ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2015 ბოლო ცვლილება 09.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№476
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.018862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №476

2015 წლის 14 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

+
მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 1-დან 169 მოსწავლის ჩათვლით და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართი №4-ით და დანართი №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:

ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.70-ით;

ა.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.28-ით;

ა.ბ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.68-ით;

ა.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.27-ით;

ა.გ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.67-ით;

ა.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.24-ით;

ა.დ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.63-ით;

ა.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.20-ით;

ა.ე) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით;

ა.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.16-ით;

ა.ვ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.58-ით;

ა.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.13-ით;

ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.66-ით;

ბ.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.25-ით;

ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.64-ით;

ბ.ბ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.24-ით;

ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.63-ით;

ბ.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.21-ით;

ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.58-ით;

ბ.დ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.17-ით;

ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.55-ით;

ბ.ე​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.13-ით;

ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.53-ით;

ბ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.10-ით;

გ) საჯარო სკოლის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

გ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.02-ით;

გ.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.71-ით;

გ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.00-ით;

გ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.70-ით;

გ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.99-ით;

გ.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.66-ით;

გ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.95-ით;

გ.დ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.60-ით;

გ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.90-ით;

გ.ე​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.57-ით;

გ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.86-ით;

გ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.53-ით.

4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით.

ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/ სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით;

ა.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 684 ლარით;

ა.ბ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 504 ლარით;

ა.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 681 ლარით;

ა.გ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 501 ლარით;

ა.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 672 ლარით;

ა.დ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 489 ლარით;

ა.დ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 660 ლარით;

ა.ე) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;

ა.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 648 ლარით;

ა.ვ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 474 ლარით;

ა.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 639 ლარით;

ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარით;

ბ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარით;

ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 492 ლარით;

ბ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 672 ლარით;

ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 489 ლარით;

ბ.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 663 ლარით;

ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 474 ლარით;

ბ.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 651 ლარით;

ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 465 ლარით;

ბ.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 639 ლარით;

ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 459 ლარით;

ბ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 630 ლარით;

გ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

გ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 606 ლარით;

გ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 813 ლარით;

გ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 600 ლარით;

გ.ბ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 810 ლარით;

გ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 597 ლარით;

გ.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 798 ლარით;

გ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 585 ლარით;

გ.დ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 780 ლარით;

გ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 570 ლარით;

გ.ე​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 771 ლარით;

გ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 558 ლარით;

გ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 759 ლარით.

5. კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით.

6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.17 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.13 კოეფიციენტზე გამრავლებით.

7. ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 68 000.00 ლარით;

ა​​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 87 000.00 ლარით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 64 500.00 ლარით;

ბ​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ ​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 80 500.00 ლარით;

გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 58 000.00 ლარით;

გ​​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 72 500.00 ლარით;

დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 49 000.00 ლარით;

დ​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 64 500.00 ლარით;

ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე –44 000.00 ლარით;

ე​​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 56 500.00 ლარით;

ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 36 000.00 ლარით;

ვ​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 48 500.00 ლარით.

7​1. არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 66 500.00 ლარით;

ა​​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 85 000.00 ლარით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 63 000.00 ლარით;

ბ​​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 78 000.00 ლარით;

გ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 56 500.00 ლარით;

გ​​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 70 000.00 ლარით;

დ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 47 500.00 ლარით;

დ​​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ​​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ​​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 62 000.00 ლარით;

ე) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 41 500.00 ლარით;

ე​​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 54 000.00 ლარით;

ვ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 33 500.00 ლარით;

ზ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ​1“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 46 000.00 ლარით.

8. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება:

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (შემდგომში – სქემა) განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატისა და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტია სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე, რადგან სქემაში  მასწავლებლად განაწილების შემდგომ მას უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე.

8​1. საჯარო სკოლას, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსებისა და ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოს დაფინანსება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ მუხლის პირველი,  მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა, ესაჭიროებათ დამატებით დაფინანსება, შესაბამის დამატებითი დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
10. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის:
ა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.14 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;
ბ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის,  მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.30 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ  შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;
გ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის,  მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.38 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 3 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით.
11. სოფელში/დაბაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის,  მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების და მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.03 კოეფიციენტზე გამრავლებით.
12. (ამოღებულია - 26.09.2016, №447).

13. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი;

ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი;

გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი;

დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი;

ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი;

ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.

14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 470 ლარის ოდენობითა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

15. საჯარო სკოლებისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის,  მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა  და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.

16. იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის 125 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

17. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესის, პირობების, ეტაპების, ვადებისა და ოდენობის მიხედვით გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის დადგენილება №170 - ვებგვერდი, 18.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №447 - ვებგვერდი, 27.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის  დადგენილება №462  – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №418 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
+
მუხლი 2
ყოველ წელს კერძო სკოლებზე გასაცემი ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.
+
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილება.
+
მუხლი 4
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №476, 14.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018862 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2982289-5/