1. უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასეთი შეზღუდული პირადი სერვიტუტი სხვა პირებს არ გადაეცემა.
თავი მეექვსე
საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
I. გირავნო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ას-285-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
…შეწყვეტას უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ……, ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ უძრავ ქონებაზე (ს.კ. N …….) სერვიტუტის უფლება რეგისტრირებული არ იყო. 3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247.1, 253.1, 183-ე მუხლებით და განმარტა, რომ სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის მომწესრიგებელი ნორმები.
- საქმე №ას-1346-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2021
…მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. ამავე კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით.
- საქმე №ას-48-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2020
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 247-ე, 253-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უფლების მოპოვების ერთ-ერთი სანივთო სამართლებრივი შესაძლებლობა სერვიტუტის დადგენაა.
- საქმე №ას-386-370-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2016
სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ვერ იქნება მიჩნეული დასაშვებ შედავებად კასატორის მითითება საპროცესო კოდექსის 131-ე, 83-ე და 253-ე მუხლებზე, რამდენადაც შეგებებული სარჩელის მოპასუხეს ნივთების მასთან ყოფნის ფაქტი არ უღიარებია, რაც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ამ ქონების ღირებულების მისთვის დაკისრებას.
- საქმე №ბს-586-566(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2014
განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სსკ-ის 253-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა სააპელაციო სასამართლოს 14.02.08წ. გადაწყვეტილების აღსრულება, მოითხოვა მოძრავი ნივთების (ალკოჰოლური სასმელების) ღირებულების - 77 161 ლარით განსაზღვრა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
- საქმე №ას-1077-1009-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2011
- საქმე №ას-325-580-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2008
- საქმე №ბს-1338-913(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2005
- საქმე №ბს-945-803-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2005
- საქმე №ას-1051-1285-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2004
- საქმე №ას-297-978-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2003
- საქმე №ას-323-997-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2003
- საქმე №3კ/535-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2002
- საქმე №340210018002545135 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №330210015001059167 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №340210018002545135 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 17.12.2018
- საქმე №330210018002271636 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება