1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.
2. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.
3. ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-425-425-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
რეგისტრირებული გირავნობა უზრუნველყოფს დამგირავებლისათვის მფლობელობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს საგნის რამდენჯერმე დაგირავების შესაძლებლობას ( სსკ-ის 267-ე მუხლი), განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან. გარდა ამისა, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (მოთხოვნა, უფლება, წილი სამეწარმეო საზოგადოებაში) დაგირავება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით ( სსკ-ის 259-ე მუხლი) არის შესაძლებელი, ისევე როგორც სამომავლო ქონების (სსკ-ის 254 V-ე მუხლი).
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
რეგისტრირებული გირავნობა უზრუნველყოფს დამგირავებლისათვის მფლობელობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საგნის რამდენჯერმე დაგირავების შესაძლებლობას ( სსკ-ის 267-ე მუხლი), განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან. გარდა ამისა, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ( მოთხოვნა, უფლება, წილი სამეწარმეო საზოგადოებაში) დაგირავება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით ( სსკ-ის 259-ე მუხლი) არის შესაძლებელი, ისევე როგორც სამომავლო ქონების (სსკ-ის 254 V-ე მუხლი).
- საქმე №ას-77-73-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2017
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 255-ე, 257-ე, 568-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ სსკ-ის 267.3-ე მუხლი ამკვიდრებს სანივთო უფლების წარმოშობის შესაძლებლობას მხარეთა ნების ავტონომიის გაუთვალისწინებლად, გარკვეული პირობების არსებობისას.
- საქმე №ას-483-457-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2012
…სამმართველოს გამომძიებლის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების შესახებ დადგენილების საფუძველზე ავტომანქანის ამოღების შემდეგ სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლება არ შეუწყვეტია. სამოქალაქო კოდექსის 267-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს…
- საქმე №330210018002535283 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.03.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი სამოქალაქო კოდექსის 267-ე მუხლი 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება