1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხდება მათი შეძენისთვის დადგენილი წესით. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება წარმოიშობა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3726
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი 1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. 2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. 3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი წესით. საჯარო ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი განისაზღვრება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით. [ 3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხდება მათი შეძენისთვის დადგენილი წესით. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება წარმოიშობა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-426-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილია მხარის განცხადება სსკ 2591 მუხლის შესაბამისად დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, სასამართლოს წარმოეშვება სსკ 259-ე მუხლის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება, რაც იმაში გამოიხატება, რომ განმცხადების წარმდგენ მხარესთან სასამართლოს კომუნიკაცია შესაბამისი მუშაკის მეშვეობით…
- საქმე №ას-425-425-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
გარდა ამისა, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (მოთხოვნა, უფლება, წილი სამეწარმეო საზოგადოებაში) დაგირავება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით ( სსკ-ის 259-ე მუხლი) არის შესაძლებელი, ისევე როგორც სამომავლო ქონების (სსკ-ის 254 V-ე მუხლი). (შდრ.გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხლი 254, ველი 13, 23, გვერდი 327, 331, თბილისი, 2018).
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
გარდა ამისა, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ( მოთხოვნა, უფლება, წილი სამეწარმეო საზოგადოებაში) დაგირავება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით ( სსკ-ის 259-ე მუხლი) არის შესაძლებელი, ისევე როგორც სამომავლო ქონების (სსკ-ის 254 V-ე მუხლი). (შდრ.გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხლი 254, ველი 13, 23, გვერდი 327, 331, თბილისი, 2018).
- საქმე №ას-1227-1147-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
…რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში), მართალია, ამგვარი შინაარსის შეთანხმების დადება კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, ამავე კოდექსის 259.1 მუხლის შესაბამისად, ამ გარიგებისათვის იურიდული ძალის მინიჭება არა მხოლოდ წერილობით ფორმის დაცვით, არამედ, რეესტრში რეგისტრაციის გზით დაიშვებოდა…
- საქმე №ას-1283-1225-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2014
კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 83-ე, 248-ე, 249-ე, 259-ე, 381-ე და 389-ე მუხლები. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელს პირველი ინსტანციის სასამრთლოში საქმის განხილვისას დავის საგანი არ შაუცვლია.
- საქმე №ას-757-1124-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2007
- საქმე №3გ/ად-18-კ.ს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2003
- საქმე №3კ/516-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2003
- საქმე №3გ/ად-212-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2001
- საქმე №010211415811020 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება