1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.
2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს:
ა) მისი შედგენის თარიღი;
ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;
გ
) გირავნობის
საგნის
ზოგადი
ან სპეციფიკური ნიშნებით
აღწერა
იმგვარად
, რომ
შესაძლებელი
იყოს
მისი
განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.
31. ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:
ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;
ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №314 - სსმ I, №24, 20.10.2008წ., მუხ.160
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6311 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5674 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5674
- 25.05.2012 კანონი №6311
- 09.03.2011 კანონი №4323
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა 1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის. 2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს: ა) მისი შედგენის თარიღი; ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ; გ ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა იმგვარად , რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა. 3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით. 31. ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ: ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით; ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158 საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №314 - სსმ I, №24, 20.10.2008წ., მუხ.160 საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(38)
- საქმე №ას-944-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
…გამსესხებლისათვის გადაცემის შემთხვევაში, მსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შესახებ. 4. სააპელაციო პალატამ დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 623-ე, 625-ე 417- 418-ე, 254.1, 258-ე, 2601 და 276.2 მუხლებით მოაწესრიგა და მიიჩნია, რომ ვინაიდან მსესხებელმა სესხის გადახდის შესახებ ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, გამსესხებელს წარმოეშვა უფლება მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლისაგან გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით.
- საქმე №ბს-1085(კ-2კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).
- საქმე №ბს-648(უს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება სააგენტოში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი.
- საქმე №ას-272-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2021
…რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მსესხებელს 24 თვით საკუთრებაში 2 500 აშშ დოლარი გადასცა, 5%-ის ყოველთვიურად სარგებლის დარიცხვით, ძირითადი თანხისა და სარგებლის ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობით (სსკ-ის 254.1 და 258.1 მუხლები). 2. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „აუდი ოლროუდი“, სარეგისტრაციო ნომრით DDS771 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ავტომანქანა ან გირავნობის საგანი).
- საქმე №ბს-568(2კ-კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
ამასთანავე, სკ-ის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო…
- საქმე №ას-425-425-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
- საქმე №ას-125-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2020
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
- საქმე №ას-68-68-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2018
- საქმე №ას-831-797-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2016
- საქმე №ბს-297-295(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2016
- საქმე №ას-125-121-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2016
- საქმე №ას-675-641-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2015
- საქმე №ას-661-627-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2015
- საქმე №ას-244-234-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2013
- საქმე №ას-1251-1180-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
- საქმე №ას-483-457-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2012
- საქმე №ას-1220-1240-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2012
- საქმე №ას-326-1001-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2003
- საქმე №3კ/981-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2001
- საქმე №3კ-440-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2000
- საქმე №330310118002377774 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №330310017001931386 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №190310016001632955 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
- საქმე №330210117001880340 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №030315717002028998 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.06.2018
- საქმე №160210019003093989 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 09.01.2020
- საქმე №120210019003143891 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 21.10.2019
- საქმე №160210019002803369 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 19.03.2019
- საქმე №330210018002653559 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №190310017002191076 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №120100118002338292 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №330310018002401609 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330210018002324229 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330210018002290470 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №020210017001945814 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 18.06.2018
- საქმე №041210018002393602 · თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო · 12.06.2018
- საქმე №020210017002013834 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 07.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება