1. პროდუქტი წუნდებულად მიიჩნევა, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.
2. პროდუქტი არ მიიჩნევა წუნდებულად მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვიანებით უფრო უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში შეტანილი.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.05.2012 კანონი №6151
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-752-712-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2015
ამრიგად, უტყუარადაა დადგენილი, რომ კასატორმა აწარმოა წუნდებული პროდუქტი - ბეტონი, რომელიც მან გაიტანა სარეალიზაციოდ, არ უზრუნველყოფდა იმ საიმედოობას, რომელიც, ყველა გარემოების გათვალისწინებით მისგან იყო მოსალოდნელი [ სსკ-ის 1010.1 მუხლი ]. ამ პროდუქტის გამოყენებას მოჰყვა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება -ტექნიკური საფრთხის შემცველი ისეთი ობიექტის აშენება, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საზიანოდ მომეტებულ რისკს შეიცავს.
- საქმე №ას-88-84-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2014
კასატორი ასევე არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1009-ე, 1010-ე და 1011-ე მუხლებზე მითითებას, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კომპანიის მხრიდან წუნდებული პროდუქციის მიწოდების ფაქტი, თუმცა რას ეფუძნება მისი ეს მოსაზრება, არსად არ არის განმარტებული.
- საქმე №ას-688-654-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2013
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1010-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 1011-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან.
- საქმე №ას-296-624-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2007
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1011-ე, 1010-ე, 487-ე, 494-ე, 1009-ე მუხლებით, ასევე მოპასუხე საზოგადოების წესდების მე-3 მუხლით და ჩათვალა, რომ ლ. ჩ-ის ახლო ნათესავები მოსარჩელისათვის საჭირო სისხლის შეძენისას ვარაუდობდნენ, რომ იძენდნენ უეჭველად საიმედო, ხარისხიან პროდუქტს და ისინი ნივთის ვარგისიანობის შესაძლო ნაკლზე არავის გაუფრთხილებია.
- საქმე №ას-751-1118-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2007
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მხარეთა შორის დავა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან, ხოლო ამავე კოდექსის 1010-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.
- საქმე №ას-798-1072-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2006
- საქმე №ბს-434-25(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2005
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება