1. პროდუქტი არის ყველა მოძრავი ნივთი და ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.
2. მწარმოებლად მიიჩნევა პირი, რომელმაც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად მიიჩნევა ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი.
3. მწარმოებლად მიიჩნევა აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გააქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა ფორმით, სამეურნეო მიზნით, თავისი საქმიანობის სფეროში, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
4. თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი მიმწოდებელი მიიჩნევა მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დაზარალებულს მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს მწარმოებელს ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 08.05.2012 კანონი №6151
- 13.10.2011 კანონი №5119
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-88-84-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2014
კასატორი ასევე არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1009-ე, 1010-ე და 1011-ე მუხლებზე მითითებას, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კომპანიის მხრიდან წუნდებული პროდუქციის მიწოდების ფაქტი, თუმცა რას ეფუძნება მისი ეს მოსაზრება, არსად არ არის განმარტებული.
- საქმე №ას-688-654-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2013
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1010-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 1011-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან.
- საქმე №ას-301-627-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2007
…სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან. ამავე კოდექსის 1011-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გაყიდვის, გაქირავების, ლიზინგის ან სხვა ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
- საქმე №ას-296-624-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2007
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1011-ე, 1010-ე, 487-ე, 494-ე, 1009-ე მუხლებით, ასევე მოპასუხე საზოგადოების წესდების მე-3 მუხლით და ჩათვალა, რომ ლ.
- საქმე №ას-798-1072-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2006
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 1011-ე მუხლის მეორე ნაწილი, მესამე და მეოთხე ნაწილები და ჩათვალა, რომ ხანძრის გაჩენის დროს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ელ.ენერგია რომ ნამდვილად…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება