ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2015 ბოლო ცვლილება 09.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№476
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.018862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

წინა ცვლილებები (12)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №476

2015 წლის 14 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

+
მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 1-დან 169 მოსწავლის ჩათვლით და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართი №4-ით და დანართი №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:

ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.25-ით;

ა.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.05-ით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.15-ით;

ა.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.90-ით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 0.85-ით;

ა.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.40-ით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.80-ით;

ა.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.30-ით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.70-ით;

ა.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.10-ით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.65-ით;

ა.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.00-ით;

ბ) საჯარო სკოლის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.35-ით;

ბ.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.25-ით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.25-ით;

ბ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.10-ით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით;

ბ.გ​​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.90-ით;

ბ.დ​​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.50-ით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.80-ით;

ბ.ე​​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.30-ით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.75-ით;

ბ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.20-ით.

4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) საჯარო სკოლებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 375 ლარით;

ა.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 345 ლარით;

ა.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 570 ლარით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარით;

ა.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 240 ლარით;

ა.დ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 390 ლარით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 210 ლარით;

ა.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 330 ლარით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 195 ლარით;

ა.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 300 ლარით;

ბ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 405 ლარით;

ბ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარით;  

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 375 ლარით;

ბ.ბ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 630 ლარით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით;

ბ.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 270 ლარით;

ბ.დ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 240 ლარით;

ბ.ე​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 390 ლარით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 225 ლარით;

ბ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 360 ლარით.

5. კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით.

6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის 1.19 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის 1.15 კოეფიციენტზე გამრავლებით.

7. საჯარო სკოლებისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება, კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 15 000.00 ლარით;

ა​​​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა​​​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 20 000.00 ლარით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 14 000.00 ლარით;

ბ​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ​​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 19 000.00 ლარით;

გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 13 000.00 ლარით;

გ​​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ​​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 18 000.00 ლარით;

დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 12 000.00 ლარით;

დ​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ​​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ​​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 17 000.00 ლარით;

ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 11 000.00 ლარით;

ე​​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე​​​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 16 000.00 ლარით;

ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 10 000.00 ლარით;

ვ​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 15 000.00 ლარით.

7​1. (ამოღებულია - 28.06.2024, №211).

8. (ამოღებულია - 28.06.2024, №211).

9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა ესაჭიროებათ დამატებითი დაფინანსება, შესაბამის დამატებითი დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.

10. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის:

ა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.14 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;

ბ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი  შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.30 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;

გ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.38 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 3 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით.

11. სოფელში/დაბაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ ქვეპუნქტების, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსებისა და მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.03 კოეფიციენტზე გამრავლებით.

12. (ამოღებულია - 26.09.2016, №447).

13. საჯარო სკოლებს (გარდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართ №4-ითა და დანართ №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლებისა, რომელთაც 31 და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ერიცხებათ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 8,400.0 ლარი;

ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 16,800.0 ლარი;

გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი;

დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 33,600.0 ლარი;

ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 42,000.0 ლარი;

ვ) 26-დან 30-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 50,400.0 ლარი;

ზ) 31-დან 35-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 58,800.0 ლარი;

თ) 36-დან 40-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 67,200.0 ლარი;

ი) 41-დან 45-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 75,600.0 ლარი;

კ) 46-დან 50-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 84,000.0 ლარი;

ლ) 50-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 92,400.0 ლარი.

13​1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართ №4-ითა და დანართ №6-ით გათვალისწინებულ საჯარო სკოლებს, რომელთაც 31 და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ერიცხებათ, სწავლების ხელშეწყობისთვის გამოეყოფათ მე-13 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი დაფინანსება.

14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 720 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 605 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

15. საჯარო სკოლებისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების, მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.

16. იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის 125 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

17. (ამოღებულია - 22.12.2021, №602).

18. (ამოღებულია - 29.12.2023, №541).

18​1. არაქართულენოვან საჯარო სკოლებში/სექტორებზე ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული  დაფინანსების  გარდა,  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისათვის 945  ლარის  ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

19. საჯარო სკოლები, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შეიძლება, დაფინანსდეს მიზნობრივი პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში.

„20. საჯარო სკოლებისთვის (გარდა სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის  სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების,   მე-10, მე-11 და მე-15 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამზე მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსებით საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  თანამდებობრივი სარგოს,  წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების დასაფინანსებლად და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის დადგენილება №170 - ვებგვერდი, 18.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №447 - ვებგვერდი, 27.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №418 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 18.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივლისის დადგენილება №368 – ვებგვერდი, 23.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი , 12.01.2023 წ .

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №325 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №541 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №211 – ვებგვერდი, 29.06.2024წ.

+
მუხლი 1​1
1. სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის  სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისათვის (შემდგომში − ლიცეუმი) ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ა) 2.12-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით;

ბ) 2.11-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით;

გ) 2.05-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით;

დ) 2.04-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით;

ე) 2.03-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით;

ვ) 1.99-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს.

2. ლიცეუმისათვის, მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) 636 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით;

ბ) 633 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით;

გ) 615 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით;

დ) 612 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით;

ე) 609 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით;

ვ) 597 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს.

3. ლიცეუმისათვის საჯარო სკოლისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 81 000.00 ლარით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 80 000.00 ლარით;

გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 73 000.00 ლარით;

დ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით;

ე) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 51 000.00 ლარით;

ვ) „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 48 000.00 ლარით.

4. ლიცეუმისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №211 – ვებგვერდი, 29.06.2024წ.

+
მუხლი 2. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივლისის დადგენილება №368 – ვებგვერდი, 23.07.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.


+
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილება.
+
მუხლი 4
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №476, 14.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018862 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2982289-12/