სააღრიცხვო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 20 და არა უმეტეს 5 000 ლარისა

16

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების უფლების მინიჭება (ველის განსაზღვრა)

 2 სამუშაო დღე

100 000 ველის გამოყოფა – 10 000 ლარი

17

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ველის გაგრძელება

 2 სამუშაო დღე

100 000 ველის გაგრძელება – 2 000 ლარი

18

გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული/საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

500 ლარი

100 ლარი

19

გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

250 ლარი

50 ლარი

20

(ამოღებულია – 25.03.2011, №143)

 

 

21

(ამოღებულია – 25.03.2011, №143)

 

 

22

წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

500 ლარი

250 ლარი

23

სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა

 

1 სამუშაო დღე

 10 ლარი

24

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის პირობებში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

100 ლარი

50 ლარი

25

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვაში (ობიექტის ადგილმდებარეობის)

 ცვლილებების შეტანა

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

500 ლარი

100 ლარი

26

(ამოღებულია – 08.02.2012, №45)

 

 

27

(ამოღებულია – 21.04.2011, №183)

 

 

28

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

29

(ამოღებულია – 03.05.2011, №198)

 

 

30

ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვასთან დაკავშირებული მომსახურება

 

ერთი ლუქისათვის – 12 ლარი

31

GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფა

1 სამუშაო დღე

1 ს აკონტროლო- სალარო აპარატი – 290 ლარი

32

(ამოღებულია)

 

 

33

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 განაცხადზე – 50 ლარი

1 განაცხადზე – 20 ლარი

34

გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე

20 ლარი

35

საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

უფასო

20 ლარი

10 ლარი

36

საგადასახადო შედარების აქტის გაფორმება

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

100 ლარი

50 ლარი

37

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტისათვის შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე

1 ობიექტზე – 50 ლარი

38

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის სარგებლობის ვადის გაგრძელება

1 სამუშაო დღე

1 ობიექტზე – 50 ლარი

39

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაცია (გარდა იმ პირისა, რომელიც თავის სახელზე არეგისტრირებს ან რომელსაც თავის სახელზე დარეგისტრირებული აქვს მოცემული სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდი)

1 სამუშაო დღე

1 ობიექტზე – 50 ლარი

40

გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენა

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

10 ლარი

41

ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა ერთი გადასახადის სახიდან მეორე გადასახადის ვალდებულებათა ანგარიშზე

 

5 000 ლარამდე – 50 ლარი

1 000 000 ლარამდე – 200 ლარი

1 000 000 ლარზე მეტი – 1 000 ლარი

42

დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

50 ლარი

43

ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად ცნობის გაცემა

 

30 კალენდარული დღე

1 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

50 ლარი

44

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

45

განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიღება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის დეკლარირებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის)

 

10 სამუშაო დღე

 

3 სამუშაო დღე

 

1 სამუშაო დღე

 

უფასო

 

20 ლარი

 

50 ლარი

46

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში თავდაპირველად დაშვება

 

 

 

200 ლარი

47

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ A SY CUDA “-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

50 ლარი

20 ლარი

 

48

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

500 ლარი

 

49

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

250 ლარი

500 ლარი

50

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

51

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „A SY CUDA“-ში

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი

52

 

პირის მიერ სამუშაო დღის 1600 სთ-დან 1900 სთ-მდე არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება

 

50 ლარი

50

საბაჟო მონაცემთა ავტორიზებულ სისტემაში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის სხვა საბაჟო ორგანოს კოდზე დაშვება

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი

51

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საბაჟო საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო

50 ლარი

100 ლარი

52

(ამოღებულია)

 

 

53

 

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე მატერიალური სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის (მათ შორის, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გაცემა

1 ცალი – 50 თეთრი

 

54

საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე,

68-ე, 75-ე, 82-ე, 82​1, 82​2, 86-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი

55

(ამოღებულია)

 

 

56

(ამოღებულია)

 

 

57

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის

ტერიტორიაზე სატრანსპორტო

საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და იმავე ან სხვა სატრანსპორტო

საშუალებაზე დატვირთვა

 

1 ტონა – 25 ლარი

58

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

59

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა

 

1 კგ – 0.040 ლარი,

1 მ​3 – 0.20 ლარი,

1 მ​2-მდე – 30 ლარი,

1 მ​2-ის ზევით – 30 ლარს + ყოველ 1 მ​2-ზე 0.10 ლარი,

1 მ – 0.20 ლარი,

1 ცალი – 0.02 ლარი

60

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით ექსპერტის მიერ სეს ესნ კოდის დადგენა

 

1 სახეობის ობიექტი – 15 ლარი

61

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

1 სახეობის ობიექტი

100 ლარამდე – 10 ლარი,

100-დან 10000 ლარამდე – 25 ლარი,

10 000 ლარის ზევით – 150 ლარი

62

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით , მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ ჩათვლით) ან/და მისაბმელის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 40 ლარი

63

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ-ზე მეტი) ან/და  მისაბმელის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 80 ლარი

64

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენა

 

5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა,

5000-დან 100 000 ლარამდე – 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%,

100 000-დან 1 000 000 ლარამდე – 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%,

1 000 000 ლარის ზევით თანხის 0,8%

65

(ამოღებულია)

 

 

66

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის გაფორმება (გარდა 87-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი

67

(ამოღებულია)

 

 

68

,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან პორტალ ,,ბათუმის პორტში“ ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ დეკლარაციაზე – 20 ლარი

 

 

69

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

70

ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა

 

50 ლარი

71

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარ ი ული სერტიფიკატის გაცემა

 

25 ლარი

72

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო;

10 ლარი;

20 ლარი;

25 ლარი

73

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო;

20 ლარი;

40 ლარი;

50 ლარი

74

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა

 

50 ლარი

75

ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება (ექსპორტისა და რეექ სპორტის გარდა)

 

ერთ დეკლარაციაზე

– 150 ლარი

76

მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება          

 

ერთი დეკლარაცია – 30 ლარი

77

(ამოღებულია – 24.05.2011, №221)

 

 

78

ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

 

10 ლარი

79

მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

 

20 ლარი

80

საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა

10 სამუშაო დღე;

 5 სამუშაო დღე;

1 სამუშაო დღე

უფასო;

1 ცნობა – 20 ლარი;

 1 ცნობა – 50 ლარი

81

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, ბუნებრივი/საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენა

არა უმეტეს

ორი თვე

5000 ლარი

82

საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ „ASYCUDA“-ს მეშვეობით რეგისტრირებული, დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი

82​1

საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი;

82​2

საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

400 ლარი

83

კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია პორტალ „ბათუმის პორტის“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან გაფორმების დეპარტამენტის მიერ

 

50 ლარი

84

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა აღრიცხვის მოწმობის გამარტივებულად შევსების, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის შემთხვევებისა)

 

 

20 ლარი

85

(ამოღებულია – 07.06.2011, №231)

 

 

86

სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704,   8705 და 8711 (რომლის ძრავ ა ს მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გარდა)

 

50 ლარი

87

საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება

 

300 ლარი

88

პირისათვის უცხო  ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მინიჭება

 

200 ლარი

89

პირისათვის უცხო  ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების გაუქმების შემდეგ უფლების ხელმეორედ რეგისტრაცია

 

500 ლარი

90

TIR რეჟიმში გაწევრიანებისა და TIR მფლობელის სტატუსის მაძიებელი პირისათვის, არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის  მიწოდება საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში წარსადგენად

 

1 სამუშაო დღე – 30 ლარი                                                        3 სამუშაო დღე –15 ლარი

10 სამუშაო დღე – უფასო                                           

91

საქონლის საწყობში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან სხვა დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურების მიზნით მათი ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“‑ში დაშვება

 

1 სამუშაო დღე – 200 ლარი                                                        3 სამუშაო დღე – 150 ლარი                                                    

92

საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება

 

1 სამუშაო დღე –

200 ლარი;

3 სამუშაო დღე –

150 ლარი

93

ელექტრონული ფორმით საფოსტო გზავნილების რეგისტრაციისათვის საფოსტო გადამზიდავთა დაშვება ინტერნეტ პორტალზე

 

1 სამუშაო დღე – 200 ლარი                                                        3 სამუშაო დღე – 150 ლარი  

94

(ამოღებულია – 18.11.2011, №437)

 

 

95

საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა

3 სამუშაო დღე

3 სამუშაო

დღეზე ნაკლები

უფასო

100 ლარი

96

წამახალისებელი გათამაშების თამაშობის ზოგადი წესის შეთანხმება

 

10 000 ლარი

97

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გამოწერის უფლებამოსილი პირის სტიკერით უზრუნველყოფა

 

ერთი სტიკერი – 0.35 ლარი

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის დადგენილება №149 - სსმ III, №61, 31.05.2010წ., მუხ.914

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №169 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1088

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №263- სსმ III, №105, 26.08.2010წ., მუხ.1596

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №271- სსმ III, №118, 16.09.2010წ., მუხ.1742

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №290-სსმ III, №127,04.10.2010წ., მუხ.1846

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №337-სსმ III, №146,10.11.2010წ., მუხ.2077

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №341-სსმ III, №148,12.11.2010წ., მუხ.2101

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №364-სსმ III, №159,06.12.2010წ., მუხ.2238

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №372-სსმ III, №162,13.12.2010წ., მუხ.2284

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკებრის დადგენილება №388 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2404

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი,28.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის დადგენილება №127 - ვებგვერდი, 17.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №143 - ვებგვერდი, 29.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №177 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 83 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 3 მაისის დადგენილება  №198 - ვებგვერდი, 06.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №231 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 08.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №286 - ვებგვერდი, 25.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №293 – ვებგვერდი, 29.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №311 -ვებგვერდი, 12.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №324 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №353 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №368 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №495 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29  დეკემბრის დადგენილება №510 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 26.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 03.02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №45 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №96, 30.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2800-46/