დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი შესაგებლები, რომლებზედაც მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(23)
- საქმე №ას-1396-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2023
რაც შეეხება აპელანტის (მოსარჩელე) იმ პრეტენზიას, რომ სასამართლომ არ გაანაწილა გადასახდელი თანხა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა…
- საქმე №ას-180-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2021
სსკ-ის 251-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში, ამავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა…
- საქმე №ას-361-343-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2015
…შესახებ დამოუკიდებელი შეთანხმების აუცილებლობაზე ხელშეკრულების მიზნობრიობიდან გამომდინარე. მითითებული შესაგებელი სარჩელის საფუძვლიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და იგი არსებითია თ.ბ-ის შედავების ფარგლებშიც, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი შესაგებლები, რომლებზედაც მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.
- საქმე №ას-523-497-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2014
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია აღსრულების ერთ წლამდე გადავადების ნაწილში და მიაჩნია შპს,,ა-მა“ ვერ წარმოადგინა გარემოებანი, რომლებიც შეიძლებოდა, საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ერთი წლის განმავლობაში განაწილვადების საფუძველი გამხდარიყო.
- საქმე №ბს-354-339(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.02.2010
…თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სსკ-ის 2671 მუხლი ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტას. სსკ-ის 263-ე მუხლი და “სააღსრულებო წარმობათა შესახებ” კანონის 33-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის თხოვნით, გარკვეულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააღსრულებო მოქმედების შეჩერებას, რაც აღსრულების გადადების ნაირსახეობას წარმოადგენს.
- საქმე №330210019003262920 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2020
- საქმე №190210018002322840 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330210018002393371 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №120210018002707199 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330210118002584890 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №190210118002778911 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №030210018002332719 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 31.12.2018
- საქმე №030210018002424178 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330210018002496031 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
- საქმე №330210014608151 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
- საქმე №030210017001995589 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №160310019002848778 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №160310019002848787 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №160310019002848780 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №160310018002711271 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №160310018002697104 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №160310018002656784 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 06.12.2018
- საქმე №030210017002037007 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 30.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება