1. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ მხარეს აქვს მეორე მხარის მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის, ზომის, წონის, შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.
2. თუ გირავნობის საგანი დამგირავებლის მფლობელობაში იმყოფება, მას უფლება აქვს მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან. მოგირავნეს მის მფლობელობაში გადაცემული გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება შეუძლია, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია მიიღოს ნაყოფი გირავნობის საგნიდან, თუ ნაყოფის მიღება გირავნობის საგნის თვისებიდან გამომდინარეობს. მოგირავნის მიერ მიღებული სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. მოგირავნე ვალდებულია დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ მიღებული სარგებლის შესახებ.
3. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.
4. თუ დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულებას, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემა, ხოლო თუ გირავნობის საგნის სათანადო მოვლა-შენახვის ვალდებულებას არ ასრულებს მოგირავნე, დამგირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემა.
5. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში, მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(34)
- საქმე №ას-482-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
ამით სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონი და არ გამოიყენა სსკ-ის 261-ე მუხლი დამატებითი გადაწყვეტილების შესახებ. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა ვ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი, სადაც აღნიშნა, რომ 2010 წლის ჩუქების…
- საქმე №ბს-1293(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
სააპელაციო პალატამ სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის,,გ" ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30.09.2019წ., №ას-165-158-2013, 27.01.2014წ.). 32. სსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.
- საქმე №ას-680-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
მაგალითად, თუ საკითხი ეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ( სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი…
- საქმე №ას-123-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
…თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ( სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი…
- საქმე №ას-1003-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2021
- საქმე №ბს-913(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2021
- საქმე №ას-1670-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2020
- საქმე №ბს-1117-1111(კ-კს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2018
- საქმე №ას-180-180-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ბს-219-219(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2018
- საქმე №ას-362-338-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2017
- საქმე №ბს-368-365(კს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2017
- საქმე №ბს-263-261(3კ-კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.11.2016
- საქმე №ას-831-797-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2016
- საქმე №ბს-9-8(2კ-6კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2016
- საქმე №ას-823-774-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2016
- საქმე №ბს-460-454(კ-კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2014
- საქმე №ას-1377-1214-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2011
- საქმე №ბს-736-711(კს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2010
- საქმე №ას-953-1156-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2009
- საქმე №ას-42-327-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2008
- საქმე №ბს-1148-1099(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2008
- საქმე №080210015001131375 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 04.05.2018
- საქმე №330310018002322687 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №330210018002603398 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №200210015001099475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №020210018001913376 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2018
- საქმე №330210019003075377 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.11.2019
- საქმე №190210017001912459 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 29.07.2019
- საქმე №010210117002150908 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №010310016001574683 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330210018002603398 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
- საქმე №010210116001509226 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება