ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (14)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №476 |
|
2015 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 1-დან 169 მოსწავლის ჩათვლით და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართი №4-ით და დანართი №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.
3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:
ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.5-ით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.47-ით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.46-ით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.44-ით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.4-ით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.38-ით;
ბ) მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.8-ით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.76-ით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.75-ით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.73-ით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.68-ით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.65-ით.
4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) საჯარო სკოლებისათვის, პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 438 ლარით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 432 ლარით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 414 ლარით;
ბ) საჯარო სკოლებისათვის, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 540 ლარით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 528 ლარით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 525 ლარით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 519 ლარით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 504 ლარით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 495 ლარით.
5. კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით.
6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.16 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.13 კოეფიციენტზე გამრავლებით.
7. საჯარო სკოლებისათვის, სტანდარტული ვაუჩერის გარდა, განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 55000 ლარით;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 52000 ლარით;
გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 47000 ლარით;
დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 40000 ლარით;
ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 35000 ლარით;
ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 25000 ლარით.
8. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;
დ) სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (შემდგომში − სქემა) განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტია სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე, რადგან სქემაში მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე.
9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა ესაჭიროებათ დამატებითი დაფინანსება და აგრეთვე დამატებითი დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
10. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის:
ა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1,14 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 1 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;
ბ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1,27 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;
გ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1,35 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 3 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით.
11. სოფელში/დაბაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსებისა და მე-10 პუნქტის ,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1,03 კოეფიციენტზე გამრავლებით.
12. მაღალმთიან რეგიონებში არსებული საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსებისა და მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1,05 კოეფიციენტზე გამრავლებით.
13. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 6-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისთვის − 4200 ლარი;
ბ) 7-დან 13-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 8400 ლარი;
გ) 14-დან 23-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 12600 ლარი;
დ) 23-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 16800 ლარი.
14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 395 ლარის ოდენობით.
15. საჯარო სკოლებისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1,05 კოეფიციენტზე გამრავლებით.
|
1
+
ქ. თბილისი
+
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.35-ით;
ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.20-ით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.25-ით;
ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.05-ით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით;
ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.50-ით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.85-ით;
ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.40-ით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.75-ით;
ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.20-ით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.70-ით;
ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.05-ით;
ბ) საჯარო სკოლის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.45-ით;
ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.40-ით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.35-ით;
ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.25-ით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.05-ით;
ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.70-ით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით;
ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.85-ით;
ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.40-ით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.80-ით;
ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.25-ით.
ა) საჯარო სკოლებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 405 ლარით;
ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 660 ლარით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 375 ლარით;
ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით;
ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარით;
ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 225 ლარით;
ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 360 ლარით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 210 ლარით;
ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 315 ლარით;
ბ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 435 ლარით;
ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 720 ლარით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 405 ლარით;
ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 315 ლარით;
ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით;
ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარით;
ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 240 ლარით;
ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 375 ლარით.
6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის 1.19 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის 1.15 კოეფიციენტზე გამრავლებით.
7. საჯარო სკოლებისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება, კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 15 000.00 ლარით;
ა1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 20 000.00 ლარით;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 14 000.00 ლარით;
ბ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 19 000.00 ლარით;
გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 13 000.00 ლარით;
გ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 18 000.00 ლარით;
დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 12 000.00 ლარით;
დ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 17 000.00 ლარით;
ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 11 000.00 ლარით;
ე1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 16 000.00 ლარით;
ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 10 000.00 ლარით;
ვ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 15 000.00 ლარით.
71. (ამოღებულია - 28.06.2024, №211).
8. (ამოღებულია - 28.06.2024, №211).
9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა ესაჭიროებათ დამატებითი დაფინანსება, შესაბამის დამატებითი დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
10. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის:
ა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.14 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;
ბ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.30 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;
გ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.38 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 3 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით.
11. სოფელში/დაბაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ ქვეპუნქტების, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსებისა და მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.03 კოეფიციენტზე გამრავლებით.
12. (ამოღებულია - 26.09.2016, №447).
13. საჯარო სკოლებს (გარდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართ №4-ითა და დანართ №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლებისა, რომელთაც 31 და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ერიცხებათ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 8,400.0 ლარი;
ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 16,800.0 ლარი;
გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი;
დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 33,600.0 ლარი;
ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 42,000.0 ლარი;
ვ) 26-დან 30-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 50,400.0 ლარი;
ზ) 31-დან 35-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 58,800.0 ლარი;
თ) 36-დან 40-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 67,200.0 ლარი;
ი) 41-დან 45-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 75,600.0 ლარი;
კ) 46-დან 50-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 84,000.0 ლარი;
ლ) 50-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 92,400.0 ლარი.
131. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართ №4-ითა და დანართ №6-ით გათვალისწინებულ საჯარო სკოლებს, რომელთაც 31 და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ერიცხებათ, სწავლების ხელშეწყობისთვის გამოეყოფათ მე-13 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი დაფინანსება.
14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 800 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 670 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
15. საჯარო სკოლებისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების, მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.
16. იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის 125 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
17. (ამოღებულია - 22.12.2021, №602).
18. (ამოღებულია - 29.12.2023, №541).
181. არაქართულენოვან საჯარო სკოლებში/სექტორებზე ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისათვის 945 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
19. საჯარო სკოლები, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შეიძლება, დაფინანსდეს მიზნობრივი პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში.
20. საჯარო სკოლებისთვის (გარდა სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების, მე-10, მე-11 და მე-15 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამზე მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსებით საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების დასაფინანსებლად და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის დადგენილება №170 - ვებგვერდი, 18.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №447 - ვებგვერდი, 27.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №418 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 18.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივლისის დადგენილება №368 – ვებგვერდი, 23.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი , 12.01.2023 წ .
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №325 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №541 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №211 – ვებგვერდი, 29.06.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №488 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.
+
მუხლი 11
1. სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისათვის (შემდგომში − ლიცეუმი) ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ა) 2.12-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით;
ბ) 2.11-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით;
გ) 2.05-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით;
დ) 2.04-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით;
ე) 2.03-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით;
ვ) 1.99-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს.
2. ლიცეუმისათვის, მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) 636 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით;
ბ) 633 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით;
გ) 615 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით;
დ) 612 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით;
ე) 609 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით;
ვ) 597 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს.
3. ლიცეუმისათვის საჯარო სკოლისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 81 000.00 ლარით;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 80 000.00 ლარით;
გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 73 000.00 ლარით;
დ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით;
ე) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 51 000.00 ლარით;
ვ) „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 48 000.00 ლარით.
4. ლიცეუმისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №211 – ვებგვერდი, 29.06.2024წ.
+
მუხლი 2. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივლისის დადგენილება №368 – ვებგვერდი, 23.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
+
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 14.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №476. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.10.003.018862.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 14 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.01.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №476, 14.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018862 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2982289/